ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კანდიდატი: სუფთა კაცი

კანდიდატი: სუფთა კაცი

ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და ეს ასე იქნება მანამ, ვიდრე საზოგადოება არჩევნების საბოლოო შედეგს არ შეიტყობს...
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისათვის იბრძოლებს - ეს გადაწყვეტილი ამბავია. სხვა კანდიდატებზე წერა კიდევ მოგვიწევს. დღეს კობიაშვილზე ვთქვათ.

ქართულ ფეხბურთში მორალურ ასპექტებს ხშირად გასავალი არ აქვს. მეტიც, არჩევნებს არაერთი ისეთი პიროვნების ავტორიტეტი შეურყევია, ძალიან რომ გვიყვარს და ვაფასებთ. იმედია, ასე არ იქნება კობიაშვილის შემთხვევაში...

კობის უფლება

არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანაკს ეკუთვნი, როგორ წარმოგიდგენია და გესახება ქართული ფეხბურთის "გზა ხსნისა", უნდა აღიარო - ლევან კობიაშვილს სრული მორალური უფლება აქვს, იბრძოლოს იმ ქართული ფეხბურთის პირველკაცობისთვის, რომლისგანაც, სამწუხაროდ, დღეს ბევრი არაფერია დარჩენილი.

კობიაშვილი ფეხბურთელი იყო და სანამ ახალ თანამდებობას შესჭიდებია, მისი ნაღვაწი, ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეები, მხოლოდ ფეხბურთელობის დროინდელი საწყაოთი უნდა შეფასდეს.

კობიაშვილი სანაკრებო რეკორდსმენია, მან საქართველოს პირველ გუნდში 100 მატჩი ჩაატარა და 15 წლის განმავლობაში სანაკრებო ასპარეზზე ისე ემსახურა ქვეყანას, ერთ საჩოთირო ეპიზოდსაც კი ვერავინ გაიხსენებს.

უარი გაზპრომს

დღეს "კობის" სათამაშო დამსახურებებზე არ ვისაუბრებთ. არც იმაზე, რას ნიშნავს ის ბუნდესლიგისთვის, "ფრაიბურგისთვის", "შალკესთვის", "ჰერტასთვის"... ეს სულ საფეხბურთო ამბებია.

ის კი უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს ლევანმა არ ჩაიცვა "შალკეს" მაისურა, რომელსაც რუსული "დერჟავის" ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, "გაზპრომის" რეკლამა ამშვენებდა.

თითქოს არაფერი, მაგრამ ზურაბ ხიზანიშვილთან, კახა კალაძესა და სხვებთან ერთად, კობიაშვილმა ღირსეულად აუბა მხარი მძლავრ საპროტესტო ტალღას.

მენეჯერი

დაახლოებით ორი წელია, კობიაშვილი გერმანიაში სპორტულ მენეჯმენტს სწავლობს. ქართველ ფეხბურთელებს ზოგადად არ უყვართ სწავლა. როგორც წესი, მათ კარიერის განმავლობაში გამომუშავებული თანხა მშვიდი ცხოვრებისთვის ბოლომდე ჰყოფნით.

კობიაშვილი ამ მხრივაც გამონაკლისია. მან თავიდანვე განსაზღვრა თავისი მომავლის პრიორიტეტები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატურის წამოყენება კი მის მიერ სპონტანურად არ მომხდარა - ლევანმა საკმაო ხანს იფიქრა და მერე გაახმაურა გადაწყვეტილება.

კობიაშვილის კანდიდატურის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი, ალბათ, მისი მაღალ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების არქონაა. სავარაუდოდ, ლევანს არჩევნებამდე მოუწევს საკუთარი გუნდის ფორმირება და ისეთი ხალხის გვერდით დაყენება, ქართულ ფეხბურთში ბევრი რომ უნახავთ.

გუნდი

ვინ შეიძლება მოვიაზროთ ლევან კობიაშვილის გუნდში? ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, დავით მუჯირი... ეს ის ხალხია, მთელი კარიერა პროფესიონალურად რომ წარმართეს. მეტიც - ჩემი აზრით, თუ შოთა არველაძეს არ ჩავთვლით, ვინც პირადად ჩემთვის პროფესიონალიზმის მაგალითია, ქართულ ფეხბურთში პირველი ნაღდი პროფესიონალები სწორედ ეს ბიჭები არიან.

თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა პიროვნებამ სხვადასხვა დროს დააფიქსირა მზადყოფნა, გვერდით დაუდგეს კობიაშვილს საარჩევნო მარათონში.

ისიც გავიგეთ, რომ ლევანი უახლოეს მომავალში აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და თავის საარჩევნო პროგრამაზე დაწვრილებით ლაპარაკს.

მკაფიო მესიჯი

მკაფიო და მძლავრი იყო ლევან კობაშვილის პირველი მესიჯი ქართული საფეხბურთო საზოგადოებისადმი. მან ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება, იყაროს კენჭი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში:

"თემურ ქეცბაიას მიერ 2010 წელს გაკეთებულ განცხადებას გავიხსენებ. მაშინ მან თქვა, რომ ქართული ფეხბურთი გაპარტახებული იყო, 2014 წლის ბოლოს კი ის ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი მკვდარია. მაშინ ამ ოთხ წელიწადში რა ხდებოდა? რა გზა გავიარეთ? აქ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება?

არა მხოლოდ ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ერთხელ და სამუდამოდ, ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ წარუმატებლობაზე, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება. ჩვენი პრობლემა მხოლოდ ეროვნული ნაკრები არ არის.

უამრავი სხვა სატკივარია, იგივე ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ლამის ყოველ წელს სხვადასხვა ფორმატით ტარდება. არ ჩანს, რომ ფედერაციას ერთი სტრატეგიული გზა, კონცეფცია გააჩნია, რომელსაც მიჰყვება. ამიტომ არის ქართულ ფეხბურთში ცვლილებები საჭირო, უპირველესად კი, იქ, საიდანაც ჩვენი ფეხბურთი იმართება - ეს არის ფეხბურთის ფედერაცია.

"ჰერტაში" ვმუშაობ, თავს კარგად ვგრძნობ და აქ ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ ჩემთვის უმთავრესია ქართული ფეხბურთი. აუცილებლად ჩამოვალ, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და გაძლევთ პირობას, რომ არასოდეს ვიტყვი - აქ სად ჩამომიყვანეთო", - თქვა კობიაშვილმა.

კალაძის ფაქტორი

კობიაშვილის მხარდამჭერთა შორის უნდა მოვიაზროთ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც.

ცხადია, საარჩევნოდ კალაძის ფაქტორს ბევრის გადაწყვეტა შეუძლია, თუმცა იმედი გვაქვს, სახელმწიფო არანაირი ფორმით არ ჩაერევა (ვის სასარგებლოდაც უნდა იყოს) ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რადგან მსგავსი რამ ქართულ ფეხბურთს ბუმერანგივით მოუბრუნდება. ეს უნდა იცოდეს ყველა სახელმწიფო მოხელემ და პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა.

თუ ჩვენს ფეხბურთში ერთხელ და სამუდამოდ არ დამკვიდრდა სამართლიანობის განცდა, თუ ერთხელ და სამუდამოდ არ მოისპო იმის შეგრძნება, რომ ფეხბურთი გარეშე ძალებმა უნდა მართონ, მართლა არაფერი გვეშველება.

ერთი კი ცხადია - ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და ეს ასე იქნება მანამ, ვიდრე საზოგადოება არჩევნების საბოლოო შედეგს არ შეიტყობს...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• saki

ხიზანიშვილს არაფერი აქვს მოსაწონი, გარდა ცოლისა. სალომე მართლაც რომ ულამაზესია.

• gulsematkivari

sijinava miakolet qesbias arapris gamketebeli

• gulsematkovari

რას სხვას ვერ გაუკეტებია ეს რას გააკეტებს ვნახავტ , ვინ იკნება

• Maka

კობის როგორც ფეხბურტელს ვაფასებ მაგრამ ერტ ინტერვიუსი ტქვა ნაკრების დაცვასი პრობლემებს ვერ ვხედავო მასინ როცა 20 გოლზე მეტი გვკონდა გასვებული არ ვიცი ალბატ 40 უნდა გაგვესვა პრობლემა რომ დაენახა და მერე ამას მოკვა ის რაც კველამ ვიციტ

• qutaiseli

თუ ბევრი კარგი გააკეთეს დღევანდელი ფეხბურთის მესვეურებმა რატოაქ დარხეული ფეხბურთს და კიდე რატომ გაიფლანგა სიჭინავას მოსვლამდე 23 მილიონი ლარი.სად წავიდა.არმეგონა თუვინმეს კიდე მოწონდა ჩვენი ფეხბურთის მდგომარეობა მარა საქართველო ხო აფსურდების ქვეყანაა.ისე კაცია და ხასიათიო ნათქვამია.

• ნუგზარი

გუშინ გამოვიდა მოედნიდან. იცით რამე ამ კაცის მართვის უნარზე და საქმიან თვისებებზე. ეს იმას ჰგავს მე- 5კლასელი ხუთოსანი სკოლის დირექტორად დანიშნო კარგი ბავშვიაო.

• kukuredu

კობის დიდი პატივს ვცემ, უბრალოდ არ მესმის, რას ერჩით არველაძეს? რამდენიმე კარგი საქმე გააკეთეს ძმებმა და რატომ გძულთ?

• akhali

კარგია-კობიაშვილი,მაგრამ დასჭირდება ტოპ-მენეჯერი,უცხოელი მრჩეველი....და სახელმწიფოს დახმარება!ფული!

• DEL PIERO 10

სუფთა კაცი... არველაძეც სუფთა იყო...

• თედო

თითქოს არაფერი, მაგრამ ზურაბ ხიზანიშვილთან, კახა კალაძესა და სხვებთან ერთად, კობიაშვილმა ღირსეულად აუბა მხარი მძლავრ საპროტესტო ტალღას. ე.ი.გვიშველის

• Kaxa

saxelmcipo ar unda chaerioso ambobt.arveladze rom ereva delegatebis sakmeshi.aset shemtxvevashi arveladxe mova.gekitxebit kvelas ,kvelas am dros unda chaerios tu ara saxelmcipo.??? ase programebze saubari sasaciloa da uazroba.

• Dato

პირველ რიგში საარჩევნო გარემოა გადასახედი თორემ დომენტა ( ..) ან არველაძე გამარჯვებულია. კობი ან ყაველაშვილი გააჩნია ვინ როგორ პროგრამას დადებს

• Bacho

სახელმციფო არ უნდა ჩაერიოს მაგრამ არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს,თუ კი არველაძე იქნა არჩეეული ამ პოსტზე მაშინ მართლა ფუუ ამ ქვეყანას.კობი ქართულ ფეხბურთს და გულშემატკივარს შენ ჭირდები.იმედია ამას ყველა გაითვალისწინებს

• tiflisi

სახელმწიფო თუ არ ჩაერია ისევ დომენტა-რეზის სასტავი იქნება. სახელმწიფოს უნდა ყავდეს თავის კაცი ვინც მის მიცემულ 100 მილიონს გააკონტროლებს.

• anzori

კაი სტატია კაი კაცზე

• basta

აბა აღმასკომის წევრებო მიეცით ისევ ერთი ადგილი როგორც არაერთხელ მიგიციათ

• dinamoeli

კობი, შენ შეგიძლია!მადლობა ყველაფრისთვის

• tbilisski

სრული სიმართლეა. მადლობა ავტორს. კობის იმედი გვაქვს, სახელმწიფო კი მართლახც არ უნდა ჩაერიოს

"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო

ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურის წინ: ხუთი გუნდი და ბევრი ვარიანტი

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი ყველა დროის საუკეთესოებში

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...

"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა

ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...