ლევან ყენიამ კი საქართველოს ნაკრების თავკაცის თვალწინ ერთი საგოლე პასი მიითვალა, კიდევ ერთ გოლშიც მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ნაკრების თავკაცმა კახა ცხადაძემ, როგორც აღმოჩნდა, მშვენივრად შეარჩია ის თამაშები, სადაც ქართველ ლეგიონერებზე დაკვირვებას შეძლებდა - შაბათს ის ჩეხეთის ქალაქ ლიბერეცში იყო, სადაც ლევან ყენიას საგოლე პასი და აქტიურობა ნახა; კვირას ცხადაძემ ტვენტეში ადგილობრივი გუნდისა და "ვიტესის" მატჩი იხილა, სადაც გამარჯვების გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

აი, ასეთი მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს ნაკრების მწვრთნელის ყურადღებას.

ჩეხეთში პრაღის "სლავიამ" სტუმრად მილან შკოდას ჰეთ-თრიკით დაამარცხა "ლიბერეცი" - 3:1. ლევან ყენიამ გამარჯვებულთა რიგებში 77-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყენიამ საქართველოს ნაკრების თავკაცის თვალწინ ერთი საგოლე პასი მიითვალა, კიდევ ერთ გოლშიც მიიღო მონაწილეობა და "ლიბერეცის" დაცვისთვის სერიოზულ ხიფათს წარმოადგენდა.

აი, რა თქვა მიროსლავ ბარანეკმა ("სლავიას" მწვრთნელი) მასზე:

"ჯერ კიდევ შეკრებაზე გამოჩნდა, რომ მას გუნდის დახმარება შეუძლია. ის ჭკვიანურად თამაშობს და კარგად ხედავს მოედანს, სწრაფია კონტრშეტევების დროს".

"ყენია ბრწყინვალე ნახევარმცველია. მას შეუძლია, ფანტასტიკური პასი გაგიკეთოს, დაინახოს შენი მოძრაობა", - ეს კი ჰეთ-თრიკის ავტორის, მილან შკოდას სიტყვებია.

იხილეთ ვიდეო

ჰოლანდიაში ძალზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოიგო არნემის "ვიტესმა" - სტუმრად უშუალო კონკურენტი "ტვენტე" დაამარცხა - 2:1.

საქმე იმაშია, რომ მე-7 ადგილი ევროპალიგის პლეი ოფის საგზურს იძლევა, ახლა სწორედ "ვიტესია" მეშვიდე და არა "ტვენტე". ეს "ვიტესის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა - მატჩის 92-ე წუთზე გუნდს ვაკო ყაზაიშვილმა მოაგებინა.

იხილეთ ვიდეო

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, კაპიტანმა კაშიამ ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო. 22 წლის ყაზაიშვილმა ამ სეზონში უკვე მე-5 გოლი გაიტანა. სულ მას ერედივიზიეში 10 გოლი აქვს გატანილი, ერთიც ჰოლანდიის თასზე.

სერია A-ს მორიგ ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" "კიევოს" 3:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ჩვენებური დუბლის ავტორ მაკარონეს ნაცვლად 74-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

ბუნებრივია, მან ბევრი ვერაფერი მოასწრო, ორი ზუსტი პასი, ორი ჯარიმა, ორჯერ მის წინააღმდეგ დანიშნული ჯარიმა... სულ ეს არის.

იტალიის ლეგა კალჩოში მოთამაშე "სუდტიროლი" შინ 1:2 დამარცხდა დივიზიონის ლიდერ "ალესანდრიასთან". წაგებულთა რიგებში 69-ე წუთზე გამოჩნდა ირაკლი შეყილაძე, რომელიც "სუდტიროლში" "ლატინადან" იჯარით თამაშობს.

გერმანიის III ბუნდესლიგაში ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგი" შინ 0:0 დაუზავდა "ხემნიცერს", ქართველმა ნახევარმცველმა 57-ე წუთამდე ითამაშა.

ფრანგულ ელიტაში კვლავ არ ჩანს ლუკა კიკაბიძე, მისმა "ბასტიამ" 2:1 დაჯაბნა "ლილი".

ფრანგული ნასიონალ ლიგის ლიდერმა "პარიზმა" "დიუნკერკს" 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ლიდერთა მცველ ამირან სანაიას არ უთამაშია.

პორტუგალიის სეგუნდა დივიზიონში გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" 0:2 დამარცხდა სტუმრად "ფრეამუნდესთან". ქართველი მეკარე სათადარიგო იყო.

კიდევ ერთი ქართული დებიუტი შედგა - ამჯერად, პოლონურ ექსტრაკლასაში პირველად ითამაშა გიორგი ალავერდაშვილმა. 27 წლის ფორვარდი აუტსაიდერ "ზავიშას" რიგებში 59-ე წუთზე გამოჩნდა "ლეხიასთან" 0:0 დასრულებულ შეხვედრაში.

"იაგელონიამ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "შლასკი". გამარჯვებულთა რიგებში სრულად ითამაშა ნიკა ძალამიძემ, რომელმაც მატჩის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო.

შოთა არველაძის "ქასიმფაშა" 1:1 დაუზავდა "ტრაბზონს", სადაც ქართველ მწვრთნელს ფეხბურთელობისას მრავალი გოლი გაუტანია. ლაშა დვალმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა "ქასიმფაშას" რიგებში.

საბერძნეთის ჩემპიონატში "ასტერასთან" სათამაშოდ 14 ფეხბურთელით ჩავიდა კრიზისში მყოფი ოფი. გუნდს აკლდა დისკვალიფიცირებული გიორგი მერებაშვილი.

გიორგი ლორიას კარში ერთბაშად 6 გოლი გავიდა - 6:1 "ასტერასის" სასარგებლოდ. ოფი 13 ქულით ბოლოსწინაა (ბოლოადგილოსანი უკვე გამოეთიშა ჩემპიონატს) და მას უხიფათო ზონამდე 13 ქულა აშორებს!

აკაკი ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა "კერკირას" შემადგენლობაში "პლატანიასთან" საგარეო მატჩში - 1:1. სასიამოვნოა, რომ ეროვნული ნაკრების მცველმა ასე საჭირო სათამაშო პრაქტიკა დაიბრუნა, თანაც საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში.

ფინეთის ლიგის თასზე კუპს-ის რიგებში დებიუტი ჰქონდა ირაკლი სირბილაძეს. კუპს-ის "ათიანმა" "ილვესთან" მატჩში (3:3) შეუცვლელად ითამაშა.

სერბეთის ჩემპიონატში ბელგრადის ოფკ-ს დაუზავდა "ვოივოდინა" - 0:0, რომლის რიგებშიც არ გამოჩენილა დავით კოხია. კოხია ახლახან წარადგინა სერბულმა კლუბმა.

კვიპროსში 21-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქართველთა "ნეა სალამინა" "ერმისს" ეწვია და 1:3 დამარცხდა. გიორგი პაპავა მწვრთნელმა მე-80 წუთზე გამოცვალა, შოთა გრიგალაშვილი კი ოპერაციის მერე აღდგენით პროცესს გადის.

უჩა ლობჟანიძის "ომონიამ" სტუმრად მოუგო აელ-ს - 1:0. ქართველ ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

"ანორთოსისმა" შინ 1:0 მოუგო "დოქსას", გიორგი აბურჯანიამ (გააფრთხილეს) და ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშეს.

"ოთელოსი" "აია ნაპას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა, მეკარე როინ კვასხვაძემ.

რუსეთის I დივიზიონის თასზე მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო ხაბაროვსკის "სკა-ენერგია" და თურქულ ბელეკში 3:1 დაამარცხა "კრილია სოვეტოვი".

ამ შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა პენალტი, რომელიც 1:1-ზე (81-ე წუთზე) კახა ალადაშვილმა გაიტანა. ეს 31 წლის მცველის ზედიზედ მესამე მატჩში გატანილი ბურთია. 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გუჯა რუხაიამ დააფიქსირა, გოგიტა გოგუას კი ტრავმის გამო არ უთამაშია. აღსანიშნავია ისიც, რომ "კრილია სოვეტოვის" შემადგენლობას ექსპერიმენტული ეთქმოდა.

ამ ტურნირში ბოლო ადგილზე გავიდა "ტოსნო", რომელმაც მე-15 ადგილისთვის მატჩი დათმო "სოკოლთან". ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერია კი - 4:5. "ტოსნოს" ქართველებს არ უთამაშიათ.

დაბოლოს, ბელგია, სადაც ჩვენებურების "გენკი" ჟუპილერ ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, "ანდერლეხტს" მასპინძლობდა.

ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა თორნიკე ოქრიაშვილმა სრულად ითამაშა და 30-ე წუთზე გაფრთხილებაც მიიღო. "გენკის" კიდევ ერთი ქართველი - ლუკა ზარანდია კი განაცხადშიც არ ყოფილა. თავად მატჩს რაც შეეხება, ის სტუმრების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fanat
ეს ვიტესის გოლი რომელი ტელეფონითაა გადაღებული ხომ არ იცით?! :)))))
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
რუსი მწვრთნელი და ლეგიონერები - "გურიას" ვიქტორ დემიდოვი გაწვრთნის
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ლანჩხუთის "გურიამ" საკონტროლო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა
პოლონურმა "ზავიშამ" გიორგი ალავერდაშვილი ტრანსფერზე დააყენა
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ოფიციალურად: გუჯა რუხაია "სამტრედიას" ფეხბურთელია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
პოზიტიური პრეცედენტი: გლდანში მოედანი გადარჩა!
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
თბილისის "დინამო" მისმა კაპიტანმა დატოვა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
"არ გამოგივათ რუსების შემოცურება! არ გაგიტარებთ!" - ალადაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხმაურება
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
ხარაიშვილის გოლი არ ეყოთ... "საბურთალომ" "სიბირთან" წააგო
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
დინამო (თბ)-გურია 3:2 - როცა ქვილითაია შეუჩერებელია... [VIDEO]
"შახტარიდან" "გურიაში"?! ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლანჩხუთში ითამაშებს
"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა
გიორგი ნავალოვსკიმ გორის "დილა" დატოვა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა" - კალაძემ ალადაშვილს უპასუხა
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში