"როგორც კი წავა ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა, "ზესტაფონი" დაფინანსდება ძველებურად"
ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. აქეთ სუპერთასის ბილეთების თემა, იქით - ჯაბა კანკავასა და ბუბა დაუშვილის "დისკვალიფიკაციების" საკითხი, ევროტურნირები თუ ფეხბურთის ფედერაციის კარსმომდგარი არჩევნები...

16-გუნდიანმა ჩემპიონატმა ეროვნული პირველობის გეოგრაფია კი გაზარდა, მაგრამ ისიცაა, რომ ბოლო დროს ზესტაფონი უფეხბურთოდაა დარჩენილი.

კლუბის მფლობელი ილია კოკაია შექმნილ სიტუაციაში მის დაფინანსებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. კოკაიასთან საუბარი სწორედ "ზესტაფონის" თემით დავიწყეთ და თანდათან ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებსაც გადავწვდით...

- ბატონო ილია, საუბრის დასაწყისში "ზესტაფონზე" გკითხავთ. როგორი იქნება გუნდის მომავალი?

- როგორც კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე, მე მაშინვე ვთქვი, რომ ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, საინტერესო აღარ იყო ეს პროექტი და კლუბს აღარ დავაფინანსებდი.

აჩიკო არველაძემ თქვა გადაცემა "რეაქციაში", თუ 16-გუნდიანი პირველობა არ ვარგა, ბათუმის "დინამოს" მაგალითი ხომ გვაქვს თვალწინ, ევროთასებზე ასეთი გამარჯვება მოიპოვაო. მინდა განმარტება მივცე ამ რეპლიკას და ვკითხო არჩილ არველაძეს - რა, ბათუმის "დინამო" ათ ან 12-გუნდიანი ჩემპიონატის პირობებში ვერ მოახერხებდა ევროსაგზურის მოპოვებას? ან ეს რა არგუმენტია 16-გუნდიანი ჩემპიონატის გასამართლებლად, როცა გეოგრაფია გაიზარდა და ხარისხი დაეცა.

არ შემიძლია, ერთ საკითხზეც არ გავამახვილო ყურადღება - გაისმა მილოცვები ქართული გუნდების მისამართით. გულწრფელად ვამბობ, მათმა წარმატებამ ძალიან გამახარა, თუმცა, ევროდუელი ორი მატჩისგან შედგება და წინასწარი ეიფორია არ არის საჭირო. ფეხბურთში პირველი ტაიმის მერე გამარჯვებას არავის ულოცავენ!

ვის არ გაუხარდება ქართული კლუბების წარმატება?! აგერ, ბათუმის "დინამომ" ზესტაფონში ითამაშა... მეამაყება, რომ ზესტაფონში შეიქმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ასეთი მაღალი რანგის მატჩები. საწყენია, რომ ბათუმს ასეთი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია.

თანაც, რაღაცნაირი აურა აქვს ამ სტადიონს, მოწინააღმდეგეს უჭირს. თუნდაც ჩვენი გუნდის საშინაო ევროთამაშები ავიღოთ - "დაჩიასა" და "დუკლასთან". "ზესტაფონის" ქომაგებიც ბოლომდე დაუდგნენ გვერდით "დინამოს"...

მივუბრუნდები კონკრეტულად "ზესტაფონის" საკითხს. როგორ შეიძლება, ეს გუნდი იყოს ჩემთვის სულერთი? ამ დროისთვის, "ზესტაფონს" არ აქვს არანაირი პრობლემა - არც ფინანსური და არც სხვა. მას აქვს პრობლემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან. კლუბმა არ ითამაშა გარიგებული თამაში, წინასწარ მატჩამდე ჩააყენა შექმნილი ვითარების შესახებ საქმის კურსში ფედერაცია და მიუხედავად ამისა, ამ ორგანომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება - მოხსნა კლუბი ჩემპიონატიდან და შეუჩერა მას წევრობა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა.

რა არის ამის მიზანი? - არჩევნების წინ არასასურველი ოპონენტის თავიდან მოცილება. დარწმუნებული ვარ, "ზესტაფონს" რომ ეს თამაში ეთამაშა, ფედერაცია გამოიყენებდა კლუბების მიერ ხელმოწერილ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ ქარტიას და შედეგი კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. როგორც შემდგომმა პროცესებმა გვიჩვენა, სფფ ფლობს სრულ ინფორმაციას გარიგებებში მონაწილე პიროვნებების შესახებ და როგორც ჩანს, მათ ხელს აფარებს. მეტიც, ფედერაციის ოფიციალური საიტი ინტერვიუებსაც კი აქვეყნებს მათთან.

ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით - როგორც კი წავა ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა, "ზესტაფონი" დაფინანსდება ძველებურად და იქნება ისეთი ანგარიშგასაწევი გუნდი, როგორიც იყო წლების განმავლობაში.

დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ ფეხბურთს არა მარტო "ზესტაფონი" დაუბრუნდება, არამედ ბევრი სხვა ინვესტორიც გამოჩნდება. შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული პიროვნებებიც, ვინც ასეთ მზაობას გამოთქვამენ. საქმე ისაა, რომ ესენი წასვლას არ აპირებენ.

არადა, უკვე მარაზმია, რაც ხდება. ახლა უკვე იმასაც ამბობენ, რომ ფიფას რეიტინგი თურმე ტყუილად დგება. თუ მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ რატომ დგება საერთოდ ეს რეიტინგები? რატომ ხდება ნაკრებების განთესვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების წილისყრისას ამ რეიტინგების მიხედვით. ხედავთ აქ ლოგიკას?

მითხარით, ნაკრების კაპიტანი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ტყუილად რომ გამოტოვებს, ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხომ ჰყავს სპორტული დირექტორი, ხომ არის სანაკრებო დეპარტამენტი?

რას აკეთებს საერთოდ ფედერაციაში ბატონი არჩილ არველაძე? ეს ხომ მისი პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხია... თუ მისი დანიშნულება მხოლოდ არჩევნებზე ძმისთვის ხმის მიცემაა? შეიძლება, ყველგან არველაძეები იყვნენ? ლუდის რეკლამაა - არველაძეები, რძის - არველაძეები, რაც კლიპი იქმნება და ისევ არველაძეები...

გულწრფელად მეშინია, ერთხელაც რომ გავაღო ჩემი სახლის კარი და იქაც ისინი დამხვდნენ...

- შეცდომა ხომ ყველას შეიძლება მოუვიდეს?..

- ეს არ არის უბრალო შეცდომა. ეს იმ დონის დანაშაულია, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია. ძალიან გამიკვირდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის რეაქცია. როგორ შეიძლება, ამას უბრალო შეცდომა დავარქვათ? მე თემურ ქეცბაიასაც ვაკრიტიკებდი, მაგრამ მჯერა: მის დროს ასეთი რამ რომ მომხდარიყო, უმკაცრესი რეაქცია ექნებოდა.

ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ ეს ისეთი მასშტაბის დანაშაულია, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს. მე მეტსაც გეტყვით: ასეთი ლაფსუსის შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე გადამდგარი იქნებოდა.

- თქვენ ტელეგადაცემაში შეაქეთ კახა ცხადაძე, საქართველოს ნაკრები...

- მე შევაქე შემართების გამო. შედეგი არის სავალალო - 0:4. გულწრფელად გეტყვით, არ მომეწონა "რეაქციაში" ცხადაძის ტონი, სათადარიგოთა სკამზე არ ვმჯდარვარო... ნაკრების სამი მარცხის შემდეგ მისი ასეთი ტონი, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. მისი განცხადებები და ნაკრების შედეგები ორი სხვადასხვა პოლუსია. მე არ მინდა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდეს იმ ანსამბლის წევრი, რომლის წევრებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ, საკუთარი თავის ქებისა და გამოღმა შედავების პრინციპებით ხელმძღვანელობენ...

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ისიც თქვა, ახალგაზრდა ფეხბურთელები დავაწინაუროთო. ისედაც ახალგაზრდა ფეხბურთელების ამარა არ ვართ დარჩენილები? თუნდაც, "დინამო" ავიღოთ - ერთი ან ორი ფეხბურთელი თუ არის 20 წელზე ზემოთ...

ახლა რეზო არველაძე ამბობს, კახა კალაძე თუ ჩაერევა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, ღიად ვიტყვიო. გაუგებარია, რა უნდა თქვას არველაძემ კალაძეზე? მე ვერ გავიგე, მარტო არველაძეებმა ითამაშეს ფეხბურთი, თუ როგორ არის ეს საქმე?! კალაძემ ნაკლები ფეხბურთი ითამაშა? დიახაც, ყველა უნდა ჩაერიოს, ვისაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია, რადგან დალპა, გაიხრწნა ქართული ფეხბურთი.

- კალაძის შესაძლო ჩარევაზე აქცენტი იმიტომ კეთდება, რომ ის სახელმწიფოს წარმომადგენელია...

- რა სინდისით, რა ნამუსით ლაპარაკობს საერთოდ ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაცია? სახელმწიფოს ფულს სთხოვენ და მერე ეუბნებიან, ახლოს არ გაგვეკაროთო. აბსოლუტურად ვეთანხმები დეპუტატ ლორთქიფანიძეს. უნდა ჩაერიოს ყველა, ვინც უკეთესობისკენ წაიყვანს საქმეს. არის თუ არა მათი ფედერაციის დამსახურება, ყველაფერს სათავისოდ ატრიალებენ და ქულებს იწერენ.

- მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ფიფა და უეფა სასტიკად კრძალავენ სახელმწიფოს ჩარევას ფეხბურთის ეროვნული ფედერაციების საშინაო საქმეებში. ამას ხომ შეიძლება მკაცრი სანქციები მოჰყვეს?

- ჩვენ, ყველა, ვუყურებთ რეალობას და ვაფასებთ მოვლენებს. როცა აღარ იყო მეტი გზა, როცა საჭირო გახდა იოზეფ ბლატერის წასვლა, იცით, თუ როგორი გზით მოიშორა ის მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ. ეს ხომ ფაქტია? იქნებ ბატონი არველაძე ამ პროცესის წინააღმდეგიცაა? იქნებ მან დააფიქსიროს ამ საკითხთან დაკავშირებით თავის აზრი...

- ამ დროისთვის წინასაარჩევნო მოზაიკა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობის სასარგებლოდ მეტყველებს...

- ეგენი ოპოზიციურ აზრს არ აჭაჭანებენ. რატომ აქვს ხმის უფლება შეჩერებული "ზესტაფონს"? ორი დღის წინათ მივიღეთ აბსურდული, სასაცილო და გაუგებარი წერილი სფფ-ის პრეზიდენტის ხელმოწერით, თანამშრომლების დავალიანება გაქვთო და ფედერაციის რიგებიდან გაგრიცხავთო.

მე მივმართე კლუბის გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს და იურისტს. მათ მითხრეს, რომ კლუბისთვის დაკისრებული არანაირი დავალიანება არ გვაქვს. 10 ივლისამდე უნდა გადაიხადოთ ეს დავალიანებაო!..

რამდენჯერმე მივწერეთ და ვთხოვეთ, განემარტათ, თუ ვის ჰქონდა კლუბის მიმართ ასეთი პრეტენზია? ხომ უნდა მითხრან, ერთი კაცის დავალიანება მაქვს თუ ოცის, ხომ უნდა განმიმარტონ? "ზესტაფონი" ეწირება დღეს ამ უსამართლობას. ფეხბურთის ფედერაციამ მოიწვია აღმასკომი. იმ აღმასკომს დაესწრო ფეხბურთელების ინტერესების დამცველი - ვინმე აბაშიძე. მგონი, დღეს მინისტრის მოადგილეა. მას იქ მოუყოლია ამბავი, რომ "ზესტაფონს" აქვს ფეხბურთელების დავალიანება. ადგნენ და ასე შეგვიჩერეს სტატუსი. "ზესტაფონის" პრეცედენტი მხოლოდ პირობითია ამ შემთხვევაში. ხვალ რომ იგივე სხვა კლუბს გაუკეთონ, თუნდაც თბილისის "დინამოს", ვინ არის პატრონი? პარადოქსული ვითარებაა, ტრაგიკომიკური!..

- რას გულისხმობთ?

- დატოვეს მარტო ის ხალხი, ვინც მორჩილად სწევს მანდატს. არც მალავენ, რომ ხმათა უმრავლესობა მათ ხელშია... გუშინ გავიგე, ფეხბურთის ფედერაცია თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს დახმარებია. თავისთავად, კარგი ჟესტია, მაგრამ სახელმწიფოს გამოართვეს ფული, მერე ის ფული გადარიცხეს და ახლა ისევ სახელმწიფოს სთხოვენ, ფული მოგვეცითო...

რატომ არავის უჩნდება კითხვა, ვისი ფულითა და ბილეთებით ესწრება არველაძეების დიდი გარემოცვა ევროპული ტურნირების ფინალებს, რასაც მეც და ბევრი სხვა ადამიანიც პირადად ბევრჯერ ვართ შესწრებული?

ფედერაციის ჩინოსნები უკვე ყველაფერის კადრულობენ, რომ ოპონენტებისგან მტრის ხატი შექმნან - ჩვენი კლუბის წარმომადგენელმა დარეკა ფედერაციაში და დაინტერესდა, ბილეთების რა რაოდენობა იყო გამოყოფილი კლუბებისთვის, რაზეც მიიღეს გამაოგნებელი პასუხი - კახა კალაძემ 500 ბილეთი წაიღო და ვეღარ მოგცემთ ბილეთებსო. წარმოიდგინეთ, თუ რა ხერხებს ხმარობს ეს ხალხი, როგორ არ ერიდებიან მოსცხონ ჩირქი თავიანთსავე ყოფილ კოლეგას, რომელსაც ამ დონის ფეხბურთი აქვს ნათამაშები.

- ისევ "ზესტაფონს" დავუბრუნდეთ. საქმეს ისეთი პირი უჩანს, მომავალი სეზონის გაცდენა მოგიწევთ...

- ერთადერთი პრობლემა არის ის, რაზეც უკვე გითხარით. კიდევ ერთია - არათანაბარი დაფინანსება. არადა, არის ქალაქში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, არის სტადიონი... აქ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმაც ითამაშა და თურქეთის უძლიერესი გუნდი გაანადგურა.

კლაუს ტოპმიოლერმა მითხრა ერთხელ - ისეთი ატმოსფეროა, ძალიან მინდა, საქართველოს ნაკრებმა ერთხელ მაინც ითამაშოს ზესტაფონშიო...

გულშემატკივარი ეროვნული გუნდის წაგებას ისე შევაჩვიეთ, შედეგი უინტერესო გახდა. დღეს სტადიონზე შვაინშტაიგერის ბუცებზე საამბოროდ, ლევანდოვსკის და ნოიერის ცოცხლად სანახავად დადიან, ამ დროს კი ეროვნული ნაკრების შედეგი აღარავის აინტერესებს. ადრე ასე არ იყო. თბილისში კიგანიც ჩამოსულა, ჰრუბეშიც, ფაკეტიც, კალტციც, მაგრამ თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ თამაშისას ჩვენ მათ "მტრებად" აღვიქვამდით... დღეს კი ისე გაიხრწნა ფეხბურთი, რომ ახალგაზრდა თაობა ჩვენი მეტოქეების გულშემატკივრებად გავზარდეთ...

მოლდოვასთან პირველი ოფიციალური მატჩი რომ წავაგეთ, იმათი ფედერაციის პრეზიდენტმა მითხრა - ასეთი რამ არ მინახავს, 80 ათასი მამაკაცი ტიროდა წაგების გამო, ასეთი რამ ჩვენთან არც დაესიზმრებათო! ჩვენ ბილეთების შესაძენად რიგებში ღამეებს ვათენებდით და ფეხბურთის გამო ვტიროდით...

და მე გულშემტკივართა ამ თაობის წარმომადგენელი გახლავართ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

hiugo555
თქვენ მოკალით ქართული ფეხბურთი-----.19 წ მსოფდლიო დონის ფეხბურთელები გვყავს შემდეგ....ამ გარეწრების გამო ვკარგავთ თაობებს.მარტო მთავრობა კი არა ,უნდა ჩაერიოს სპეციალისტები,გამოჩენილი პატიოსანი ფეხბურთელები, მათი ჩართულობით უნდა აღიკვეთოს ყველა უსინდისობა რაც ამ სფეროში ხდება.ეს გარეწარი მაფიოზები უნდა განიდევნონ იქიდან.ქართველი ხალხი აგონიაშია -ის ამას ვერ გააკეთებს.მაგრამ ჩვენ გვყავს ღირსეული ახალგაზრდობა რომელიც სათანადო პასუხს გსცემს,მედროვე სულ-ხორც გაყიდულ ვიგინდარებს.....
gio
კოკაია მართალია
lora
ქეცბაიას გადაკიდეს ჟურნალისტები ,სპეციალურად, იმიტომ რომ მან იცოდა, რაც ხდებოდა იქ, ტემური ალალ მარტალია კაცია.
David
არველაძეებმა კარგის მეტი რა გაუკეთეს ქართულ ფეხბურთს? რა მაფიოზობას აბრალებთ? თუ რამეში ბრალს დებს, ფაქტებით და არგუმენტებით იკლაპარაკეთ. და კიდევ: დინამოელი ოვონა იქათა კუთხეში რომ გადახტა და ზესტაფონელმა ონიანმა აქეთა კუთხეში რომ გაიტანა, ეს რატომ არ ახსოვს კოკაიას? იქნებ ამ მომენტის ვიდეო დავდოთ და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, თუ ვინ მონაწილეობს გარიგებულ თამაშებში
qutaiseli
სახელმწიფო ყველა ქვეყანაში ერევა ფეხბურთის საქმეში დასაერთოდ პოლიტიკა უკვე დიდიხანია ჩართულია ზოგადად ფეხბურთის მართვაში მსოფლიოში და არც საქართველო იქნება გამონაკლისი უნდა ეს ვინმეს თუარა თუ ფულს გაძლევს სახელმწიფო ის ჩაერევა კიდეც და გააკონტროლებს კიდეცამ ფულის ნაკადს ასე რო ამ თემაზე კამათს აზრი არააქ რადგან ყველაფერი ისედაც ნათელია.ფეხბურთის ფედერაციების დამოუკიდებლობა ზღაპარი და მითია რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არააქვს.
Dato
bagrat margveli მე კი წავიკითხე,შენ თუ გაიგე რა ვთქვი?!...კოკაიას გადასაწყვეტი არაა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ვინ უნდა ჩაერიოს!...მაგ ჩარევებმა და მაიმუნობამ მიიყვანა აქამდე ქართული ფეხბურთი...კალაძე ჩაერევა,სააკაშვილი თუ სიკინჭილაშვილი მაგით რამე იცვლება?!...კალაძემ მიხედოს ენერგეტიკას...თუ ფეხბურში უნდა ყოფნა მაშინ წამოვიდეს და თავად იყაროს კენჭი...ენერგეტიკის მინისტრი კალაძე კი არა მარადონა ან პელე რომ იყოს მაინც არაფერი ესაქმება ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში...
დავითი ))
კაი ტიპები არიან მაგრამ მომაბეზრეს თავიი...3 ფეხ.ფედერაციის პრეზიდენტი იყო ცუდი და ფულის მჭამელი დაა ეს არველაძე სულლ სუფთა...სანამ ეგენი არ გაასხავენ ფეხბურთიდან არგვეშველება მგონი......ეს რეზი ვაბშე ს.ი.....რრრრია
bagrat margveli
თამაშის გარიგება რომ ჯუღელს უნდოდა, ეგ რეზიკომ იცოდა 2 დღით ადრე, მაგრამ ხელიც არ გაუნძრევია
bagrat margveli
Dato-ს მერე და კალაძეს ცოტა მეტ დონეზე ხომ არა აქვს ნათამაშევი ვიდრე ყველა არველაძეს ერთად აღებულს? თორე კოკაიას, ფეხბურთი ვითამაშე სადმეო, არც არსად უთქვია, თუ წაიკითხე წასაკითხი
Dato
კოკაია...როგორ არ უთამაშიათ,ძალიან ბევრს,მაგრამ შოთას დონეზე ძალიან ცოტას...ეგ კი ვიცი რომ შენ ნაღდად არ გითამაშია...თორემ ეგეთ რამეს ალბათ არ იტყოდი...თუ იცოდი რომ თამაში ჩაშვებული იქნებოდა,მაშინ მაგის პრევენცია თავისუფლად შეიძლებოდა,მაგრამ შენი მიზანი იყო სულ სხვა...
საზამთრო
ქართული მუტფილმი გამახსენდა: "იქაც მე ვარ აქაც მე ვარ" -ტრალალა-ტრალალა-ლააოო (მულტ.: საზამთრო) - ხო კიდევ ერთი რუსული მულფილმი გამახსენდა: მგელი ზის მოყინულ წყალში რუსეთის ზამათრის პირობებში თევზს იჭერს და თან მღერის: რაც მეტს ვიჯდები, მით მეტს დავიჭერ, რაც მეტს დავიჭერ, მიტ მეტი მექნება, რაც მეტი მექნება და მერე ყველას მოვუგებო. მგონი მულტფილმს ქვია: მგელი და მელია (რუსული სახალხო ზღაპრის მიხედვით).
gogi
gogi იგივე მერაბი-ს. ფედერაციის თანამშრომელი არა კვახი არ გინდა თათრული? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვარაუდების გულისთვის გუნდი არ უნდა ცაეგდო ასეთ დღეში. გასულიყვნენ სატამაშოდ და უკეთესი იქნებოდა საქმისათვის. კარგი იქნებოდა ფედერაციის თანამშრომელი ვყოფილიყავი, მაგრამ სადაა ამასე>> მოლანდებებს თუ შეეშვებით კარგი იქნება. მსჯელობა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ
irakli apkhaidze
ნუ კოკაიაც არაა მამა აბრამის ბატკანი, სჯობდა გუნდს ეთამაშა და გარიგებული თამაში იყო თუ არა ამას დრო გამოაჩენდა და გამოძიება ერთად, მარა როგორ ითამაშებდა, ფეხბურთელები ყოველ ტურში ხან ვისი, ხან ვისი ხათრით გადიოდნენ მოედანზე და მათაც ამოუვიდათ ყელში. სერია ა-ში 20 წლის წინ ჩაწყობილ თამაშებს ახლა ხსნიან, ამას დრო უნდა ბუნებრივია, მარა ფედერაციის რეაგირებაც არ იყო სწორი. შეეძლოთ თამაშის გადადება საფუძვლიანად, იმის მიუხედავად ეს კოკაიას პროვოკაცია იყო თუ ხავსზე მოჭიდება
gogi იგივე მერაბი
იურიდიულად სრული აბსურდია რასაც ამბობთ. ხალხის კომენტარს მაინც გადახედეთ და გამოდით მაგ შენობიდან, თორე შენობაც ხრწნას იწყებს უკვე. ალბათ ე.წ "სფფ"-ს თანამშრომელი ხარ, თორე სხვა მასეთ კომენტარს არავინ აკეთებს
gogi
მერაბი-ს-ს. ბოდიალს ზუსტადაც რომ შენი კომენტარი გავს. აბსოლიტურად ვეთანხმები მერაბს ამ კონკრეტულ საკითხზე.
aleko
ვეტანხმები კოკაიას უნდა შეიცვალოს ფეხბურთის ფედერაცია და მოშორდნენ აქედან ფეხბურთის დამაქცევლები
aleqsandra
აბსოლიტურად მართალია კოკაია, არველაძეების კლანისგან უნდა განთავისუფლდეს დღეს ოკუპირებული ქართული ფეხბურთი. ეს სრული სიმართლეა!!!!
მერაბი-ს
რას ბოდიალობ? სიჭინავა ხარ თუ რის საფუძველზე იძლევი გარანტიას, რომ გუნდ გარიგებული თამაში ეთამაშა და ყველაფერი კარგად იქნებოდა?
გია
ფულზე გაყიდული ზოგიერთი ვეტერანიც უნდა მიყვეს სიჭინავას.მაგალითად ხურცილავა და ჩივაძე.ქართული ფეხბურთი წლებია კვდება და ხმას არ იღებენ.პირიქით ყველაფერი კარგადააო რო კითხოთ.გახსოვთ მაგათი კრიტიკუკი გამოსვლები?ეხლა თბილად ზიან იქ ხა ჩუმად არიან..
მერაბი
ვერ დავეთანხმები კოკაიას,კლუბმა არ ითამაშა "გარიგებული თამაშიო" და ამიტომ არ გავიყვანე გუნდი სათამაშოთო/დებულების თანახმად ასეთ შემთხვევაში კლუბი იხსნება გათამაშებიდან,რაც მოხდა კიდეც/. დაუშვათ შესთავაზეს გარიგება,ნუ გაურიგდებოდა,გასულიყო მოედანზე სათამაშოდ და მოეგო/რისი იმედიც არ ჰქონდა/.თამაშის შემდეგ მტკიცებულებებით გამოეაშკარავებინა გარიგება და თუ ამას ვერ შეძლებდა გუნდი არ მოიხსნებოდა გათამაშებიდან და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი.მან შეგნებულად გააკეთა ყველაფერი,ისე რომ "ზესტა" მოხსნილიყო გათამაშებიდან.თვეების მანძილზე ფეხბურთელებს არ აძლევდა ხელფასს,რის გამოც ისინი აღარ ვარჯიშობდნენ და მოხდა ის,რაც მოხდა.
gio
არველაძეობა ჭირს ქართულ ფეღბურთს ნეტა რა ფეღბურთი ითამაშეს არველაძეებმა ესეთი რო გვამადლიან. ვინც იტამაშა ფეღბურთი ის ტურქეთშია. ,,ოჩერედი' ვაბშე ტყუილად ზის მანდ არველაძეები წყვეტავენ ყველაფერს შეჭამეს ფეღბურთი
Paata
სანამ გვიან არ არის უნდა დაიწყოსსაზოგადოების მოძრაობა,რომ არველაძე სიჭინავამ და მათმა მაფიოზურმა კლანმა კვლავ არ მოახერხონ ქართული ფეხბურთის მართვის ხელში აღება.გულშემატკივრის უფრო მეტი ჩართულობაა აუცილებელი რომ ეს დამაქცევარები მოშორდნენ ქართულ ფეხბურთს.
1
თუ თავისით არ მიდიან, ფიდას ჩინოვნიკებივით დაიჭირონ. მიზეზი არ მოიძებნება თუ რა. ძალიან დიდი ფული რომ არ კეთდებოდეს,კაცი იქ არ გაჩერდება ამდენი უარყოფითი დამოკიდებულების და არაპროფესიონალიზმის გამოვლენის შემდეგ.
რამო ბათუმი
სრულიად ვეთანხმები კოკაის, ფედერაციას უნდა ჩამოშორდეს სიჭინავა და რეზი!! შოთის მიმართ დიდი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად რეზიმ არ უნდა გაიმარჯვოს!!! კობიაშვილი უნდა მოვიდეს ფედერაციაში თავისი გუნდით!!
gogi
არველაძეებმა ჯიბეში ჩაიდეს და ოკუპაცია გაუკეთეს ქართულ ფეხბურთს,იმედია ისევ მაგათ არ აირჩევენ...ჩოგბურთიც იგივე დღეშია ლეილა მესხის მაგალითზე.. რაღაცა პატარას მიაღწევენ და ყველაფერი მაგათია,სხვა არ არსებობს.
zaxara
მე არ ვარ კოკაიას ფანი, მაგრამ აქ სიმართლე წერია და ეს სიმართლე უნდა აღიაროს ყველამ გარდა იმ ხალხისა, ვინც ფედწერაციის ხელფასს იღებს ან მისი ჟურნალისტია ან რამე ვალდებულება აქვს მასთან
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
რაგბი ევროპა 2020: "ბორჯღალოსნების" საშინაო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
ტორპედო-ორდაბასი: რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
საქართველო-დანიის მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებშიც დაიწყო!
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
დინამო-გაბალას მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო
"საბურთალო"-"შერიფი" - რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...