"ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს ჩემზე დამსახურებული და კომპეტენტური ხალხი, ვისაც ნაკრების თავკაცად მუშაობა ეკუთვნის"
ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურამ გაცხოველებული ინტერესი და დისკუსიები გამოიწვია. საინტერესო აზრი გამოთქვა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა:

"ჩემი აზრით, მეორდება 1975 წელს თბილისის "დინამოში" მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე არსებული ვითარება, როცა დასანიშნი არავინ იყო. მაშინ, ყველასთვის მოულოდნელად, ნოდარ ახალკაცი დანიშნეს, რომელიც იმხანად თბილისის "ლოკომოტივის" დამრიგებელი იყო" .

შემდეგ გულშემატკივარი მისთვის სასურველ კანდიდატურად ვასილ მაისურაძეს ასახელებს.

სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში სხვადასხვა მწვრთნელი ფიგურირებს და მათ პლუს-მინუსებს განიხილავენ. ერთ-ერთი მათგანი გიორგი დევდარიანია, რადგან თვლიან, რომ პასუხისმგებლობის გარდა, რისკიანიც არის, რაც დღეს ასე სჭირდება ეროვნულ გუნდს. დევდარიანის მხარდამჭერები მის დანიშვნას შემდეგი მოტივებით ასაბუთებენ:

"გიორგი დევდარიანი არის ადამიანი, რომელმაც ბოლო წლებში უფსკრულის გზაზე მიმავალი ქართული ფეხბურთი ასახელა და წარმატებას წარმატებაზე აღწევდა. გორის "დილასა" და ასაკობრივ ნაკრებებში მის მიერ ნაჩვენები შედეგები არის იმის მანიშნებელი, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის საუკეთესო კანდიდატია.

რა თქმა უნდა, განიხილებიან სხვა მწვრთნელებიც, მაგრამ მგონია, დევდარიანზე მეტად ეროვნული ნაკრების მესაჭეობას არავინ იმსახურებს".

"მოიყვანეთ ეს კაცი ნაკრების მწვრთნელად. ყველაზე კარგად ერკვევა ახალგაზრდებსა და ფეხბურთში. შეიძლება, ვერ ააყვავოს, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ბევრად მაღლა დააყენებს"!

თავად დევდარიანმა კი გადაცემა "არენაში" განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვა ნაადრევია.

"უპირველესად, დიდი მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად მიმიჩნიეს. თუმცა არ მეგულება საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც აქაურ ვითარებას იცნობს და გერმანიის თამაშამდე ამ საქმეს საკუთარი ნებით დათანხმდება - ეს გილიოტინაზე თავის დადებაა.

ამის საკუთარ თავზე აღება ურთულესი რამაა, რადგან საქმე ქართული ფეხბურთისთვის წმინდათა წმინდას, ეროვნულ ნაკრებს ეხება.

შეიძლება, საერთო ინტერესი შენს თავზე მაღლა დააყენო. პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ, მაგრამ არსებობენ ჩემზე ჯიგრები (სტილი დაცულია - ავტ.). ჩემს თავზე ამხელა პასუხისმგებლობას ამიტომ ვერ ავიღებ", - ამბობს დევდარიანი.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სასურველ კანდიდატებსაც ასახელებს:

"ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს ჩემზე დამსახურებული და კომპეტენტური ხალხი, ვისაც ამ პოსტზე მუშაობა ეკუთვნის. ჩემზე დამსახურებულია გია გეგუჩაძე, ასაკობრივ ნაკრებში ნაჩვენები შედეგებით - ვასილ მაისურაძე და გია ცეცაძე.

ვთვლი, რომ პატარა პოზიტიურის გაკეთება მეც შემიძლია, რადგან ამ ახალგაზრდების დიდ ნაწილთან მიმუშავია, ერთად ჩაგვიტარებია თამაშები და გარკვეული ავტორიტეტიც მაქვს.

ჩემს წვლილს შევიტანდი დამხმარე მწვრთნელობით. დავეხმარები ახალ მწვრთნელს, რა პოზიციაც არ უნდა შემომთავაზონ. ვთვლი, რომ ჩემს ქვეყანას ასე უფრო მეტი სიკეთე შემიძლია, მოვუტანო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Lasha
ცქიფო მგონია კვალიფიკაციით გეგუჩაძეზე, მაისურაძეზე და ცეცაძეზე მაღლა დგას და ნუ Vიმსჯელებთ მარტო იმით რო , ეგენი ევრპაზე გავიდნენ 17-19 წლამდელებში და ცქიფო ვერა. ადამიანური და კაცური განხრით კი ცქიფოს არ მგონია დღევანდელი ჩვენი სანაკრებო თაობის ბიჭებთან რამე პრობლემა შეექმნას, უმეტესობასთან მინიმუმ ნამუშევარი აქვს, დაწყებული ოქრიაშვილით ,ვაწაძით და აღარ Vლაპარაკობ ჭანტურია ,ყაზაიშვილი, პაპავა,ზარანდია, პაპუნაშვილი და ასე შემდეგ. ზემოთ დათოს ვეთანხმები, დანიშნონ ეს კაცი თუნდაც ციკლის ბოლომდე და პირველივე თამაშში დაინახავთ სხვაობას და ვნახავთ იმ Fეხბურთს რისთვისაც ნამდვილად ღირს სტადიონზე სიარული Dა ისევ აგვიჩკროლდება სისხლი და გულისცემა!!!
dato chanturidze
ვისაც ეს ეკუთვნის იმათ გასაგებად,,,,თუგინდა თხოვნად,,,,,,დანიშნეთ ეს კაცი ნაკრების მწრთვნელად და შედეგს პირველივე თამაშში ნახავთ,ახალგაზრდაააა ნაგრანმ ამბიციური მცოდნე,არ აკლია საფეხბურთო თავხედობა,ფეხბურთელებთან მიმართებაში იკნება მკაცრი და ამასთანავე დიპლომატიური,,,,გახსოვთ უცნობი მწვრთნელის თბილისის თბილისი?პატარა ბიჩები და საოცრად ლამაზი და ინტელექტუალური ფეხბურთი? გორის დილა? ახა;გაზრდული ნაკრებები?სწორედ ის არის ვინც ახლა ასე ძალიან სჭირდება ეროვნულ ნაკრებს.დანიშნეთ და ვნახავთ ფეხბურთს საქართველოს ნაკრების შესრულებით,11 ამბიციური და შემოქმედი ქართველი ფეხბურთელის შესრულებით.,,,,დანიშნეთ თუნდაც დროებით მწვრთელად რამოდენიმე თამაშით და ნახავთ,,,,
shota
ჯიგარი ხარ
გულშემატკივარი
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი გიორგი დევდარიანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწრთვნელის პოსტზე.
qutaiseli
მაისურაძე და დევდარიანი ერთნაირად იმსახურებენ ორივე თან ამათი აღზრდილი თაობა მოდის ნაკრებში და უფრო გაუადვილდებათ მაგრამ მთავარი მაინც ფედერაციის გადახალისება მგონია თუ ეს არმოხდა არაფერიც არ შეიცვლება.
ბომბორა
ყველაზე მეტად იმსახურებს ვასილ მაისურაძე ასაკობრივ ნაკრებში ნაჩვენები შედეგებით.
თემო
ცქიფო უნდა გარისკო,შენ მათ შორის მაინც ყველაზე გამორჩეული ნიჭიერი ხარ.
თემო
ცქიფო უნდა გარისკო,შენ მათ შორის მაინც ყველაზე გამორჩეული ნიჭიერი ხარ.
maxo
ტუ ფული არ მოიძებნა, ახალი მცვრტნელის დანიშვნა არაფერს მოიტანს.ქარტულ ფეხბურტს ფული ტშირდება
ლევან
დევდარიანო ჩვენ შენისთანა კაცი გვჭირდება "კაცი" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! ვერც პროფესიონალური თვალსაზრისით დაგიწუნებს კიდევ ვინმე, ნუ ხარ ზედმეტათ თავმდაბალი! მსოფლიო დონის მწვრთნელებმა ხომ აგვაყვავეს დედიმაგათისამ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ