გერმანიასთან წაგებას ყველა ავიტანთ. მთავარია, მინდორზე საქართველოს ნაკრები იყოს და არა ის, რასაც მოკრივე ვარჯიშის დროს ურტყამს
...რა იოლად იწერება ეს ორი სიტყვა და რა რთულია მინდორზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში. რა რთულია, ტოლ-სწორად ეთამაშო მსოფლიოს საუკეთესო გუნდს იმ ნაკრებით, ჯერაც რომ არ ჩამოყალიბებულა. რთულია, მაგრამ ეს ფეხბურთიც ისეთია, რომ ხშირად დიდ სენსაციებსაც გამოურევს ხოლმე...

მთლად ისეც არ არის საქმე - თბილისში გრანდებსაც გასჭირვებიათ. ჩვენ კინაღამ გავაჩერეთ მაშინ ყველაფრის მომგები ესპანეთი და ფრედ ვეთამაშეთ ფრანკ რიბერის საფრანგეთს. ძველ და უფრო ტკბილ დროს დაგვიმარცხებია იმ დროის მეოთხე გუნდი (მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით) ბულგარეთი, ფრედ გვითამაშია იტალიასთან. თემურ ქეცბაიას დროს დაგვიჩოქებია გრანდობის მოსურნე ხორვატია...

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დღევანდელი გერმანია ყველა იმ ნაკრებს სჯობს. გერმანია სულ გერმანიაა - თუ სუსტად დაგიგულა, თუ დაგიბეჩავა, დაუნდობლად გადაგივლის...

ნუ იქნება ოღონდ შიში...

თვალწინ მიდგას ჩაბნელებული საქართველო და გერმანიის პირველი სტუმრობა. მაშინ გერმანიამ გვაჯობა და მოგვიგო, მაგრამ დაჩაგვრით ვერ დაგვჩაგრა - "მასტერკლასი" ბრწყინვალე იურგენ კლინსმანისაგან და თამაშიც გაკეთდა.

არადა, მაშინ ვერც ჩვენ და ვერც ფეხბურთელებმა ვერ ვირწმუნეთ, რომ თუნდაც ქულის გამოგლეჯა შეგვეძლო ფავორიტისთვის. აბა, როგორ გვერწმუნა - ისინი თითქოს მარსიდან ჩამოვიდნენ, ჩვენ კი არ გვქონდა შუქი, არ იყო საჭმელი, ხალხი საბურავების კვამლზე ქუჩაში თბებოდა...

რა უნდა ვუყოთ გამწარებულ გერმანიას? საკუთარ თავს უნდა გადავახტეთ. დავივიწყოთ შიში, არ ვუცქიროთ მეტოქეს ისე, როგორც პირველკლასელი უცქერს მასწავლებელს, ვიომოთ მინდვრის ყველა გოჯისთვის და ასეთ შემთხვევაში რომც წავაგოთ, ბიჭებს ვერავინ დაძრახავს - ჩვენ კი არა, გერმანიამ ბრაზილიას რაც უყო ბრაზილიაში... მგონი, შეხსენება არავის სჭირდება...

ფსიქოლოგიური ფაქტორი

საქართველოს ნაკრების თითოეული გულშემატკივარი, ფეხბურთელი თუ სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი უკვე კარგა ხანია, შეეგუა იმას, რომ ევროპის მომავალი ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის გარეშე ჩაივლის.

ეს ჩვენ, თორემ აბა, გერმანიას ვკითხოთ - "ბუნდესმანშაფტს", მოგების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩენია. თუნდაც ჯგუფის მეორე ადგილიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისთვის წარმატებად ვერ შეფასდება.

დავამატოთ ამას ისიც, რომ გერმანიის ნაკრების აბსოლუტურ უმრავლესობას ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა. დიდია შანსი, ქვეცნობიერად, თბილისურ მატჩში რომელიღაც გერმანელი ვარსკვლავი ფეხს მოუფრთხილდეს, თავი დაზოგოს... კლასში სხვაობა გასაგებია, მაგრამ ეს მომენტიც არის. მერე რა, რომ არაგერმანულია? ამას ფეხბურთელი შეუგნებლად აკეთებს ხოლმე ისეთ მატჩებში, რომლებშიც 3 ქულა იმთავითვე აქვს დაგულებული.

აქეთ გავაკვირვოთ!

რაც ფეხბურთი არსებობს, გერმანიის დარი დაუნდობელი გუნდი, მგონი, არ არსებულა. გერმანიას შეუძლია, გაიტანოს იმდენი, რამდენსაც გაატანინებ. ესპანეთი გაგიტანს სამს, გააცუდებს ხუთს და დანარჩენ დროს დაგიტრიალებს "კარუსელს". გერმანია კი ნაღდი მანქანაა - დაიწყებს და აღარ გაჩერდება.

რატომღაც მგონია, რომ გერმანიასთან მატჩში კახა ცხადაძე იმ სქემით ათამაშებს საქართველოს ნაკრებს, მალტასთან მეორე ტაიმის დასაწყისში რომ ვიხილეთ. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და მეტი არაფერი.

მე ასე მგონია: გერმანია თუ აქეთ არ გავაკვირვეთ, თუ არ შევუტიეთ, თუ არ ჩავითრიეთ მინდვრის ყოველი გოჯისთვის ბრძოლაში, ძალიან გაგვიჭირდება. ცხადაძეს არაერთი მატჩი უთამაშია ბუნდესლიგაში, ის იცნობს გერმანულ ფეხბურთს და დაგვეთანხმება - იქნებ ლამაზად არ მოჩანს, მაგრამ გერმანიის ნაკრებს უყვარს დავრდომილი მეტოქის ბოლომდე ცემა. ჩვენ მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

შევთავაზოთ მეტოქეს ადგილ-ადგილ ავანტურული, თავზეხელაღებული ფეხბურთი და ვნახოთ, რა გამოგვივა. ჩვენ არც ისეთი სულელები ვართ, უძლიერეს გერმანიასთან ნაკრებს მოგება მოვთხოვოთ. არადა, ეს სასწაულებიც რომ ფეხბურთის ნაწილია?!

ნუ ვიქნებით "გრუშა"

"გრუშა" ქართულად "მსხალია" და ვეცადე, უფრო გასაგებად დამეწერა. მოკრივე ამ "გრუშას" მიჯრით უტყამს, ვარჯიშობს...

გერმანიასთან წაგებას ყველა ავიტანთ. მთავარია, მინდორზე საქართველოს ნაკრები იყოს და არა ის, რასაც მოკრივე ვარჯიშის დროს ურტყამს.

მთავარია, შევთავაზოთ რაღაც, შევუტიოთ, დავარტყათ, გავაფუჭოთ, ავაცილოთ... მოკლედ, ვითამაშოთ ფეხბურთი და არ ვიყოთ მოწმეები მოედანზე.

გერმანია მოდის! ბიჭები ვართ და, დავხვდეთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მთიელი
დოკუმენტურ ფილმში ნათლად აჩვენეს მეცნიერებმა - როცა რომელიმე ადგილას მიმდინარეობს ლოცვა, იმ ადგილზე არის უდიდესი ენერგია, აი გრაფაზე მთის მწვერვალივით იყო იმ ადგილის ენერგია ჩვეულებრივთან შედარებით. - ეს არის მუხტი. რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა შევქმნათ, რომელსაც ფსიქოლოგიურად ვერ გაარღვევს მოწინააღმდეგე და ჩვენ მოგვცემს სულიერ- შემოქმედებით ძალას. ამერიკა მისდღემში ვერ უგებდა მექსიკას და ღანას (ამათ რა შამანები ყავთ მტრისას). მოვიდა გერმანელი, იურგენ კლინსმანი, უთხრა ალბათ დებილები ხართო ბიძია, ოკულტისტური გამოცდილება გაუზიარა, ეს ეშმაკობა საქმეში ჩართეს და მექსიკელებს "თავში წამოარტყეს". ღანაც დატოვეს ხახამშრალი ბოვშივით. ცოტა ხანში კიდე ობამამ ტვიტერზე დაწერა ჩვენ ფეხბურთში მსოფლიოს იმაზე ადრე მოვიგებთ ვიდრე ეს სხვებს გონიათო. ასე რომ ხალხო გეუბნებით რა, სულიერად და არა "პროფესიონალურად", ჩვენთვის ვიცოდეთ და ჩვენი გავაკეთოთ, სულიერი შრომით ძალა შევკრიბოთ. ესპანეთთან თამშში კადრში გამონდა ერთი ახალგაზრდა რომელიც ლოცულობდა, ასე უნდა ვილოცოთ ჩუმად თუ ხილულად მთელი გულით, სტადიონზე განსაკუთრებით. ეს დიდი ძალაა. საქართველომ თავისი მართლმადიდებლური ქრისტიანული ძალები რომ ჩართოს ამაში, ჩვენი ეკლესია და წმინდანები - ვერავინ ვერ მოგვერება. გერმანია კი არა არავინ არ არის ჩვენი მომრევი ეს დაიმახსოვრეთ. ღმერთმა გაახაროს საქართველო!
მთიელი
ავტორო შენი ჭირიმე, რა ჯიგრული სტატიაა .. ხალხო, ლოცვის და ღმერთის შეწევნის გარეშე ვერ მოვიგებთ და ვერც ფრეს მოვახერხებთ. პირველი - პატრიარქსაც აუცილებლად უნდა დავალოცინოთ ნაკრები ყველა და მთისა და ბარის სალოცავების შეწევნა გამოვითხოვოთ - ეს საქართველოს ნაკრებია. რაგბისტები 93 წლიდან რომ უგებენ რუსებს პატრიარქი აღავლენს სპეციალურ პარაკლისს ყოველი მაგათი თამაშის წინ, მათი სულიერი მხნეობისათვის. იცოდეთ გერმანიას მარტო ბურთის გორებით არ მოუგია, გერმანიას აქვს დიდი გამოცდილება ოკულტისტურ - მაგიურ რიტუალებში და ამჟამად არამართლმადიდებელ ერებს შორის გერმანიის ნაკრებს ყავს ყველაზე უძლიერესი და ბოროტი ოკულტისტ - ჯადოქრები. მაგათ ვერ ერევიან თურქი მოლები, ვერც აფრიკელი შამანები, და ბრაზილია-არგენტინას რა უქნეს ხომ ყველა კარგად ხედავს. არადა ყველა დიდ გუნდს საიდუმლოდ ყავს შამანურ-ოკულსტური ზურგი, დამხმარეთა ჯგუფი. თორემ მაგათი ნათამაშები ფეხბურთი სად გაიშვა..
fanat
გვჯობია თუ არ გვჯობია უნდა ვითამაშოდ და თამაშამდე არ უნდა წავაგოთ თამაში, ბრძოლაში წაგებისთვის კი ვერავინ ვერ იტყვის ცუდს ვერ ფეხბურთელებზე და ვერც მწვრთნელზე! ასსე რომ იბრძო;ეთ ბიჭებო,მგონი 90 წუთს გაძლებთ
hjvjhjghjgjg
გერმანია ითამაშებს მოგებაზე და ეცდება ბევრი გოლი გაიტანოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თანაბარი ქულები ექნება სხვა გუნდთან, "წინ მოხვდეს". ეს ალბათობა რეალურია, ამ გუნდმმა დათმო ქულები, რომლებზეც გამწარებულია. საქართველოზე ეცდება ნერვების დაწყნარებას. თუმცა ბუნდესმანშაფტს ემოციები არასოდეს არ ეტყობა. შვაინშთეიგერი, ოზილი, ქადირა და კიდევ სხვები, რომლებიც აკლდნენ გუნდს წინა თამაშებში, მზად არიან, მოიგონ. მოკლედ გერმანია ითამაშებს 3 ქულისთვის და რაც შეიძლება მეტი გოლისთვის. ბოლოს მოგებაში, სადაც გერმანიამ გიბრალტართან (მგონი) მხოლოდ სამი(?) გოლი გაიტანა, კრიტიკოსები განწმყრალები იყვნენ, ტავად ბუნდეს-მწვრთნელმა აღნიშნა, რომ რაღაც არ გამოვიდა მაშინ.
sergia
გერმანია მოდის წვერები კიდია, მაინც მოგვიგებენ სულ .... კიდიათ :)
giorgiusi
ასეთი ძლიერი ნაკრები ჯერ საქართველოში არ ჩამოსულა... მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე მოიგეს. ვინც ამას ვერ ხედავს თავისი საქმეა... წარმატებები ვუსურვოთ ბიჭებს
dato
დღევანდელი გერმანიის ნაკრები ნამდვილად ყველას ჯობს, ვინც აქამდე საქართველოში ჩამოსულა, ყველა თაობის ფეხბურთელის მიერ დასახელებული გერმანიის ,,ოქროს თაობა", რომლის აღზრდაში 15 წლიანი გეგმა განხორციელდა, არანორმალური შრომის, მონდომების და პროფესიონალიზმის ხარჯზე!!! ზეგ იქნება დავითის და გოლიათის ბრძოლა! გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენს ნაკრებს!!!!!
gizog
ძნელია რამის თქმა, ასეთ მძიმე თამაშის წინ, მაგრამ ჩვენ ჩვენი პლიუსები გამოვიყენოთ უნდა. მაგალითად ჩვენთვის ეს თამაში ტურნირისთვის არფერს ნიშნავს, დასაკარგი არაფერი გვაქვს, მათთვის კი რამის გადამწყვეტია და უფრო შებოჭილები ითამაშებენ და თუ დასაწყის კარგად დავიწყებთ. მათი მარწუხებში მოქცევა შეიძლება , ეს ანრვიულებთ რაც უფრო გაურთულებთ საქმეს და არc ისეა საქმე გერმანიაა და ... მეორე ჩვეულებრივი ამბავია საქართველოსთან ისინი უკიდურეს მობილიზებას ვერ შეძლებენ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ეს ავსტალიასთან თამაშშიც გამოჩნდა. დანარჩენი უფალმა ინებოს და ..... გავეხარებინოთ ამდენი ხნის გულჩამკვდარი ქართველი ფეხბურთის ქომაგი. როგორც ქომაგი გავბედავ და დავწერ, რომ საქართველოს ნაკრებმა უნდა შეუტიოს, მაგრამ მხოლოდ დაცვიდან და ამავე დროს ანდა აქცენტი ავიღოთ ბურთის დამჭერ ფეხბურთელებზე.
zura
კაი იყო,დამაჟრიალა
del piero 10
დღევანდელი გერმანია ყველა იმ ნაკრებს ჯობსო??.. :((( ....
1231
Kargi statiaa
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კლინსმანმა გამოთქვა მოსაზრება, რატომ გააფუჭა კეინმა მეორე პენალტი საფრანგეთის წინააღმდეგ
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
ფლორენციელმა ტიფოზებმა რიბერის ენის დამოკლება ურჩიეს
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
პირველად 2020 წლის შემდეგ - იურგენ კლინსმანი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრებიდან დაითხოვეს
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
იურგენ კლინსმანმა განმარტა, რატომ დატოვა დანიშვნიდან 2.5 თვეში "ჰერტა"
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ