გავიხსენოთ, რა დაპირებებით მოვიდა ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციაში და აქედან რა შესრულდა...
ორიოდე დღეც და 4 წელიწადი შესრულდება იმ დღიდან, როცა ზვიად სიჭინავა ხელმეორედ გახდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

2011 წლის 22 იანვარს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", ფეხბურთის ფედერაციის XIX საარჩევნო ყრილობაზე, სიჭინავას კონკურენტი არ ჰყოლია და, რეალურად, სხვა კანდიდატების აქტიურობას აზრი არც ჰქონდა.

საინტერესო იქნება, გავიხსენოთ, რა დაპირებებით მოვიდა სიჭინავა ფედერაციაში და აქედან რა შესრულდა...

მე ამისგან გავაკეთებ!..

"თემურმა თავისი პროფესიონალიზმი დაამტკიცა. რეგიონებში მაღალი დონის სტადიონების აშენება და ეროვნული ჩემპიონატის დონის აწევაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული ნაკრების სათანადო კადრებით მომარაგება არ მოხდება და წარმატების მიღწევაც გაჭირდება.

საქართველოში ფეხბურთი კერძო ხდება და ამის შესახებ სხვადასხვა ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. 2012 წელს საქართველოში უეფას სტანდარტების დონის სტადიონის აშენება იგეგმება.

2011 წელს კახეთში ქალთა ფეხბურთის ბაზა გაკეთდება. შეიქმნება ბავშვთა ფეხბურთის ასოციაცია. ყველა კლუბი და სკოლა ვალდებული იქნება, დააზღვიოს თავისი კადრები. დაიწყება სკოლების ლიცენზირება.

კვლავ უნდა აღდგეს საქართველოში მსაჯთა აკადემია. 2010 წლის 29 დეკემბერს კომპანია "სოკარი" ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები კი საშუალებას გვაძლევს, ეროვნულმა ნაკრებმა საუკეთესო წვრთნები გაიაროს.

ფინანსური პრობლემები, რომლებიც ფედერაციაში დაგვხვდა, მოგვარდა და ვალების დიდი ნაწილი გასტუმრებულია. სავარაუდოდ, 2012 წელს ფედერაციას არანაირი დავალიანება აღარ ექნება.

უეფასთან გაგრძელდება მჭიდრო კავშირი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საპრეზიდენტო არჩევნებში მიშელ პლატინის უჭერს მხარს", - განაცხადა ყრილობაზე სიჭინავამ და შემდეგ პრესკონფერენციაზე პირობა დადო, რომ ფეხბურთის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებდა.

მისი თქმით, წინა პრეზიდენტობის დროს (უმცროსი ნოდარ ახალკაცის გადადგომის შემდეგ რიგგარეშე ყრილობაზე წელიწადნახევრით აირჩიეს) ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას დანიშვნა იყო და პრიორიტეტად მისთვის კონტრაქტის გაგრძელება და ეროვნული ნაკრების გაძლიერება დასახა...

ბევრიც შესრულდა...

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოახერხა, მაგრამ დანარჩენი დაპირებებიდან რა შესრულდა?

უეფასთან კავშირი მართლაც განმტკიცდა. ასაკობრივ ნაკრებთა უჩვეულოდ ბევრი შესარჩევის თუ ელიტრაუნდის მასპინძლობა მოგვიწია;

სიჭინავას დროს თბილისში ჩატარდა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი;

ამას გარდა, მისივე მმართველობის პერიოდში, უეფამ ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და 2015 წლის აგვისტოში თბილისს ევროპის სუპერთასის მატჩის მასპინძლობაც ანდო;

სიჭინავას პლუსია ისიც, რომ ინფრასტრუქტურას დიდ დროს და ყურადღებას უთმობდა. რამდენიმე ქალაქში (გორი, ფოთი, სამტრედია, მარტვილი, ზუგდიდი, ქუთაისი, ლანჩხუთი, ქობულეთი) შეიცვალა მოედანი, განახლდა "მცხეთა პარკი", "მიხეილ მესხი", აშენდა მისი სათადარიგო სტადიონი, ლაგოდეხში შენდება ნაკრების ბაზა, მოფერიანდა ფედერაციის ტექნიკური ცენტრი "ბასა", სადაც ფეხბურთის ფედერაციის აკადემია ჩამოყალიბდა. მისთვის ინფრასტრუქტურა კი რუსთავში შენდება - რამდენიმე მოედანი, სხვადასხვა დამხმარე დარბაზი, საცხოვრებელი კორპუსი...

ამას სიჭინავა ზურგზე ვერ აიკიდებს და ვერსად წაიღებს. ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთს რჩება, ანუ ეს მოქმედი პრეზიდენტის აქტივშია, მაგრამ...

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაუჭირდა და ინფრასტრუქტურული პროექტები ძველი ტემპით ვეღარ გაგრძელდა. 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოში რამდენიმე სტადიონი მოწესრიგდა, მაგრამ უეფას სტანდარტების სტადიონი ვერც ბათუმში აშენდა და ვერც ფოთში.

უტოპიური გამოდგა თბილისში ევრო 2020-ის მასპინძლობის იდეა. საბოლოოდ, ეს უფლება ევროპის 13-მა ქალაქმა მიიღო, მაგრამ ამ სიაში ჩვენი დედაქალაქი ვერ მოხვდა.

სამწუხაროდ, სიჭინავას დროს ვერც ყველა კლუბისა და სკოლის კადრების სავალდებულო დაზღვევა მოხერხდა, მაგრამ სამართლიანობისთვის ისიც ვთქვათ, რომ ეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გარემოს ბრალი უფრო იყო და პასუხს მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტს ვერ მოვთხოვთ.

დაიწყო სკოლების ლიცენზირება, მაგრამ სკოლების კატეგორიებად დახარისხებას სათანადო გაგრძელება აღარ მოჰყვა. სამწუხაროდ, ვერც მსაჯთა აკადემია აღდგა.

დაცემული რეიტინგები

ამ ოთხი წლის განმავლობაში სიჭინავა ბევრს ეცადა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და ეროვნული ჩემპიონატი რომ განევითარებინა, მაგრამ საბოლოოდ, შედეგები მაინც მძიმეა.

ის ფედერაციაში 2009 წელს მივიდა, როცა ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 124-ე ადგილზე იყო. 2011 წლის დასაწყისისთვის ქვეყნის უპირველესი გუნდი 73-ე ადგილზე დაწინაურდა და წინსვლის იმედიც გაჩნდა, მაგრამ სიჭინავას პრეზიდენტობის 4-წლიანი ვადის დასრულების შემდეგ "ჯვაროსნები", მათთვის სამარცხვინოდ, "სარეკორდო" 126-ზე საფეხურზე არიან...

სიჭინავა ეროვნული ნაკრების კადრებით მომარაგებასა და მის წარმატებას საქართველოს ჩემპიონატის დონის გაზრდას უკავშირებდა. ძალიან გვინდა, ჩვენი ფეხბურთის აღმავლობაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ვერც ეს დაპირება შესრულდა. პირიქით, მთლად უკან-უკან წავედით. ციფრები არ ტყუიან - ფიფასა და უეფას რეიტინგები ხომ ის ინდიკატორებია, რომლებიც ფეხბურთის მდგომარეობას აჩვენებს. უეფას საკლუბო კოეფიციენტი კი ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში ქვეყნის გუნდების გამოსვლის შედეგებით ჯამდება.

ამჟამად, უეფას საკლუბო რეიტინგი ჩვენი ფეხბურთის არასახარბიელო მდგომარეობაზე მიგვითითებს. 2014/15 წლების სეზონის მაჩვენებლებით, საქართველო ამ რეიტინგში 42-ე ადგილზეა. დიდ ლიგებთან ჩამორჩენას ვინ ჩივის? აღარც იმას ვდარდობთ, ჩვენზე წინ არიან ბელორუსი (მე-14 ადგილი), აზერბაიჯანი (24), ყაზახეთი (25)... კატასტროფაა, რომ ჩამოვრჩით საკმაოდ სუსტი ჩემპიონატების მქონე ირლანდიას (35), მოლდოვას (36), ესტონეთს (39), ჩრდილოეთ ირლანდიას (39) და თვით ლიხტენშტაინს (30), ისლანდიასა (31) და ფარერის კუნძულებსაც (41) კი.

ვუსწრებთ მაკედონიას (43), ალბანეთს (44), ჩერნოგორიას (45), ლიტვას (46), სომხეთსა (49) და ლატვიას (51).

შეგახსენებთ, რომ 2010/11 წლების სეზონში უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველო 34-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

ფიფასა და უეფას რეიტინგებზე დაყრდნობით, მარტივი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს - ბოლო ოთხ წელიწადში ჩვენი ფეხბურთის დონე კატასტროფულად დაეცა.

სპონსორებისა და კერძო კლუბების დეფიციტი

სიჭინავას აქტივშია 18 მილიონი ლარის დავალიანების გასტუმრება, მაგრამ მან ვერ შეძლო სპონსორებთან ურთიერთობა. "სოკარის" შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას სერიოზული სასპონსორო კონტრაქტი არ გაუფორმებია.

სიჭინავას შემდგომი დაპირება კლუბებისთვის კერძო მეპატრონეთა მოძიება იყო. ფაქტები მეტყველებს, როგორი "კერძოც" გახდა საქართველოში ფეხბურთი. 2010/11 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი თამაშობდა. მათგან კერძო საკუთრებაში იყო 5 - "ზესტაფონი", თბილისის "დინამო", "მეტალურგი", "ტორპედო" და "ვიტ ჯორჯია".

სიჭინავას დაპირებიდან 4 წელი გავიდა და მიმდინარე სეზონში, უმაღლესი ლიგის 16 გუნდიდან კერძო საკუთრებაში მხოლოდ ოთხია - თბილისის "დინამო", "ჩიხურა", "მერანი" და "ვიტ ჯორჯია".

კერძო კლუბები იყვნენ და სახელმწიფო ბალანსზე გადავიდნენ "მეტალურგი" და "ტორპედო". ამავე გზას დაადგა "ზესტაფონიც" - კლუბიდან პრეზიდენტი ილია კოკაია წავიდა და ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს გადაულოცა.

ცნობილი ამბავია - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან 45 წუთში გიორგი ნემსაძე რომ გადააყენეს, ნოდარ ახალკაცს სფფ-ში დარჩენა აღარ სურდა, მაგრამ იძულებული გახადეს, დარჩენილიყო. მერე კი თქვა, რომ პოსტს ნაკრების ჩავარდნის გამო ტოვებდა. იმიტომ, რომ ფედერაციის პრეზიდენტის მუშაობას ნაკრების შედეგები განსაზღვრავს.

ზემოთ უკვე ნახეთ, რა შედეგებიც გვქონდა სიჭინავას პრეზიდენტობისას. რაც მთავარია, სფფ-ის მოქმედმა თავკაცმა მანდატი 4 წლით მიიღო და არა 4 წლითა და 9-10 თვით - ეს დამატებით ლამის ერთი წელი გამოდის.

გაუარესებული შედეგების ფონზე, ამხელა ვადის დამატება გაუგებარი და მიუღებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
დაგუპული პეხბურტი სულ დაგუპეტ შენ და რეზომ ეხლა გაიხანგზლივო გინდა არა მანდატი შე უნამუსო ხვალიდან აგარხარ პრეზიდენტი ზვიად სიჩინავა და ვერ გიშველის პლატინი და დავიტ პეტრიაშვილი დანიშნე სასცრაპოდ არჩევნები
kiti
რა არი რახდება ეს კაცი არაპირებს ცასვლას მაშინ ზომებს უნდა მივმარტოტ უნდა გავაგდოტ
vako
ოპიციალურად ამოგეცურება ვადა ესზვიადი ცასვლას არაპირებ ეხლა ტუ სუპერტას ელოდები ჩატარება გინდა არა ჯერ ერტი არალეგიტიმური იქნები მეორე გამოგიკვანტ სკამიანატ ფედერაციიდან ჩემი რჩევა იქნება ცადი როცა ეიგი 22 ში პაქტიურად აგარხარ პრეზიდენტი
tato
შენზე ამბობენ მაგარი არი მშენებლობაშიო მერე ტბილიში მშენებლობის მეტი არაპერი მიდის ცადი რა ააშენე სახლები შენ და პეხბურტი როგორც ცა და დედამიცა ისეა
kacho
არ დაბლოკოტ არაპერი ტავისუპალო პრესავ მან უნდა იცოდეს როგორ ვერ იტანს ხალხი კერზოტ დომენტის და რევაზს
nukri
22 ში შენი ბოლო დგეა ოპიციალურად მაგ ტანამდეობაზე ოცდა სამიდან კოველ დგე ელოდე შენ გამოგდებას მაქედან არ გამოხვალ შენიტ და გამოგაბუნზულებტ
kacho
ვერ გიტანს ხალხი ხომ ხედავ ცადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი სასცრაპოდ და ტან გაიკოლე რეზო მაქედან მოშორდიტ მუქტებო
pata
ცადი დომენტი დროზე სანამ ზალიტ არგამოგვიგდიხარ მაქედან შენ და რეზო მაქედან
Tedo
124 ადგილიდან 126 ჩამოვარდნა რა დიდი კატასტროფაა?ეს ნიშნავს რომ შენი ადგილი ესაა!
gaga
თუ ქართველ ბიზმესმენებს პატრიოტიზმი არ გააჩნიათ ვერავინ ვე გაქაჩავს ქართულ გუნდებს.ყველას მუქთა ფული უნდათ თავის მილიონებს ვერ იმეტებენ. მაგ. ივანიშვილს, ხაზარაძეს და სხვა მილიონერებს თითო გუნდისთვის მიეხედათ უფრო სახელმწიფოც და ხალხიც კარგად ვიცხოვრებდით. არა მათ პოლიტიკანობა და ბოზობა ურჩევნიათ ერთმანეთის გადაჭმა ყოველდღიურედ ტელევიზიაში ფეხბურთის ნაცვლად. თქვენ ჯურნალისტების მუშაობაც არადამაკმაყოფელია. ნახეთ აზერების, თურქების ევროპულზე აღარ ვიზახი როგორიც ქართული ფეხბურთია ისეთივეა ქართული ჯურნალისტიკა მწირი ინფორმაცია აღწევს ზლივს პირველი საათისთვის.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ციხეს გადაურჩნენ - შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი გაამართლა
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა