ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ოლიმპიაკოსიდან" ლამის ყოველდღე მირეკავენ, არის "ჰამბურგის" ვარიანტიც..."

"ოლიმპიაკოსიდან" ლამის ყოველდღე მირეკავენ, არის "ჰამბურგის" ვარიანტიც..."

ჯანო ანანიძე: "წლების წინ საქართველო ავირჩიე, მაგრამ დღეს ამას არავინ აფასებს! თავს კი არავის ვამადლი, მაგრამ..."
მოსკოვის "სპარტაკში" დარჩენა თუ გროზნოს "ტერეკში", ტულის "არსენალში" ან "როსტოვში" განათხოვრება? - რუსული პრესა ჯანო ანანიძისთვის მხოლოდ ამ ვარიანტებს იმეტებს.

თუმცა საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველმა "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად გაუმხილა, რომ მისი გადაბირება ძალიან უნდა ბერძნული ფეხბურთის გრანდ "ოლიმპიაკოსს", ასევე, ბუნდესლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის კლუბებს.

ახლა მთავარია, "სპარტაკმა" ქართველ ფეხბურთელს უზომოდ დიდი ფასი არ დაადოს ან საერთოდ - უარი არ უთხრას გასხვისებაზე!

- რუსული კლუბებიდან მე მხოლოდ "როსტოვი" მელაპარაკა - რამდენჯერმე დამირეკეს, ზაფხულამდე ისევ ჩვენთან ითამაშეო.

სხვა შემოთავაზებებიც მაქვს, მაგრამ "სპარტაკსაც" ხომ უნდა დაველაპარაკო?! ორშაბათს მოსკოვში ჩემს აგენტს ვხვდები (ინტერვიუ ჩაწერილია 17 იანვარს. - ავტ.) და ბევრი რამ გაირკვევა. მითხრა, რომ გერმანიიდან, საბერძნეთიდან და ესპანეთიდან არის შემოთავაზებები. თუმცა მოსკოველებს ჯერ არ უთქვამთ, რას აპირებენ. ამიტომ, შესაძლოა, 21 იანვარს "სპარტაკთან" ერთად გავემგზავრო ესპანეთში, წლის პირველ შეკრებაზე.

რადგან პრობლემები მქონდა, ხალხი ფიქრობს, რომ "სპარტაკი" აუცილებლად გამასხვისებს. არადა, შესაძლოა, პირდაპირ მითხრან, რომ არსადაც არ მიშვებენ! ისიც არ ვიცი, ახალი წლიდან მწვრთნელი რა თვალით შემომხედავს. ისე კი, უკვე ვუთხარი, თამაში მინდა-მეთქი!

- რა არის ასეთი დაუსრულებელი? კიდევ რამდენი ხანი გაკავშირებს კონტრაქტი "სპარტაკთან"?

- კიდევ წელიწად-ნახევარი! სამწუხაროდ, თავისუფალი აგენტი არა ვარ, სადაც მინდა, იქ რომ წავიდე; "სპარტაკთან" კონტრაქტი მაკავშირებს და კლუბის კეთილ ნებაზე ვარ დამოკიდებული...

- დაიწერა, რომ "როსტოვის" გარდა, შენი გადაბირება გროზნოს "ტერეკს" და ტულის "არსენალსაც" უნდათ...

- მე არავინ დამკავშირებია და ასეთ კლუბებში წასვლას არც ვაპირებ! თუ ევროპული კლუბი არ გამოვიდა, ტულასა და გროზნოში თამაშს ისევ "როსტოვი" მირჩევნია - იქ ყველას ვიცნობ და ყველა მიცნობს! თუმცა, როგორც აგენტმა მითხრა, გერმანული ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბი, მათ შორის - "ჰამბურგია" სერიოზულად დაინტერესებული; არის ესპანური ვარიანტიც.

რაც მთავარია, თითქმის ყოველდღე მირეკავენ პირეოსის "ოლიმპიაკოსიდან"! ბერძნები ჩემს აგენტსაც ელაპარაკნენ და ძალიან არიან მოწადინებულნი. "ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის საუკეთესო კლუბია, ჩემპიონთა ლიგაზეც სულ თამაშობს. თანაც, ახალი წესებით, იქ არც ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი შემეხება...

პირეოსელებს ქეცბაიასთვისაც დაურეკავთ და თემურმა მკითხა, რას აპირებო? მე სიამოვნებით წავალ, მაგრამ "სპარტაკიც" ხომ უნდა იყოს თანახმა-მეთქი?! სატრანსფერო "ფანჯარა" ევროპაში იანვრის ბოლოს იხურება და წესით, მანამდე უნდა გაირკვეს ყველაფერი.

მთავარია, რუსებმა დიდი ფული არ მოითხოვონ...

- ისევ იჯარაზეა ლაპარაკი თუ ბოლოს და ბოლოს, გაგიშვებს "სპარტაკი"?!

- ევროპულ კლუბებს ყიდვა ურჩევნიათ, თუმცა აგენტისგან ვიცი, რომ "სპარტაკს" ჩემი გაყიდვა არ სურს. "როსტოვში" რომ წავედი, ჩემი სატრანსფერო ღირებულება 2,2 მილიონი იყო. ახლა 4 მილიონია, მაგრამ ბოლო თვეებია, არ მითამაშია. ალბათ, ფასიც დაიკლებდა და იქნებ რუსებმა გამიშვან კიდეც...

როსტოვში რომ მივდიოდი, ბევრმა დასრულებულად ჩათვალა ჩემი კარიერა, მაგრამ ყველამ ნახა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე! მერე პრობლემები მქონდა - ბიძა გარდამეცვალა, მერე ცხვირის ოპერაცია დამჭირდა. თავადაც არ ვიცოდი, რომ ცხვირის პრობლემის გამო თურმე თავისუფლად ვერ ვსუნთქავდი და ალბათ, ამიტომაც ვიღლებოდი ასე სწრაფად...

- ახლა როგორ არის საქმე?

- გაცილებით უკეთ ვსუნთქავ და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არ მივარჯიშია, დაღლას თითქმის არ ვგრძნობ! ბოლო ორი კვირა აქტიურად ვვარჯიშობდი სატრენაჟორო დარბაზში, მე და ხუბუტია იპოდრომზეც ერთად დავრბოდით. მოკლედ, თავს ჩინებულად ვგრძნობ.

- "როსტოვში" კარგად თამაშობდი, მოსკოვში დაბრუნების შემდეგ კი სეზონის "იმედგაცრუებებს" შორის დაგასახელეს...

- "სპარტაკი" ისეთი კლუბია, ერთი შეცდომაც კი ასმაგად ფასობს. ამიტომაც ისეთივე თავდაჯერებული ვერ ვიყავი, როგორიც როსტოვში. თანაც, კარგი სეზონის შემდეგ ჩემგან ყველა შედეგიან თამაშს ელოდა. პირველ მატჩებში ვერ ვითამაშე, მერე მწვრთნელთანაც ამერია ურთიერთობა და...

"როსტოვიდან" დაბრუნების შემდეგ ფეხბურთი, ფაქტობრივად, აღარ მითამაშია! ასე რომ, დამსახურებულად დამასახელეს "იმედგაცრუებებს" შორის!

- მაინც რა მოხდა, რატომ თქვი უარი სათასო მატჩზე გამგზავრებაზე?

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. ბოდიში უკვე მოვიხადე, ჩავლილი ამბის გახსენება კი აღარ მსურს!

- აგენტი აქამდე რომ გყოლოდა, იქნებ "სპარტაკისთვის" დროულად დაგეღწია თავი და ამდენი წელი არ დაგეკარგა?

- აგენტი დაახლოებით 6 თვის წინ ავიყვანე. თორემ მანამდე ოფიციალური აგენტი არ მყოლია - სანამ ცოცხალი იყო, მის მოვალეობას მამა მიწევდა...

- კი მაგრამ, რევაზ ჩელებაძე?

- რევაზ ჩელებაძე ოფიციალურად ჩემი აგენტი არასდროს ყოფილა. უკვე ოთხი წელიწადია, საქმიანი ურთიერთობაც აღარ გვაქვს.

- მაგრამ კიევის "დინამოში" ხომ სწორედ მან წაგიყვანა?

- დიახ, კიევში ჩელებაძემ წამიყვანა და ამისთვის მადლობელი ვარ, თუმცა მას შემდეგ, რაც "სპარტაკთან" გავაფორმე ხელშეკრულება, ოფიციალური აგენტი აღარ მყოლია.

- პასსა და მოედნის ხედვაში არც უმცროსი ძმა - ლევანი ჩამოგრჩება. ახლა სად ვარჯიშობს?

- მოსკოვში იყო ჩემთან, მაგრამ ფეხი დაიშავა და წამოვიდა. ახლა ბათუმის "დინამოს" მეორე გუნდშია და როგორც ასლან ბალაძე მეუბნება, პირველ გუნდშიც მალე ვნახავთ. მე ყველანაირად ვუწყობ ხელს, დანარჩენი კი თავად ლევანზეა დამოკიდებული.

- მოსკოვის "სპარტაკის" დუბლებში რუსეთში დაბადებული გიორგი მელქაძე ბრწყინავს. როგორ შეატყვე, ხომ არა აქვს საქართველოს სახელით თამაშის სურვილი?

- ძალიან მაგარი ბიჭია და დიდი მომავალი აქვს! თუმცა, რომ გითხრათ, ძალიან უნდა საქართველოს სახელით თამაში-მეთქი, მოგატყუებთ. ვუთხარი კიდეც, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, რადგან წლების წინ მსგავს სიტუაციაში მეც ვიყავი და საქართველო ავირჩიე, მაგრამ დღეს ამას არავინ აფასებს!

- რას ნიშნავს, არ აფასებენ?

- საქართველო ჩემი სამშობლოა და სხვანაირად ვერც მოვიქცეოდი, მაგრამ გიორგისაც ვუთხარი, საკმარისია, ერთხელ გადაგიბრუნდეს ფეხი, ყველა გადაგივლის-მეთქი!

ფეხბურთელი ყოველთვის კარგად ვერ ითამაშებს, მაგრამ ლანძღვა-გინებას რომ დაიწყებენ, არც ის დაავიწყდეთ, რამდენ რამეზე ვთქვი უარი 15 წლის ბიჭმა. ჩემი და კვირკველიას მეტი სხვა არც ვიცი, ასე მოქცეულიყოს. თავს კი არავის ვამადლი, მაგრამ ქართველებს ჩვენიანის დაფასებაც ხომ უნდა შეგვეძლოს?!

"როსტოვმა" რუსეთის თასი რომ მოიგო, მთელი რუსეთის დასანახავად საქართველოს დროშით დავრბოდი მოედანზე, მაგრამ ერთი ქართველი ჟურნალისტის მეტს არავის მოვუკითხავვარ...

იხილეთ ვიდეო

ჯანო ანანიძემ რუსეთის თასის მოგება საქართველოს დროშით იზეიმა

- ნაკრებზეც ვილაპარაკოთ: პოლონეთთან მატჩზე რას იტყვი?

- ევროპაში ფეხბურთელი არა გვყავს, ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკაც აკლია და პოლონეთს რით უნდა ვაჯობოთ?! რაც შეგვეძლო, ვითამაშეთ, თავს ზემოთ კი ძალა არ არის.

სანამ ქართული ფეხბურთი ასეთ დღეშია, პოლონეთის დონის ნაკრებებთან მოგება ჩვენთვის ფანტასტიკის სფეროს ჰგავს...

- თემურ ქეცბაია აღარ არის ნაკრების მწვრთნელი. რა იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა?

- შესაძლოა, ის, რომ ნაადრევად გაისტუმრა გუნდიდან გამოცდილი ფეხბურთელები. კობიაშვილი და იაშვილი ცოტა ხანში ისედაც დაასრულებდნენ კარიერას, მაგრამ სანამ გერმანიაში თამაშობდნენ, ნამდვილად შეეძლოთ ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა. როცა გვერდით ასეთი გამოცდილი მოთამაშეები გყავს, ბევრსაც სწავლობ და უფრო თავდაჯერებულიც ხარ!

მესმის, რომ თემურს მომავალზე ჰქონდა გათვლა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან გაახალგაზრდავდა.

- როგორ ფიქრობ, კახა ცხადაძის დანიშვნის შემდეგ რა შეიცვლება ნაკრებში?

- გააჩნია, რა ტაქტიკით ათამაშებს გუნდს ახალი მწვრთნელი, ვის გამოიძახებს, როგორ მიუდგება ფეხბურთელებს. ზოგი მწვრთნელი შეგირდებთან მეგობრულ ურთიერთობას ამჯობინებს, სხვა სიმკაცრეს იჩენს და ა.შ.

კახა ცხადაძეს კარგად არ ვიცნობ და არ ვიცი, რა ტაქტიკას არჩევს, მაგრამ კარგი ფეხბურთელი იყო, წარმატებული მწვრთნელია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებთან ერთადაც წარმატებას ვუსურვებ!

რას შეცვლის? მთავარია, უფრო შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ - 0:4-ს ისედაც ვაგებთ და არ სჯობს, შევუტიოთ და 3:6 წავაგოთ?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

რატი შელეგია

ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა"

• Rayli

Вин асатиани дамархес?прото даамтавра кариера да ки арис кутузовзе елитни сахлши.шен икитхе торем асатианс ра учирс.винаа моневи гриша?гриша ки ара дила хар.гриша ета русское имиа.

• grisha

თქვე მართლა რუსეთის მონებო ..რუსებმა ჯერ კიდევ ჯანაშია არ გაუშვეს ლაციოში და კიდევ არის მსგავსი ფაქტები ასათიანი დამარხეს საერთოდ

• რომა მარიამიძე

ბევრ ჟურნალისტს და ჟურნალს პროდასავლეთური პოლიტიკოსები და შოუები უფრო აინტერესებთ და ხიბლავთ,ვიდრე რუსეთში მოთამაშე-მოღვაწე- მცხოვრები ქართველობა,რომლებიც საქართველოს დროშით ამაყობენ,ქართველობით თავი მოაქვთ და არა გაეროვპელობით !!! სჯობია 3:6 წავაგოთ და ფეხბურთი ვითამაშოთ...

• qutaiseli

წადიო ისე ეუბნებიან ამ ბიჭს გეგონება ტაციაობა იყოს მასზე რო იყოს ფულის გადამხდელი ვინმე არ წავიდოდა თუ თვითონ არუნდამარა არარი არავინ და რაქნას.პანჩურზე კიდე ფეხბურთელებს არავინ ყიდის.

• მარგალ!

ჯანო მაგარი ბიჭი ხარ! ვუყურებდი მაგ თამაშს და ძალიან ვიამაყე შენი საქციელით,როდესაც დროშა მოიხვიეე და ირბინე! შემოგევლე ქართულ გულში და სულში! ქგგალე ჯიმა! პ.ს წადი სპარტაკიდან და საღრუსეთიდან !

• koko

gizog-სს. ყენია??????????? ყენია კიდევ თამაშობს ფეხბურთს?

• მუხა

მადლობა დჯანო როსტოვსში დროშისთვის თასისტვის ლამაზი ფეხბურთვისთვის

• emres- გულშემატკივარი

100 %-ით გეთანხმები ძმაო, როდესაც ფეხბურთელი გულშიც კი გაივლებს წაგებაზე და შედეგზე არ იქნება ორიენტირებული, იქ დამთავრებულია ყველაფერი. ზუსტად ამას ვერ მიაღწია ქეცბამ, რომ ამათ თავიდან დამარცხებაზე ფიქრი ამოეშანთა, თუნდა გერმანიას ეთამაშებოდე. ფეხბურთელმა შედეგზე უნდა იფიქროს მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში დამარცხებაზე, მხოლოდ გუნდურ თამაშზე და არა ცალკეულ გამობრწყინებაზე. წინ სირბილი და გოლის გატანა კარგია, მაგრამ სულ რამდენიმე ფეხბურთელის გარდა ასეთ შემსრულებელს ვერ ვხედავ. ბურთის მაკონტროლებელ ფეხბურთელს ვერ ვხედავ საერთოდ. ზედიზედ 4-5 პასის მეტს რომ გუნდი ვერ აკეთებს იმ ფეხბურთელებს რა შედეგი ექნებათ? მაშინ როცა ევროპის საშუალო დონის გუნდები ზედიზედ 15-20 პასს აკეთებს მინიმუმ, ბევრი კი რიგ შემთხვევებში 25 და 30-საც სცდება. პასის გაკეთება და პასის მიღება რომ არ იციან იქ ქეცბას რა უნდა მოვთხოვოთ? ჯანო, ეგ აზრები თავიდან ამოიღე საერთოდ, წაგებაზე ლაპარაკი მხოლოდ წაგების შემდეგ შეიძლება, ანუ სხვებმა შეიძლება თქვან, რომ 2-3 თუ წააგე, საქართველოს ნაკრებმა გერმანიას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დასანანი მარცხი იწვნიაო, მხოლოდ წაგებულის ანალიზი შეიძლება გააკეთოს "სხვამ" და შეაფასოს, წაგებაზე ფიქრი კი ნებისმიერ ფეხბურთელს ეკრძალება ნებისმიერ შემთხვევაში, ცუდი თამაშიდან დასკვნები უნდა გამოიტანო და მომავალში ეს ხარვეზები უნდა გამოასწორო, მაგრამ კმაყოფილი არ უნდა იყო იმით, რომ პოლონეთს 3 გოლი გაუტანე, მაშინ როცა პოლონეთმა 6 გაგიტანა, ამიტომ იფიქრე მეგობარო და დროზე მოსცილდი რუსეთს, შენ იქ მომავალი არ გაქვს, ნებისმიერ ევროპულ საშუალო დონის გუნდში წადი ორწლიანი კონტრაქტით და გვაჩვენე რა შეგიძლია

• dato

ჯანო ყველას მაგრად გვიყვარხარ და შენი ცარმატება ამ გაჭირვებულ ქვეყანაში დიდ სიამოვნებას გვანიჭებს,სამშობლო კიდევ დაგაფასებს ჯანო.

• გოგა

გერმანიაში რავი აზულში ცუდად იღებენო და არ გირჩევ.

• qazwsx

მესის გარდა, შენ საქმეში (თამაშის კეთებაში) დიდად არავინ გჯობია!საუკეთესოთა მარქაფაში შედიხარ. რუსეთის ჩემპიონატიც ძაან სერიოზული ჩემპიონატია. ბარსელონაშიც უპრობლემოდ ითამაშებდი ვიცი. ფეხბურთელისთვის მთავარი ნდობაა, ნდობა რომ არ იყოს ნებისმიერი ფეხბურთელის სკამზე დასმა შეიძლებოდა ჩაგდებული თამაშის მერე! პლაიმეიქერი კი მითუმეტეს თამაშში ზამენიდან არ უნდა ერთვებოდეს ...ბოლო ვარიანტში ამ წელიწად ნახევარსაც გაუძელი და მერე იქ წადი სადაც თამაშის გარანტიაც გექნება და გუნდიც მაჩანჩალა არ იქნება თავის ჩემპიონატში...

• shukakidze

midi jani miaweqi magarii xar pes shi arsenalshi gatamasheb da magrad yomarob :D

• მამუკი იმერი.

ღმერთი იყოს შენი მფარველი,დაე იანვრის ბოლოს გერმანიაში მენახო, და ამით ქართველნი გაგეხარებიოს.შენით სამშობლოს ეამაყებინოს როგორც ფეხბურთით ისე ზრდილობით., გაიხარე და მტერი დაგემარცხებიოს შენი კარგი თამაშით ნაკრებში. ამინ, ამინ.

• grisha

ჯანო შენ თუ შენი არ გაიტანე გენეი არსად გაგიშვებენ და დაგაბამენ ერთ ადგილას

• gizog

ჯანო, საყმაწვილო სენი, ყველას ხვედრია, მთავარია დროულად უნდა უმკურნალო და მოიშორო. ჯანო გულს ნუ გაიტეხ ქართველ გულშემატკივარზე, წარმოიდგინე ჩვენი მდგომარეობა, ნაკრების თამაშიდან თამაშამდე იმედით ვართ და გამუდმებით იმედგაცრუება. ასეთ შემთხვევაში ვაშა1 ვაშა ვიძახოდ უბრალოდ არა ადეკვატურები ვიქნებოდით. რაც შეეხება შენს არჩევანს ყველა ქართველი გულშემატკივარი უდიდესი ინტერესით ველოდით, ვაი თუ რუსულმა მანქანამ გადასძალოს ჯერ კიდევ პატარა ბიჭსო.ყველა ამაყი უზომოდ გახარებული ვიყავით შენი პატარა ბიჭის კაცური გადაწყვეტილებით და არც არასდროს დაგვავიწყდება, მაგრამ მოვიდა უკვე ჯანო დრო რომ შედეგიც კაცური მოაყოლო შენს მაშიდელ პატრიოტულ გადაწყვეტილებას. ჯანო თავადაც ხედავ რა გაჭირებაშია შენი ქვეყანა, ხალხი და თუ საკმარის ყურადღებას ვერ იჩენს უნდაშეუნდო. არ ვიცი რამდენი ქარტველი ჟურნალისტი მოვიდა თასზე გამარჯვების შემდეგ მთელმა ქართულმა საფეხბურთო სამყარომ რომ გაიხარა ეს აშკარა იყო. და არც ქართული დროშის ფრიალი დაგვიწყებია. ჯანო შენ იცი, ახლა უკვე ახალგაზრდა, მაგრამ დიდი გამოცდილების ფეხბურთელი ხარ. ნაკრებში უკვე დიდი საქმეების გაკეთება უნდა ითავო, გვერდში უნდა დაუდგეთ მწვრთნელს, კარგი თაობა მოდიხართ (ჯანო, სოლომონი, ოქრი, ყენია, მჭედელა,...და ბევრი სხვა) და ბოლოს და ბოლოს გაგვახარეთ ქართველები, ისე ნუ იქნება, ''მაგრები იყვნენ მაგრამ ვერაფერი გააკეთესო''

• ლევან

ჯანო შენ ის თაობახარ საქართველოს ნაკრებს თასი რო უნდაა ააწევინოთ, დარწმუნებულივარ ეგრე იქნება, გამარჯვება ჯანოს..შეეწიოს ღმრთისმშობელი

• emre

აი ზუსტად ესეთი მიდგომაა არასწორი რაც ბოლოს ჯანომ თქვა, 0-4 წაგებას 6-3 წავაგოთო? ეს რას ნიშნავს? საერთოდ მაგხელა ანგარიშით რატო უნდა იფიქრო წაგებაზე არ მესმის

• Gala

Gulii ar gaitexo Jano. Aba shen itsi bolomde ibrdzole da dagifasdeba.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა

"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს

მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან

"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს

შეუძლია თუ არა მელქაძეს საქართველოს ნაკრებში თამაში? - იურისტი განმარტავს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...