28 დეკემბერს ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის დასკვნით სათამაშო დღეს უმასპინძლა
28 დეკემბერს ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის დასკვნით სათამაშო დღეს უმასპინძლა.

გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს, რასაკვირველია, სუპერლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა იწვევდა, სადაც ერთმანეთს გათამაშების ორი ლიდერი, "პროგრეს ბანკი" და მფკ "ნატახტარი" დაუპირისპირდა.

კალაძე-მუჯირი-იაშვილი-დემეტრაძის ოთხეულს გუშინ ლევან კობიაშვილიც შეუერთდა, რომელმაც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა გამართა.

სავსე ტრიბუნების წინ მიმდინარე დაპირისპირება უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და თამამად დაიმსახურა ჩემპიონატის საუკეთესო მატჩის წოდება. ანგარიში ლევან კობიაშვილის სადებიუტო გოლით გაიხსნა, რომელმაც კალაძე-იაშვილის ორსვლიანი კომბინაცია მისთვის უჩვეულო მარჯვენა ფეხით დააგვირგვინა 1-0.

მალევე ჩემპიონმა ანგარიში გაათანაბრა. შორეული დარტყმა "ნატახტარის" კაპიტანმა გიორგი სეფერთელაძემ შეასრულა - 1-1.

"ბანკირები“ პირველ ტაიმშივე დაწინაურდნენ. საოცარი გოლი გაიტანა კახა კალაძემ, რომელმაც საკუთარი მეკარისგან მიღებული ბურთი ერთი შეხებით შორეულ ცხრიანში გადაგზავნა - 2-1. გოლი უდავოდ საუკეთესოა მიმდინარე გათამაშებაში.

ამის შემდეგ ორივე კართან მომენტები მრავლად იქმნებოდა, თუმცა ხან შემტევები სცოდავდნენ, ხანაც მეკარეები ირჯებოდნენ დამაჯერებლად. ეს განსაკუთრებით "პროგრესის" კიპერზე, გიორგი ვეშაპიძეზე ითქმის, რომელმაც არაერთი ურთულესი ბურთის მოგერიება მოახერხა.

მეორე ტაიმში ანგარიში მაინც გათანაბრდა, კახაბერ გოგოხიას მიერ დაწყებული იერიში მანვე ეფექტური დარტყმით დაასრულა - 2-2.

დაწინაურების ყველაზე რეალური შანსი კი ისევ "ნატახტარს" ჰქონდა, თუმცა 7-მეტრიანი დარტყმა სეფერთელაძეს მეკარემ აუღო.

ამის შემდეგაც დაძაბულობა ბოლო წამამდე არ ჩამცხრალა, თუმცა საბოლოოდ გუნდები მშვიდობიანად დასცილდნენ ერთმანეთს, ფრე 2-2.

ამ მატჩის შემდეგ "პროგრეს ბანკს" 7 მატჩში მოპოვებული 14 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი უკავია, ხოლო "ნატახტარი" 13 ქულით შსს-თან იყოფს მეორე-მესამე ადგილებს. მეშვიდე ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა უკვე მომდევნო წელს გაიმართება.

28.12.2014. სუპერლიგა. VII ტური

მფკ ნატახტარი - პროგრეს ბანკი 2-2

გოლები: სეფერთელაძე (1), გოგოხია (1) - კობიაშვილი (1), კალაძე (1)

სუპერლიგის ბომბარდირები:

ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 11, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) - 10, რევაზ ინჯგია (შსს) - 9

გუშინ კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართა. მეექვსე ტურის დარჩენილი სამი მატჩი გამართეს ვერცხლის ლიგის გუნდებმა. მოულოდნელად დამარცხდა "სნიკერსი", რომელმაც "ბანკ რესპუბლიკასთან" დათმო, 1-3.

დამაჯერებლად მოიგო "ბი პი ჯორჯიამ" ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდთან, 7-1.

უხვგოლიანი გამოდგა "საქრუსენერგოსა" და "კრედოს" დაპირისპირება, სადაც სამი ქულა "ბანკირებმა“ მოიპოვეს, 9-4.

28.12.2014. ვერცხლის ლიგა. VI ტური

ტატიშვილი - BP GEORGIA 1-7

გოლები: არველაძე (1) - კუჭუაშვილი (2), მალაშხია (1), გულარიძე (3), ლუბიჩიჩი (1)

ბანკი რესპუბლიკა - სნიკერსი 3-1

გოლები: ზერეკიძე (2), ნიჟარაძე (1) - ბ.მენთესაშვილი (1)

საქრუსენერგო - კრედო 4-9

გოლები: ანდღულაძე (3), მიქაუტაძე (1) - ჩიხრაძე (6), ნიკოლავა (1), ცერცვაძე (2)

ვერცხლის ლიგის მეშვიდე ტურის ერთი შეხვედრაც კვირას გაიმართა. "პროკრედიტ ბანკი" "რუსთავი 2"-ს დაუპირისპირდა და მოულოდნელად, 3-4 დამარცხდა.

28.12.2014. ვერცხლის ლიგა. VII ტური

პროკრედიტ ბანკი - რუსთავი 2 3-4

გოლები: თურმანიძე (2), ჟღენტი (1) - კვეზერელი (3), ამიროვი (1)

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები:

ლადო ასათიანი (ბაქსვუდი), ლევან ჩიხრაძე (კრედო) - 16, გიორგი აფციაური (GWP) - 14, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი 2), ზურა ცერცავძე (კრედო) - 13

გუშინდელი დღე იმითაც იყო გამორჩეული, რომ წლის დასრულებასთან დაკავშირებით, ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტულმა სააგენტო SBM-მა გულშემატკივარს გათამაშება შესთავაზა, რის შედეგადაც რამოდენიმე იღბლიანი სახლში ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს და თაფლი "მეფუტკრეს“ პროდუქციით ხელდამშვენებული დაბრუნდა.

რაც შეეხება სეზონის განახლებას, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში თამაშები 18 იანვარს გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო "ჰოლიდეი ინი“, Apple City, "მედი ქლაბ ჯორჯია“, თაფლი "მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია "flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია "GURU music”.

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი“, "კომერსანტი“, "ჯაკო“; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
SBM League 2017/18: II ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ
SBM League 2017/18: სეზონი საინტერესოდ დაიწყო
SBM League 2017/18: 3 დეკემბერს II ტურის შეხვედრები გაიმართება
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
SBM League 2017/18: 17 დეკემბერს III ტურის შეხვედრები გაიმართება
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
SBM League 2017/18: სეზონი სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის შეხვედრებით განახლდა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა