ასეთ შემთხვევაში, გვექნება საფუძველი, ამ რთულ, მაგრამ უგრანდო ჯგუფში გარკვეულ წარმატებაზე ვიფიქროთ
ახლა, როცა უკვე გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, უპრიანი იქნება განვსაჯოთ, რა რესურსი აქვს ქვეყნის მთავარ გუნდს და შეუძლია თუ არა, ამ ფეხბურთელებით იბრძოლოს ჯგუფში მაღალი მიზნებისთვის, თუნდაც მესამე ადგილისთვის, რომელიც მისი პროგრამა-მინიმუმი უნდა იყოს.

მივყვეთ ამპლუების მიხედვით, თუმცა იმთავითვე ვიტყვით - თუ საქართველოს ნაკრებში იქნება ჯანსაღი ატმოსფერო, ერთიანობა და ფეხბურთელები ბოლომდე დადებენ თავს, საქართველოს შეუძლია სამეულში მოხვედრა...

მუნდიალი 2018-ის წილისყრა: არ არის გრანდი, არის იმედი...

2018 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

მეკარეები

შევთანხმდეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ამ პოზიციაზე ყველაზე ნაკლებად უჭირს. გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე და მიხეილ ალავიძე ის მეკარეები არიან, რომლებიც ამ სათამაშო რგოლში შფოთის მიზეზს არ გვაძლევენ.

აქ არის გამოკვეთილი პირველი ნომერი (ლორია) და სამი საიმედო გოლკიპერი.

ერთ დროს, მეკარის პოზიცია საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა იყო, ახლა კი ასე აღარ არის.

მცველები

ბოლო მატჩებმაც გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრების დაცვაში პრობლემებია. მეტადრე, ეს გამოჩნდა მაშინ, როცა უარი ვთქვით "ქართულ კატენაჩოზე" და ვცდილობთ შემტევ სტილზე გადაწყობას.

გურამ კაშია, ალეკო ამისულაშვილი, ლაშა დვალი, საბა კვირკველია, გიორგი რეხვიაშვილი - დღესდღეობით, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ეს ფეხბურთელები უნდა მოვიაზროთ. ვერ ვიტყვით, რომ კონტინგენტი უნაკლოა, თუმცა ძიება უნდა გაგრძელდეს. ისიც სათქმელია, რომ ამ სათამაშო რგოლში არიან პერსპექტიული ბიჭებიც, თუნდაც, იგივე კვირკველია და დვალი. წესით, ერთ წელიწადში ისინი სხვა დონეზე უნდა გავიდნენ.

აქვეა თედო გრიგალაშვილიც - თუ მისი პროგრესი სასურველი ტემპით წარიმართა "ტერეკში", ის აუცილებლად განაცხადებს პრეტენზიას საქართველოს ნაკრებში თამაშზე, მით უმეტეს, თავისი პოტენციალით ამას ნამდვილად იმსახურებს.

...და მივადექით საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე პრობლემატურ, მარჯვენა მცველის პოზიციას. უჩა ლობჟანიძის ამბავი გასაგებია. ის დღეს პირველი ნომერია, თამაშობს ნორმალურ გუნდში (კვიპროსული "ომონია") და აქვს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა. კახა ალადაშვილსაც ყველა ვიცნობთ. წესით, შეტევის უზომოდ მოყვარული ეს მარჯვენა მცველი კარგად უნდა ჩაჯდეს კახა ცხადაძის სათამაშო მონახაზში.

მოკლედ, ეს პოზიცია როგორმე უნდა შევავსოთ. რესურსი მწირია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ერთ წელიწადში ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მაგალითად, საამისო პერსპექტივა აქვს თბილისის "დინამოში" მოთამაშე ოთარ კაკაბაძეს.

მარცხენა ფლანგიც ვერაა მთლად საიმედოდ დაკომპლექტებული, თუმცა ისე არ გვიჭირს, როგორც მარჯვნივ. გიორგი ნავალოვსკი ძალიან კარგად მოუხდა ეროვნულ გუნდს და გვეამაყება, რომ ამაში ქართული მედიის მცირე წვლილიცაა, თუმცა ალტერნატივა ყველას სჭირდება და, მათ შორის, ნავალოვსკისაც.

საჭიროების შემთხვევაში, მარცხენა მცველად თამაში შეუძლია გიორგი ფოფხაძესაც, ვინც სანაკრებო ატმოსფეროს კარგად იცნობს და იმედია, ერთი წლის მერე უფრო მაღალი დონის გუნდში ითამაშებს, ვიდრე ალბანური "ფლამურტარია".

ნახევარმცველები

იდეაში, საქართველოს ნაკრების ყველაზე ძლიერი სათამაშო რგოლი ნახევარდაცვაა. ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, ჯაბა კანკავა, ლევან ყენია, სანდრო კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი... ვფიქრობთ, უკვე მათე ცინცაძეც - სავსებით საკმარისი რესურსია საშუალო-ევროპულ დონესთან მიახლოებული გუნდის ჩამოსაყალიბებლად.

ნებისმიერი გუნდის თამაშში ნახევარდაცვა უდიდეს როლს თამაშობს და გამონაკლისი ვერც საქართველოს უპირველესი გუნდი იქნება. სწორედ ნახევარდაცვამ უნდა წარმართოს თამაში, შექმნას საგოლე მომენტები...

ნახევარდაცვაშივე უნდა გამოჩნდეს ლიდერი. არიან ცივსისხლიანი ნაკრებები, ლიდერები რომ არაფერში სჭირდებათ. საქართველოს ნაკრებს კი ძალიან სჭირდება ასეთი ფეხბურთელი - გადამწყვეტ სიტუაციებში თამაშს რომ გარდატეხს.

ვინ უნდა იყოს ასეთი მოთამაშე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში? ყველაფერს რომ ვაჯამებ და ვწონი, ასეთ აზრამდე მივდივარ - ყაზაიშვილი! ყაზაიშვილი უმატებს და უმატებს. ის სხვა ფეხბურთელი იქნება ერთ წელიწადში და იქნებ, "ვიტესზე" გაცილებით უკეთესი გუნდის ფორმაც მოირგოს.

ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებში ყველაზე გაწონასწორებულ ფეხბურთს თამაშობს და, რაც შორიდან ჩანს, ხასიათიც ნაღდი ფეხბურთელისა აქვს...

საერთოდ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველებს რომ გადახედავ კაცი, მიხვდები - თუ რამე მიგვიყვანს წარმატებამდე, ისევ შეტევა, რადგან ჩვენი შუახაზელებიდან ბევრი ვერ არის იმხელა ფიზიკური ძალის, რომ უფრო მეტი ჩაშალოს, ვიდრე შექმნას.

თავდასხმა

ლევან მჭედლიძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ჭანტურია, მათე ვაწაძე  და დანარჩენები - ქართველ თავდამსხმელებზე მე ასე დავწერდი. დიახ, პაპუნაშვილი. ის ახლახან გადავიდა "ვერდერში" და თუ საქმეს სწორად მიუდგა, გვარიანი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.

ერთ წელიწადში პაპუნაშვილი უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე დღესაა და უნდა იყოს საქართველოს ნაკრების ძირითადში. ჩემთვის ის თავდამსხმელია - უკანდახეული და ფართო ფრონტით მოქმედი.

მჭედლიძეზე კი რა უნდა ვთქვათ - პაპუნაშვილთან ერთად ერთადერთი ქართველია, ევროპის ტოპლიგაში რომ თამაშობს ამ დროისთვის და ამით ყველაფერია ნათქვამი.

დაბოლოს, გიორგი ჭანტურია. ადამიანს აქვს სისუსტეები. სისუსტეები აქვს სპორტულ ჟურნალისტსაც და უნდა გამოვტყდე - მე გამორჩევით მიყვარს მისი თამაში. ეს არის დიდი ნიჭისა და მაღალი ტექნიკის ნაზავი სპორტულ შეუპოვრობასთან. ჭანტურიასთვის არ არსებობს ავტორიტეტი. ის ყველაზე მაგრად ფლობს ბურთს და ატყუებს კაცს, მაგრამ არცთუ იშვიათად, იღლება და მის თამაშს ქუჩური ფეხბურთის დაღი ესმება.

ამას მარტო ნაკრებში ვერ ეშველება, მაგრამ ცხადაძემ თუ შეძლო და ჭანტურია ნამდვილ პროფესიონალად გამოძერწა, საქართველოს ნაკრები საგრძნობლად მოძლიერდება...

დასკვნა

ჯგუფი ისეთი შეგვხვდა, წუწუნის დრო არ არის. ნურც იმას ვიტყვით, რომ ფეხბურთელები არ გვყავს და ხელი უნდა ჩავიქნიოთ. ჩვენი მეტოქეები, უელსი და ავსტრია, ჩვენზე ადრე შეუდგნენ აღმავლობის გზას. ჩვენც ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ?!

ახლა მთავარია, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი მოსთხოვოს საკუთარ თავს და საქმეს პროფესიულად მიუდგეს. ასეთ შემთხვევაში, გვექნება საფუძველი, ამ რთულ, მაგრამ უგრანდო ჯგუფში გარკვეულ წარმატებაზე ვიფიქროთ.

მართალია, ეს ბევრს უტოპია ჰგონია და ამის სრული საფუძველიც აქვს, მაგრამ შანსი რეალურად არის. უბრალოდ, საქმის სწორად კეთებაა საჭირო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა
ვაკო კარგი ბიჭია და ა. შ. მაგრამ ვერანაირ ჟურნალისტს არ შეუძლია თქვას ვინ უნდა იყოს ლიდერი..(ის ძველი დრო წავიდა...!!!), მაგ. ჯანოს ნამდვილი ლიდერის თვისებებები აქვს.. თუ ქონდა, მე მინახია... ყველა ჩვენი ნახევარმცველის მინუსი მობილურობაა (ანუ ფიზიკური მომზადება, მეტი არაფერი..),რანაირი ტექნიკაც არ უნდა გქონდეს თუ ქშინავხარ და ვერ მიზდევ აზრი არ აქვს, აი ამაზე უნდა ვილაპარაკოთ..სწორედ იმტომ გავს ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის თამაში, ბოლოს ქუჩის ფეხბურთს... ისე, ცნობისთვის ე.წ. ქუჩის ფეხბურთელები დიდ ფეხბურთელებს ქუჩაში თამაშს უგებდნენ :)
კახა
რა უბედურება, სულ მარჟვენა, მარცხენა.. კარგ მცველს, რომელსაც ბურთის ართმევა შეუძლია და ეს ვთქვათ მარცხენა ფლანგზე გააკეთა..კარგი კონტრშეტევის წამოწყება და კარგი, მწვავე პასის გაკეთება მარჯვენა ფეხით არ შეეძლება? თანამედროვე ფეხბურთი ასეთ დოგმებს ,რომ არ ცნობს ჩემზე უკეთ იცით.. მაგალითები არ მინდა
კახა
ამ სტატიის პირველევე აბზაცზე გამიჩნდა კონტრარგუმენტი, რომ აქ დამცველებში კი არ არ არის საქმე, არამედ თუ როგორ თამაშობს გუნდი, მაგ. შორს არ წავალ , ჩილეს ნაკრებს საერთოდ არ ყავს ამპლუით მცველი...
nataxtari
მოგვაცილეთ არველაძეები ლუდი აღარ იყიდება
zizu
ბევრი მაგარი ბიჭი არ ჩამოთვალე, ეს იმას ნიშნავს, რომ ანალიზის უნარი არ აქვს წინამდებარე სტატიის ავტორს, აქვე ისეთი ფეხბურთელები ჩამოთვალე, რომ უბრალოდ სირცხვილია მათი თამაში. ხოჭოლავა ბრდღვნის უკრაინას ორ ტურში გოლი და საგოლე გადაცემა აქვს ცენტრალურ მცველს. ეს ინფორმაცია ან არ გაქვთ ან უბრალოდ არ იყენებთ.უმორჩილესად გთხოვ ობიექტური იყავი და პლუს ამას ადევნე თვალი ჩვენს ბიჭებს და ესეთი სუსტი და არაკომპეტენტური სტატია აღარ დაწერო, ამაში არ გიხდიან ფულს მემგონი. დიდი მადლობა
Jorjika
Oგორის დილა რა Gუნდი არ არის ფალავანდიშვილი და ხურცილავა Mაგარი ბიჭEბი არიან
odala
ლიდერის თვისებები ჭანტურიას უფრო აქვს ვიდრე ყაზაიშვილს. ყაზაიშვილს, კანკავას შეუძლიათ კლასით და თავდადებით სამაგალითონი იყვნენ, მაგრამ გუნდს წინამძღოლი უნდა, რომელიც ხელში აიყვანს მას და ეტყვის ეს ასე იქნება, ეს ასე. ახლა წავედით. ეს კი არც ერთს შეუძლია. ეს განსაკუთრებული ხასიათის ფეხბურთელების ჩვევაა. ჭანტურიას უფრო აქვს ეგ ალბათ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს ფიგურა უნდა იყოს ზრდასრული, ჭკვიანი, ძლიერი ხასიათის, შეუპოვარი, სიმართლის მთქმელი და გამტანი. კაცი უნდა იყოს. კაცი. რომელია ახლა გუნდში კაცი?! წვერი არ ქმნის კაცს :D
odala
არანაირი რესურსი იმისთვის რომ ჯგუფის მეტოქეებს კონკურენცია გავუწიოთ, არ არსებობს. აბსოლუტური ჭ-კლასი. ზუსტად ახლა გადავავლე თვალი უკრაინასთან მატჩს. ჩვენი ეს ტექნიკურ-პერსპექტიულები, ანანიძე, კობახიძე, ყაზაიშვილი, ჭანტურია (სხვებზე რაღა უნდა თქვა), პასს ვერ აკეთებენ სრულიად უპრესინგო სიტუაციაში. არანაირი შანსი ამ ნაკრებს იმისა რომ თუნდაც მესამე-მეოთხე ადგილზე გავიდეს, არა აქვს. ამას ვამბობ და იმედი გაცილებით მეტის მაქვს, რაღა დაგიმალოთ, მაგრამ რეალობა ძალიან სავალალოა!! ქეცბაიას ნაკრების თამაში არასოდეს მომწონდა, თუმცა მისი იმ მოპყრობის მომხრე არასოდეს ვიყავი, როგორ მას მოექცნენ. უფრო და უფრო მესმის თემურ ქეცბაიასი. ის ხვდებოდა რომ შედეგის შანსი მაინც იყო, თუ სანახაობრივი ფეხბურთის არა, და ცდილობდა ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას, მაგრამ საბოლოო ჯამში ჭ-კლასმა იძალა. კანკავა არ არის ლიდერი. გუნდს სჭირდება ლიდერი კაპიტანი.
Forward
მარჯვენა მცველი ასე რო გვიჭირს დაუძახონ თემურ ღონღაძეს, აშკარად იმსახურებს შანსს რომ ითამაშოს!!!
zakradze21@mail.ru
ნურც გრიგალავას დავივიწყებთ,უკვე გუნდიც მოძებნა და სათამაშო პრაკტიკაც ექნება,რომელიც ნავალოვსკისთან ერთად ნაკრებისთვის საჭირო მარცხენა მცველი იქნება
Lika
რამდენიმე ფეხბურთელი აკლია ჩემი აზრით...თუ თედო გრიგალაშვილი მოიხსენიეთ ნიკა ჭანტურიამ და ჯიმი ტაბიძემ რა დააშავეს?...ან ხაბეიშვილმა და ძალამიძე?...პაპუნაშვილი კიდევ ნახევარმცველია აშკარად...
Givi
თემურ ღონღაძეს რატომ არ ეძახიან ნაკრებში???
ლევან
ძალამიძე არამგონია ჩამისაწერი ფეძბურთელი იყოს, გაიბრწყინებს
გუჯა კახაძე
ბ-ნო ალეკო! 2018 წელს სისწრაფეები კიდევ უფრო მოიმატებს და ჩვენი შანსი ნულის ტოლი იქნება. ბავშვმაც კი იცის - ვინც უფრო ადრე მივა ბურთთან, ბურთიც მას დარჩება!!!! როგორ მოვუმატოთ სწრაფგამძლეობას? ამ თემას რატომღაც ყველა ჟურნალისტი გაურბიხართ. ნეტავ რატომ? მესამე ადგილზე გასვლა საოცნები კი არა სამარცხვინო უნდა იყოს!!!!
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ნიგერიას 2018 წლის მუნდიალზე არ დაუშვებენ?
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, არგენტინის ნაკრებს ბრაზილიასა და კოლუმბიასთან არ დაეხმაროს
ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
დვალის მორიგი ტიტული კვიპროსში - "აპოელმა" ქვეყნის სუპერთასი მოიგო
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია
[დღის ინტერვიუ] "თუ საქართველოში ალექს ფერგიუსონი ჩამოვა, პირველი მე მივესალმები"
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა: არგენტინამ ვერც ამჯერად მოიგო [VIDEO]
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ამერიკელი სენატორი რუსეთისთვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს
ფიფას პრეზიდენტს მსოფლოის ჩემპიონატის მატჩებზე ქალი არბიტრების დანიშვნა სურს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა