საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
საგაზაფხულო ეტაპზე "ტორპედო" და "სამტრედია" მესამედ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. თასის მეოთხედფინალში, ორი მატჩის ჯამში, სამტრედიელებმა იმარჯვეს (2:1, 0:0), თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გიორგი დარასელიას გუნდი ამ შეხვედრებში მეტოქეს თუ არ სჯობდა, არც არაფერში ჩამოუვარდებოდა.

ახლა კი ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩის მომგებ ქუთათურებს "სამტრედიასთან" რევანშის საშუალება ეძლეოდათ. ბუნებრივია, თავიანთი გეგმები ჰქონდათ სამტრედიელებსაც. ასე რომ, იმერული დერბი მორიგ დაძაბულ და საინტერესო ბრძოლას გვპირდებოდა...

საწყისმა წუთებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. პირველად კარში სამტრედიელებმა დაარტყეს - რევაზ გეწაძემ საჯარიმოს ხაზიდან "დააქუხა", მაგრამ ბექა შეყრილაძემ ბურთი მუშტებით მოიგერია.

ცოტა ხანში სამტრედიელებმა იძულებითი ცვლილება განახორციელეს - დავით კვირკველიამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი თევზაძე შევიდა.

ტაიმის შუაწელში ბექა ტუღუშმა და ალექსანდრე გურულმა უზუსტო დარტყმები "გაცვალეს". ქუთაისელთაგან ყველაზე მეტად მარჯვენაფლანგელი დავით კირკიტაძე აქტიურობდა. ტაიმის მიწურულს, სწორედ მისი შესანიშნავი თამაშისა და ზუსტი გადაცემის შემდეგ ოთარ კვერნაძემ ქუთაისელები ახლო მანძილიდან დააწინაურა.

სხვათა შორის, დარასელიამ, "ცხინვალთან" მოგებული თამაშის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ნიკა საბანაძის ნაცვლად ცენტრფორვარდად კვერნაძე დააყენა, რომელმაც მწვრთნელის ნდობა გაამართლა.

მეორე ნახევარი გაცილებით დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. სამტრედიელებმა აქტიურად განაახლეს თამაში, თუმცა ისინი მეტოქის საჯარიმოში ვერ ახერხებდნენ შეღწევას და შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას.

გიგა ბეჭვაიასა და გეწაძის "ნასროლი" ბურთები ხარიხას გადასცდა, თუმცა სამტრედიელთა გარჯას უკვალოდ არ ჩაუვლია - გეწაძის ფლანგური გარღვევისა და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქიმაძემ თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ასე აღდგა წონასწორობა.

სამტრედიელთა სიხარულმა მხოლოდ ორ წუთს გასტანა - ქუთაისელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ირაკლი კლიმიაშვილმა დაახლოებით 27-30 მეტრიდან დიდებულად შეასრულა მახვილი კუთხით დანიშნული საჯარიმო და "ტორპედო" მეორედაც დაწინაურდა.

ბუნებრივია, სამტრედიელებმა მთელი აქცენტი შეტევაზე გადაიტანეს, რამაც ზურგის მოშიშვლება გამოიწვია, ქუთათურებს კი მწვავე კონტრშეტევების განხორციელების საშუალება მიეცათ.

სტუმრებს განსაკუთრებით ბექა ტუღუშმა გაუშრო სისხლი - ჯერ მისი შორეული დარტყმა გადასცდა ხარიხას, ხოლო შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასული ვახტანგ კვარაცხელიასგან კარგი გადაცემა მიიღო და უძლიერესი დარტყმით ძელისგან ასხლეტილი ბურთი რევაზ თევდორაძის კარის ბადეში გაახვია.

ზაზა ზამთარაძის შეგირდები დანებებას არ აპირებდნენ. თორნიკე კაპანაძემ ქუთაისელთა კარის ძელი შეაზანზარა. გამოვარდილ ბურთზე ალექსანდრე იაშვილი ამატებდა, მაგრამ წინ ბაქარ მირცხულავა გადაეღობა და გუნდი გოლისგან იხსნა.

საბოლოოდ, დარასელიას გუნდმა დამსახურებული რევანში აიღო და ზედიზედ სამი მოგებით სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

"სამტრედიას" კი ასეთი თამაშით დასახული მიზნების მიღწევა გაუჭირდება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური

22.03. ქუთაისი. ცენტრალური. 1 500 მაყურებელი

ტორპედო-სამტრედია 3:1

გოლები: 1:0 კვერნაძე (40. კირკიტაძის პასით), 1:1 ქიმაძე (56-საკ. კარში), 2:1 კლიმიაშვილი (58), 3:1 ტუღუში (75. კვარაცხელიას გადაცემით)

ტორპედო (4-2-3-1): შეყრილაძე - იოსელიანი, ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე - ჭელიძე, მამასახლისი - კირკიტაძე (73. ბაბუნაშვილი), კლიმიაშვილი (78. გოგუაძე), ტუღუში - კვერნაძე (63. კვარაცხელია).

სათადარიგოები: შევჩენკო, მახვილაძე, ქებაძე, ჩიკვილაძე

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

სამტრედია (4-1-4-1): თევდორაძე - ბეჭვაია, ხიზანიშვილი, კაკუბავა, კვირკველია (12. თევზაძე) - დათუნაიშვილი - დოლიძე, გორგიაშვილი (79. კერძევაძე), გურული (71. გურული), გეწაძე - კაპანაძე.

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, ბოლქვაძე, რამოსი

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (23), ბეჭვაია (25), ქიმაძე (36), კლიმიაშვილი (63)

არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომდევნო (XXII) ტური

3 აპრილი, პარასკევი

გურია-ვიტ ჯორჯია

ზუგდიდი-ცხინვალი

სამტრედია-შუქურა

ზესტაფონი-მეტალურგი

ჩიხურა-მერანი

სიონი-კოლხეთი

დინამო (ბთ)-ტორპედო

დინამო (თბ)-დილა.

ბომბარდირები:

ი. მოდებაძე (დილა) 10

ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10

ო. კვერნაძე (ტორპედო) 8

დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8

ნ. კვეკვესკირი (დილა) 7

გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7

ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7

თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს.

Giorgi
ჯანგოს ტრენერობა ნდომებია ))))) ან გუნდში ანალიტიკოსის ადგილი არარის? )))
დიტო
ჯანგო არ გინდა სხვა სტატიებზე წერო კომენტარები რა გადაეკიდე ამ სამტრედიას დაიშლება არა კვახი ცოტა რეალური რამემაინც დაწერე
ჯანგო
ტროლინგი არ მჩვევია ,მაგრამ უკვე ზედმეტად მომაწვა და ამიტომაც თავს უფლებას მივსცემ დავაკოპირო ის რაც წინა სტატიის კომნეტარად დავდევი. ტორპედოს ვულოცავ დამსახურებულ მოგებას! რასაც ვამბობდი ზუსტად ყველაფერი ისე მოხდა. სამტრედიამ ვერ გაიარა ტორპედოს ზღვარი,ლაკმუსმა უჩვენა ამ კლუბის( ჩემი ქალაქის კლუბის)უმწეობა და სრული უსისტემობა. 1) სამტრედიას არა აქვს სათამაშო გეგმა არცერთ კლუბთან,შესაბამისად ქუთაისთან მას ვერასოდეს ექნება ასეთ ფორმატში 2) სამტრედიას არა აქვს საერთოდ შემტევი ხაზი, ვიღაცეები კი ჰყავს ფორვარდებად გაფორმებული, მაგრამ მათ საერთო არაფერი აქვთ ფორვარდებთან, ისინი მხოლოდ შეთხვევით გამსროლები არიან. 3)სამწვრთნელო შტაბს არც გეგმა და არც უნარი აქვს ეს ფეხბურთელები ერთმანეთში ააწყოს ერთ ცოცხალ ორგანიზმად,მათ ჰგონიათ რომ სახელები ყველაფერს თვითონ მოიფიქრებენ. 4) ამ კლუბს მუდამ უჭირს დაცვაში მიუხედავად იმისა რომ არასოდეს თამაშობს აგრესიულ შემტევ ფეხბურთს. 5) შუახაზი ცვალებადია და ის სულ იტანჯება იმის გამო რომ დაცვაც უვარგისია და შეტევაც არ არსებობს. ჯამში პერსპექტივა ასეთია(გარდაუვალად) რომ სამტრედია ვერ გასცდება ჩიხურას ნახევარფინალში და შესაბამისად ის თასზე გასვლით ვერ გავა ევროპალიგაზე. დღეს არსებული ფორმატით უკევ გამოიკვეთა ზედა სამეული. ევროპალიგას აცილებული სამტრედია დაიშლება სეზინის ბოლოს,ნახევარ კლუსბ გაუშვებენ ასაკისა და სხვა მიზეზთა გამო, კლუბი გადაფორმატდება და ახალი სეზონისათვის ის იქნება ახალი მწვრთნელის მეთაურობით ერთი საშუალოზე უკეთესი მებრძოლი კლუბი ხმაურიანი სახელების გარეშე და ასე მიაღწევს პორგრეს, ანუ ის წავა ბათუმის გზით თუკი ფინანსირება იქნება. თუ არადა 2016-17 წლების სეზონი ისევ დაიწყება პირველი ლიგიდან. ეს არაა სასოწარკვეთილებაში გადავარდნილი ადამიანის ნააზრევი,ეს პრაგმატული ხედვაა და თუკი რაიმეს შეცვლა ვინმეს უნდა,ეს უნდა მოხდეს დღეს. ცოდვაა ეს ფეხბურთელები ამ მწვრთნელთა შტაბთან და ცოდვაა ეს მწვრთნელები ამ ფეხბურთლებთან, მათ სჭირთ მენტალური შეუთავსებლობა. ესაა სულ!
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა
"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა
გიორგი გადრანი და ოთარ კვერნაძე "დესნაში" იმყოფებიან სინჯებზე
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]
ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"
კახა ჩხეტიანი: მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ველოდი
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ეროვნული ლიგა. XXVII ტური: "დილამ" "სამტრედია" დაამარცხა
დილა-კოლხეთი 3:0 - ნოკდაუნიდან მოსულიერდა [VIDEO]
თბილისის "დინამო" კიდევ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!
თბილისის "ლოკომოტივი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოდან" წასული ფორვარდი დაიმატა
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ირაკლი კლმიაშვილი: ეს არის ის, რაც ჩემპიონატს ინტრიგისთვის აკლია
ოდესის "ჩერნომორეცი" ოთარ კვერნაძეს აკვირდება
დავით კირკიტაძე "სიონიდან" "ლოკომოტივში" გადავიდა
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
ოთარ კვერნაძე ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა, რამდენად რეალურია პოლონური ვარიანტი?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია
თბილისის "ლოკომოტივი": სტარტზე ახალი ტრიოთი
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
დინამო (თბ)-ჟილინა 1:1 - ფრე ურიგო არ უნდა იყოს... [VIDEO]
ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]