ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"აი, დრო და ადგილი, სადაც "ზესტაფონის" ფეხბურთელს გარიგება შესთავაზეს"

"აი, დრო და ადგილი, სადაც "ზესტაფონის" ფეხბურთელს გარიგება შესთავაზეს"

"ზესტაფონი" გორის "დილასთან" მატჩის წინ გარიგების მცდელობის ფაქტზე სამართალდამცველ ორგანოებს სრულ ინფორმაციას აწვდის
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახურის განცხადება:

"საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური ამ ბოლო დღეებში ჩვენი კლუბის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კლუბის პოზიციას გაგაცნობთ:

როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 19 აპრილს ჩვენი გუნდი გორის "დილას" წინააღმდეგ სათამაშოდ არ გავიდა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამის რეალური მიზეზი გახლდათ ის, რომ ჯერაც დაუდგენელმა პირებმა "ზესტაფონის" ერთ-ერთ ფეხბურთელს ბინძური გარიგება და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გორელებთან შეხვედრის "დათმობა" შესთავაზეს.

იქიდან გამომდინარე, რომ იმ მომენტისთვის კლუბს არ მოეპოვებოდა გარიგების მცდელობის შესახებ სრული ინფორმაცია, ჩვენ, რეალურად არსებული და მასმედიის საშუალებებში არაერთგზის გაჟღერებული ფინანსური პრობლემების მოტივით, ფედერაციას მატჩის გადადების თხოვნით მივმართეთ.

თუმცა, პარალელურად, შექმნილი ვითარების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ბატონი რევაზ არველაძე და მას ფედერაციის მხრიდან შექმნილ სიტუაციაში საჭირო ზომების მიღება და კლუბში შიდა მოკვლევის ჩატარების მიზნით მატჩის გადადება ვთხოვეთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებისა და, პირდაპირ ვთქვათ, კრიმინალური ქმედების ჩადენის მცდელობას, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ბოლო მომენტამდე ელოდა მატჩის გადადების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას.

ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, ეს მოლოდინი არ გამართლდა. არსებული ვითარებისა და სხვა მოსალოდნელი რისკების მიუხედავად, ფედერაციის მხრიდან სიტუაციის გარკვევის მიზნით რაიმე ნაბიჯი, თუ არ ჩავთვლით ჩვენი კლუბის ჩემპიონატიდან მოკვეთას, დღემდე არ გადადგმულა.

ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ ინტერნეტსივრცეში შექმნილ უადგილო აჟიოტაჟსა და "ზესტაფონისა" და გორის "დილას" დაპირისპირების უღირს მცდელობებს.

მასმედიის საშუალებით გაჟღერებულ კომენტარებში ჩვენი კლუბის არცერთ წარმომადგენელს გორის "დილას" წარმომადგენელთათვის ბრალი არ წაუყენებია. საუბარია ჩვენთვის დიდად პატივსაცემი გუნდის სახელს ამოფარებულ და ამ სახელის ბოროტად გამომყენებელ უღირს ადამიანებზე, რომლებიც ფეხბურთელს სიბინძურისაკენ უბიძგებენ, ქართული კლუბების სახელებით მანიპულირებენ და უდიდეს ზიანს აყენებენ ქართული ფეხბურთის იმიჯსა და რეპუტაციას.

ჩვენთვის ჯერაც უცნობია, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა დარწმუნებულნი ვართ, რომ სააშკარაოზე მათი გამოყვანა შედის როგორც "ზესტაფონის", ასევე გორის "დილას" და საერთოდ, ქართული ფეხბურთის ინტერესებში!

დღეს ჩვენი კლუბი მომხდარის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებულია იმ შეხვედრის დრო და ადგილი, სადაც ფეხბურთელმა გარიგების თაობაზე შემოთავაზება მიიღო. დანარჩენი კი სამართალდამცველების კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნება.

აუცილებლად უნდა ითქვას შემდეგი - დიდი ალბათობით, გორელებს ამ ზაფხულს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე მოუწევთ და ჩვენ რომ 19 აპრილს გასამართ მატჩზე გავსულიყავით, დარტყმის ქვეშ, პირველ რიგში, სწორედ "დილას", მის რეპუტაციასა და გორული კლუბის ინტერესებს დავაყენებდით.

ალბათ, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს თურქული "ბეშიქთაშის" ამასწინანდელი ამბები და ამ გუნდის ევროტურნირებიდან მოკვეთა...

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან საფეხბურთო კლუბ "ზეტაფონის" მოკვეთის თაობაზე დისციპლინართა გადაწყვეტილებას, ჩვენ მას უსამართლოდ მივიჩნევთ და საკუთარი ინტერესების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ".

www.fczestafoni.ge

• დუ-იაქე

კოკაიას არ გამოუვიდა ოინი-თამაშზე არ გამოსვლით ეგონა ქალაქის ხელმძღვანელობას შეაშინებდა და დაფინანსებას გამორჩებოდა,მაგრამ უარესი მიიღო-დაფინანსებაზე საკრებულომ უარი უთხრა(თავიანთთვის პრემიებზე არ ეყოფოდათ მერე ფული),ფედერაციამ კი საერთოდ მოკვეთა ჩემპიონატიდან.ეხლა ზის და თავისი გაფუჭებულის გამოსწორებას ცდილობს ილიკო-თამაშზე იმიტომ არ გავედით გორელები ფეხბურთელებს გვიქრთამავდნენო და დილას იმიჯს გავუფრთხილდითო.კოლხეთთან 0-4-ის მერე მეტი არაა ჩემი მტერი ეს ვინმემ დაიჯეროს.

• adamiani

pamparu-საყურადღებოდ-ჯერ წერა-კითხვა ისწავლეთ და მერე აკეთეთ კომენტარები. "დილას"არანაირად არ სჭირდება თამაშების ჩაწყობა/როგორ, აქამდე სულ ჩაწყობილი თამაშებით მოვიდაა? ეს სისულელეა/.თქვენ"ბინზურური"/თქვენივე სიტყვემით/ ადამინი ბრძანდებით.

• Goreli

ხალხო დაფიქრდით და ისე ისაუბრეთ.გუნდი,რომელიც ლიდერია ,კარგ ფორმაშია,გამართულ ფეხბურთს თამაშობს აღმავალ გზაზე დგას,ამ შემთხვევაში დილა,რაში ჭირდებოდა მას დაჩენჩილ ,დაშლილ . დაქვეითების აკენ მიმავალ გუნდის - ამ შემთხვევაში ზესტას შეკერვა,?ამ ფორმაციის დილა კონკრეტულ შემთხვევაში-ზესტას ისადაც ხომ მოუგებდა.დაფიქრდით და მერე განსაჯეთ გივი გაგნიძე

• chicharito

ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ ინტერნეტსივრცეში შექმნილ უადგილო აჟიოტაჟსა და “ზესტაფონისა” და გორის “დილას” დაპირისპირების უღირს მცდელობებს. მასმედიის საშუალებით გაჟღერებულ კომენტარებში ჩვენი კლუბის არცერთ წარმომადგენელს გორის “დილას” წარმომადგენელთათვის ბრალი არ წაუყენებია. საუბარია ჩვენთვის დიდად პატივსაცემი გუნდის სახელს ამოფარებულ და ამ სახელის ბოროტად გამომყენებელ უღირს ადამიანებზე, რომლებიც ფეხბურთელს სიბინძურისაკენ უბიძგებენ, ქართული კლუბების სახელებით მანიპულირებენ და უდიდეს ზიანს აყენებენ ქართული ფეხბურთის იმიჯსა და რეპუტაციას. სავსებით ვეთანხმები ყველაფერში, არ შეიძლება კერძო სუბიექტების მიერ გაკეთებული რაიმე განცხადების გამო დასკვნები გამოვიტანოთ! და თუ ვინმე მართლა გარეულია ამ საქმეში(გორის დილადან) უმკაცრესად უნდა მოხდეს კლუბის დასჯა! მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს კლუბის ყველა თანამშრომელთან და ამჟამად ისეთი სიტუაცია და ატმოსფეროა გუნდში, რომ თამაშების ჩაწყობა მოწყობაზე საუბარიც ზედმეტია, სამწუხაროდ კლუბს 3 წლის წინ ჩატარებული სკანდალური მატჩის გამო ცუდი სახელი შეუნარჩუნდა თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ გუნდი ახლაც აგრძელებს ამ გზას, გორში ყველაფერი შესაბამისი პრინციპების დაცვით ხორციელდება. თუ ეს ფაქტი მართლაც მოხდა და ამაში დასახელებული ივანე ჯუღელი ფიგურირებს, ეს სულაც არ აყენებს ეჭვქვეშ დილას პატიოსნებას. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ არსებულ პრობლემას, ჩვენი მიზანი ქართული ფეხბურთის გადარჩენააა!!!

• chicharito

PAMPARU ცდები მეგობარო ! დილა არაა გარეული ბინძურ საქმიანობაში და თავი შეიკავეთ მსგავსი განცხადებებისგან

• chicharito

პასუხი ბინზურურის :D რას თქმასაც იმსახურებ იმ კომენტარს არ მიქვეყნებენ :( დილაზე უაზრო განცხადებეს შეეშვით, სიბოროტე გამიგია მაგრამ ასეთიიიი?

• chicharito

შენ საიდან ხარ ვაფშე ამას რო იძახი, ბინძური და კორუფციული გუნდი თქვენსკენ მოიკითხეთ! იცი საერთოდ რა ხდება დილაში რა გუნდია? უაზრო და არაადეკვატური მტკიცებულებებისგან შეიკავეთ თავი, რაც არ იცი არ უნდა თქვა ! სწორედ ესაა ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა შეუგნებლობა და გაუნათლებლობა! ... გული მერევა უკვე ასეთ საზოგადოებაზე! დილა დამსახურებულადაა პირველ ადგილზე ....

• pamparu

ტქვენი გორის დილა რა ბინზურური გუნდიცაა ყველამ იცის და ჩუუუ

• ფან.ge

უკვე მეტისმეტია.ყოველ შემთხვევაში „დილას“ ამ ეტაპზე არ სჭირდება დაჩაჩანაკებული გუნდის დამარცხება. აი ეს ძალიან მაეჭვებს

• Goreli

გაზეთ 'ჩვენი თამაშის'დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულია გიორგი ილურიძის ინტერვიუ,რომელიც რესპოდენტს ჟურნალისტმა კობა ინასარიზემ ჩამოართვა.მე მჯერავს ინტერვიუში გახმოვანებული აქცენტების.კლუბის დღევანდელ განცხადებაში ბ-ნი კოკაიას წინა დღეებში გაკეთებული განცხადებებია გადამღერებული.ეს ყველაფერი თავის მართლების მიზნით კეთდება და ჩვენ გორელები არაფერ შუაში ვართ.ყველამ თავის გაფუჭებულ საქმეს მიხედოს,გორის დილას თავი დაანებეთ,ამ ფორმაციის დილა როცა მისურვებს,მაშინ მოუგებდა ზესტაფონს და რაში სჭირდებოდათ მოლაპარაკებები . ცოტა დაფიქრდით-რას აკეთებთ.საშვილიშვილო მტრობა გინდათ დათესოთ ორ მეგობარ რეგიონს შორის,არ გამოგივად , დაწყნარდით.გივი გაგნიძე

• კახა

ამას რასაც თქვენ აკეთებთ სხვა სახელი ქვია, აქ ვერ დავწერ, დაბლოკავენ... თუ მართლა გარიგება შემოგთავაზეს და ჯერ ფედრაციას აცნობეთ და ხმას არ იღებდით აქამდე, ეგ დანაშაულის დაფარვა გამოდის და კი ხართ ღირსები იმ გამრიგებელთან ერთად თქვენც მიგაბრძანონ ვირის აბანოში... ან ფედერაციას რას ეუბნებოდით, ეგენი ყველაზე დიდი მაფიოზები არიან

• 333

აუ ესენი ვინ ყოფილან... ყველას კისერში ამოუხვედით უკვე თქვენი გაუთავებელი პრობლემებით. თერჯოლის საპოვნელა თამაშობს და უმაღლესში გადადის კიდეც. დავიჯერო თერჯოლის ბიუჯეტი ჯობია ზესტაფონისას.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა

ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის

საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა