თბილისის ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე დაწყებული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში 18 ივლისს, "თბილისი მოლში" დასრულდა
თბილისის ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე დაწყებული საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში 18 ივლისს, "თბილისი მოლში" დასრულდა.

18 დღის განმავლობაში მიმდინარე ტურნირის დასკვნითი აკორდი ფინალური მატჩი იყო, რომელმაც საქართველოს ჩემპიონი გამოავლინა.

ფინალური ტურნირისთვის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული ტურების შედეგად შეირჩა. 1-2 ივლისს სეუ-ს გუმბათოვან სახურავზე გამართული თბილისის ტურის საუკეთესო 8 გუნდმა ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა.

რეგიონებში გამართული შესარჩევი ტურებიდან კი მხოლოდ თითო საუკეთესო გუნდმა მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება. თბილისიდან და რეგიონების ტურებიდან 15 საუკეთესო გუნდი შეგროვდა, ხოლო "უაილდ ქარდით", ე.წ. "ველური ბარათით" იასპარეზა ფინალურ ეტაპზე გუნდმა "ბენჩმა", რომელიც 3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებია და რამდენიმე დღეში იტალიაში, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მიემგზავრება.

კოტე ბიწაძემ, ტატო ზუზაძემ, მიხეილ ჯაჯვანმა და ვასო კუტალაძემ შესარჩევ ტურებში თამაშით დიდი გამოცდილება მიიღეს და ფინალურ ტურნირშიც საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზეს.

"თბილისი მოლში" გამართულ ფინალურ ტურნირში მთლიანობაში 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 4-გუნდიანი 4 ჯგუფიდან მერვედფინალში 8 საუკეთესო გუნდი გავიდა. როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ისე პლეი ოფში ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩები გაიმართა.

მეოთხედფინალში გავიდნენ გუნდები "ხაშხაშა", "13", "სოხუმი", "მუხბე", "კომბლე", "ტოიოტა", "ბასკო" და "AND 1". საინტერესო ორთაბრძოლების შედეგად ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: 13 - სოხუმი, ტოიოტა - ბასკო.

"სოხუმმა" შემადგენლობით - კოტე ტუღუში, ვახტანგ ქადარია, ბექა გოლეთიანი, ბუბა ბერიშვილი - დამაჯერებლად, 21:14 მოუგო გუნდ "13"-ს, ხოლო "ბასკომ" (ლაშა კეშელავა, ირაკლი მიქელაძე, ვანო მაისურაძე, ავთანდილ ელიაშვილი) 18:16 დაამარცხა "ტოიოტა".

ფინალური ორთაბრძოლა საინტერესოდ წარიმართა. "სოხუმმა" თავიდანვე ლიდერობა მოიპოვა, "ბასკო" კი ცდილობდა ჩამორჩენის აღმოფხვრას. ბათუმელებმა ეს მოახერხეს კიდეც (13:13), თუმცა სოხუმელებმა ბოლო წუთები შედეგიანად ჩაატარეს და გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდნენ - 22:17.

"თბილისი მოლში" გამართული ფინალური ტურნირის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ევროპის საჩემპიონო თასი, რომელიც თბილისში 2 დღით ჩამოვიდა და ცხადია, "თბილისი მოლსაც" ესტუმრა. კონტინენტის საჩემპიონო თასი ფინალური ტურნირის გახსნის ცერემონიალზე ევრობასკეტის თილისმა ფრენკიმ გამოიტანა. თასს მოჰყვნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიც.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ევრობასკეტის თასის თბილისში ჩამოსვლა და 3X3 კალათბურთის საქართველოს ჩემპიონატის წარმატებით ჩატარება მიულოცა, ქართულ კალათბურთს მხარდაჭერა აღუთქვა და წინსვლა უსურვა.

მინისტრთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი და სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.

როგორც ყველა მნიშვნელოვანმა საკალათბურთო ღონისძიებამ, "თბილისი მოლში" გამართულმა ტურნირმაც არ ჩაიარა სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსების გარეშე. სნაიპერთა ბრძოლაში მეოთხედფინალში გასული გუნდების თითო წარმომადგენელი და შარშანდელი ჩემპიონატის 3-ქულიანების გამარჯვებული მონაწილეობდნენ, ფინალში საუკეთესო შედეგით აკაკი ლომოური და ლაშა კეშელავა გავიდნენ. გამარჯვება ბათუმელმა კალათბურთელმა მოიპოვა, რომელმაც აქტიურ კალათბურთს თავი დაანება, თუმცა მიზანი მაინც ძველებურად უჭრის.

ჩატენვების კონკურსში კი ჟიურის წევრებმა - კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა, საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ალეკო პეტრიაშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი ზაბახიძემ გამარჯვება ქუთაისელ დავით მაჭარაძეს მიანიჭეს.

მაჭარაძემ ფინალში მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა, როცა ტანმაღალ მიხეილ ჯაჯვანს გადაახტა და ისე ჩატენა. გრიგოლ შვანგირაძემ ქუთაისელის ეფექტურ გდებას უმჯობესი ვერაფერი დაუპირისპირა.

ფინალის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მეორე ადგილზე გასული ბათუმის "ბასკო" კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 განყოფილების უფროსმა გიგა გურგენიძემ მედლებით და სიგელებით დააჯილდოვა. ჩემპიონი "სოხუმის" წევრებს სიგელები და მედლები საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა გადასცა.

სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული ლაშა კეშელავა სპეციალური პრიზით და სიგელით სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა. კეშელავას გადაეცა სასტუმროების ქსელი "კრისტალისგან" დაწესებული კურორტ ბაკურიანის 3-დღიანი საგზური.

წლევანდელ ფინალზე პირველად იყო დაწესებული სიმბოლური პრიზი მსაჯებისთვის მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის. ორიგინალური მედლებით ზაზა მაჩალაძე და მიხეილ ვართანოვი გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა.

ჩატენვების კონკურსის მომგებმა დავით მაჭარაძემ პრიზი და სიგელი დამსახურებული კალათბურთელის და კლუბ "ქუთაისის" მწვრთნელ მედეა მხეიძისგან ჩაიბარა. მაჭარაძეს სასტუმროების ქსელ "კრისტალისგან" ბაკურიანის 3-დღიანი საგზური ერგო.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჩემპიონი "სოხუმის" წევრი კოტე ტუღუში, რომელიც პრიზითა და სიგელით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა.

ტურნირის MVP-ს გადაეცა ასევე სასაჩუქრე ვაუჩერი ფინალის ოფიციალური მასპინძელი "თბილისი მოლისგან", პრიზი გამარჯვებულს "თბილისი მოლის" წარმომადგენელმა მარიამ ფილფანმა გადასცა. ტუღუშმა დაიმსახურა ასევე აზარტული თამაშების კომპანია "ევროპა ბეთისგან" დაწესებული ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით.

საჩემპიონო თასი "სოხუმის" კაპიტან ბექა გოლეთიანს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცა, რის შემდეგაც სოხუმელებმა მიიღეს ტურნირის პარტნიორი ტურისტული კომპანია "თრეველინის" მიერ დაწესებული საგზური რუმინეთში, სადაც 15-16 აგვისტოს ევროპის ერთ-ერთი საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

ბუქარესტში გამგზავრების ვაუჩერი გამარჯვებულებს კომპანია თრეველინის წარმომადგენელმა თორნიკე მდივნიშვილმა გადასცა, რის შემდეგაც ტურნირი ფოიერვერკის თანხლებით დასრულდა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი):

"3X3 კალათბურთი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და საქართველოს ჩემპიონატის ფინალიც ამის დადასტურებაა. ასეთი ტურნირები ხელს უწყობს როგორც პროფესიული, ისე სამოყვარულო კალათბურთის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 3X3 კალათბურთი შესაძლოა გახდეს ოლიმპიური სახეობა და ჩვენს კალათბურთელებს მომავალში მიეცემათ შანსი, იასპარეზონ ოლიმპიადებზე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დიდ საკალათბურთო ოჯახს ყოველთვის გვერდით უდგას, გვაქვს კალათბურთის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ, რაც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო პოპულარულს გახდის საქართველოში სპორტის ამ სახეობას. რაც შეეხება თასის ჩამობრძანებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენა საკალათბურთო სამყაროსთვის, იმედია, თანმიმდევრული მუშაობა მოგვცემს შანსს, მომავალში ამ თასმა საქართველოში დაიდოს ბინა".

გიორგი ქართველიშვილი (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი):

"როგორც მოგეხსენებათ, 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში და იქ გამარჯვებულმა გუნდებმა ფინალზე ერთად მოიყარეს თავი. ამავდროულად, ფინალის დღეს ჩვენ ოფიციალურად წარვადგინეთ ევრობასკეტის თასი, ამ ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და ზოგადად, ამ დღეს ყველა თაობის კალათბურთელმა ერთად მოიყარა თავი და გაიზიარა ის სიხარული, რასაც საკალათბურთო ზეიმი ჰქვია.

ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ვიასპარეზებთ და ისეთ შედეგს ვაჩვენებთ, რაც აქამდე არ ჰქონია ქართულ კალათბურთს. ძალიან სასიამოვნო იყო მინისტრის თანადგომაც, რომელმაც მხარდაჭერა და ხელის შეწყობა კიდევ ერთხელ აღვითქვა. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი და სასიამოვნო დღე გამოვიდა".

მანუჩარ მარკოიშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი):

"პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის აქ მოსვლა ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან ბევრი ძველი თანაგუნდელი და მეგობარი ვნახე, გამიხარდა მათი ნახვა და ძნელი იყო იმის გადაწყვეტა, ვისთვის მეგულშემატკივრა. ტურნირი ძალიან კარგად ორგანიზებულია და, ზოგადად, წამოწყება, რომ 3X3 კალათბურთი ყველამ ითამაშოს, მნიშვნელოვანი და აუცილებელია კალათბურთის პოპულარიზაციისთვის და განვითარებისთვის.

ევრობასკეტის თასს რაც შეეხება, დღეს ოცნება ჩვენთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მისი ასე უბრალოდ აღება არ არის იმდენად სასიამოვნო, მთავარია, ის მოიგო. ურთულესი ტურნირი გველის და სანამ თასზე ვიოცნებებთ, ჯერ ჯგუფური ეტაპი უნდა გავიაროთ. დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, ადრეა შანსებზე საუბარი, ნაკრები სულ ერთი კვირაა, რაც შევიკრიბეთ და მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას გავდივართ. ამიტომ არაა საჭირო სიჩქარე და ნაადრევად იმის აღნიშნვა, რას შეგვიძლია მივაღწიოთ. მთავარია, რომ ის, რაც ასე ძალიან გვსურს, სექტემბერში შევძლოთ.

ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი):

"ძალიან მომწონს ეს ტურნირი და, ზოგადად, 3X3 კალათბურთი. დღეს ბევრი ცნობილი კალათბურთელი და ნაცნობი სახე ვნახე, მათ გარდა, ბევრი მოყვარული თამაშობს და ეს ძალიან მაგარია, ყველას ეძლევა შესაძლებლობა, რომ კალათბურთი ითამაშოს.

რაც შეგვეხება ჩვენ, ჯერჯერობით ფიზიკურ მომზადებას გავდივართ. 23 ივლისს სლოვენიაში გავემგზავრებით, სადაც ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და ჯეიკობ პულენი შემოგვიერთდებიან და უკვე მთავარ მწვრთნელთან, იგორ კოკოშკოვთან ერთად სრული დატვირთვით გავაგრძელებთ მუშაობას.

ევრობასკეტის თასის ჩამოსვლა თბილისში კი ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო მოვლენაა, თასი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებში მოგზაურობს და მისი თბილისში ჩამოტანა გულშემატკივრისთვისაც და ჩვენთვისაც, მოთამაშეებისთვის დიდი სტიმულის მომცემია".

კოტე ტუღუში (გამარჯვებული, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე):

"ტურნირი და ფინალი შედგა, ჩემი და ჩვენი გუნდის პირველი მიზანი ის იყო, რომ ამ დღისგან და კალათბურთის თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნება მიგვეღო და ეს ნამდვილად გამოვიდა, ამავდროულად, მოვახერხეთ და ჩემპიონებიც გავხდით და ეს ორმაგად სასიამოვნოა.

დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქეს. ძალიან დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატი გამოვიდა და მაყურებელმა ძალიან კარგი სანახაობა იხილა".

წყარო: superleague.ge

[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი - სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
უპრეცედენტო ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
მომავალი სეზონიდან სუპერლიგაში გუნდების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
კალათბურთი უპრეცედენტო სიმაღლეზე - თამაში სეუ-ს სახურავზე [VIDEO]
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ბურჯანაძის 9 ქულა, 7 მოხსნა და "ლეიმა კორუნას" საშინაო მარცხი "მანრესასთან"
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
ბექა ბურჯანაძის ლიდერობით "ლეიმა კორუნამ" "ბარსელონა" დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
ბურჯანაძისა და შერმადინის გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში საჭირო მოგებები გაიფორმეს
გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიული კომისიის პრეზიდენტი გახდა
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
ბურჯანაძის "ლეიმა კორუნა" კონკურენტ "ბრეოგანთან" სტუმრად ბრძოლაში დამარცხდა
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ბურჯანაძის 6 ქულა და 7 მოხსნა მადრიდის "რეალთან"