"გამარჯვებული კობიაშვილი და დამარცხებული არველაძე ერთმანეთს გადაეხვივნენ - ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი"
"საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე დარწმუნებულია, რომ 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართულ ფეხბურთში დადებითი პროცესები დაიწყება:

"კობიაშვილის პრეზიდენტად არჩევით ძალიან გახარებული ვარ, რადგან ეს არის პრინციპული ადამიანი და რეფორმების გატარებას აპირებს. ლევანმა არაერთხელ განაცხადა, რომ გუნდური მუშაობისა და სისტემის შეცვლის მომხრეა.

ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობიდან მხოლოდ ასე თუ გამოვა. დაახლოებით ვიცი, მას ეს როგორ წარმოუდგენია: სტრუქტურაში ყველა ადამიანსა და რგოლს თავისი ფუნქცია უნდა ჰქონდეს და გამართულად მუშაობდეს, პრეზიდენტმა და აღმასკომმა კი სწორად უნდა მართონ პროცესები.

სამწუხაროდ, რასაც აქამდე აღმასკომი აკეთებდა, პირიქით, ქართული ფეხბურთის განვითარებას უშლიდა ხელს", - ამბობს ჭუმბურიძე.

თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამ "ლელოს" გაუმხილა, რომ იცის ორი ბიზნესჯგუფი, რომელიც უკვე მზადაა, საკლუბო ფეხბურთში შემოვიდეს და თანხა დააბანდოს. ჭუმბურიძეს სჯერა, რომ ეს ლოგიკურია:

"არა მხოლოდ ორი ჯგუფი, გაცილებით მეტი დაინტერესდება ფეხბურთით, რადგან კობიაშვილის არჩევა სიახლეებისა და რეფორმის წინაპირობაა, ბიზნესს კი ჯანსაღი გარემო აინტერესებს. ამიტომ მჯერა, რომ ფეხბურთში ფულს კიდევ ბევრი ადამიანი ჩადებს".

ზოგადად, რა გავლენას მოახდენს ქართული ფეხბურთის მომავალზე 3 ოქტომბრის შედეგები? ჭუმბურიძეს ეს კითხვაც დავუსვით:

"ეს დადებითად იმოქმედებს ჩვენი და ნებისმიერი სხვა კლუბის მომავალზე. იმიტომ, რომ ბიზნესს ფეხბურთში მოსვლის მეტი ხალისი ექნება და ეს სახეობა ასე თუ განვითარდება.

კობიაშვილის პროგრამაში ინვესტორების მოზიდვის კონკრეტული გზებია წარმოდგენილი. აქამდე კი, კარგად ხედავდით, რომ ბიზნესმენები გარბოდნენ, არადა, მათ თვალისჩინივით უნდა ვუფრთხილდებოდეთ.

იმედია, ახლა ასეც მოხდება, ფედერაცია იმუშავებს სახელმწიფოსთან, სპორტის სამინისტროსთან და კანონმდებლებთან ერთად და გამოსავალს საერთო ძალებით ვიპოვით".

"საბურთალოს" გენერალური დირექტორი ყურადღებას არჩევნების ბოლოს მომხდარ ამბავზე ამახვილებს:

"ქართულ საფეხბურთო ოჯახს გამთლიანება ნამდვილად წაადგება. ამის წინა პირობა უნდა გახდეს ის ფაქტი, რომელიც "ჰოლიდეი ინში" მოხდა - როცა არჩევნების შედეგის გამოცხადებისთანავე, გამარჯვებული კობიაშვილი და დამარცხებული არველაძე ერთმანეთს გადაეხვივნენ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი.

გასაგებია, რომ არჩევნები დაძაბული იყო და ემოციები ჭარბობდა, მაგრამ მე მოწინააღმდეგე ბანაკებში მტრებს ვერ ვხედავ. კობიაშვილიც ამას აცხადებდა, რომ სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ და ქართული ფეხბურთის განვითარებას განსხვავებულად ხედავდა. კამათი ამაზე გვქონდა, არჩევანი კი ამომრჩეველმა გააკეთა.

თუმცა, ვისაც ქართული ფეხბურთის სამსახური შეუძლია, მომავალში ყველა უნდა გაერთიანდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

demna
ვინახარ რაგინდა ცადი მიხედე საბურთალოს სკოლას არაგაქვს უფლება ილაპარაკო გლობალურად ფეხბურთის შესახებ ხეჩიკაშვილს გაუშვირე ხელი იქნებ .......რა სახეები ედექით კობიაშვილს გვერდზე ...თქვენ ხართ რამის გამკეთებლები ქართულ ფეხბურთში
kaxa
ეს ვინარი საერთოდ ცადი ემათხოვრე ხეჩიკას მათხოვრებო თქვენა
giorgi basiladze
ME... ფეხბურთის გაგებაში არ ხარ და დაანებე ასეთ შტერულ კომენტარებს თავი
me
უბრალოდ იმ არაკაცობის გამპრავებელი რაც არველაძეს გაუკეთეს თვითონაც არაკაცი გამოდის. კობიაშვილმა კიარ გაიმარჯვა არველაძემ წააგო სპეციალურად , გავრცელდა მაგის დამადასტურებელი კადრები
giorgi basiladze
ფეხბურთის გაგებაში არ ხარ და ნუ ბოდიალობ რაღაცას.სწორედ შენნაირები ღუპავენ ქვეყანას.
me-s
გაპრავება ერქმეოდა არველაძის არჩევას. მართლა შენნაირები ღუპავენ ფეხბურთს და ქვეყანას.
me
ამ ჭუმბურიძის ნაირი ყველაფერზე თვალის დამხუჭავი და გამპრავებელი ხალხი ღუპავს ქვეყანასაც და ფეხბურთსაც
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!
სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
კახა კალაძე: კობიაშვილმა ეს გზა ღირსეულად განვლო
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე