ამ გამარჯვებამ არც უნდა მოგვატყუოს და არც მოგვადუნოს!
საქართველოს ნაკრებმა 2015 წელი გამარჯვებით დაიწყო. იღბლიანი დებიუტი გამოუვიდა ეროვნული გუნდის ახალ დამრიგებელს, კახა ცხადაძეს.

ამ გამარჯვებამ არც უნდა მოგვატყუოს და არც მოგვადუნოს - საქართველოს ნაკრებს და მის მწვრთნელს ძალიან ბევრი, მუხლჩაუხრელი მუშაობა მოუწევთ საიმისოდ, რომ მომთხოვნი ქართველი ქომაგი (გუშინ რიგ ეპიზოდებში არც ობსტრუქციას რომ მორიდებია) გაახაროს.

სანამ ნაკრების ტაქტიკისა და მთავარი მწვრთნელის არჩევანზე ვიტყოდეთ, შევნიშნოთ, რომ "ჯვაროსნებმა" მნიშვნელოვანი დანაკლისით ითამაშეს. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვერაფრით დაეხმარა მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, ვინც ბოლო დროს კარგ ფორმაშია.

ერთიც - მატჩს უჩვეულოდ ცოტა მაყურებელი დაესწრო. გაიყიდა 7 ათასი თუ ცოტა მეტი ბილეთი. არადა, გერმანიაზე ანშლაგი იქნება. საწყენია - თუ ჩვენი ნაკრები გვიყვარს (როგორც უნდა თამაშობდეს და რა შედეგიც უნდა ჰქონდეს), მას მხარი გერმანიასთანაც უნდა დავუჭიროთ და მალტასთანაც...

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ახალი ტაქტიკით

ველოდით, რომ მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრები ახალი ტაქტიკური სქემით ითამაშებდა. მოლოდინი გამართლდა. კახა ცხადაძემ 3-4-2-1 სქემა აირჩია.

წინასწარვე უნდა ითქვას - ასეთი შემტევი განლაგებით ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს კარგა ხანია არ უთამაშია.

სამი ცენტრალური მცველის (კაშია-ამისულაშვილი-კვირკველია) წინ ორი საყრდენი (კანკავა და მახარაძე) მოქმედებდა. ფლანგებს ნავალოვსკი და კობახიძე აკონტროლებდნენ. ეული ფორვარდის, მჭედლიძის უკან ჭანტურია და ოქრიაშვილი ირჯებოდნენ.

თავიდანვე საცნაური გახდა ცხადაძის ჩანაფიქრი - დაგვეჭირა ბურთი, გვეთამაშა მოკლე პასებით, ვყოფილიყავით პირველ ნომრად და დავმდგარიყავით "ზემოთ", ანუ მეტოქის იერიშები ჩანასახშივე ჩაგვეშალა.

მართალია, ახალი სათამაშო სტრატეგიის შეთვისება გარკვეულ დროს მოითხოვს და ისიც დაგვავიწყდა, პირველ ნომრად ბოლოს როდის ვითამაშეთ, მაგრამ ბედი თავიდანვე შეტევაში ვცადეთ.

უკვე მე-2 წუთზე საქართველოს ნაკრებში აშკარად გამორჩეულმა გიორგი ნავალოვსკიმ მარცხენა ფრთიდან შეაცურა ბურთი კუნძულელთა საჯარიმოში, მაგრამ შეტევა ლოგიკურად ვერ დასრულდა.

ხუთ წუთში ლევან მჭედლიძე შევიდა საჯარიმოში და დროულადაც დააგორა ბურთი, მაგრამ დანარჩენ მოიერიშეებს ტემპი დაუვარდათ.

საქართველოს ნაკრები ტერიტორიასა და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ, ბედის ირონიით, ჩვენს კარში პირველად მალტელებმა დაარტყეს - გიორგი ლორიამ იოლად გააუვნებელყო მუსკატის დარტყმული.

მე-11 წუთზე მალტა მეკარე ჰაბერმა გადაარჩინა. ნავალოვსკის მიერ ჩაწოდებულ ბურთს მჭედლიძე დაუხვდა და დაარტყა კიდეც, თუმცა კუნძულელთა კარის დარაჯი შესანიშნავად გაისარჯა.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ჩანაფიქრი გამოჩნდა - ფეხბურთელები მაქსიმალურად უფრთხილდებოდნენ ბურთს და არსად ჩანდა "ბეი ბიგი", რომელსაც ასევე მივეჩვიეთ ბოლო დროს.

მე-17 წუთზე ჰაბერმა მართლაც შესანიშნავად ითამაშა. მან თორნიკე ოქრიაშვილის მიერ მძლავრად დარტყმული ბურთის მოგერიება შეძლო. იქვე, ლატვიელმა მსაჯმა არარსებული თამაშგარე მოუგონა ზეაქტიურ ნავალოვსკის.

26-ე წუთზე ჩვენი ბიჭები პენალტს ითხოვდნენ - მჭედლიძემ ჭანტურიას შეაყოლა ბურთი, გიორგიმ კი დარტყმა იმად ვერ შეძლო, რომ მალტელმა უკანახაზელმა კარუანამ ის ხელით, წესების დარღვევით შეაჩერა. ლატვიელმა მსაჯმა კი თამაშის გაგრძელება ბრძანა...

32-ე წუთზე ჭანტურია იყო გოლის გატანასთან ძალიან ახლოს, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მეტოქის კარს. არადა, ბურთი მიზანში რომ წასულიყო, ჰაბერი მისი ამღები არ იყო...

პირველი კორექტივები

საქართველო მალტას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მწვრთნელითა და შემადგენლობით უნდა ამარცხებდეს. ეს კარგად იცოდნენ როგორც ჩვენმა მწვრთნელებმა, ასევე ფეხბურთელებმა. თუმცა, ადრე ამას ყოველთვის როდი ვაკეთებდით.

არადა, დღევანდელ ფეხბურთში "შეკვეთილი" გამარჯვების მოპოვება ძალზე რთულია. ეს ის მალტაა, რომელმაც სოფიაში ოქროს ქულები წაართვა ბულგარეთს და ძლივს დაამარცხა იტალიამ.

ცხადაძემ თამაშში პირველი კორექტივები მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეიტანა. მან მოხსნა ცენტრალური მცველი კვირკველია და მის ნაცვლად შეუშვა ლევან ყენია, ვინც გუშინ ძალიან აქტიური იყო და აკი საგოლე პასიც მიითვალა.

საქართველოს ნაკრების სათამაშო სისტემა შეიცვალა. გუნდი ოთხ მცველზე გადაერთო, მინდვრის შუაგულში კი ყენიას გამოჩენას ჩვენების სასარგებლოდ რიცხობრივი მეტობა უნდა შეექმნა.

56-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გოლთან ძალიან ახლოს იყო. ბოლოს და ბოლოს, "გავხსენით" მალტელთა მასირებული დაცვა. ჭანტურიამ მჭედლიძეს უპასა, ამან ოქრიაშვილი მონახა, ვისი დარტყმულიც ჰაბერის კარის ხარიხას შეასკდა.

62-ე წუთზე ცოტა ვინერვიულეთ. სანდრო კობახიძეს ბურთი თავზე გადაახტა და ბაზინამ არაზუსტად დაარტყა. საერთოდაც, მალტა მთელი თამაში მოთმინებით ელოდა თავის შანსს. მთელი გუნდი ბურთის უკან იყო და ერთადერთ მიზნად კარის "მშრალად" შენახვა ჰქონდა დასახული.

67-ე წუთზე მეტოქის კარის აღებას ცდილობდა კახა მახარაძე, მაგრამ "ფახთაქორის" საყრდენის დარტყმა კარს გვარიანი მანძილით ასცდა.

იქვე, მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლაზე შესულმა ნუკრი რევიშვილმა ცუდად ამოიტანა ბურთი - შეცვლაზე შესულ ნატურალიზებულ ნიგერიელს, ეფიონგს გაარტყა...

ვა-ბანკზე

თამაშში საბოლოო გარდატეხა შევიტანეთ საათის თავზე, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ვა-ბანკზე რომ წავიდა და რაგინდარა სპორტული კანონის თანახმად, შორი გზიდან ჩამოსული მეტოქე, მთელი მატჩი საკუთარ ნახევარზე რომ გაატარა, დაიღალა და კონცენტრაცია დაკარგა.

თამაში გარდატეხეს სამარქაფოებმა, მეტადრე - ვაკო ყაზაიშვილმა და ლევან ყენიამ. მანამდე კი ბეწვის ხიდზე გავიარეთ და მადლობა ზოგჯერ ფეხმსუბუქ ფორტუნას, რომ ფეხქვეშ არ გამოგვეცალა.

თამაშის დასრულებამდე 11 წუთი რჩებოდა, როცა მალტელთა კონტრშეტევის დროს, ძალიან სწრაფი ეფიონგი გასცდა ყველას, პირისპირ დარჩა რევიშვილთან და დარტყმაც მოასწრო - ჩვენს გუნდს მშველელად ძელი მოევლინა.

ბოლო ათ წუთამდე პირველი ტაიმი სჯობდა მეორეს. ბოლოს კი ისე მივეძალეთ მეტოქეს, საცოდაობა იქნებოდა, არ მოგვეგო.

ჯაბა, ვაკო და ყენია

საქართველოს გამარჯვება ამ სამმა გამოჭედა. ყენიამ კარგად დაიწყო "სტანდარტულების" შესრულება. 82-ე წუთზე, მისი საჯარიმოს შემდეგ, კაშია და ამისულაშვილი ბურთს ვერ შესწვდნენ, თორემ ანგარიში გაიხსნებოდა.

სამ წუთში მაინც გავიტანეთ! ყენიამ ისევ "სტანდარტული" შეასრულა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ჰაერში აიჭრა, წამით ყველას დაასწრო და... ბურთი კარში შეგორდა. იმ ეპიზოდში მალტელები კანკავას მხრიდან ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა ლატვიელმა მსაჯმა მათ პროტესტს ყური არ ათხოვა.

ბოლო წუთზე კი ყაზაიშვილმა ძალზე ლამაზი ეპიზოდი შექმნა - ისეთი, ხშირად რომ აგვირგვინებს გოლებით "ვიტესში". ვაკომ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, პასს დრიბლინგი არჩია და კარშიც გამოზომილად დაარტყა - 2:0. ეს უკვე გამარჯვება იყო!

შემდგარი დებიუტი

ახლა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, კახა ცხადაძის დებიუტი შედგა.

კი, სამუშაო ჯერაც ბევრია და შეტევაში დიდწილად ჩვენი ბიჭების ინდივიდუალიზმს ვეფუძნებით, თუმცა ადრე არც შეტევა ჩანდა, არც ამ ბიჭების ნაწილი და არც ამ ინდივიდუალიზმის ელემენტები, ერთ-ორ გაელვებას თუ არ ჩავთვლით.

რთულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს რამდენჯერმე მოუხდა სათამაშო სქემის შეცვლა. საქართველომ მეორე ტაიმი მოიგო და მისთვის უჩვეულო, საენდშპილო გოლებით გაიხარა.

დღეს ეს პატარა სიხარული უნდა ვიკმაროთ.

წინ გერმანიაა!

რა თქმა უნდა, გერმანიასთან მატჩში ასეთი თამაშითაც ხომ ძალიან გაგვიჭირდება და ისედაც - განმარტება საჭირო აღარ არის. კაცმა რომ თქვას, იქ ნებისმიერი თამაშით გაგვიჭირდება.

ერთი ცხადია: "მიხეილ მესხის" სიხალვათისგან განსხვავებით, ბიჭებს სავსე "დინამო არენა" გაამხნევებს.

ქართული ფეხბურთი გამორჩეული მატჩის მოლოდინშია. მსოფლიოს ჩემპიონის ჩამოსვლამდე კი ასე მონატრებული, თუნდაც მალტასთან მოგება შევირგოთ.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

25 მარტი. თბილისი. "მ. მესხი". 9000 მაყურებელი

საქართველო-მალტა 2:0

გოლი: 1:0 კანკავა (85), 2:0 ყაზაიშვილი (90)

საქართველო (3-4-2-1): ლორია (46. რევიშვილი) - კაშია, კვირკველია (46. ყენია), ამისულაშვილი - კობახიძე (85. ძალამიძე), კანკავა, მახარაძე, ნავალოვსკი - ჭანტურია (63. ყაზაიშვილი), ოქრიაშვილი (70. ვაწაძე) - მჭედლიძე (70. ცხადაძე).

სათადარიგოები: ალავიძე, დაუშვილი, კაკუბავა, ლობჟანიძე, თოთაძე.

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

მალტა (4-4-1-1): ჰაბერი - კარუანა, ბაზინა, აგიუსი, ს. ბორგი (90. კამენზული) - კოენი, რ. მუსკატი, კამილერი (46. ზ. მუსკატი), კრისტიანსენი (71. შკერი) - შკემბრი - ფარუჯა (59. ეფიონგი).

სათადარიგოები: ჰოგი, ბონელო, კ. ბორგი, ბრიფა, პ. ფენეჰი, რ. ფენეჰი, ჯ. პისანი, ს. პისანი.

მწვრთნელი: პიეტრო გედინი

გაფრთხილება: ბორგი (43), კაშია (52)

არბიტრი: ა. ანუფრიევსი (ლატვია).

მატჩის შემდეგ:

კახა ცხადაძე: ახალწვეულებით და ყენიათი კმაყოფილი ვარ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mamulo
უაზრო ოპტიმისტების საყურადღებოდ!არ მინდა რომ მოხდეს,მაგრამ კვირას ნახავთ ჩვენი ნაკრების უსუსურობას.3:0 თუ გვაკმარეს გერმანელებმა ამნაირი თამაშით მადლობა ვუთხრათ.ეს ღიპიანების ნაკრებია და არა საქართველოსი.
გუადუა
80 წუთიანი საფეხბურთო კარდიბალეტი..აი ეს იყო გუშინ რაც ვნახეთ, ზანტად მოზლოზინე შემტევი დამცევლებისა და დამცავი ფორვარდების ნაზავი მათ შორის "ჩაკვეხებული" ნახევარდაცვით :)
გენერალი ოხროხინე
საქართველო აღსდგა მამულიშვილნო! კანკავამ ფრენბურთელივით გაიტანა გოლი, მაგრამ თანახმა ვარ ასეთ გოლზე თუ მსაჯი არ არის წინააღმდეგი. ჩვენი "ლამბერსექსუალების" ნაკრებმა გერმანიასთან "ზეციური ხელის" ჩარევით იქნებ კვლავ გაგვახაროს?
beqa
13 მილიონი როგორ წაიღო 800 000 ქონდა წელიწადში, 15 წელი იმუშავა ხოო, ... ვიღაცა წადი მიმატება მაინც ისწავლე ფეხბურთს ვინ ჩივის , მალტასთან არუნდა გვქონდეს პრობლემა , მე არ მომეწონა ნაკრები , ნავალოვსკი იყო ძალიან კარგი, ერთი დიდი პრობლემა იყო ადრეც და ეხაც გუნდი არ თამაშობს გუნდურ ფეხბურთს ინდივიდუალურად ცდილობენ რაღაცის შექმნას და ესაა დიდი პრობლემა
თენგო
ქეცბაიასთვის რო გეკითხა შემტევი პოტენციალი არ გვაქვს, არადა გუშინდელ თამაშში სწორედ რომ შემტევები გამოირჩეოდნენ, ყენია, ჭანტურია, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, მჭედლიძე. ძალიან კარგი იყო ნავალოვსკი, განსაკუთრებით შეტევაში. მე მომეწონა ტაქტიკა რომლითაც ცხადაძემ გუნდი ათამაშა, ორ დღეში გუნდზე ხელის დატყობა და ახალი სქემის მორგება ძნელია, მაგრამ კახამ ეს ნაწილობრივ მაინც შეძლო. ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ნაკრებს და ვუსურვებ წარმატებას შემდეგში.
კახა
ბოლო-ბოლო გავიმარჯვეთ და ესეც მაგარი შედეგია სამწუხაროდ...გასაგებია პირველი თამაში იყო და გამართულ ფეხბურთზე საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ბიჭები შემტევ ფეხბურთს, და საერთოდ ვერანაირ ნორმალურ ფეხბურთს, ნაკრებში ერთად ვერ ითამაშებენ.. ჯაბა, ყაზაიშვილი, კვერკველია..აი სტაბილურები დღეისთვის..შესაძლოა მჭედლიძეც.. დანარჩენების ნიჭი მხოლოდ ნიჭია და მეტი არაფერი...ნაკრების თამაში გულის ამრევი იყო, როგორც წინა წლებში...
del piero 10
ხელით გავიტანეთ გოლი და კომენტატორები ცოცხალი თავით არ ამბობდნენ რომ ხელი იყო... სად ცხოვრობთ ხალხო?.. ჩვენი ღიპიანი ფეხბურთელები რომლებიც 1 ტაიმში უკვე ირლებიან :D
გუჯა კახაძე
ნავალოვსკი გამორჩეული იყო. ყენია და ყაზაიშვილი გერმანიასთანაც იტყვიან თავის სათქმელს. ეფიონგი საშუალო სისწრაფით დარბის და მაინც სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა. გერმანელებს ბევრად სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. ფიზიკურად სერიოზული მომატება გვჭირდება და ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შევძლებთ თამაშს. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, ბიჭებს და გულშემატკივარს!!!!
giorgi
ქეცბაიას ფანებს ნუ დაგავიწყდებათ რომ თემურმა 13 მილიონი აიღო და წავიდა.. ხოლო კახა უხელფასოდ მუშაობს.. გაუმარჯოს ყველა პატრიოტ ვაჟკაცს!!!
Tazo
ყაზაიშვილის გოლი იყო შედევრი, ნამდვილი ქართული გოლი! აი ამას ნატრულობს ხალხი. P.S. ვინც გერმანია ავსტრალიას უყურეთ - შეიძლება გერმანიასთან თამაში!
Gio
აი ასეთი შეკვეთილი ჟურნალისტები ღუპავენ ფეხბურთს. ეს რომ ქეცბაიას ეთაშა ჯვარზე გააკრავდნენ. რა შემტევი, რის ტაკტიკა, საპოჟნიკებს და ელექტრიკებს ხელით სანამ არ გაუტანეს ისე ვერ მოუგეს.
avto
რა 9000 მაყურებელი სავსე იყო ნახევრად სტადიონი 15000 მაინც იქნებოდა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
7:1 - "ჯვაროსნების" მეტოქემ მალტა გაანადგურა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
მალტის ნაკრების მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამის სახურავს თავი აარტყა და...
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
იტალიამ მალტა გაანადგურა და 17 ოქტომბერს ინგლისს შეხვდება
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ინგლისმა იტალიას მოუგო და ევრო 2024-ზე გავიდა - სპალეტის გუნდი ჯგუფში ჩარჩება?
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში