შაბათის ორი მატჩით ზამთარს გავაცილებთ, კვირის დარჩენილი ექვსი შეხვედრით კი გაზაფხულს შევეგებებით!
საინტერესო ტური გველოდება: შაბათის ორი მატჩით ზამთარს გავაცილებთ, კვირის დარჩენილი ექვსი შეხვედრით კი გაზაფხულს შევეგებებით!

თუმცა, ამ "საფეხბურთო ლირიკის" გარდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება უმაღლესი ლიგის გუნდების მზადყოფნის შემოწმება ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისათვის. ანუ, სწორედ მარტში უნდა გამოჩნდეს, თუ რამდენად ნაყოფიერი შეკრება გაიარეს ჩვენმა გუნდებმა ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე: გაზაფხულის პირველ თვეში ჩემპიონატის ხუთი ტურია, პლუს თასის საპასუხო მოეთხედფინალური მატჩები!

მოკლედ, სწორედ ამ თვეში გამოიკვეთება გარკვეული "სატურნირო კონტურებიც" და, დიდი ალბათობით, ის გუნდები აღმოჩნდებიან მეტ-ნაკლებად პრიორიტეტულ მდგომარეობაში, ძირითადი შემადგენლობის როტაციის საშუალება რომ ექნებათ.

იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ თითქმის ყველა გუნდის უამრავი ახალწვეულიც, რაც შეიძლება, მალე გადაჭრის ახალ პარტნიორებთან შეთამაშების პრობლემას და, საერთოდაც, გაზაფხულის პირველი თვის მატჩებიც საინტერესოდ, დამაინტრიგებლად და, რაც მთავარია, უსკანდალოდ ჩაივლის...

28.02. ლანჩხუთი. ევ, შევარდნაძე. 14:00

კოლხეთი-დინამო (ბთ)

პირველი წრე 0:1

დისკვალიფიკაცია: ანზორ სუხიაშვილი (დინამო ბთ)

ურთიერთშეხვედრები

46: +17 =12 -17, 51:54

ძველი მეტოქეები უმაღლეს ლიგას ერთწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდნენ, თუმცა, მიმდინარე სეზონში სხვადასხვა მიზნები აქვთ: "კოლხეთი" გასავარდნი (გნებავთ, საპლეიოფე) ზონის სიახლოვეს იმყოფება, ბათუმელები კი მესამე ადგილამდე აღზევდნენ.

სხვათა შორის, ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებები სწორედ ბათუმის "დინამოში" მოხდა და გამოცდილი სპეციალისტის, შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილი გუნდის სტაბილურობა პირდაპირპროპორციულად არის ასახული სატურნირო ცხრილში.

აი, "კოლხეთში" კი ბევრად უფრო მეტი სიახლეებია და ყველაზე აქტუალურიც, ალბათ, ის იქნება, თუ რამდენად მოხდება პირველ წრეში გუნდის საუკეთესო ბომბარდირის დათა სიჭინავას "უმტკივნეულოდ" ჩანაცვლება სხვა შემტევი (გნებავთ - გოლიადორი) ფეხბურთელით. მით უფრო, რომ ზაზა ინაშვილის გუნდი დიდი შედეგიანობით ნამდვილად ვერ გამოირჩევა: 16 მატჩი და მეტოქეთა კარში გატანილი 13 გოლი...

...არავინ იცის, "კოლხეთის" სატურნირო მდგომარეობა როგორი იქნებოდა, გუნდს საშინაო მატჩები ფოთში, მშობლიურ "ფაზისზე" რომ ჩაეტარებინა; თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, შავიზღვისპირელთა "დერბი" მაინც დიდ ინტერესს იწვევს, თანაც, ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ხომ, ფაქტობრივად, სრული თანაფარდობაა!..

28.02. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00

შუქურა-გურია

პირველი წრე 0:0

დისკვალიფიკაცია: კობა შალამბერიძე, გიგა ჭეიშვილი (ორივე გურია)

ურთიერთშეხვედრები

3: +1 =1 -1, 3:3

ამ გუნდების დაპირისპირებას "დერბის" ვერ დავარქმევთ, თუმცა, მეზობლების პაექრობა კი ნამდვილად უნდა ვუწოდოთ. თანაც, ვიდრე მშობლიური ლანჩხუთის სტადიონზე თამაშის უფლებას მიიღებდა, თავის საშინაო მატჩებს "გურია" ხომ სწორედ ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ატარებდა...

მეორე წრე მეტოქეებმა სხვადასხვაგვარად დაიწყეს; "გურიამ" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და მეტად კომფორტულ და, რაც მთავარია, უხიფათო პოზიციაზეც (მერვე ადგილზე) იმყოფება; აი, "შუქურასათვის" კი კვლავაც დაუძლეველ ბარიერად რჩება სტუმრად ჩატარებული მატჩები - ისე, როგორც "ჩიხურასა" და "სიონს", ქობულეთელთა გუნდსაც გასვლითი შეხვედრა ჯერ არ მოუგია.

სამაგიეროდ, საყოველთაო აზრია, რომ "შუქურა" ქულების უმეტესობას სწორედ საშინაო სარბიელზე აგროვებს და მასპინძელთათვის ისიც დამატებითი ფაქტორი იქნება, რომ ახალი მწვრთნელის, გელა სანაიას ხელმძღვანელობით პირველი მატჩი უნდა ჩაატარონ ქობულეთში.

აღარაფერს ვამბობთ ფართოდ დაანონსებულ (გნებავთ - რეკლამირებულ) ახალწვეულთა მოსალოდნელ გამოჩენაზეც, მით უმეტეს, რომ, როგორც გვარწმუნებენ, თურმე "შუქურას" ბრაზილიელი ახალწვეულები, წლების წინ რუსთავის "ოლიმპში" ანდერსონ აკინო თუ ალექს ფრაგა რომ ბრწყინავდნენ, იმათზე ნაკლები დონის არ არიანო! ვნახოთ, ვნახოთ..

01.03. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 15:00

ზესტაფონი-ჩიხურა

პირველი წრე 1:2

დისკვალიფიკაცია: ლაშა მჭედლიშვილი (ზესტაფონი)

ურთიერთშეხვედრები

11: +3 =3 -5, 11:15

კიდევ ერთი "დერბი" (ამჯერად იმერული), სადაც ერთიანად განახლებული "ზესტაფონი" ამბიციურ "ჩიხურას" უნდა დაუპირისპირდეს.

მოდი, ჯერ "ჩიხურაზე" ვთქვათ, რამეთუ სოსო ფრუიძის გუნდმა პირველი წრის ბოლო ტურსა და მეორე წრის დასაწყისში მოპოვებული ზედიზედ ორი მოგებით სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაიუმჯობესა და "ევროზონასაც" მიუახლოვდა.

თანაც, ამ ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე "ჩიხურა", საგრძნობლად გაძლიერდა და საჩხერელთა გუნდს, ჩვენი აზრით, რეალურად ხელეწიფება ზედიზედ მესამედ მიიღოს მონაწილეობა ევროტურნირებზე. ოღონდ, ამ მიზნის მისაღწევად, ალბათ, უკვე დროც მოუვიდა, რომ "ჩიხურამ"... სტუმრადაც შეძლოს გამარჯვებ(ებ)ის მოპოვება: 8 გასვლით შეხვედრაში მოპოვებული 3 (!) ქულა, დაგვეთანხმებით, ძალიან უარყოფითი შედეგია ამბიციური გუნდისათვის.

"ზესტაფონის" ახალ თავკაცს, გიორგი მიქაძეს (რომელსაც თავის დროზე "ჩიხურაში" უთამაშია - საჩხერელთათვის სადებიუტო, 2006/07 წლების სეზონში) კი სერიოზული ფიქრი მოუწევს, თუ როგორი ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდეს ერთობ ძლიერ მეტოქეს. თანაც, "ჩიხურას" თუ, ფაქტობრივად, სამი ახალწვეული ჰყავს, "ზესტაფონში", პირიქით - მხოლოდ ერთი-ორი ფეხბურთელიღა შემორჩა პირველი წრის შემადგენლობიდან.

აქვე, იმასაც გაგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის ჩატარებული პირველი წრის მატჩი ერთობ საინტერესო და დრამატული გამოდგა; ამას გარდა, "ჩიხურამ" თასის მერვედფინალშიც მოახერხა "ზესტაფონის" ბარიერის დაძლევა.

01.03. რუსთავი. ფოლადი. 15:00

მეტალურგი-ზუგდიდი

პირველი წრე 0:0

დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია, გოდერძი მაჩაიძე (ორივე ზუგდიდი)

ურთიერთშეხვედრები

22: +16 =2 -4, 37:16

იმის მიუხედავად, რომ ამ მატჩში ერთმანეთის პირისპირ უმაღლესი ლიგის ფინანსურად გაჭირვებული ("მეტალურგი") და ამ ბოლო დროს ყველა ასპექტში მოძლიერებული ("ზუგდიდი") უნდა წარსდგნენ, მაინც ძნელია, ასე ხელაღებით უპირატესობა სტუმრებს მივანიჭოთ.

რა თქმა უნდა, იმ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ ბესიკ შეროზიას მისვლის მერე "ზუგდიდმა" წაუგებლადაც "ისწავლა" და, რაც მთავარია, მოგებებიც "გაიხსენა" (თანაც, არცთუ სუსტ მეტოქეებთან).

ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ "ზუგდიდს" ადგილობრივი გამგეობაც ეხმარება (რისი დასტურიც ნაყოფიერი უცხოური შეკრება იყო) და შემადგენლობაც გვარიანად გაძლიერებული ჰყავს (თანაც, ახალწვეულთა უმრავლესობა გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა მშობლიურ გუნდს).

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე მოასპარეზე "მეტალურგი" უბრძოლველად რაიმეს დათმობს: ვარლამ კილასონიას ახალგაზრდული კრებული (წინა ტურში დუბლებიდან დაწინაურებულ კიდევ ოთხ რუსთაველ ჭაბუკს ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში) "საჩუქარი" არავისთვის იქნება, ოღონდ, ის არის საკითხავი, სადამდე და როდემდე ეყოფათ ძალები ელემენტარულ პირობებს მოკლებულ "მეტალურგის" ფეხბურთელებს.

01.03. მცხეთა. მცხეთა პარკი. 15:00

ვიტ ჯორჯია-სამტრედია

პირველი წრე 0:1

დისკვალიფიკაცია: ლუკა თათხაშვილი (ვიტ ჯორჯია)

ურთიერთშეხვედრები

15: +10 =2 -3, 21:11

ათმატჩიანი მოუგებელი სერიიდან გამომდინარე, "ვიტ ჯორჯია" ცხრილის ბოლო საფეხურზე აღმოჩნდა და ახალგაზრდა "ვეტერინარებს" ამიერიდან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.

არადა, ზურაბ ბერიძის დამოძღვრილ გუნდს ვერც ბრძოლისუნარიანობას დაუწუნებს ვინმე, ვერც მონდომებას, მაგრამ ფეხბურთელთა გამოუცდელობა ჩვენს ჩემპიონატშიც ერთობ სეროზულ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ.

უფრო ზუსტად, მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა გამოცდილებაა ხოლმე ხშირ შემთხვევაში წარმატების მომტანი. აი, ამ მხრივ კი, "სამტრედია" ვფიქრობთ, უკონკურენტოა - ზაზა ზამთარაძის გუნდში ხომ არაერთი ისეთი ფეხბურთელია, ჩვენთან თუ უცხოეთში, წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული სეზონი რომ ჩაუტარებია.

ეგაც რომ არ იყოს, ამ მატჩში ერთ-ერთი აუტსაიდერი და ერთ-ერთი ლიდერი ხვდებიან ერთმანეთს და, აქედან გამომდინარე, წყვილის ფავორიტად სტუმრები უნდა მივიჩნიოთ. მით უფრო, რომ ჩემპიონატის ბოლო ორ მატჩში მოპოვებული ერთადერთი ქულის შემდეგ "სამტრედია" პირველ სამეულსაც ჩამოსცილდა.

თუმცა, "ვიტ ჯორჯიამ" ხომ ამ სეზონში უკვე რამდენჯერმე შემოგვთავაზა სიურპრიზი...

01.03. მარტვილი.ცენტრალური. 15:00

მერანი-ცხინვალი

პირველი წრე 0:1

დისკვალიფიკაცია: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

ურთიერთშეხვედრები

7: +3 =1 -3, 6:6

ამ ორივე გუნდის ასპარეზობა პირველი წრის მთავარ (და სასიამოვნო) მოულოდნელობ(ებ)ად მივიჩნიეთ: მოკრძალებული რესურსის მიუხედავად, "მერანმაც" და აწ უკვე "ცხინვალმა" (პირველ წრეში "სპარტაკმა") რამდენიმე მართლაც გამორჩეული მატჩი შემოგვთავაზეს და ბევრი რომ არ ელოდა, ზამთრის პაუზასაც ერთობ კომფორტულ სატურნირო მდგომარეობაში შეხვდნენ.

თუმცა, ამ ბოლო დროს, "ცხინვალს" გარკვეული უიღბლობაც დასჩემდა, ცალკე, ალბათ, სხვა მიზეზებიც (მსაჯობასთან დაკავშირებით) უნდა ვახსენოთ, მაგრამ იმ ფაქტს კი გვერდს ვერ ავუვლით, რომ კახა კაჭარავას გუნდმა სათასო მეოთხედფინალის ჩათვლით, უკვე ზედიზედ სამი მატჩი წააგო.

ამას საკადრო პრობლემებიც ემატება: "მერანთან" სტუმრად ჩასატარებელ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება მთავარი "დამრტყმელი ძალა" ნიკა კაჭარავა.

"მერანი" უმაღლეს ლიგაში როცა გამოჩნდა (2011/12 წლების სეზონი) იმის მერე, როგორც წესი, "სახლის გუნდად" მოვიხსენიებდით ხოლმე. ჰო, მარტვილიდან ქულ(ებ)ის წამოღება ხომ ყველა გუნდს უჭირდა, თუმცა, ამის შემდეგ "მერანს" სხვა ქალაქებში უწევდა საშინაო მატჩების ჩატარება და აი, გვარიანი პაუზის მერე, კალენდარულ შეხვედრას მარტვილმა უნდა უმასპინძლოს.

ანუ, ეს იქნება უკრაინელი სპეციალისტის ვლადიმირ ლობასის პირველი ნაღდი საშინაო მატჩი მარტვილელი ქომაგების წინ!

01.03. გორი. თ. ბურჯანაძე. 15:00

დილა-ტორპედო

პირველი წრე 0:0

დისკვალიფიკაცია: გიორგი თექთურმანიძე (დილა)

ურთიერთშეხვედრები

50: +15 =6 -29, 59:96

"ვიტ ჯორჯიას" მსგავსად, ასევე ათმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს ჩემპიონატში "ტორპედოსაც" და ამის გამოცაა, რომ ქუთაისელები ძალიან ახლოს იმყოფებიან სახიფათო ზონასთან. თუმცა, არამხოლოდ ჩვენი აზრია, რომ ახალი მწვრთნელ გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედოს" საკმარისზე მეტი პოტენციალი გააჩნია სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.

თუმცა, ქუთათურთა ახალმა თავკაცმა რაც შეიძლება მალე უნდა შეძლოს გუნდის უამრავი ახალწვეულის ერთმანეთთან შეთამაშების პრობლემის აღმოფხვრა. აი, "დილა" კი კვლავაც წარმატებით აგრძელებს ორივე "ფრონტზე" ასპარეზობას და კვლავაც კვალში უდგას ლიდერ თბილისის "დინამოს".

ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ "დილას" ახალგაზრდა თავკაც უჩა სოსიაშვილს უმაღლეს ლიგაში ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და, რაც ყველაზე მთავარია, გორელთა გუნდში გამოცდილ და ახალგაზრდა ფეხბურთელთა მშვენიერი "სინთეზიც" ჩამოყალიბდა.

დაბოლოს, ისევ გიორგი დარასელიაზე: შეგახსენებთ, რომ ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით მიაღწია "დილამ" თავის საუკეთესო შედეგს (II ადგილი) საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში (2012/13 წლების სეზონში)...

01.03. თბილისი. მიხეილ მესხი. 15:00 (LIVE I არხზე)

სიონი-დინამო (თბ)

პირველი წრე 0:1

დისკვალიფიკაცია: ოთარ კაკაბაძე, ლაშა თოთაძე (ორივე დინამო თბ)

ურთიერთშეხვედრები

53: +6 =3 -44, 24:131

"საკუთარი კედლების" ფაქტორი ჩვენს ჩემპიონატში მთლად გადამწყვეტი თუ არა, გარკვეულად მნიშვნელოვანი ფაქტორია; სამწუხაროდ, "სიონი" უკვე 2 წელიწადია საშინაო მატჩებს ბოლნისში ვერ ატარებს და ამ სეზონში ქვემოქართლელთა არასტაბილური ასპარეზობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს.

უმტკივნეულდ ვერ ჩაივლიდა "სიონის" შემადგენლობაში მომხდარი "საკადრო რევოლუციაც": წინა სეზონში (და, ნაწილობრივ - მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეშიც) ლადო ბურდულის გუნდი ძირითადად 30-ს წელს გადაცილებული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ზამთრის პაუზის მერე კი ისინი ერთი-მეორეზე პერსპექტიულმა ახალგაზრდა ახალწვეულებმა ჩაანაცვლეს. თანაც მეორე წრის სტარტზე ყველაზე "კოშმარული" კალენდარი ხომ "სიონს" აქვს: პირველ ტურში "ჩიხურა", ახლა - "დინამო თბილისი", მერე კი - "სამტრედია"!..

წინა ტურში "დინამომ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო, როცა სტუმრად ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი "სამტრედია" დაამარცხა. დინამოელთა ქომაგთათვის ნამდვილად არ იქნებოდა უმნიშვნელო ის ფაქტი, რომ გუნდის ყველა ახალწვეულმა ლეგიონერმა ის მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.

ვნახოთ, როგორ შეხვდებიან ეს ახალწვეულები კიდევ ერთ გასვლით მატჩს (ზამთრის პაუზის მერე... ზედიზედ მესამეს!); თანაც, არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში მყოფ "სიონთან" რთული მატჩი რომ იქნება, ეს დინამოელთა თავკაც კახა გოგიჩაიშვილსაც კარგად მოეხსენება; მით უფრო, რომ დისკვალიფიკაციის გამო "დინამოს" ორივე ფლანგის მცველი (ოთარ კაკაბაძე, ლაშა თოთაძე) არ ეყოლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორდანო უბრუნებელი
ზესტაფონი-ჩიხურა,ამ თამაშს ფრუიძის ბიჭები დიდ წვალებით მაგრამ მაინც მოიგებენ ვიტ-ჯორჯიასთან სამტრედიის დღევანდელი დამარცხება (ფრეც დამარცხებაა ქულების თვალსაზრისით) გარდაუვალია და ამაში სამწრთნელო შტაბის უვარგისობა არის მთავარი მიზეზი. დილა -ტორპედო ფრე დამთავრდება ალბათ. სიონი - დინამო, დამთავრდება ბოლნისელთა დიდი ხნის ნანატრი გამარჯვბეით. მერანი -ცხინვალი მარტვილელთა გამარჯვებით დამთავრდება როგორც წესი მეტალურგი-ზუგდიდი, ამ თამაშს იოლად მოიგებს მეტალურგი,ამაში ხელს მათ ბეტონის საფარი უწყობთ მინდორზე...
qomagi
ბრაზილიელებმა ვერაფერი ვერ გააკეთეს შუქურას თამაშზე თუხარელი და ჩაფიძე გამოირჩეოდნენ
qomagi
ბრაზილიელებმა ვერაფერი ვერ გააკეთეს შუქურას თამაშზე თუხარელი და ჩაფიძე გამოირჩეოდნენ
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
დილა-გურია 0:0 - "დილა" დარჩა, "გურია" ვერ გადარჩა[VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ახლა უკვე ოფიციალურად: ბესიკ შეროზია "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი აღარაა
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
გიორგი მიქაძემ "თელავი" დატოვა და "საბურთალო" ჩაიბარა
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
მოულოდნელი ამბავი - "სამგურალმა" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე გაათავისუფლა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
ვლადიმირ ლობასი მარტვილის "მერანიდან" ჯერ არ წასულაო...
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
"ზუგდიდმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელი სპეციალისტი მიიწვია
"იბერიამ" მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
[ლელოს სტუმარი] გიორგი ხარაიშვილი: ჯერ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს
ფოთის "კოლხეთის" თავკაცის პოსტზე ზაზა ინაშვილი გელა სანაიამ შეცვალა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: კლუბმა დათქმულ დროს ვერ გადაიხადა სახელფასო დავალიანება და დიდი ალბათობით...
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
მარტვილის "მერანში" ვლადიმირ ლობასი გალაკტიონ ჭუბაბრიამ შეცვალა
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
სამწვრთნელო ცვლილება ეროვნულ ლიგაში - ამბიციური მწვრთნელის პირველი კომენტარი
მინასიანის ნაცვლად "თელავის" მწვრთნელად მიქაძე დანიშნეს
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
მერანი-დინამო (თბ) 1:4 - "დინამო" ოთხ-ოთხით მიქრის [VIDEO]
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
დილა-კოლხეთი 2:0 - სტარტი სვენებ-სვენებით [VIDEO]
ახალი "მერანის" ერთადერთი მიზანი... ვლადიმირ ლობასი და შალვა ღონღაძე ჯერ ფიქრობენ
მარტვილის "მერანი": ბადრი კვარაცხელია თითქმის გადაწყვეტილია
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ზაზა ინაშვილი: "კოლხეთში" სხვა გზა აღარ დამრჩა, უნდა წავსულიყავი...
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ვლადიმირ ლობასი: რთული იქნება, მაგრამ არ გვაქვს უფლება, ხელები ჩამოვუშვათ
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში
გურია-დილა 0:2 - ორი საჩუქრის ამბავი [VIDEO]
"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც
გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ
"ზუგდიდი": ზაზა ჯანაშია ბრუნდება, ბესიკ შეროზია მამუკა ჭაჭუამ შეცვალა
გიორგი მიქაძე - "სამგურალზე": საკმაოდ გავძლიერდით და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ