ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში [VIDEO]

თემურ, მისამართი შეგეშალა! - ქეცბაია მინაშვილის საავტორო გადაცემაში [VIDEO]

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით მინაშვილის საავტორო გადაცემაში საკუთარ თავს გადააჭარბა...
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დავით მინაშვილის 10 ნოემბერს საავტორო გადაცემა "არენას" ესტუმრა. ქეცბაიას უყვარს ხმაურიანი გამოსვლები, თუმცა ამ გადაცემაში მან საკუთარ თავს გადააჭარბა...

დარწმუნებულნი ვართ, თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ ქეცბაია ამ გადაცემას თუ ნახავს, სინდისის ქენჯნას იგრძნობს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მოღვაწეობაზე საკუთარი აზრი გვაქვს და მისთვის კრიტიკა არასოდეს დაგვიკლია, თუმცა ერთის კი მჯერა და ამაში ვერავინ და ვერაფერი გადამარწმუნებს - თემურს ჰქონდა, აქვს და ექნება სინდისი, თავისი ბუნებით ის მართალი კაცია. მაგრამ გუშინ მან ცხოვრების კრედოს, ოდინდელ გეზს უგანა...

უბრალოდ, თემურ ქეცბაიამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები ეროვნულ გუნდში.

არავინ იცის, როგორ დასრულდება პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩი, თუმცა პირადად ჩემთვის ორშაბათ საღამოდან ქეცბაია აღარ არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მან ამ პოსტზე მუშაობა გუშინ დაასრულა. სულაც არ არის აუცილებელი, ეს აზრი ყველამ გაიზიაროს. ეს ერთი რიგითი გულშემატკივრის აზრია, საქართველოს ნაკრების ყველა თამაშზე ლამის ნახევარ სიცოცხლეს რომ ტოვებს...

ნუ იკითხავთ და, თურმე, "ჯვაროსანთა" ყველა წარუმატებლობა ჩვენი, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. ის კი არა, თურმე მავანთაგან მართულები ჩირგვში ვსხედვართ და მუდმივად იმას ველოდებით, რომ ეროვნულ გუნდს ფეხი დაუცდეს.

ეს სერიოზული ბრალდებაა. გვესმის, თემურმა ეს განცხადება მძაფრი ემოციური სტრესის ფონზე გააკეთა და "აფექტში მყოფ დამნაშავეს" ნაკლები მოეკითხება, თუმცა ფაქტი ჯიუტია - მან ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს მოღალატეობა დაგვაბრალა!

იხილეთ ვიდეო

ქეცბაია მინაშვილს: "შენც ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვისაც ნაკრების წარმატება არ უხარია"

დიახ, ჩემი აზრია და არ მგონია, აქ მარტო ვიყო - ნებისმიერი ქართველი, ვისაც რაგინდარა მიზეზით საქართველოს ნაკრების წაგება უხარია, მოღალატეა. ეს ნაკრები საქართველოსია, მისი ყველა თამაში ნამდვილი ომია ჩვენი სამშობლოსთვის, ომების წაგებას რომ მიეჩვია. კიდევ ერთი წაგებული ომი ვის უნდა უხაროდეს?!

აქამდე არ ვიცოდი და თურმე, ყველა ნეგატივი, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ჟურნალისტების ბრალი ყოფილა. მათ შორის ისიც, ჩვენს კლუბებში ხელფასი რომ დროულად არ რიგდება, სტადიონები რომ არ გვაქვს, ევროპაში რომ აღარავის უნდა ჩვენი ფეხბურთელები...

თუ ქეცბაიას ეპატიება ემოციურობა, ბროლისა არც ჩვენ ვართ. თემური ხშირად იგინება. გუშინდელ პირდაპირ ეთერშიც რამდენჯერმე იხმარა მთლად უცენზურო არა, მაგრამ სულ მცირე, არალიტერატურული გამოთქმები. ჟურნალისტმა კი მკითხველს უნდა სცეს პატივი. ის ვერც შეიგინება და ვერც დაიგინება.

ჟურნალისტი ვერ ააშენებს სტადიონს, ვერ გაზრდის ფეხბურთელს, ვერ დაარიგებს ხელფასებს - ქეცბაიას მისამართი შეეშალა. როგორ გინდა, აქ ინტერესთა თანხვედრაზე არ ისაუბრო? თუ ეს ყველაფერი ჟურნალისტმა უნდა აკეთოს, მაშ, რისი მაქნისია ფეხბურთის ფედერაცია? რისთვისღა არსებობს ის?

ერთადერთი, რაშიც ქეცბაიას ვეთანხმები, ისაა, რომ ახლა ნაღდად არ გვესუპერთასება, თუმცა ეს სუპერთასი ფეხბურთის ფედერაციამ დაუბევა თბილისს. მისამართი აქაც შეეშალა ეროვნული გუნდის დამრიგებელს.

კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა ქეცბაიასგან გადაცემის წამყვანის მისამართით. თემურის ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება - ხორვატიის ეროვნული გუნდის თბილისში დაჩოქებაა. ნუთუ, მან ერთხელაც არ უყურა იმ თამაშის ტელეროპორტაჟს? იქ დავით მინაშვილი ლევან კობიაშვილის გოლისას კინაღამ გულის შეტევით მოკვდა. ამას ვერ დადგამ და ვერ ითამაშებ. თუ ეს შეუძლია, მაშინ მინაშვილი მსოფლიოს უდიდეს მსახიობთა კოჰორტაში ყოფილა.

არ მინდა, ვიფიქრო, რომ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში თავისი მმართველობის დასასრულს გრძნობს და კადრულობს ყველაფერს, რაც დაშვებულია და დაუშვებელი. მინდა დავიჯერო, რომ მისი ეს არასწორი საქციელი ერთი შემცდარი კაცის სულის გულწრფელი ამოძახილია და მეტი არაფერი. თუ საქმე სხვანაირადაა, მაშინ ეს ძალიან ცუდია. ასე "სხვანაირად" პატარა კაცები იქცევიან.

ამ უპატიებელი დემარშის მიუხედავად, მე მაინც მიყვარს ქეცბაია. მიყვარს, როგორც ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელი, იმ ნაკრების სული და ჯიგარი...

მიყვარს, მაგრამ სულო ცოდვილო, ის კი ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იჯდეს ის... ევროპარლამენტში.

თემურმა იმაზეც დაიჩივლა, რომ სხვა სახეობებისგან განსხვავებით, სახელმწიფო მის კონტრაქტს აღარ აფინანსებს.

იხილეთ ვიდეო

"კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან, არც ლეიბორისტებთან... სულ ფეხებზე მკიდია"

აბსოლუტურად აპოლიტიკურად უნდა დავწერო - რაგბის ნაკრები მსოფლიოს თასზე, აგერ, მერამდენედ გავიდა, კალათბურთელებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით და იქ უკვე შინაურები არიან, წყალბურთელებმაც ითამაშეს ევროფორუმზე... სახელმწიფო შედეგს უყურებს. ქართულ ფეხბურთში შედეგი არ არის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვინ ჩივის, გიბრალტარელ მეხანძრეებთან მოგებით ვყელყელაობთ.

ესაა ტრაგედია და არა ის, ქეცბაიას ახლა უკვე მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია რომ უხდის ხელფასს.

ქეცბაიამ თვითონ გამოჭედა თავისი მომავალი. ის არის ქართველი "სელფ მეიდ მენ" და ამიტომაც იმსახურებს პატივისცემას, თუმცა დაჟეჟილს გატეხილი სჯობია და სათქმელსაც ბოლომდე თქმა უხდება - როცა ის კვიპროსულ მზეზე ნებივრობს (გულწრფელად ვწერ - დამსახურებული და ალალია!), ქართველი ჟურნალისტები თოვლში, წვიმასა და ქარში ვცდილობთ ჩვენი მრავალტანჯული ეროვნული ჩემპიონატის გაშუქებას და...

...და ბოლოს, თემურ ქეცბაიას უნდა ვუთხრათ: არ ვართ სამშობლოს მოღალატეები! არ გვიხარია საქართველოს ნაკრების წაგება!

ავი სიტყვა კი მთქმელს აუცილებლად დაუბრუნდება - ძველი, მრავალნაცადი ქართული სიბრძნეა. ნეტავ, პოლონეთთან არ დაუბრუნდეს. ნეტავ, არც არასდროს დაუბრუნდეს, თუმცა ცხოვრებას თავისი კანონები აქვს.

პირადად მე პოლონეთთანაც საქართველოს გულდამწვარი ქომაგი ვიქნები... ოღონდ, ჩემთვის უკვე უმწვრთნელო საქართველოს ნაკრებისა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• irakli

რა აზრი აქვს მწვრთნელის გამოცვლას, სანამ არველაძეები და სიჭინავები იქნებიან, თუმცა ჩივაძეც მაგათნაირია!

• სოსო

ბერდია ჯანელიძე-ს. შენ რომელი ბერდია ხარ?ხიხოს ბიჭი? ანუ მინდიას ძმა?

• ქართულენოვანი აზერი

batono_givi-ის კომენტარის არსი თუ გაიგეთ ვინმემ. რის თქმა უნდა ამ ოყლაყს? ქართველების ნაკლი, სხვა ნაკლთან ერთად,რომელიც უთვალავია, არის რეალობის შეგრძნების არ ქონა.

• ნაღდი გულშემატკივარი

ძველი გულშემატკივარი-ს. შენ არა ძველ გულშემატკივარს, არამედ ვაი გულშემატკივარს უფრო მაგონებ. რა სიტყვებს აბრახუნებ აქ, "ქართული ფეხბურთიდან უნდა მოკიკვეთოს"; "მისი სიტყვების გამო, ასე შეურაცხყოფილად თავი ჯერ ამ მიგრძვნია". ერთი შეკითხვა შენან. არც მაშინ გიგრძვნია თავი ასე შეურაცხყოფილად, როცა ცოცხების უკანალში გადების კადრები ნახე? აბა კარგად დაფიქრდი? მაშინ კომფორტულად იგრძენი თავი? ბოდიში, არ ვიცოდი..

• Mamuka

ერთი ამ წერილის ავტორში თავში ჩამახედა რო ადარებ ფეხბურთს და ჭყალბურთს თუნდაც კალათბურთს ან თუნდაც რაგბს რაზე ფიქრობდა ალბათ სპორტის გარდა ყველაფერზე ან უაზრო ჯურნალისტური სოლიდარობა გამოაცხო. ზემოთ ჩამოთვლილ სპორტულ ფორუმებძე ძლიერები პირდაპირ ხვდებიან საკვალიფიკაციოს გარეშე მოახვედრეთ რაგბისტები ინგლისი საფრანგეთი ირლანდიის ჯგუფში და მერე ნახავთ სად არის ჩვენი რაგბი განვითარებით თუმცა შორს წასვლა არ უნდა ტონგამაც გვანახა და მსოფლიო ჩემპიონთან თამაში ოცნებად აქვთ ქცეული ეს ყველაფერი შეადარეთ ფეხბურთის საკვალიფიკაციოს და ყველაფერი თავის აგდილას დადგება. ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია და ერთ-ერთი უძვირესი რაგბი კი ათეულშიც არ შედის და თამაშობს დაახლოებით 40- 50 ქვეყანა ამაზე მენტი გუნდი ევროპის შესარჩევზეა ფეხბურთში. ასე რომ გაანებეთ მაგ კაცს თავი, არც მე მომჭონს რა ტაქტიკით თამაშობს გუნდი მაგრამ იმასაც ვხვდები რომ მეტის საშვალება არ არის (რესურსი) რაიყო დიდი ხანი გავიდა დაგავიწყდათ რუმინეთთან 5-0 დანიასთან 6-1 ან პოლონეთთან 4-0 15 წუთში სახლში რომ მოვდიოდით სდადიონიდან . ალბათ ბოლო თამაშია ქეცბაიასთვის ნაკრების მცვრთნელის რანგში და მადლობა გადაუხადოთ

• Cven

ბოლო სურათი დადეთ ინტერაქტივის... თავიდან რო გიდევთ... თუ დახმარება არ შეგიძლია ცუდი მაინც არ უნდა თქვა ... გულიანი კაცია და ფაიზაღი ილაპარაკა... და ,,დემეტრე მეორეს ჭაობის კაცივით,, ნუ იქცევით!!! ყოველ შემთხვევაში მაგის თაობა პატივისცემას იმსახურებს უდიდესს... და ჩვენ ის ხალხი ვართ არველაძე სტადიონიზე ჩვენი უზნეო საქციელის მერე რო ვაიძულეთ წასულიყო... ფეხბურთის მოყვარული ქართველზე და ნაკრებზე არ შეიგინება და საბერძნეთთან ზუსტად ის ბრბო იყო უმეტესობა უზნეოთ რო მოიქცნენ... მე მიყვარს ფეხბურთი და ნაკრები... მოვიგებთ თუ წავაგებთ მაინც იგივე გულით და სულით მეყვარება... ისე ქეცბაიას უფლება არ აქვს წასვლის ყველას კიდია ამ ეტაბზე ფეხბურთი სახელმწიფოს ჩათვლით, და უნდა ეყოს კაცობა და გაუძლოს ზეწოლას და მაგანაც არ დაიკიდოს...

• ძველი გულშემატკივარი

ქეცბაიას რომ ვუსმენდი, მისმა საუბარმა და, ტონმა და, საერთოდ, ქცევამ უმძიმესი შთანეჭდილება მოახდინა. ეს რა ვიხილე?!!! მის კულტურაზე საერთოდ არ შეიძლება სიტყვის დაძვრა.ასე ქუჩის ბიჭები ლაპარაკობენ "ქუჩური გარჩევის" დროს. ბოღმა და შური რა შუაშია, ჩვენ ყველანი ქართული ფეხბურთის უანგარო გულშემატკივრები ვართ. აი ქეცბაია კი, ამპარტავანი და ბოღმა თვითონ ყოფილა. ქართულ ფეხბურთში მასზე დიდი ფეხბურთელები იყვნენ, მე 50 წლიოს გულშემატკივრობის სტაჟი მაქვს და ეს კარგად ვიცი. იგი ჯერ დაბადებული არ იყო, როცა ჩემისთანები სულსა და გულს არ იშურებდნენ ჩვენი ფეხბურთელებისათვის. მისი სიტყვების გამო, ასე შეურაცხყოფილად თავი ჯერ ამ მიგრძვნია. ეს კაცი უნდა მოიკვეთოს ქართული ფეხბურთიდან.

• saba

ალეკო თქვენ ხართ ყველაზე ცუდი ჟურნალისტი მინაშვილი კი არა. მის ადგილას თქვენ უნდა ყოფილიყავით

• irakli

სწორია ქეცბაია! ***

• shota

შეკვეთილი სტატიები, არასათანადო და არა ადეკვატური მხარდაჭერა ფეხბურთელებს ... უამრავ დამალული და არ გაცხადებული საკითხები - ესეც იყო და არის ერთერთი მიზეზი ქართული ფეხბურთის უკუსვლის, მაგრამ ქეცბამაც არ უნდა დაკარგოს სახე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია!!!!!

• ugulava

რაგბთან რომ პარარელს ავლებს ჟურნალისტი რა უნდა ელაპარაკო, აზრზე არ ხართ და მიგალანძღათ:)))

• ბერდია ჯანელიძე

პოლონეთს დავამარცხებთ უეჭველი!

• batono_givi

თემურ ჯერ რომ ებლატავები ჟურნალისტს თავი სად გონია ქუჩაში ? მერე მეორე საქართველოს ჩემპიონატს რომ აშუქებს ტელევიზია მადლობა უნდა უთხრა ფული კი არ უდნა მოთხოვო რომ ასეთ ფეხბურთს აშუქებს.მესამე ყველაფერი რომ მიატოვე ოჯახხი და ასე შემდეგ მოუქთათ მუშაობ მეტროთი დადიხარ თუ ფულს არ გიხდიან 5 მილიონზეა საუბარი. მეოთხე თუ იძახი რომ იმ ქვეყნბს უფრო უკეთესი პეხბურთელები ყავთ და იმიტომ იგებენ მაშინ რაგინდა საქართველოს ნაკრების წყვთნელად თუ ვერ თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები ? და მეხუთე ზარის გახორცილება რომ იყო უარყოფითათ და დადებითად ვინც დადებკითათ დარეკა თქვენ საქართველოს ნაკრები არ განაღვლებთ არანაირი გული არ გტკივათ პირიქით გიხარიათ რომ საქართველოს ნაკრები უკან მიდის თქვენ ნაირი ხალხი არის რბო გონიათ რაც ილაპარაკა არის მართალი და ქედბაია არაფერ შუაშია ხალხია თურმე შუაში და ჟურნალისტები !!!!!!!!!!

• dave

და ბატონო ალეკო რა თქვა თემურმა არასწორი ? რაც ილაპარაკა მართალი გითხრატ და ნუ სკდებით გულზე. პრობელმა თვითYონ საქართველოს ფეხბურთშია და ქართველ ფეხბურტელებში... შრომა და სირბილი რომ ეხზარებათ უმრავლესობას და ევროპაში არავის უნდა მაგაზე რატომ არ ფიქრდებითო გკითხათ ? ნაკრებში მომზადებული უნდა მოდიდოეს ნაკადი და არა ნაკრებში იწვრთბებოდნენ... ასე რომ, ნუ გეწვით ერთი ადგილი, როცა ადამინი იძახის სიმართლეს "ვინმემ სიმართლე თუ თქვა, *** ეკვრებათ სუნთქვა" :)

• Giga

გენიოსო ჟურნალისტებო და კომენტატორებო, კაცურად ერთი ინტერექტივი სათითაოდ იმაზეც გააკეთეთ როგორ შევაფასებთ მაყურებლები თქვენ წაყვანილ თამაშებს :D დადებითად თუ უარყოფითად და დამიჯერეთ ფონად რა სურათიც გიდევთ მასზე კარგი შედეგი გექნებათ ;):D

• სემი

თქვენი ბრალია ჟურნალისტების , აქამდე უნდა მოგეთხოვათ ქეცბაიასთვის და თან ძალიან მკაცრად პასუხი, ასე აღარ იბლატავებდა, ეხლა გამოუცხადეთ ბოიკოტი და არავინ არ მიხვიდეთ მატჩის წინ პრესკომფერენციაზე.

• zura

მე ვფიქრობ რომ ჟურნალისტები უფრო დაბალი დონის ხართ, ვიდრე მწვრთვნელები.

• givi

დონე არაგაქ ევროპარლამენტში ჯდომის ქეცბააა. და ტუ აქ ჩამოდი და ოჯახი მიატოვე მილიონები მოხვეტე გესმის ? და ნუ აყვედრი შენს თავს ვინმეს. ვიციტ რომ კარგი ფეხბურთელი იყავი მაგრამ ერთი უზრდელი ადამიანი დარჩი.

ფეხბურთელი კი კაი იყო მაგრამ პიროვნულად არის ნაგავი. და ამისგან მეტს არც მოველოდი.

• jora

ჟურნალისტებს თავის ცოდვა ეყოფათ. ფეხბურთი ასეთ დღეში რომ არის ეს პირველ რიგში თვით ფეხბურთის სპეციალისტების ბრალია.

• თემური

ეს კაცი გუშინ თქვენნიარ ჯურნალისტებზე საუბრობდა... ქეცბა მაგარია და ამაში მალე დარწმუნდებით!!!

• zzz

ქეცბაია დიდი ხანია წასასვლელია, ჯერ მარტო იმ სკანდალის შემდეგ ასიათასობით ლარს რომ იღებდა თვეში ხელფასს ამ გაღატაკებულ ქვეყანაში

• lasha

ქეცბო ჯიგარი ხარ

• besik61

გული მერევა უკვე ამ კაცის დანახვაზე. ფეხბურთელი მართლაც კარგი იკო, მაგრამ ადამიანი ნაგავი

• defender

რომ დედა არ ყავს ჩემი ბრალი კი არაა თქვენი ყველას ბრალიაო და მართალიც არის, ბიზნესი და ტელევიზია ფულს არ დებს ხალხი ფეხბურთზე არ დადის, როცა დადის მის დღემში 10ლარიანი ბილეთის სიძვირეზე წუწუნებს. აბა რომელ ქვეყანაშია ფეხბურთი მთავრობის კისერზე? ისედაც საკმარის პრობლემა აქვს ქვეყანას კიდე ფეხბურთი რომ არ დაუმატონ... აი ამის თქმას ცდილობდა ქეცბაია და მართალიც იყო, გამოკითხვაც ამიტომ შემობრუნდა მის მხარეს

• Merabi

თუ პრობლემა არ არის, მაშინ ...წადი, წადი, წადი, ..................!!!!!

• qazwsx

თუ ეს რეიტინგი და ეს კომენტარები საქართველოს მოსახლეობის განწყობას სწორად ასახავს მაშინ გამოდის, რომ ამ მოსახლეობის დიდ ნაწილს (ქეცბაიას მომხრეებს) ძალიან არასწორი წარმოდგენა აქ ფეხბურთის რაობის შესახებ. მათ ვურჩევ უყურონ ნებისმიერი ჩემპიონატის თუ სათასო მატჩს სადაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა კალიბრის გუნდები (ანუ ერთ ერთი ''უდავო ფავორიტი რომაა'').

• soso zurashvili

უკაცრავად მაგრამ ეს ის საიტი არ არის სადაც ქართული სპორტის ქომაგები ვაი გულშემატკივრებად აქციეთ? ახლა ქეცბაი გახდა ქვეყნის მტერი? კი ეს კაცი შეცდომებს უშვებს მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ 10_ჯერ მეტს უწერთ და აზვიადებთ თავი დანნებეთ ამ კაცს და ძირს ნუ უთხრით რაც შეხება მინაშვილის 2011 ში ყველა გახარებული ვიყავით და ქეცბაიას მოწინაღმდეგეც არავინ ჰყავდა ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და მინაშვილიც ყველანაირად ცდილობს რომ ქეცბაიას ძირი გამოუთხაროს და ნაკრები დაატოვინოს მაგრამ ქეცბო ის კაცია არაა რომ ტQვენ ლაპარაკზე იაროს მე ბოლომდე მჯერა ამ კაცის მაგრამ პოლონეთან თამაშის შემდეგ ის მიდის!

• zvidev

**** ფეხბურთი ხომ არ ესმოთ და არ ესმით და რეპორტაჟს ისე არ წაიყვანენ ნახევარი თამაში მხოლოდ მსაჯობაზე შექმნიან იგავებს და საქმის მკეთებლებსაც ხომ სულ აკოპებში უზიან და ამას ეძახიან საქმის კეთებას. ფუი მაგათ.

• ახალი

საქართველოს ჩემპიონატის გაშუქების დონე(და ისიც მხოლოდ პირველი არხით არის) ისეთია,რომ უფრო ანტირეკლამაა!თან ემატება ინფრასტრუქტურა(სტადიონენი გასული საუკუნის ,მხოლოს ჭუჭყიანი პლასიკური სამებით)

• mamu71

ნუ აიძულებთ ამ კაცს წასვლას, ყველას გვინდა მოგება მაგრამ სხვა თუ მოვა რა მოგებები დაიწყება? ისევ დიდი ანგარიშებით წავაგებთ, ეხლა ბრძოლა მაინც არი და პატარა გამონათებები, გაიზრდებიან ახლები და იქნებ უკეთ წავიდეს მერე საქმე. სულ ვწერ, მგონი მოგვენატრა დიდი ანგარიშით წაგებები, პასუხისმგებლები ხაართ ახალი მწვრთნელის შემთხვევაში რომ უარესი შედეგი არ იქნება? უკეთეს არ დავეძებ. გუშინდელი ინტერაქტივი იყო მგონი ნდობის მანდატი და შეეშვით ამ კაცს

• Levan

1. მართლა კვდებიან ბიჭები მოედანზე და ეს არის მაქსიმუმი. ლეგენდა რომ ქართულ ფეხბურთს მეტი შეუძლია ამის დამსახურებაა 2. ქართული ფეხბურთი მოკვდა, ეს ფაქტია! 3. ხუბუტიას რატომ არ უკრავთ ტაშს? კაცმა საკუთარი კარიერა გადადო ნაკრებისთვის! ერთი სტატია მაინც დაწერეთ მასზე, ერთი! 4. ქეცბაიას შემდეგ რა გველის? გვაჩვენეთ რამდენიმე ქართველი მწვრთენლი და შეაფასებინეთ მათ მომავალი ტაქტიკა, ხედვა, რას აპირებენ. თემურის წასვლა რომ გინდათ რამე ალტერნატივა ხომ უნდა გვქონდეს? 5. ყველას გინდათ ფედერაციაში ამაში ეჭვი არავის გვეპარება.

• daviti

ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში სადაც ესეთ ხეპრეს და უზრდელს აიტანდნენ ამდენ ხანს ნაკრების მწვრთნელად.ერთი თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან:უკვირს ამ კაცს რატომ,მხოლოდ მის ხელფასს არ იხდის სახელმწიფოო და ლამის გემუდარებით,მოიძიეთ რამდენი აქვს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს საქართველოში-კალათბურთში,რაგბში,წყალბურთში,ძიუდოში,თავისუფალ და კლასიკურ ჭიდაობებში და დადეთ მათი მიღწეულ შედეგებთან ერთად.იმ პერიოდში რა პერიოდიც ეს უზრდელი ნაკრების მწვრთნელია.იქნებ მერე მაინც მიხვდეს თუ აქვს რამის გაანალიზების უნარი საერთოდ,რატო აღარ იხდის სახელმწიფო მხოლოდ მის ხელფასს როცა,ნახავს იმაზე მეტს რომ,იღებს ვიდრე დანარჩენები ერთად აღებული.ჟურნალისტების გარდა თურმე მისი მუშაობით უკმაყოფილო ვერავინ ნახა.და სად უნდა ენახა?კვიპროსში ქართველები ცოტაა და როცა,აქ ჩამოსული ეგეც საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ სარგებლობდეს ხალხთან უშუალო კონტაქტი ქონდეს,ისე რამდენი მაგინებელიც გყავდეს იმდენი გახარება მე.ქეცბაიას დამცველებს მინდა გკითხოთ რა მოგწონთ ამ კაცის?შედეგი,თამაშის სტილი და სტრატეგიის მრავალფეროვნება?თურმე დიდი ანგარიშიდ აღარ ვაგებთ.ნახეთ ქეცბაიამდე ნაკრების თამაშები და მის შემდეგაც,ზუსტად იმდენივე საგოლე მომენტი იქმნება ჩვენს კარებთან როგორც მანამდე და თუ იმდენივე გოლს არ ვუშვებთ ახლანდელი მწვრთნელის დამსახურება კიარა ნორმალური მეკარეების ნაკრებში გამოჩენაა,იგივე დონის მეკარე რომ,იდგეს დღეს,როგორც,იდგა ტოპმიოლერის და კუპერის დროს,რა ანგარიშებითაც დავმარცხდებოდით ადვილი მისახვედრია.კიდევ რა აქვს მოსაწონი ამ კაცს,ადამიანებთან ურთიერთობა?უბრალოდ წარმოიდგინეთ ასეთი ხეპრე ამას რომ,კადრულობს პირდაპირ ეთერში როგორი იქნება ფეხბურთელებთან კამერის მიღმა.რევიშვილის ინტერვიუ მახსენდება,ყოველი ნაკრებიდან დაბრუნებულს სტრესიდან გამოსვლა გჭირდებოდაო.ამდენ ფეხბურთელთან ვინმეს ან ჩვენს ნაკრებში,ან რომელიმე სხვა ქვეყნის ნაკრებში ან რომელიმე კლუბში სადმე თუ ქონია მწვრთნელს კომფლიქტი და დარჩენილა სამუშაოდ?გავიგეთ ბატონო რომ,ოქრიაშვილს და გოგუას აქვს პრობლემები სხვაგანაც მაგრამ,კობიაშვილს?იაშვილს?რევიშვილს?ამისულაშვილს?კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება.ან თუ ჩვენ ვართ ეგეთი უხეიროები მაშინ რატო გამოაპანღურეს ეს ვაჟბატონი თვენახევარში ოლიმპიაკოსიდან ისე რომ,თამაში არ ქონდათ წაგებული?რა თავიანთი თავის მტრები იყვნენ იქაც და ვერ შეიშვნეს "გენიოსი"?ანართოსისის ჩემპიონთა ლიგაში გასვლა რათქმაუნდა ქეცბაიას ძალიან დიდი დამსახურებაა მაგრამ,მის სემდეგ თითქმის ყოველ წელს ხვდებიან კვიპროსული სხვადასხვა კლუბები ამ ტურნირზე,ასე რომ კვიპროსული საკლუბო ფეხბურთი ავიდა იმ დონემდე რომ,ქეცბაიამაც და მის გარდა სხვებმაც მოახერხეს გუნდების ჯგუფში გაყვანა.შორს ვარ იმ აზრიდან რომ,ამ კონტიგენტით ბევრით მეტის მიღწევა შეიძლება.პირიქით,მიმაჩნია ისტორიაში ყველაზე მწირი არჩევანია ფეხბურთელების,უბრალოდ არ მესმის ასეთ ნაკრებს რაში ჭირდება ასეთი მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი?მითუმეტეს დანარჩენი საფეხბურთო მეურნეობა მთლიანად გაპარტახებულია.რატომ ვუხდით მწვრთნელს გაცილებით მეტს ვიდრე ანალოგიურ სამსახურში უხდიამ ჩეხები,სლოვაკები,ბულგარელები,უნგრელები,ხორვატები,სერბები,მაკედონიელები,რუმინელები..კიდე ძალიან ბევრი ჩვენზე გაცილებით წარმატებული ნაკრების დასახელება შეიძლება.

• akhali

ფედერაციის...გარკვეულწილად ,მაგრამ სიმართლე იქნებ ბოლომდე?სახელმწიფო!!!დღევანდელი ხელისუფლება ვითომ ელოდება,რომ ახალი პრეზიდენტი ჩაუდგება ფედერაციას და მერე მიხედავს ფეხბურთს.რატომ ?ორი წელი რას აკეტებდნენ?ინფრასტრუქტურის მოქყობაში ფედრაცია ხელს უშლის?ფედერაცია ეონომიკის სამინისტროა თუ ინფრასტრუქტურის განვითარების?სადაა ის 100მილიონი,რომელსაც წინასაარჩევნოდ აპიარებდნენ,რომ არ გვაძლევს საშუალებას ხელისუფლება ფეხბურთის დასახმარებლადო?ეხლა ვინ შეუშალა?ტყუილები!პიარები!.....

• akhali

გუშიინდელ გადაცემაში მინაშვილი შემეცოდა..ცდილობდა ქეცბაია დაებრუნებინა ტაქტის,ზრდილობის,ეთიკის,ქცევის ნორმებში და არ გაემწვავებინა სიტუაცია...ან სულაც უნდა ჩაეშალა გადაცემა.ქეცბაია თავის პასუხისმგებლობის სფეროში(ნაკრების ტაქტიკა,შემადგენლობა)არ პასუხობდა და გადადიოდა საერთო საფეხბურთო,ეკონომიკურ პრობლემებზე... თვით გადაცემის ფორმატი,შინაარსი ჰქონდა არასწორად შერჩეული მინაშვილს(თუმცა მის ფორმატშიც შეეძლო მიეჯირკვნა,მაგრამ ქეცბაია ხმას უწევდა,შენობით ელაპარაკებოდა,ცოტაც და შეურაცხოფაზე გადადიოდა,რაც მის დაბალ ინტელექტზე ლაპარაკობს და რომელ ტაქტიკის ჩამოყალიბებზე და მის ფეხბურთელამდე გააზრების გადაცემის უნარზე გვაქვს იმედი?)....გადაცემაში უნდა იყოს მიწვეული ფეხბურთის მწვრთნელი,სპეციალისტები და გაარჩიონ მატჩებზე შერჩეული ტაქტიკა,შემადგენლობა......... -კარგია ზოგადად ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე საუბარი,სახელმწიფოს,ხელისუფლების უუნარობაზე,მაგრამ კონკრეტულად ნაკრების 11 ფეხბურთელზე არ უნდა ვილაპარაკოთ?მწვრთნელზე?

• miriani

ქართველი ხალხი კიდე როგორც პოლიტიკაში ისევე სპორტშიც მოლაყბე ხალხის მოყვარულია, ინტერაქტივშიც გამოჩნდა

• miriani

დემაგოგიის მანქანა, ნაკრების მწვრთნელი რო ხარ ნაკრებზე უნდა ილაპარაკო და მის შედეგებზე და არა ქართული ფეხბურთის ფარჩაკულ მდგომარეობაზე, ქართული ფეხბურთი რო ცუდ დღეშია ყველამ ვიცით და მაშინ იმუშავე შესაბამის სამსახურებში საიდანაც ამ წუმპიდან ამოიყვან სპორტის ამ სახეობას. ან ილაპარაკე უშუალოდ ნაკრების თამაშზე, სტრატეგიასა და ტაქტიკაზე

• Markoz

ქეცბა რო აფარჩაკებ ამ ჟურნალისტებს აი მაშინ ზაან მევასები რა

• Tengo

mokalake აუ შენ კომენტარზე გამეცინა მაგრად, ეგრე მაშინ ვიდეოში რომ ჩანს ინტერაქტივში ქეცბაიას უფრო მეტი ხმა აქვს დადებითი, მაგას რითიღა ახსნი?

• GIA

თქვე მამა ცხონებულებო *** შეხვედრას არ აცტენთ მათ აღლუმზე დადიხართ.გააკეთეთ ჟურნალისტებმა ერთი ორგანიზება ყველა გულშემატკივარი გამოვალტ ქუჩაში და მოვითხოვოთ რომ ბიზნესმენი რომელიც ფეგღბურთში ჩადებს მოგების მხოლოდ 2 პროცენტს ჩაეტვალოს დღგ-ში და ნახავტ თუ ფეღბურთში ფული არ გაჩნდება

• fanat

ქეცბა მაგარი იუმორისტი ხარ, მაგარი ვიცინე რაა, საააღოლ!! :)))

• mokalake

ჟურნალისტები თუ ინტრიგნები არ ხართ მაშინ რატო გიდევთ ინტერაქტივის საბოლოო შედეგი არასწორად გადაცემის დასასრულს როგორც მახსოვს 64 დადებითად იქნა შეფასებული და მაღლა მიიწევდა

• akhali

ის საერთო პრობლემები,რომლებზეც ქეცბაია ამახვილებდა ყურადღებას გასაგებია და ყველას მოეხსენება.და ისიც მართალია,რომ დასახელებულ პრობლემებს ფედერაცია ვერ გადაწყვეტს ვერაფრით(მხოლოდ სახელმწიფო თუ გადაწყვეტს).139მილიონით ხელისუფლებას პრემიების სახით არ გაეძარცვა ხალხი და სოციალურ სფეროებში რომ დაეხარჯა,მათ შორის საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში ალბათ უკეთესი პერსპექტივა იქნებოდა მომავლისთვის,მაგრამ ხალხმა ვინც აირჩია ის მიიღო! -მინაშვილს აქცენტი უნდა გადაეტანა ქეცბაიას მიერ თითოეულ თამაშზე შერჩეულ შემადგენლობაზე,რომელიც განსაზღვრავდა გუნდის უსუსურ ტაქტიკას!ირლანდიასთან ქეცბაია მაგრად შეცდა ჩემი აზრით შემადგენლობის შერჩევაში(შესაბამისად ტაქტიკაში).ხუბუტია არ იყო ფორმაში(თვითონ ხუბუტიამ გააფრთხილა) და მაინც დააყენა ძირითადში.კანკავა-დაუშვილი აშკარად მხოლოდ ჩამშლელები არიან და შეტევის დაწყებაში,მიმართულების შერჩევაში პრაქტიკულად ნულოვანი და შესაბამისად მივიღეთ ირლანდიელთა ტოტალური უპირატესობა ბურთის ფლობაში და ზეწოლა დაცვაზე!შეეძლო დაეყენებინა კობახიძე!ან ცინცაძე!არ გამოიძახა საერთოდ ჭანტურია,რომელოც შეეძლო ან ფლანგზე ან თავდამსხმელად გაემწესებინა....და საერთოდ გაუგებარი იყო გელაშვილი ძირითადში და მჭედლიძე სათადარიგოდ!წუწუნებბს არ გვყავს ფეხბურთელები ტოპ-ლიგებიდანო და სერია-ა-ს თავდასხმელი არ ათამაშა(და ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო,როცა მჭედლიძე კარგ ფორმაში იყო!მთლიანად გავლილი შეკრება და ორივე საწყის ტურში 90წუთი,სადაც საუკეთესო იყო და დიდი პრობლემები შეუქმნა რომას,უდინინეზეს!).შემადგენლობიდან გამომდინარე ტაქტიკა შეტევის განვითარების კომიკური იყო,ხუბუტია გრძელი პასით(აბა სხვა მხრის შეუძლებელი იყო ბურთის თავდასხმელამდე მიწოდება,ან მხოლოდ ინდივინდუალურად ხუთი(!) კაცი უნდა მოეტყუებინა ოქრის!)გელაშვილზე ჩაწოდება!!!და ამ სიტუაციაში არ აჯობებდა მჭედლიძე?! -მოკლედ ქეცბაიამ ირლანდიასთან ითამაშა 0-0ზე (ოქრიაშვილის გოლი მაინც თამაშის ლოგიკაში არ ჯდებოდა,უბრალოდ გაგვიმართლა) და აქ ჩანს ყველაზე დიდი ტყუილი,რითაც გვაბოლებდა ქეცბაია გულშემატკივრებს!თუ გაქვს დასახული მესამე ადგილისთვის ბრძოლა ,თბილისში ირლანდიასთან ფრეზე არ უნდა ითამაშო!!!რაში დასჭირდა ეს ტყუილი?ალბათ სხვა შემთხვევაში(თუ მესამე ადგილისთვის ბრძოლას არ განაცხადებდა)ნაკრების მწვრთნელად არ დატივებდნენ.ორი შესარჩევი გამოიყენა,რომ მესამე შესარჩევში მესამე ადგილისთვის ებრძოლა და ლოგიკურად ,მაშინ რას მიკეთებდა ოთხი წელი? -სუსტი ეკონომიკა,პატარა ქვეყანა და ა.შ. ამ არგუმენტებს აბათილებენ ურუგვაელები,ხორვატები,ღარიბი ბრაზილიელები(ხუთჯერ სიღარიბეში გაზრდილი ფეხბურთელებით ჩემპიონები)... 112ათასიანი ტონგას მორაგბეები... -დღეს ჩვენი მოთამაშეები მართლაც უთამაშებლები არიან,მაგრამ ირლანდიასთან მატჩის წინ ჩვენ და ირლანდიელები დაახლოებით ერთ სიტუაციაციაში ვიყავით სათამაშო პრაქტიკის მხრივ(თუნდაც გელაშვილმა ორ თამაშში ფლამურტარში სადღაც 30 წუთი ითამაშა ალბანეთში,ხოლო მჭედლიძემ 180 წუთი სერია=ა-ში და ძირითადში -გელაშვილი?ლოგიკა სადაა?).ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი ირლანდიელთა შორის იყო მაკგიდი(რაც თამაშამდეც დავწერე),მაგრამ ქეცბაიამ ჩვენს ფეხბურთელებს გაამახვილებინა ყურადღება?....და არც დნიპროები,რუბინი,სპარტაკი,ემპოლი,ვიტესი თუ გენკი ჩამოუვარდებიან ბევრად ჰალებს,ფულჰემებს,კრისტალ პელასებს...პრემიერ-ლიგის თუ ჩემპიონ-შიპის აუტსაიდერებს... -როგორ ამარცხებს სიმეონე ბარსას,რეალს...? -ახალკაცი განათლებული(ოქროს მედალზე სკოლა დამთავრებული),ერუდირებული,ინტელექტუალი იყო!ქეცბაია?....

• roini

ეს ჟურნალისტები და კომენატორები მართლა მოსაშორებელი ხართ ფეხბურთიდან, არაა მინაშვილის საქმე კომენტატორობა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრები შედეგს აუცილებლად კარგი თამაშით მიაღწევს!

დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

დავით მინაშვილი: მე ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და ვერაფერს გეტყვით

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ლოთარ მათეუსს საქართველოს ნაკრებში მუშაობა სურს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ორი ძირითადი სქემა და პოზიციური შეტევა - კახა ცხადაძის სანაკრებო ხედვა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

დავით მინაშვილი საქართველოზე "არდადებას" ნანობს [VIDEO]

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...