გორის "დილას" 25 წლის თავკაცი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, ვის ხელშიც გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა
მაშ ასე, უჩა სოსიაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა: 13 მაისს, სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე", მისმა გაწვრთნილმა გორის "დილამ" საკმაოდ ძლიერი მასპინძელი გუნდი 1:0 დაამარცხა და ეროვნული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდა - პირველად არსებობის ისტორიაში!

...სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე "დილას" ხელმძღვანელობა უჩა სოსიაშვილს (რომელიც მაშინ თბილისის "დინამო 2"-ის მთავარი მწვრთნელი იყო) "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში შეხვდა და გორში მუშაობაზე დაითანხმა. მაშინ ამ გადაწყვეტილებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ 25 წლის სპეციალისტმა დაამტკიცა, რომ გორელები არ შემცდარან - ასაკს რა ჭკუა აქვს, კაცს თუ ჭკუა არ აქვს. სოსიაშვილს კი ჭკუაც აღმოაჩნდა და სამწვრთნელო ნიჭიც.

საინტერესოა ისიც, რომ 13 მაისს მოედანზე სულ 14 გორელი ფეხბურთელი გავიდა (შემცვლელებიანად) და მათგან მხოლოდ 5 იყო მთავარ მწვრთნელზე უმცროსი - გიორგი ერისთავი, გუგა ფალავანდიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, თენგიზ წიქარიძე და გიორგი თექთურმანიძე.

ამ ახალგაზრდა კაცმა მოახერხა გუნდის შეკვრა, ახალგაზრდებშიც და გამოცდილებშიც პატივისცემა დაიმსახურა, ავტორიტეტი მოიპოვა და, რაც მთავარია, "დილა" გამართული და ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე გუნდად ჩამოაყალიბა.

თავად სოსიაშვილის სახით კი, ქართულ ფეხბურთში საინტერესო და ნიჭიერი სპეციალისტი გამოჩნდა.

"სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ ტრიუმფატორ მწვრთნელს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით...

- უპირველესად, ჩემპიონობას გილოცავთ!

- დიდი მადლობა! "სამტრედიასთან" რთული მატჩი რომ გველოდა, ეს ყველამ კარგად ვიცოდით. თამაშისას გამოჩნდა კიდეც, რომ მეტოქე არათუ არაფერს გვითმობდა, ძალიან დიდ წინააღმდეგობასაც გვიწევდა. ასე რომ, 3 ქულა და ჩემპიონობა უმძიმეს ბრძოლაში მოვიპოვეთ.

ისე, რა დასამალია და, მიხაროდა, ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი შეხვედრა სამტრედიაში რომ იმართებოდა...

- რატომ?

- "დინამო 2"-მდე ხომ "სამტრედიაში" ვმუშაობდი. მაშინ გუნდი პირველ ლიგაში გამოდიოდა და "ეროსი მანჯგალაძეზე" თამაში არ გვქონდა წაგებული. რეალურად, როგორც მწვრთნელი, სწორედ ამ ქალაქში მუშაობით გამიცნეს და დღეს იმედიანად ამიტომაც ვიყავი, რადგან ეს სტადიონი ჩემთვის იღბლიანია.

- მწვრთნელობა რა ასაკში დაიწყეთ?

- 19 წლის ვიყავი, როცა 35-ე საფეხბურთო სკოლის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში მთავარი მწვრთნელის, ვაშაძის ასისტენტად ვმუშაობდი. მერე იყო "ავაზა", საიდანაც "სამტრედიაში" მიმიწვიეს. აქედან წავიდა წინ ჩემი კარიერა - გუნდი პირველ ადგილზე იყო და იქიდან პირველი წრის შემდეგ "დინამო 2"-ში მიმიწვიეს.

- რეალურად, მხოლოდ მეორე წელია, რაც დიდ ფეხბურთში ხართ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ხანმოკლე სტაჟით, თანაც 25 წლის ასაკში, გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანეთ...

- კარგად მესმის, მაგრამ ჩემს მუშაობას თუ გადახედავთ, სადაც მივედი, ყველგან ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბე - ასე იყო "სამტრედიაში", ასე იყო "დინამო 2"-ში და ახლა - "დილაშიც".

რაც მთავარია, ჩემი გუნდები ყოველთვის მაღალი პოზიციებისთვის იბრძოდნენ.

- გორის "დილას" წარმატებას როგორ ახსნით? გუნდი ხომ სეზონის დაწყებამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო და არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ გუნდი ჩემპიონი გახდებოდა...

- გეთანხმებით, არაერთი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ჩემპიონობა შემთხვევით არ მოდის. მიმაჩნია, და ეს დრომაც დაადასტურა, რომ სწორი სელექცია ჩავატარეთ. მერე ფეხბურთელებთან ერთად კარგად ვიმუშავეთ.

აღსანიშნავია გუნდის და რაიონის ხელმძღვანელობის თანადგომა. უამისოდ არაფერი გამოვიდოდა.

- რაც მოხდა, თქვენთვის ზღაპარია?

- ზღაპარი? დიდი სასწაული ნამდვილად არის. თითოეული დღე და წამი გუნდზე ვფიქრობდი და ვზრუნავდი. ეს ყველაფერი კი უშედეგოდ ვერ ჩაივლიდა და მიხარია, ამ ხნის განმავლობაში ჩადებული უდიდესი შრომა რომ დაფასდა.

ჩემპიონობა რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ არა - შეუძლებელი. მიხარია, რომ გორის "დილას" ისტორიაში ასეთი ლამაზი ფურცელი ჩავწერეთ. იმედია, ამ ისტორიაში კიდევ უფრო დიდი მიღწევები ჩაიწერება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]

დღის კარიკატურა: სტალინი იმ ქალაქიდანაა, სადაც "დილა" თამაშობს!

lika
რაც ამ ახალგაზრდა კაცმა გააკეთა დასაფასებელია. ყოჩაღ
besik61
დინამოსნაირი პირობები სხვა ნებისმიერ გუნდს რომ ქონდეს,თუნდაც ოდნავ მიახლოვებული მაინც,არა მგონია მასზე ნაკლები შედეგი აჩვენოს.ასე რომ ბოღმიანებო შეეგუეთ რომ დილა ღირსეული ჩემპიონია და ევროპაზეც ღირსეულად გამოვა...
ძია
დიახ, პატარა გორი კიდევ უფრო დიდია! კი, დილას გაჩემპიონება თბილისის "დინამოს" სისუსტემაც განაპირობა, მაგრამ ეს გაჩემპიონება რომ ხონჩით არავის მოუტანია გორელებისთვის და ეს იყო მწვრთლების-ფეხბურთელების-მეპატრონეების გულშემატკივრების-მუნიციპალიტეტის თავდაუზოგავი და შეწყობილი მუშაობის შედეგი, ამას ვერავინ უარყოფს ამას. გორის "დილა" საქართველოს ღირსეული ჩემპიონია! მორიგი წარმატებები მას საქართველოსა და ევროსარბიელზე!
Giorgi
ვულოცავ დილას,წარმატებები ევროპაზე. ბათუმელო ორივე თამაში რომ მოუგო ბათუმმა დილას,ეს არაფერს ნიშნავს,ეგ პლეი-ოფი რომ ყოფილიყო იქ გამოადგებოდა,აქ კიდევ ტურნირია და სამაგაიეროდ სხვასთან წააგო ბათუმმა და იმ სხვასთან დილამ მოიგო.ასე რომ ღირსეული ჩემპიონია და ძალიან მინდა ევროპაზეც გვასახელოს. GIA-ZESTA
jango
გორელი გორელი 100% მართალს ამბობ,ასეთი შხამიანი და ღვარძლიანი, წყევლამიყოლებული მილოცვა უსასტიკესი ფორმაა,ამას ნამდვილი ფეხბურთის მოყვარული არასოდეს იკადრებს,მაგრამ რას იზამ ყველა რომ ანგელოსი იყოს, ვინ იყოს ყვავ-ყორანი?
გორელი გორელი
ბათუმელს პასუხად.პილპილ მოყრილი მილოცვა მეგობარო არ გამიგია მე, მაგრამ მაინც მადლობა,ისე,რომ იცოდე , რაც პირველ წრეში გორში ბათუმთან მატჩში მსაჯმა გააკეთა-ბათუმელებსდც კი შეგრცხვებოდათ.ეს ისე ცნობისათვის.
sammtredieli
უჩა სოსიაშვილი ნამდვილად დიდი აღმოცენაა ქართული ფეხბურთისთვის, სამტრედიაში მუშაობის ხანმოკლე პერიოდში მან შეძლო არაფრისაგან გუნდის შეექმნა, რომელმაც პირველი წრე პირველ ადგილზე დაამთავრა.
batumeli
ვულოცავ გორის დილას(მიუხედავად იმისა რომ ბათუმმა ორივე თამაში მოუგო :)))..
edmond
ამ გუნდით საქართველოს ჩემპიონობა დღეს გასაკვირი ნამდვილად არარის! ევროტურნირებზე გამოჩნდება მწვრთნელის (და გუნდის) დონე! წარმატებები!!!
jango
მეც მთელი სულითა და გულით ვულოცავ დილას და სოსიაშვილს ამ ბრწყინვალე წარმატებას.ის უფრო ნიშანდობლივია რომ სრული გამარჯვება იქედან წაიღო,საიდანაც თავისი დიდებული კარიერა დაიწყო. აქ კიდვე გამართლების ფაქტორია რომ მას არ ჰყავდა სამტრედიასავით გადათვირთული "ცნობილი სახეები" და ამიტომაც წარმატებას მიაღწია, მას რომ სამტრედიას შემადგენლობა ჰყოლოდა,ახლა მერვე ადგილზეც ვერ იქნებოდა,ეს უმთავრესია და ლოგიკურია. როგორც სამტრედიელი , არ ვწუხვარ რომ ჩემი კლუბი მეექვსე ადგილზეა დღეს, ისედაც ცნობილია რომ ის მეშვიდე ადგილზე დაამთავრებს ჩემპიონატს და თასსაც ვერ აიღებს რადგან ამაზე კონკრეტულად მიუნიშნა გუშინ დინამომ თავისი არანორმალური ანგარიშით! ძალიან მსურს დილა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს,ან როგორც მინიმუმ ევროლიგის.
gizog
გაიხარე უჩა! გილოცავ, სულ გარჯვებებით გევლოს. გახსოვდეს ეხლა უფრო რთული პერიოდი იწყება, მოპოვებაზე ძნელი შენარჩუნებაა.
emre
წარმატებები ახალგაზრდა მწვრთელს, თავიდან სკეპტიკურად ვიყავი უჩას მიმართ განწყობილი, მარტო მე არა ალბათ, ბევრი ფიქრობდა ალბათ ჩემნაირად, ასაკის გამო... თუმცა გაგვაჩუმა ყველა :) ყოჩაღ და კიდევ ერთხელ წარმატებები
qutaiseli
ვულოცავ გორის დილას და ამ ახალგაზრდა კაცს ჩემპიონობას და იმედია ევროტურნირებზე მინიმუმ არ შევრცხვებით.მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას-საქართველოში სხვა გუნდი მხოლოდ მაშინ ხდება ჩემპიონი თუ თბილისის დინამო არაა მოწოდების სიმაღლეზე,ისევე როგორც გერმანიაში ბაიერნი.იმედია ადრე თუ გვიან მივაღწევთ იმას რომ ჩვენი ჩემპიონი ძლიერ დინამოზე ძლიერი იქნება.
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
თენგიზ წიქარიძე გორის "დილას" ფეხბურთელი გახდა
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
"დილა" "შირაქთან" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი თექთურმანიძეს გადაურიცხავს
დავეხმაროთ ჩიორას! "დილას" ფეხბურთელის დასახმარებლად ბანკში ანგარიში გაიხსნა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ავტოავარიაში მოყოლილი გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
თენგიზ წიქარიძე ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
უჩა სოსიაშვილი: უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან"
ქუთაისის "ტორპედო" მეათე ფეხბურთელმა დატოვა
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]
დილა-ჩიხურა 1:0 - ჩაქრა და ჩაეხსნა [VIDEO]
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ძალიან გახდა - ანი ღონღაძე გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობის შესახებ ჰყვება
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ლეგიონი ევროპალიგაზე: ვერც ცხადაძემ მოიგო, ვერც ბერიძემ
რიბეირო და ეტუ წავიდნენ, აბუბაქარს იწვევენ... გორის "დილაში" სერიოზული ცვლილებებია
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
ეროვნული ლიგა. XI ტური: "სამტრედიამ" "სიონთან" ფრე ითამაშა და 10 ტურია მოუგებელია
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
ლეგიონერები, ჩემპიონთა ლიგა, პირობები და აკადემია - ინტერვიუ "დინამოს" დირექტორ გიორგი ხვედელიანთან
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
გიორგი თექთურმანიძე: ის საშინელი მომენტი და კიდევ დიდი პერიოდი საერთოდ არ მახსოვს
"საბურთალო" "ვენტსპილსის" ნახევარმცველით გაძლიერდა