თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ლევან კობიაშვილის გამარჯვება პროგრესის წინა პირობა გახდება
თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიას ინტერვიუ ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის შემდეგ ჩამოვართვით.

ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ლევან კობიაშვილი სწორედ "დინამომ" წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად...

რა იმედებს უკავშირებს ფიფია ფეხბურთის ფედერაციის ახალ თავკაცს, რა ინვესტიციებია მოსალოდნელი და რა ცვლილებების მოლოდინშია?..

- გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - ირკვეოდა, დარჩებოდით თუ არა ფეხბურთში კერძო ინვესტორები და განახორციელებდა თუ არა სახელმწიფო გრძელვადიან პროექტს...

- მიხარია, რომ ლევანმა გაიმარჯვა, რადგან ამაში ქართული ფეხბურთის პერსპექტივას ვხედავდით. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ მომხდარა, მაგრამ მთავარია, დადებითი პროცესები დაიწყო.

კარგი იყო, ყრილობა მედიისთვის რომ გაიხსნა. უეფას ვიცე-პრეზიდენტ გრიგორი სურკისს ყრილობაზე ჟურნალისტების დაშვებაზე კენჭისყრის ჩატარება სწორედ ჩვენ ვთხოვეთ. საბოლოოდ, დაძაბულობის მიუხედავად, ყრილობა მაინც დაიწყო. სხვაგვარად, ის ჩაიშლებოდა და წინასაარჩევნო დაძაბულობა 90 დღე ისევ გაგრძელდებოდა. არადა, არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდა - ნაკრების თამაშები, ჩემპიონატი და ასე შემდეგ.

საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა და კობიაშვილმა გაიმარჯვა. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი იყო.

- უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისის მოქმედებიდან ბევრმა დაასკვნა, რომ ის კობიაშვილის მხარისთვის უფრო მისაღებ წინადადებებს აყენებდა. თუმცა, კულუარებში ამტკიცებენ, რომ უკრაინელი კობიაშვილის მხარეს არ ყოფილა...

- ასე ნამდვილად არ ყოფილა. რომ არა სურკისი, არ ვიცი, ყრილობა საერთოდ ჩატარდებოდა თუ არა. ისე, საინტერესოა, საჩვენოდ რა გადაწყვიტა?

- პირველ ორ საკითხზე კენჭისყრა კობიაშვილის მხარემ მოიგო. აქედან გამომდინარე, ყრილობის ლეგიტიმაციისთვის სურკისმა გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატების საკითხის კენჭისყრაზე დაყენება რომ მოითხოვა, იმაზე არ მიუთითებდა, რომ ესეც კობიაშვილის სასარგებლოდ გადაწყდებოდა?

- ასე არ არის. რეალურად, ეს საკითხი დელეგატებმა კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტეს.

- შოთა არველაძესთან კონფლიქტზეც უნდა გკითხოთ...

- მსურდა, რომ რევაზ არველაძის მომხრე დელეგატებისთვის მეთხოვა, ყრილობის დარბაზში შემოსულიყვნენ. ვიგულისხმე, რომ ისინი 6 საათზე მეტხანს ჩაკეტილ სივრცეში ისხდნენ და არა ის, თითქოს ვინმეს იარაღის ძალით ჰყავდა გამოკეტილი. მე არ ავყევი იმ შეურაცხმყოფელ შეძახილებს, რაც იქ ისმოდა, რადგან ვითარება ისედაც დაძაბული იყო. ემოციებზე აყოლა ცუდ შედეგებს გამოიწვევდა. ეს ადვილი არ იყო.

თუმცა, შევეცადე, თავი ხელში ამეყვანა, რადგან მნიშვნელოვანი იყო, ბოლოს და ბოლოს, ყრილობას მუშაობა დაეწყო.

- კონკრეტულად რა ცვლილებების მოლოდინი გაქვთ?

- ჩვენი მთავარი ამოცანა ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დაწყება იყო და ამიტომაც მიხარია კობიაშვილის გამარჯვება. მასზე ამბობდნენ, ხელისუფლების ფავორიტიაო. სინამდვილეში, ლევანი ხალხისა და კერძო ინვესტორების ფავორიტია, რადგან მას ცვლილებები სურს. ხოლო, თუ რა ცვლილებების მოლოდინში ვარ, პირველი, ეს არის სუფთა ფეხბურთის დამკვიდრების იმედი.

თამაშის დროს არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ მსაჯი კი არ შეცდა, არამედ, ამას შეგნებულად აკეთებს. მეორე - ეროვნული ჩემპიონატის განვითარება და მისი დონის გაზრდა. და რაც მთავარია: ბავშვთა ფეხბურთის განვითარების იმედი მაქვს. რეგიონებს სერიოზულად უნდა მივხედოთ, ჩვენი პოტენციალი სრულად რომ ავითვისოთ. საამისოდ კი, "დინამოს" დონის აკადემია ბევრგან უნდა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დრო მოვიდა.

- ოპტიმალურად რამდენგუნდიანი უმაღლესი ლიგა მიგაჩნიათ?

- ფაქტია, რომ 16 გუნდი ჩვენთვის ძალიან ბევრია, რადგან არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვაქვს და არც - მოთამაშეთა რაოდენობა და ფინანსები. რაც მთავარია, თანხის გადანაწილება სამართლიანი უნდა იყოს და ყველა კლუბს თანაბრად შეხვდეს.

- ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფოსგან რა სახის ღონისძიებებს ელით?

- სახელმწიფოსგან ველოდებით თანადგომასა და ინვესტიციებს, რაც ბიზნესსაც დააფიქრებს, რომ ამ სფეროში თანხის დაბანდება ღირს.

- თქვენი აზრით, კობიაშვილის გამარჯვების შემდეგ ეს რეალური იქნება?

- დარწმუნებულიც ვარ, რომ ამ კუთხით ვითარება შეიცვლება და ბიზნესი დაინტერესდება. უბრალოდ, ისინი არჩევნების შედეგებს ელოდნენ. მე უკვე ვიცი ორი ბიზნესჯგუფი, რომელიც უკვე მზადაა, ფეხბურთში შემოვიდეს და კლუბში თანხა ჩადოს. ამას სახელმწიფოს ინვესტიციაც თუ დაემატება, ჩვენს პირობებში კარგი ბიუჯეტის მქონე კლუბები გაკეთდება.

მაგრამ 16 გუნდი ძალიან ბევრია საიმისოდ, რომ მიმზიდველი ლიგა გავაკეთოთ. მიმაჩნია, რომ მთავარია, გავაკეთოთ მაღალი დონის უმაღლესი ლიგა და პირველიც საგრძნობლად გავაძლიეროთ. ეს ფეხბურთის განვითარების წინა პირობა იქნება.

ფეხბურთის გასაჯანსაღებლად სასურველად მიმაჩნია ახალი აღმასკომის არჩევა. მერე უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სტრუქტურა. მაგალითად, ყველას გვესმის, რომ პროფლიგა გვჭირდება. ეს გონივრულ მიდგომასა და გადაწყვეტილებას საჭიროებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვალერი
ნუცას! არველაძე სახით, ....! ამას ისევ ლ-ებით მოსაუბრე მაგრამ პატიოსანი წესიერი და ნორმალური ადამიანი ურჩევნია მთელს მსოფლიოს!
დათო
ნუცა ნეტა შენ გხედავდე რას გავხარ, რით დაიწუნე კობიაშვილი საინტერესოა. მე მჯერა მისი. წინ! ლევან წინ! ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ!
ლუკა
georgiano 110% მართალი ხარ! ეს "Invalid Token" როგორც "მაღაზია დაკეტილია" წარწერა ისე აქვთ რა, რესტორანში რომ მიდიან მაშინ დებენ. როგორც ჩანს სულ რესტორანში ან ნაშებში არიან. ამდენი ვიწვალე, დავაჭირე გაგზავნას და ისევ "Invalid Token" დამიწერა!
Raul
georgiano-ს ვეთანხმები. მართლა მიკარგავს კომენტარის ხალისს ეს invalid token-ბი.
nuca
ვკითხულობ კომენტარებს და ვფიქრობ, ასე რამ დააჩმორა ქართველი მამაკაცი:გულშემატკივარიც, ჟურნალისტიც და ფეხბურთში ვითომ მოღვაწე ფუნქციონერები. ყველა სდფეროში რატომ მოგწონთ შეუხედავი, უჭკუო და ცუდად მეტყველი თანამდებობის პირები? უყურებ ტელეეკრანს და ფიქრობ: ნუთუ ასეთი გარეგნობის დავრჩით ქართველები? ნუთუ ასეთ ერს მიუძღვნა გრიგოლ რობაქიძემ თავისი ხოტბა? ვისაც ქართული ფეხბურთის გადარჩენა უნდა 40 წელი უნდა ატაროს უდაბნოში მწვრთერლიდან და მსაჯიდან დაწყებული, ყველა, და ამის შემდეგ თუ მოეშვებიან ჩაწყობილ თამაშებს, ....... და საერთოდ რომელიმე სფეროში ქვეყანაზე გულანთებული ადამიანები დარჩნენ? და მაინც: აწყმო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია.
georgiano
SPORTALL.GE საიტის ადმინისტრაცია ყელში ამოვიდა უკვე თქვენი invalid token. ისედაც ცოტა აკომენტარებს ამ პორტალზე და ჩვენც ნუ დაგვიკარგავთ სურვილს! სასწრაფოდ გამოასწორეთ ეგ პრობლემა. მოგვეცით საშუალება ცივილურად, ნერვების მოშლის გარეშე შევძლოთ ჩვენი აზრის გამოხატვა. რამდენჯერაც დავაპირებ კომენტარის გაკეთებას, 80% შემთხვევაში invalid tokens miwers და ვერ ვაკომენტარებთ. ამ დროში ესეთი პრობლემა ცოტა არ იყოს და სირცხვილია..
quTaiseli
jango მთელი ფოკუზიც მაგაშია რო ქაღალდზე რო რაღაცას დაწერ ეგ სხვა რამეა და ცხოვრების რეალობა კიდე სხვა არის მე ისიც მახსოვს ტორპედო რო გააკოტრეს მერე ფედერაციამ ახალკაცის თამადობით ადგადა დაიქნია გუნდი უმაღლესი ლიგიდან ხოლო იგივე სხვა კლუბები რომლებსაც დაფინანსება არ ქონდა როცა მოუნდა მაინც დაუშვა უმაღლეს ლიგაში.და კიდე 2 წელიწადში თუ ისეთი 20 გუნდი ეყოლება ქვეყანას ვისაც თავისი ნორმალური სტადიონი და ბაზა ასევე ბავშვთა აკადემია ექნება აფერუმ მაშვინ ჩვენ ფეხბურთს რაშიც მე დიდათ მეპარება ეჭვი.
jango
quTaiseli ტორპედო ხომ არის მერიის ჯიბეზე? მიდით ქუთაისელებმა და მოსთხოვეთ მერიას რომ გააფორმოს ღია სააქციო საზოგადოება და დათვალოს კლუბის აქტივები, გამოუშვას აქციები და აქციონერობის უფლების ბილეთები.აქციონერი გახდება ინვესტორი, ექნება ვალდებულება სამი წელიწადი ყოველ წლიურად თავისი აქციის ფასის ზომის ინვესტიცია გააკეთოს. დაინახავთ რომ ეფექტი მოვა მალე და მერიასაც 1-2 წელიწადში თავსატეხი მოაკლდება. ყველა იქნებით აქციონერი ვისაც 100 ლარიანი მინიმალური ბილეთი-აქციის ყიდვა შეგეძლებათ. აი ასე უნდა გაკეთდეს ყველა არაკერძო კლუბში, და ეს იმასაც გაარკვევს თუ რამდენი კლუბი იქნება უმაღლეს ლიგაში და რამდენი პირველში. არ გაგიკვირდეს რომ 2 წელწიადში ასეთების ოდენობა უმაღლესი ლიგისათვის 20 გახდეს. თუკი მ,ათი წლიური ბიუჯეტის მინიმუმზე მოთოხვნიელბა იქნება 1.5 მილიონი ლარი. მაგრამ ვიღაც პარაზიტებს არ აწყობს მეწველი ძროხის (სახელმწიფოს)ძუძუდან პირის გაშვება, აი ეგაა საქმე.
mateusa
jango-ს ერკი კაცურად დაწერე რა ამ 16 გუნდიდან რამდენს აქვს საკუთარი სტადიონი?
quTaiseli
ხოდა ვისაც 16 გუნდიანი პირველობა უნდა ფულიც მოიტანეთ და ჩადეთ ფეხბურთში თქვე დალოცვილებო სხვისი ხელის შემყურე 14 გუნდი თამაშობს უმაღლეს ლიგაში და თუ სახელმწიფო ამ გუნდებს არ დააფინანსებს რისი უფლებაც მას აქვსრითი ითამაშებენ ეს გუნდები პირველ ლიგაზე ხო საერთოდარაფერს ვამბობ და ბოლოს მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა ხარისხს მიყავს ხალხი სტადიონზე და არა პირიქით.
jango
რომან, შენეული გეგმა რომ 10 კლუბიანი იყოს ჩემპიონატი, სადაც პირველ 5 ადგილზე მუდამ "რჩეულები" იქნებიან, ხოლო ქვემოთ თქვენს მიერ "წახალისებული" ხარისხიანი სპარინგ პარტნიორები, არ გამოვა. დავინახავთ ერთი რა პრინციპით დაიყვანთ ჩემპიონატს 10 კლუბზე, როგორ ამოკვეთავთ თქვენი ჯიბის ინტერესებისათვის 6 კლუბს. დინამო არაა დღეს ფლაგმანი,ის ერთ-ერთი უფრო მომზადებული კლუბია ვიდრე სხვა სუსტები. ის გადათელა დილამ, ამ დღეებში გადათელავს ტორპედო და მერე სამტრედიაც საბოლოო წერტილს დაუსვამს, უკვე ყველას მიერ პატივსაცემი გეგუჩაძის ფაქტორი ვერ უშველის დინამოს. სხვა დროება მოდის. აცალეთ ფეხბურთს 16 ლიგიანით წავიდეს წინ.
Unknown
12 გუნდიანი სავსებიტ საკმარისი მტავარია ხარისხი და არა რაოდენობა
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ალექსანდერ ჩეფერინი უეფას ვიცე-პრეზიდენტობიდან სურკისის გაშვებას აპირებს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
უკრაინა ომობს, სურკისები კი მონტე-კარლოში გრიალებენ
სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ და 16 მილიონი წაიღეს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
სურკისებს კიევის "დინამოს" 400 მილიონად გაყიდვა უნდოდათ
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
როგორ აღმოჩნდა უკრაინული კლუბისთვის გამზადებული ინვესტიცია "ზუგდიდში"
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...