საქართველოს 81 საფეხბურთო კლუბიდან ლიცენზიას მაქსიმუმ 14-15 რომ იღებს, უკვე ყველაფერი ცხადია
ე როვნული ჩემპიონატის კლუბების ლიცენზირების კიდევ ერთი პროცესი მთავრდება. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება 13 აპრილს დასრულდა...

ისევე, როგორც შარშან, წლეულსაც ამ პროცესში 17 კლუბი ჩაერთო. 2015/16 წლების სეზონისთვის უეფასა და ეროვნული ლიცენზირების განაცხადი სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტში უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა მონაწილემ წარადგინა, გარდა რუსთავის "მეტალურგისა" - უფულობისა და გაჭირვების გამო ახლა კლუბში ამ პრობლემის მოგვარებას ვერ მოახერხებენ.

განაცხადების შესწავლა სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტში დიდხანს მიმდინარეობდა. სხვადასხვა სახის დოკუმენტაციასთან ერთად, კლუბებმა დამფინანსებლების შესახებ ინფორმაციაც წარადგინეს. ეს არის სწორედ ის ბარიერი, რის გამოც "მეტალურგი" პროცესში ჩართვას ვერ ახერხებს. რეალურად, ახლა რუსთავურ კლუბს დამფინანსებელი არ ჰყავს.

კახა მენთეშაშვილი თავს მოტყუებულად გრძნობს და წინამორბედების დავალიანების გასტუმრებას არ აპირებს, მაგრამ პროცესის იგნორირებისთვის "მეტალურგს" სფფ-ისგან სანქცია დაეკისრება... თუმცა, ამაზე ბოლოში ვიტყვით.

შევიტყვეთ, რომ პირველი ლიგიდან პროცესში ჩართვის სურვილი მხოლოდ "საბურთალომ" და "ლოკომოტივმა" გამოთქვეს. თავდაპირველად, განაცხადი "გაგრამაც" წარადგინა, მაგრამ მერე საბუთები გამოითხოვა.

ლიცენზირების პასუხი მაისის ბოლოს გვეცოდინება. კლუბებს პირველი ეტაპის პასუხები უკვე შეატყობინეს. უეფას ლიცენზია სულ ხუთმა კლუბმა მიიღო, ხოლო ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, კლუბების ნაწილმა მოთხოვნები კვლავ ვერ დააკმაყოფილა.

როგორც გვითხრეს, ეროვნული ლიცენზია 9 კლუბს აქვს, მე-10 კი მის მიღებას კვლავაც იმედოვნებს. ოღონდ ლიცენზირებულთა ნაწილს შენიშვნების დაკმაყოფილება დაევალა.

მაგალითად, უკვე ვწერდით, რომ "დილამ" 5 ძირითადი კრიტერიუმი დააკმაყოფილა (სამართლებრივი, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, საკადრო-ადმინისტრაციული და სპორტული), შესაბამისად, უეფასა და ეროვნული კატეგორიების ლიცენზიაც მიიღო.

წარმატებით გაიარა პროცესი უმაღლეს ლიგაში გადასულმა "საბურთალომაც", რომელმაც ასევე ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ, რა სასჯელი დაუწესდებათ ლიცენზიის არმქონე კლუბებს: სავარაუდოდ, მათ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მიეცემათ, მაგრამ 50-ათასლარიანი სანქცია დაუწესდებათ, პლუს ამას, უეფას მიერ ყველა კლუბზე დასარიცხ ყოველწლიურ დახმარებას, ეროვნულ ტურნირებში ბავშვთა გუნდების მონაწილეობისთვის გათვალისწინებულ 54 ათას ლარსაც ვერ მიიღებენ.

ხოლო, ვინც 50 ათას ლარს ვერ გადაიხდის, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ის გუნდი უმაღლეს ლიგაშიც ვერ ითამაშებს.

ასეთი მკაცრი სანქციები იმითაა გამოწვეული, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ზოგიერთი კლუბი ლიცენზირებისთვის თითს თითზე არ აკარებს, ნაწილი - გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მათ ლიცენზირების ორგანოში აპელაციის შეტანის ბოლო ვადად 7 მაისი დაუთქვეს.

ცნობისთვის, საქართველოში სულ 81 გუნდია: უმაღლეს ლიგაში 16, პირველში - 19 (10 - A ჯგუფში, 9 - B ჯგუფში), მეორეში კი 46 (15 - აღმოსავლეთ ჯგუფში, 15 - დასავლეთში, 16 - ცენტრალურში). 81 კლუბიდან ლიცენზიას მაქსიმუმ 14-15 რომ იღებს, უკვე ყველაფერი ცხადია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli apkhaidze
,,განსაკუთრებით" იმათ ვინც ბიუჯეტის კმაყოფაზეა :)))
hahaha
სანქციები უნდა მიიღონ. მერე ფულიც გამოუჩნდებათ და პატრონიც.
irakli apkhaidze
მოკლედ ფედერაციის გადაწყვეტილებები ჰააგის ტრიბუნალსაც ,,შეშურდებოდა" :)) კლუბები ისედაც სულს ღაფავენ, ლიცენზირების პირობებს ვერ აკმაყოფილებენო ამბობენ და კიდე 104 000 ლარით აზარლებენ. და მერე კიდე 16 გუნდის მიხედვა არ ჯობია 12-სო? ... მაგრათ ,,მიხედეს" ღმერთმანი
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ინვესტორი მზადაა, რუსთავის "მეტალურგში" ფული დააბანდოს, მაგრამ...
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე