საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
..."შენ რას შვრები ახლა, "მაბავ"? პირდაპირ მითხარი, ხომ იცი - ღია საუბარი მიყვარს. თუ თვლი, რომ აქ პრობლემა არაა, ჩემს ადგილზე დაჯექი და მიიღე გადაწყვეტილება", - ასე უპასუხა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ხუთშაბათს, გურიის რეგიონული ფედერაციის თავკაც კახა ებრალიძის თხოვნას, თუ შესაძლებელი იყო, გამონაკლისის სახით, "გურიას" ლანჩხუთში ეთამაშა.

როგორც გამოჩნდა, ებრალიძემ სიჭინავა მართლა "შეაბა" - ქართული ფეხბურთის მესაჭემ ამ დღეებში გურულები ორჯერ გააკვირვა: ჯერ მაშინ, როცა სტადიონის შესამოწმებლად კომისიასთან ერთად ჩავიდა და მიკროავტობუსს თავად მართავდა (!!!), მეორედ კი, "გურიას" პარასკევს ქუთაისში გასამართად გადაწყვეტილი მატჩის შინ გადატანის ნება შაბათ დილით რომ დართო.

ლანჩხუთელებმაც იმედები გაამართლეს - რაიონისა და კლუბის მესვეურთა დიდი მონდომებითა და, ამ შემთხვევაში, სფფ-ის წარმომადგენლის რანგში მყოფი კახა ებრალიძის მეთვალყურეობით, შეიძლება ითქვას, ყველაფერი მაღალ დონეზე გაკეთდა და გურულების საზეიმო განწყობაც გასაგები გახლდათ...

თუმცა ლანჩხუთელებმა "ევგრაფი შევარდნაძეზე" დაბრუნება ცუდად დასცადეს. "შესაძლოა, საკუთარ არენაზე თამაში ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხიც გამოდგა", - თქვა ნამატჩევს "გურიას" თავკაცმა დავით მახარაძემ და არც გაემტყუნებოდა: მისმა შეგირდებმა ნამდვილად ვერ აჩვენეს ის თამაში, რითიც საკუთარი ქომაგები მრავალგზის დაშლილ-აწყობილმა გუნდმა გაანებივრა...

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო: უკვე მე-3 წუთზე "გურიას" ნიგერიელმა შუახაზელმა ტეიდმა სტუმართა მეკარის საიმედოობა მოსინჯა, ხოლო ორიოდ წუთში უკვე კამერუნელი ლეგიონერის სახიფათო ჩაწოდებაც უშედეგო გამოდგა - ჩუენსუს თანაგუნდელთაგან არავინ გამოეხმაურა.

უფრო რეალური იყო მეგრელიშვილის წამოწყებული კომბინაცია, რომელიც ვალტერ ხორგუაშვილმა გააგრძელა, ხოლო დამატებაზე უკვე კვერენჩხილაძემ კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.

მალევე ვალტერმა ჯარიმა შეასრულა სახიფათოდ - ქარმა ბურთი კარისკენ "წაიღო" და სტუმრები ნადირაძის საიმედო თამაშმა გადაარჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ ხიფათს ვერ ქმნიდნენ, ვერ ვიტყვით, რომ "სპარტაკი" რაიმეთი ჩამორჩებოდა მასპინძელს, პირიქით - რიგ ეპიზოდებში ბურთსაც უკეთ აგორებდა და უპირატესობასაც ფლობდა.

არცთუ საინტერესოდ წარიმართა მეორე ნახევარიც. თითქოს, სტუმრები მცირეოდენ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ხიფათს ისევ გურულები ქმნიდნენ - საწყის წუთებში შეცვლაზე შესული ტარიელ კუკულაძის კარგი გადაცემები ჯერ პავლე ხორგუაშვილმა ვერ გამოიყენა, ხოლო მერე - ნიკა კილაძემ.

მე-60 წუთზე კი "სპარტაკი" გოლს გადაურჩა - კვლავ კუკულაძის პასის შემდეგ ისიანმა მეტოქის კარის ძელი შეაზანზარა.

ამას კახა კაჭარავას შეგირდებმა სამი მწვავე შეტევით უპასუხეს და სამივეში თორნიკე თუხარელი მონაწილეობდა, რომელზეც შეტევის აწყობას სპარტაკელები პირველ ტაიმშივე ცდილობდნენ, თუმცა მაშინ შედეგი ვერ მიიღეს.

ამჯერად გაუმართლათ - ჯერ ჩაფიძეს აუღო ბობღიაშვილმა და თორნიკეს დამატება არ დააცალეს. მალე თუხარელის პასით შონიას მიეცა კარგი შანსი, თუმცა შედეგიანი მესამე შეტევა გამოდგა - ლაშა პარუნაშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველებმა ბურთი ვერ "აიტანეს", იქვე გაჩენილმა თუხარელმა კი ბობღიაშვილი უშანსოდ დატოვა - 1:0

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ "გურია" ვითარების გამოსწორებას ეცადა და მეტოქის საჯარიმოში არაერთხელ შეიქმნა მწვავე მომენტი. მასპინძლებმა სახიფათო ჯარიმების შესრულების უფლება, ხოლო ბოლო წუთებში სულაც რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვეს (გოლის გამტანმა და გაფრთხილების მქონე თუხარელმა ბურთი გადააგდო და სეხნია არბიტრს ყვითელ-წითელი ბარათების "კომპლექტი" დასტყუა), მაგრამ სტუმართა მეკარისა და დაცვის საიმედო თამაშთან ერთად, გურულებს იღბალმაც აქცია ზურგი.

საბოლოოდ, 0:1 - "გურიამ" "ევგრაფი შევარდნაძეზე" სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად წააგო.

მატჩის შემდეგ

კახა კაჭარავა ("სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი):

"უპირველესად, ვულოცავ ლანჩხუთელებს სტადიონის გახსნას. ამდენი მაყურებლის წინაშე თამაში სასიამოვნოა, კარგი ატმოსფეროა. საინტერესო თამაში გამოდგა. მეტოქე 3 ქულით ექვსეულს, ფაქტობრივად, ინაღდებდა, ჩვენთვის კი ყოველი ქულა წამალია. ამიტომ ბიჭების მადლობელი ვარ - დავალებები კარგად შეასრულეს. "გურია" რომ მოწინავეთა შორისაა, ეს მისი მხრიდან გმირობაა და წარმატებას ვუსურვებ ამ კლუბს".

დავით მახარაძე ("გურიას" მთავარი მწვრთნელი):

"რა დავალებაც მივეცით ფეხბურთელებს, სამწუხაროდ, ვერ შესრულდა. უფრო ზუსტად, მეტოქემ არ მოგვცა ამის საშუალება. შეიძლებოდა, ფრე მაინც გვეთამაშა, მაგრამ იღბალიც იმის მხარეს იყო, ვინც დღეს უფრო უკეთ გამოიყურებოდა. მეტოქეს დამსახურებულ მოგებას ვულოცავ! რაც შეეხება ექვსეულს, კონკურენტებმა წააგეს და შანსის გამოყენებას ვეცდებით, მაგრამ რომც ვერ მოვხვდეთ საუკეთესო ექვს გუნდს შორის, ეს ტრაგედია არ იქნება. ჩვენი მიზანი ლიგაში დარჩენა იყო და ამის მიღწევა არ გაგვიჭირდება".

ბომბარდირები

დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13

ჩისკო (დინამო თბ) 12

ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9

დ. გოგა (დინამო თბ) 9

I ეტაპის ბოლო ორი ტური

XXI ტური

9 მარტი, კვირა

გურია-ჩიხურა

სპარტაკი-ზუგდიდი

დილა-ვიტ ჯორჯია

ზესტაფონი-მერანი

მეტალურგი-სიონი

ტორპედო-დინამო

XXII ტური

16 მარტი, კვირა

ჩიხურა-ტორპედო

დინამო-მეტალურგი

სიონი-ზესტაფონი

მერანი-დილა

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი

ზუგდიდი-გურია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
პრო ლიგა 2. "რუსთავი": გამოცდილი ახალწვეულები
"ზუგდიდი": ვინ შეცვლის დავით მახარაძეს?
ᓡᓐᓛᕬᓕᓠᓗᓜᕔᕚᕝ ᓙᓐᕠᓣᓡᓔᓚᓘ: ᓓᓐᓕᓔᕬᓘᓝᓗ ᓓᓐ ᕒᕐᓕᓣᓡᓬᓠᓝᓗ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐᓡ!
უმაღლესი ლიგა. XXVI ტური: "გურიამ" ლანჩხუთში "ზუგდიდი" გააცამტვერა
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
გელა სანაია "კოლხეთის" მზადყოფნით უკმაყოფილოა
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
კახა კაჭარავა: "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ!
ცხინვალის "სპარტაკიდან" წასული მერაბ გიგაური: წინადადებები არის, მაგრამ ბიუჯეტი...
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓘᓥᓜᓐ!.. ᓚᓐᓜᓩᓮᓣᓗᓘᓡ "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓒᓝᓩᓐ ᓒᓣᓯᓐᓑᓘᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓘᓐ ᓩᓮᓐᓘᓫᓔ ᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓔᓜ
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓛᓐᓮᓐᓠᓐᓫᓔ: 90-ᓘᓐᓜ ᓬᓚᓔᓑᓨᓘᓪ ᓙᓘ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓕᓘᓗᓐᓠᓔᓑᓐ ᓘᓧᓝ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
დილა-შუქურა 5:2 - გორელებმა ჩემპიონობა დაინახეს [VIDEO]
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
დავიჯერე, მაგრამ... შევცდი. თორნიკე თუხარელი თურქეთიდან რუსთავში
"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან
გიორგი თექთურმანიძე: დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ლიდერი არ ჰყავს
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
უმაღლესი ლიგის XXV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
ცხინვალის "სპარტაკი": ახალწვეულთა მოლოდინი და დაგეგმილი შეკრება