"მთავრობასთან პრობლემა არ მაქვს. თუ არ ვეხუტები და ვკოცნი, ე. ი. ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მაქვს?"
ვინ გახდება საქართველოს ნაკრების ახალი სარდალი - ფეხბურთის ქართველ ქომაგს ახლა ყველაზე მეტად სწორედ ეს აინტერესებს. თუმცა არანაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა ზვიად სიჭინავას განცხადებასაც - არ გამოვრიცხავ, სფფ-ის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობა ისევ მივიღოო!

ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ თავკაცთან ინტერვიუ ნაკრების მწვრთნელობის მსურველთა დოსიეებით დაფარულ მაგიდასთან შედგა და საუბარიც ამ თემით დავიწყეთ:

- ფედერაციას შეთავაზება არც ერთი მწვრთნელისთვის არ გაუკეთებია, თუმცა, თავადაც ხედავთ, რამდენი CV დევს ჩემს მაგიდაზე. თუნდაც, ლოთარ მათეუსზე ვთქვათ - ამბობს, საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდაო. არადა, მისი CV მისმა აგენტებმა გამოგვიგზავნეს. თხუთმეტამდე უცხოელის დოსიეს თავადაც ხედავთ, "ლელოც" დაგვეხმარა და 7 ქართველი მწვრთნელის კანდიდატურა დაასახელა.

ქართველი თუ უცხოელი? ჯერ არ გადაგვიწყვეტია (ინტერვიუ ჩაწერილია 27 ნოემბერს. - ავტ.), თუმცა უფრო ქართველისკენ ვიხრებით. ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, დისციპლინა დაამყაროს, მხოლოდ "კარგი ბიჭობა" არაფერს ნიშნავს...

- მწვრთნელის ხელფასს ვინ გადაიხდის? მწვრთნელს კი არჩევთ, მაგრამ ჯერაც უცნობია, სახელმწიფო გააგრძელებს თუ არა ნაკრების თავკაცის ხელფასის გადახდას...

- თუ სახელმწიფო არ გადაიხდის, ჩვენ გადავიხდით! ბოლო ერთი წელია, ისედაც ასე არ არის?! კლუბებისათვის მისაცემი თანხა, მწვრთნელების ფული, ტურნირები - ყველაფერი ფედერაციამ გადაიხადა. მადლობელნი ვიქნებით, თუ მთავრობა გადაიხდის. თუ არადა, ჩვენ გადავიხდით, მწვრთნელს უხელფასოდ ხომ არ დავტოვებთ?

- უცხოელ მწვრთნელს თანხაც მეტი სჭირდება...

- მთლად ასეც არ არის - ზოგ ქართველ მწვრთნელს უცხოელებზე მეტი მადა აქვს!

- რაში დაუშვა მთავარი შეცდომა ქეცბაიამ - ტაქტიკაში, შემადგენლობაში თუ ურთიერთობებში?

- არ ვიცი. ეს რომ ვიცოდე, მაშინ მწვრთნელი ვიქნებოდი და პროლიცენზია მექნებოდა! ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის ფეხბურთის ცოდნა აუცილებელი არ არის, მან მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, ბუღალტერია უნდა იცოდეს - ყველაფერი ის, რაც მოედანს მიღმა სჭირდება ფეხბურთს. მწვრთნელის მუშაობის შეფასება მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია.

- შარშან მითხარით, თუ ფეხბურთი უყვარს და საქმის კეთება უნდა, სფფ-ის თავკაცს მთავრობის პოზიცია უნდა ეჭიროსო... ერთ საკითხს მაინც დაასახელებთ, რომელშიც თქვენ და მთავრობა თანხმდებით? ფაქტია, რომ ვერ მორიგდით ვერც კლუბების დაფინანსებაზე, ვერც გუნდების რაოდენობის გაზრდაზე და ა.შ...

- ბევრ საკითხზე შევთანხმებულვართ. რატომ გგონიათ, რომ ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მაქვს? თუ არ ვეხუტები და ვკოცნი, ე. ი. ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მაქვს? მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ გამაჩნია.

- აბა, მათ აქვთ თქვენთან?

- არა მგონია. რატომ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან პრობლემები? თუ ჩემთან პრეტენზია აქვთ, წარმომიდგინონ და კი ბატონო, გვექნება დაძაბული ურთიერთობა. შესაძლოა, ფეხბურთში ვერ ვერკვევი, მწვრთნელი არა ვარ და ტაქტიკა-სტრატეგიას ვერ დავსახავ, მაგრამ ფინანსური საკითხები კარგად ვიცი.

როცა დაპირებულ დაფინანსებაზე უარს მეუბნებიან, შორიდან ეს დაპირისპირებას ჰგავს, მაგრამ მე სხვანაირად ვუყურებ: ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ, მერე კი ნახეს, რომ რესურსი არ არის და გაჩერდნენ.

თუმცა, როცა პროექტი დაწყებულია, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც უნდა იყო მზად. 16-გუნდიან ჩემპიონატს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ 13 ტურია გასული და შეგიძლიათ თქვათ, ვინ გავარდება ან ვინ გახდება ჩემპიონი?

- აქამდე სულ ამტკიცებდით, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდით...

- მაგრამ ახლა არ გამოვრიცხავ. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტობის პრეტენდენტები ჩემზე მაგარი პიროვნებები არიან საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ, როგორი მენეჯერი იქნება გამარჯვებული კანდიდატი, ამას დრო გვიჩვენებს. ფეხბურთში შეიძლება ცუდად დაარტყა, ვერ ირბინო ან ბურთი აგეჭრას, მაგრამ, როცა ქვეყნის ფეხბურთს მართავ, იქ "აჭრის" უფლება არა გაქვს!

ამიტომ ყველას ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, სად მიდიან და რა პასუხისმგებლობა ექნებათ. ამ პოსტზე შეცდომის დაშვების უფლება არა გაქვს!

- ამ წლების განმავლობაში თქვენ უშეცდომოდ იმუშავეთ?

- მენეჯმენტში რომ დამეშვა შეცდომა, "პადსებია" რომ გამეკეთებინა, ახლა გლდანის ციხეში ვიქნებოდი! თუ ის არის შეცდომა, ბრაზილიის ან არგენტინის ნაკრებს რომ ვერ ვეთამაშე, მილიონზე მეტი დავზოგე და ამ ფულით მოედანი გავაკეთე, ან ვეტერან ფეხბურთელებს დავეხმარე, არ ვიცი.

ფედერაციის თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნას თუ ჩამითვლიან შეცდომად, მზად ვარ, პასუხი ვაგო!

- არ მალავთ, რომ მხარს რევაზ არველაძეს დაუჭერთ, მაგრამ, თუ მაინც მიიღეთ მონაწილეობა, საკუთარ გენმდივანს გაუწევთ კონკურენციას? სხვებს უნდა წაართვათ ხმები თუ ერთმანეთის სასარგებლოდ მოხსნით კანდიდატურას?

- შესაძლოა, არც მინდოდეს, მაგრამ ადამიანური პოზიცია მავალდებულებს, სწორედ რეზის დავუჭირო მხარი (იცინის)! კონკურენცია? არა მგონია, აქამდე მივიდეს საქმე. არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას. ასე რომ, ნუ მლანძღავენ, ცოტაც მოითმინონ...

- მაინც, რამდენი? რამდენი დარჩა არჩევნებამდე?

- უეფასთან ვალდებულებები მაქვს აღებული. აპრილში გასამართ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებს კიდევ შემიძლია ავარიდო თავი, მაგრამ მარტში უეფას თავკაცი უნდა აირჩიონ - ვალდებულად მივიჩნევ თავს, არჩევნებისას მიშელ პლატინის გვერდით ვიყო და მხარდაჭერა გამოვუცხადო! ასე რომ, მარტში აუცილებლად უნდა ვიყო ამ პოსტზე!

- მერე სუპერთასიც მოდის და...

- მერე რა? თითქმის დარწმუნებული ვარ, თებერვალში კიდევ ერთი გრანდიოზული ტურნირის მასპინძლობის უფლებას მოვიპოვებთ (ლაპარაკია 2017 წელს 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. - ავტ.) და ამიტომ თანამდებობაზე 2017 წლამდე დავრჩე?

- როცა არველაძესთან კონკურენციაზე გკითხეს, იხუმრეთ, რეზი ჩემი ძმა კი არ არის, ბიზნესი ბიზნესიაო. რა არის თქვენთვის ეს პოსტი - ბიზნესი, ძალაუფლება, სასჯელი თუ...

- ჯერ ერთი, სიტყვა "ბიზნესი" არ მიხსენებია - რეზი ჩემი ძმა ხომ არ არის, ჯანსაღი კონკურენცია გვექნება-მეთქი. როდის მერე ნიშნავს კონკურენცია "ბიზნესს"? რაც შეეხება ჩემს თანამდებობას, სასჯელი ნამდვილად არ არის. პირიქით, სანატრელი ადგილია ძალიან ბევრისთვის! ვინც უნდა მოვიდეს ამ ადგილზე, ყოველთვის გვერდში დავუდგები, როგორც რიგითი ჯარისკაცი. ვერავინ შემაძულებს ფეხბურთს, გულშემატკივრობას ვერ გადამაჩვევენ!

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

ჯიმი
წადი შენიიიი
sandro
admin, namusi ar gakvt to, rato blokavt
domentola
ამაზე აფერისტი ერთი დომენტა იყო ადრე დომენტოლს უშვებდა ვითომ წამალს და ყველაფერს მკურნალობდა ეს უფრო ნაგლია ის წამალს მაინც ყიდდა ეს არაფერს არ ყიდის უბრალოდ მაყუთი უნდა ბევრიიიი
irakli
გვეკაიფება ეს შტერი!
კაცი
ალიკჯან,მივხვდით რომ ზვიადის თანაშემწე ყოფილხარ.ერტ რჩევას მოგცემდი უანგაროდ,ერთად წადით მთელი გუნდი,შეეშვით ქართული ფეხბურთის ჯიჯგვნას და შემდეგ ჩვენი,ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა შეურაწყოფას თორემ ჩვენ დზალიან ბევრნი ვართ და მაქ მოგივარდებით.გასაქცევად არ გაგიხდეთ საქმე.
გულშემატკივარი
მთავარია ფულის დათვლა იცოდეს ....
Dato
რა მაგრად გასხია
ალიკო-ს
თუ არც ფეხბურთი იცის, არც უყვარს და არც აინტერესებს, დაგვანებოს რა თავი... ყველამ რომ ის აკეთოს რაც იცის ხომ ეშველება ამ უბედურ ქვეყანას და ფეხბურთს
Jora
ამათ მიტინგები უნდათ!!
zviad
რა უსინდისო ხალხი არიან ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ქართული ფეხბურთის წარუმატებლობაზე წადი რა ზვიად წადიი!!
aliko
კაცი-ს. მაგარი სირმანჯო კომენტარი დადე ჯიგარ. ფეხბურთი არ ვიციო, მაგრამ მართვა კიო! რა არის ამაში გასაკვირი?.
ფერნანდო
ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას აღარ აქვს მორალური უფლება მონაწილეობა მიიღონ შემდეგ არჩევნებში. მათი ნამოქმედარის ძალიან მწარე შედეგი სახეზეა.
კაცი
რაღა უნდა თქვას სიჭინავამ ,,ფეხბურთი არ ვიციო...ბუღალტერია კიო".წადი რა ძმაო ფეხბურთს შეეშვი შენს მეგობრებთან ერთად
Gala
Dementi tsadi saxlshi mandamaits grelandia Unda dagetses tavshi. 126 vart reitingshi amaze meti ubedureba ra ginda.
mmg
მეგრულის, დომენტი, მეგრულის?!
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
მათეუსი: ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ნაკრები მოიგებს
"სხვაგან იტირე" - დი მარიამ გერმანელ ლეგენდას დასცინა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ვინისიუსი "ოქროს ბურთს" არ იმსახურებს, მასზე წინ ამ ორ ფეხბურთელს ვაყენებ" - მათეუსმა თავისი ფავორიტები დაასახელა
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
მათეუსს "ბაიერნის" "მანჩესტერ სიტისთან" ქამბექის იმედი აქვს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
სანიოლის კაპიტულაცია
მათეუსი: კეინი "ბაიერნისთვის" ძალიან ასაკოვანი და ძვირია, ოსიმენი მიესადაგება
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...