"მეც ვიყავი პატარა, მეც მინდოდა ჩავხუტებოდი ყიფიანს ან ჩივაძეს, მაგრამ ეს მინდორზე შევარდნა რა უბედურებაა?"
სანაკრებო სიტუაცია, ქართულ ფეხბურთში არსებული საერთო მდგომარეობა, უეფასგან მოსალოდნელი სასჯელი და სხვა თემები - ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელთა თაობაზეც "ლელო" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორ არჩილ არველაძეს ესაუბრა...

- დავიწყოთ საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩის შეფასებით - რა დაგვანახვა მალტასა და გერმანიასთან გამართულმა შეხვედრებმა?

- ვფიქრობ, არა მხოლოდ მე, არამედ ყველამ შენიშნა, რომ ნაკრებში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ჩვენი გუნდის სათამაშო სისტემა შეიცვალა. მალტასთან გამოჩნდა, რომ საქართველოს შეუძლია შეტევა. შეტევის სურვილი ჩანდა გერმანიასთან შეხვედრაშიც. ამ თამაშის მსვლელობისას ყველამ ვნახეთ, რომ კახა ცხადაძე შეგირდებისგან შეტევაში წასვლას, მეტ აქტიურობას ითხოვდა.

ფეხბურთში ერთ დღეში არაფერი ხდება. ყველაფერს დრო სჭირდება. ერთი ხელის მოსმით ბევრის შეცვლა რთულია. საქართველოს ნაკრები თანდათან ეწყობა ახალ სათამაშო სტილზე. ამას სჭირდება გარკვეული დრო.

გერმანიასთან მატჩზე შემიძლია იმის თქმა, რომ ჯერ ჩვენ ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ არ გვითამაშია. ჩვენ ვნახეთ ყველა ტიტულის მოქმედი მფლობელი ესპანეთი, თუმცა ეს გერმანია იმ ესპანეთზე ძლიერად მიმაჩნია. ის გუნდი კი, 1995-ში რომ ჩამოვიდა, უძლიერესი გუნდი იყო თავისი ვარსკვლავებით. თავიდან ის უფრო ძლიერი მეგონა, ვიდრე ამ ფორმაციის ნაკრები. თამაშმა კი დამარწმუნა, რომ გერმანიის ორივე ფორმაციის ნაკრები თამამად შეგვიძლია შევადაროთ "მერსედესს", ოღონდ, ლიოვის გუნდი, როგორც მანქანა, უფრო მოდერნიზებულია. ის, ძველი გერმანია უფრო ათლეტური გუნდი იყო. აქ კი რამდენი მაღალტექნიკური ფეხბურთელია...

შეფასების ბოლოს კი დავძენ, რომ გერმანიის ნაკრები იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, ამ მატჩის მიხედვით შეგვეფასებინა საქართველოს ეროვნული ნაკრების შესაძლებლობები.

- საქართველოს ნაკრებს ჩასამთავრებელი აქვს მიმდინარე ევროშესარჩევი ციკლი. გასაგებია, რომ ჩვენს გუნდს აღარ აქვს ევროფორუმზე მოხვედრის შანსი, მაგრამ ახალი გუნდის შენების გარდა, კიდევ რა უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მიზანი?

- თქვენი ნებართვით, გიბრალტარზე არ ვილაპარაკებ. ამ შემთხვევაში, ყველაფერი გასაგებია. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შოტლანდიის ნაკრებთან თბილისში გასამართ მატჩში მოგება. ეს შეხვედრა ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მყარია ჩვენი იმედი, რომელიც საქართველოს ნაკრებს უკავშირდება.

დარწმუნებული ვარ, უკეთ ვითამაშებთ ირლანდიასთან საგარეო მატჩში და ეს იმის მიუხედავად, რომ ირლანდიამ წლების განმავლობაში სავსებით სამართლიანად დაიმკვიდრა "საშინაო გუნდის" სტატუსი.

რაც შეეხება პოლონეთის ნაკრებს, მე ამ გუნდს ძალიან მაღლა ვაყენებ. ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად შევადაროთ პოლონეთის ამ ფორმაციის ნაკრები და ის გუნდი, რომელშიც ლიატო და ბონეკი ბრწყინავდნენ. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს ნაკრები უფრო ბევრის შემძლეა.

მოკლედ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მით უმეტეს, კახა ცხადაძეს საშუალება და დრო ექნება საიმისოდ, რომ გუნდის თამაში კიდევ დაალაგოს - როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. წინ ავსტრიული შეკრებაა, სადაც საქართველოს ნაკრებს საშუალება ექნება, მშვიდ ვითარებაში, კარგ პირობებში მოემზადოს...

- მოდით, ავსტრიულ შეკრებაზე ცალკე ვთქვათ...

- ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ავსტრიაში მოემზადება და ამის შემდეგ გვექნება ევროშესარჩევი მატჩი პოლონეთის ნაკრებთან. სულ სამი ვარჯიში მოასწრო კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებთან. მას არ ჰქონდა დრო და ეს შეკრება ამ დეფიციტის აღმოფხვრასაც ემსახურება.

რაც შეეხება ჩვენს სპარინგ-პარტნიორს ავსტრიაში, უკრაინას, ეს ძლიერი გუნდია. არის მეორე მომენტიც - ის სათამაშო სტილით ჩამოჰგავს ჩვენს მომავალ მეტოქე პოლონეთს...

- არ იყო შანსი, რომ საქართველოს ნაკრებს ავსტრიაში კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაეტარებინა?

- ამის საშუალება არ იყო...

- როგორ ფიქრობთ, გააძლიერეს საქართველოს ნაკრები იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც ეროვნულ გუნდს დაუბრუნდნენ?

- გულით ვიტყვი: არ მინდა, საკითხი ასე დადგეს. არ მინდა, დაბრუნებულები ვუწოდოთ ამ ფეხბურთელებს. არის ლევან ყენია, ვინც ფეხბურთის თამაში ისევ დაიწყო და არის კიდეც საქართველოს ნაკრებში, მისი ყველას ძალიან გვეიმედება.

ნავალოვსკი იყო და, თემურ ქეცბაიას ვერ დავადანაშაულებთ იმაში, რომ ის საქართველოს ნაკრებში ვერ თამაშობდა. მას რუსული პასპორტი ჰქონდა. კარიერის რაღაც ეტაპზე დასჭირდა ეს პასპორტი. ახლა მოკლე ხანში მოხდა გიორგი ნავალოვსკისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება და ამისთვის მინდა დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს.

იყო ამისულაშვილის საკითხიც, მაგრამ პირადად ჩემთვის ალეკო არც არასოდეს წასულა საქართველოს ნაკრებიდან... ასე რომ შევხედოთ... გიორგი მერებაშვილმაც თქვა რაღაც ცხელ გულზე, მაგრამ მე მას ნაკრების ჩვეულებრივ კანდიდატად მივიჩნევ და ამის თაობაზე კახა ცხადაძემ ისაუბრა კიდეც.

საერთოდ, საქართველოს ნაკრებს რომ ეხება საქმე, ყველას მეტი დაკვირვება გვმართებს. ეს ხომ ქვეყნის სახეა, საქართველოს უპირველესი გუნდია.

- ერთ საკითხსაც შევეხოთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები კახა ცხადაძემ ჩაიბარა, ხომ არ ყოფილა საუბარი ფეხბურთელების შესაძლო პრემირებაზე? როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება - ვთქვათ, კონკრეტული თამაშის შედეგისა თუ მთლიანად ციკლში ნაჩვენები შედეგის მიხედვით?

- კახას დროს არა, მაგრამ ადრე კი იყო საუბარი ამ თემაზე. ერთი კონკრეტული თამაში არ ყოფილა ნახსენები. მოგეხსენებათ, მალტასა და გერმანიასთან მატჩებისთვის მოსამზადებლად არ გვქონდა ბევრი დრო. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ახალი მწვრთნელი, მან სულ სამი ვარჯიში ჩაატარა და ამ ეტაპზე უბრალოდ დრო არ იყო ამ მომენტის წინა პლანზე წამოსაწევად...

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ცოტა ხნის წინათ დაბრუნდა თურქული შეკრებიდან. სან მარინოსთან ევროშესარჩევი ციკლის მატჩამდე ვინმესთან ხომ არ ისპარინგებს ქვეყნის რანგით მეორე გუნდი?

- ვმუშაობთ ამ საკითხზე და ვნახოთ, სიახლეებს აუცილებლად გაცნობებთ.

- ყველა ველით მაისის ბოლოს და იმ სანქციებს, უეფამ რომ უნდა დაგვიწესოს. ვარაუდი რთულია, თუმცა მაინც - რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

- დიდი ალბათობით, ეს იქნება ფულადი ჯარიმა. ასევე, ვშიშობთ, რომ შოტლანდიასთან, შესაძლოა, ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს თამაში, რაც ძალიან ცუდი იქნება. იმედია, ასე არ მოხდება.

შვიდი გადმოხტომა მოხდა გერმანიასთან მატჩში. ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ სუპერთასს და სავარაუდოდ, მკაცრად დაგვსჯიან, რათა ასეთი რამ აღარ მოხდეს უშუალოდ სუპერთასის მატჩის მსვლელობისას.

საერთოდ, უეფა ძალიან მკაცრია, როცა საქმე თამაშის მსვლელობაში მაყურებლის ჩარევას ეხება. აგერ გვაქვს ცინცხალი მაგალითი, როგორ დაისაჯა ჩერნოგორიის ნაკრები რუსეთთან შეხვედრის მსვლელობის დროს მომხდარი ინცინდენტის გამო.

მეც ვიყავი პატარა, მეც მინდოდა ჩავხუტებოდი ყიფიანს ან ჩივაძეს, მაგრამ ეს მინდორზე შევარდნა რა უბედურებაა? მომკალით და, არ მესმის ასეთი რამ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

SAZOGADOEBA
ატას არველაზეებო ლევან კიპიანი მოდის ხომ კიტხულობთ ფეისბუკს როგორ კველა აქებს და როგორ ეზიზგებით ხალხს თქვენ დათო კიპიანის ვაჟი ლევან კიპიანი უნდა მოვიდეს ფეხბურთის სათავეშიიიიიიიიიი ლევანი ცინ ჩვენ შენთან ვართ
kaxa
ცეცაზე არსად დაგეკარგოთ მათხოვრებო არველაზეებო
papa
სუპერთასი მაყურებლის გარეშე ჩაატაროს უეფამ ))) :D
sabonis
რა ვიცი თქვენ, რო გინდათ მაშინ ძმაკაცია თქვენი პლატინი და ერთი შეცდომა აღარ გვაპატიონ ეხლა ან ჩერნოგორიას, როგორ ადარებთ იქ მაშხალა მოარტყენ მეკარეს თავში და თამაში ჩაშალეს, ჩვენ თუ უმაყურებლო თამაში გვეკუთვნის მაშინ ჩერნოგორიას სიცოცხლის ბოლომდე ცარიელ ტრიბუნებზე თამაში უნდა დაუწესონ.DDD
bubu
ოგორ ეზიზგებიტ ხალხს ცადით რა დროზე ხომ ხედავთ თქვენზე გული გვერევა
bubu
რა ზიზგი აქვთ ხალხს თქვენს მიერ ცადით რა მიხედეთ ოჯახებს გული გვერევა თქვენზე
gaga
... და დამგუპველები ხართ არველაზეებო უნდა ცაეთრიოთ დროზე ფედერაციიიიიდაააააააააან
valeri
როგორ უყვარდით ხალხს და როგორ შეგვაძულეთ თავი არველაძეებო! რევაზი გყავთ განსაკუთრებით ......!
gio
დროზე აახვიეთ ფედერაციიდან ზმებო სანამ ზალიან ცუდათ არდაგიმთავრებიათ თქვე ... და ხელები შალე სახლში დამთავრდა თქვენი დროოოოოოოოოო ...
gio
დროზე აახვიეთ ფედერაციიდან ზმებო სანამ ზალიან ცუდათ არდაგიმთავრებიათ თქვე /// და ხელები შალე სახლში დამთავრდა თქვენი დროოოოოოოოოო ...
Bacho
უაზრობა არ არის ის რომ რეზო არველაძე უნდა ჩამოშორდეს ქართულ ფეხბურთს,არაფერს არ აკეთებს ეს კაცი და საუკუნეა გენ მდივნის თანამდებობა უჭირავს,ვინ არ მათანხმება?
Bacho
უაზრობა არ არის ის რომ რეზო არველაძე უნდა ჩამოშორდეს ქართულ ფეხბურთს,არაფერს არ აკეთებს ეს კაცი და საუკუნეა გენ მდივნის თანამდებობა უჭირავს,ვინ არ მათანხმება?
gizog
გასაკვირია ამდენი პროკურორი საიდან გაჩნდა საქართველოში?
გენო
თუ შოტლანდიას მოვუგეთ მაშინ გვშველებია თუ არა და ამ ფეხბურთს საერტთოდ გავანებოთ თავი!!!
Saba
აჩი ძაან მაგარი კაცი ხარ და ამ უაზრო კომენტარებს ყურადღებას ნუ მიაქცევ
eeeeeeeeeeeexxxxxxxxxxxxxxxxxxxx
ნეტავი მანახა მსოფლიო ფეხბურთი ფიფას და უეფას გარეშე.ნეტავი ყველა საფეხბურთო ნაკრებმა ბოიკოტი გამოაცხადოს და ცალკე ჩემპიონატები და ტურნირები ჩაატარონ.უკვე ფეხბურთმა დაკარგა თავისი სანახაობრიობა, იმიტომ,რომ ფულზე გადასულებმა ყოველნაირი სილამაზე და სამართალი დაკარგეს.რაზეც ჩვენ დაგვსჯიან,იმას გერმანელებს ვერ(და არა არ) აკადრებენ.
gio
სულ პანგურისკვრით გამოგაზევებთ მაქედან აგვისტოში თქვე ...დაგუპეთ ფეხბურთი ... თუ თქვენი გონიათ ფედერაცია ....
ZUKA
პირველი შენ და შენი ზმა ხართ დასასჯელი და გამოსაგდები მაქედან როგორც მიშა სააკოვი თბილისიდან გაიგე
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...