ჯაბა კანკავამ პოლონეთთან მატჩი ტყუილად გამოტოვა, ანუ რისკები, ჯარიმა და არაკომპეტენტურობა ქართულ ფეხბურთში
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა ქართული საფეხბურთო თემისთვის შოკისმომგვრელი კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ტყუილად გამოტოვა პოლონეთთან მატჩი.

მოდით, გავეცნოთ ლეგენდარული ფეხბურთელის დეტალურ განმარტებას: "ყოველი შესარჩევი მატჩის წინ უეფა ფეხბურთის ფედერაციებს უგზავნის იმ მოთამაშეთა სიას, რომლებიც ან დისკვალიფიცირებულნი არიან, ან ამ საფრთხის წინაშე იმყოფებიან. როცა ფეხბურთელის გასწვრივ არის "ვარსკვლავი", ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დისკვალიფიცირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი მომდევნო ყვითელი ბარათის შემთხვევაში ტოვებს მატჩს. შეიძლება ქართველებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო დისკვალიფიკაციის ნიშანი და ამიტომაც არ ათამაშეს კანკავა", - თქვა ბონეკმა.

რაო? ნამდვილად არ გვეჩვენება - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პოლონეთთან მატჩი სულ ტყუილად გამოტოვა. მიმდინარე შესარჩევში მან პირველი ყვითელი ბარათი პოლონეთთან თბილისური თამაშისას მიიღო, მეორე კი - გერმანიასთან 29 მარტის მატჩში, ბასტიან შვაინშტაიგერთან შეხლისას. მესამე ყვითელი მას არ მიუღია!

დიდი, ძალიან დიდი სკანდალია. ისეთი, ფეხბურთის ფედერაციის ისედაც არცთუ მაღალ ავტორიტეტს კიდევ დაბლა რომ დასცემს.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ როგორც ევროპულ, ისე ჩვენს ფეხბურთში მომხდარა ასეთი ამბები. რაღა შორს წავიდეთ, ყველას გვახსოვს, რატომ ჩაეთვალა თავის დროზე "ბათუმს" წაგება ერევნის "არარატთან"; რატომ გაგვიუქმა ფიფამ ალბანეთთან მოგებული ამხანაგური მატჩი ან რისთვის ჩაეთვალა ლუქსემბურგთან წაგება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს...

სამწუხაროდ, ისე გამოდის, რომ არათუ სხვის, საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ.

არადა, არსებობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, არსებობს სანაკრებო დეპარტამენტი და ელემენტარულად, ფიფას რეგულაციების სწორად წაკითხვა მაინც უნდა ხერხდებოდეს.

მართლაც და, რისი მაქნისია ის ფედერაცია და ის დეპარტამენტი, რომელიც ეროვნული გუნდის კაპიტანს სანაკრებო შეხვედრას ტყუილუბრალოდ გამოატოვებინებს?

ვაწყდებით პრობლემას, რომელსაც 21-ე საუკუნეში არამც და არამც არ უნდა ვაწყდებოდეთ - უეფას რეგულაციების არასწორ გაგებას. რეგლამენტში ხომ ყველაფერი გასაგებად, შავით თეთრზე წერია?!.

გასაგებია, რომ შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ გააჩნია შეცდომის მასშტაბსაც. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში სანაკრებო ინტერესები ზარალდება და ილახება.

სულაც არ ვამტკიცებთ, რომ კაპიტნის მინდორზე ყოფნის შემთხვევაში კახა ცხადაძის გუნდი პოლონეთს დაამარცხებდა, მაგრამ ფაქტია - ქვეყნის პირველ გუნდს დიდი ძალა დააკლდა ვარშავაში.

აქვე ვთქვათ, რომ უეფამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა ევროშესარჩევი მატჩის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტებზე და ქართული მხარე 50 ათასი ევროთი დააჯარიმა.

როგორც უეფას რაპორტში წერია, დაირღვა შემდეგი პუნქტები: 1. გულშემატკივრები მინდორზე შეიჭრნენ; 2. გამოყენებულ იქნა პიროტექნიკა; 3. გერმანიასთან მატჩის ორგანიზება ვერ მოხერხდა სათანადო დონეზე. იგულისხმება დაბლოკილი კიბეები, დაკეტილი კარიბჭეები (ეს ძველი სენია), აკრედიტაციების ცუდი სისტემა, სტიუარდთა არაკვალიფიციურობა...

50 ათასი ევრო პატარა თანხა არ არის უზომოდ შეჭირვებული ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ ვთქვათ, რომ ეს წარსულია და რომ ამას აღარაფერი ეშველება, ესეც არ იქნება სწორი, რადგან ჩნდება შიში: ამ შენიშვნებიდან გამომდინარე, შევძლებთ კი სუპერთასის ღირსეულად მასპინძლობას?

შევძლებთ, ღირსეულად გავართვათ თავი ამ ამოცანას იმ პირობებში, როცა ქართული ფეხბურთის ზედა ეშელონებში კომპეტენციის დეფიციტი ჩანს?!.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

reso
მიდი სიჭინავა არ გააბედიო ამათ არაფერი ,ხედავ რას გიპირებენ
Zaza
მოდით ვაღიაროთ,რომ ჩვენ გვინდოდა მოგვეგო გერმანიისთვის და პოლონეთისთვის.აბა წამოიდგინეთ,რომ გერმანიის,ან პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ ასეთი შეცდომა დაუშვა და გუნდის კაპიტნები (შვაიშტაიგერი ან ლევანდოვსკი) არ ათამაშეს 2 თამაში და ორივე წააგეს.მერე აღმოჩნდა,რომ თურმე უნდა ეთამაშათ.ანუ,უფლება ჰქონდათ თამაშის(როგორც კაკნკავას)...ეხლა გეკითხებით ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს,იმ ფედერაციის ხემძღვანელობა თვითონვე 1 დღე კიდევ გაჩერდებიან გერმანული ან პოლონური ფეხბურთის სათავეში? ახლა ამასაც გეკითხებით,მაშ ასეთი ქვეყნის ნაკრებმა,სადაც სინდის-ნამუსი არ აქვთ ფედერაციის ხემძღვანელებს,როგორ უნდა მოვუგოთ გერმანიას და პოლონეთს,სადაც ფეხბურთის სიყვარული და პრინციპი უფრო მაღლა დგას,ვიდრე საკუთარი ღირსება?
გადადექით სიჭინავა და არველაძე!
კარგი იქნება თუ სფფს-ს პრეზიდენტი კობიაშვილი იქნება და გენერალური მდივანი ყაველაშვილი. ასეთი პატიოსანი და მცოდნე ხალხი თუ შეძლებს რეფორმების დაწყებას. უკვე აღარ შეიძლება არსებული განუკითხაობის ატანა რაც სფფ-ში და ქართულ ფეხბურთში არის. სიჭინავა და არველაძე დღესვე უნდა გადადგეს!
sss 21
ჩვეულებრივი სტანდარტული სიტუაციაა უვარგისების ხელშია ქართული ფეხბურთი...
buti-47
ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე, ესენი კი ვინ არიან ნეტავ.... თვითონ მიხვდებიან თუ ესეც დავწერო?
david kvachadze
არც მწვრთნელები გვივარგა არც ერთ სახეობაში,წმინდად ,მწვრთნელების წაგება იყო აბაშიძის წაგებაც,კრივის ტექნიკაში მოიკოჭლებდა,რატომღაც კლინცში შესვლისას "ულამაზოდ" აწვებოდა ტანით მეტოქეს,მწვრთნელებმა არ შეუსწორეს,კრივის "ესთეტიკით" წააგო ბრძოლა ისე თუ ამგვარი მიწოლითი-ულამაზო კრივი ურჩევნია,გადავიდეს შერეულ ბრძოლებში ეგებ იქ კრივ-ჭიდაობაში რამე გამოუვა.უკრაინელმა კრივის "სილამაზით" მოუგო,მსაჯებს დააჯერებინა თავისი აკადემიურობით,რომ უფრო ძლიერია იყო.
ხიხანელი
არველაძეს და სიჭინავას თუ უყვართ ქართული ფეხბურთი,ჩაალაგონ ჩემოდნები და დაახვიონ!!!!!
dato
არველაძე და სიჩინავა დაგვანებეთ თავი.წადით ჩვენც დაგვასვენეთ,თქვენც დაისვენეთ და იქნებ ქართულ ფეხბურთსაც რამე ეშველოს რამე.
irakli
მოგვაშორეთ სიჭინავა და არველაძე!!!!!
valeri
სამარცხვინო ფედერაცია! უვიცთა შაიკა! მოშორდით დროზე დომენტის და რევაზის თამადობით ქართულ ფეხბურთს თქვე წურბელებო!
irakli apkhaidze
ბილეთებში ფედერაცია უმწიკვლოა, მარა ამ შემთხვევას არანაირი გამართლება არა აქვს, მესამე დღეა ამაზე საუბარი მიდის და ჯერ არც კი გაუკეთებიათ განცხადება რა მოხდა, რატომ და როგორ... ტეხავს ამ გუნდიდან თუ კიდე ვინმეს ფედერაციის პრეზიდენტობა მოუნდება
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ესპანური კლუბი სკანდალში გაეხვა - გასახდელში სტრიპტიზიორი მიიწვიეს [VIDEO]
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
რაიან გიგზის დაწყევლილი 2011 წელი - ღალატობდა მეუღლეს და ძმის ცოლთან იწვა
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!