ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გოჩა ჯამარაული: ძალიან დამაფიქრებელი იყო ესტონეთთან მარცხი...

გოჩა ჯამარაული: ძალიან დამაფიქრებელი იყო ესტონეთთან მარცხი...

"ჩვენი მოთამაშეები, თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტების გათვალისწინებით, მხოლოდ 30 წუთს თამაშობენ"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში ბევრი ახალი ფიგურაა. მათ შორისაა ქართველ ქომაგთა "ჯილა", 44 წლის გოჩა ჯამარაული, 90-იანების თაობის გამორჩეული ვარსკვლავი თვითმყოფადი სათამაშო მანერითა და დიდი ნიჭით. ახლა ის ქართულ ფეხბურთს სხვა ამპლუაში ემსახურება...

ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ინტერვიუ ჯამარაულთან, ვინც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 62 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

- შევაფასოთ 2015 წელი ქართული ფეხბურთისთვის. როგორი იყო ის, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

- რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, ეს იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. ახალი ხალხი მოვიდა ჩვენი ფეხბურთის სათავეში და ქომაგსაც იმედი გაუჩნდა.

- რა არის პირველი რიგის ამოცანა ფეხბურთის ფედერაციისთვის?

- იმდენი პრობლემაა, ხელს ერთ კონკრეტულ თემას ვერ დაადებ და ვერ იტყვი, რომ მაინცდამაინც აქედან უნდა დაიწყოს საქმის კეთება. სტადიონები, ზოგადად, ინფრასტრუქტურა, აღებ-მიცემობა... ძალიან ბევრი პრობლემაა.

- აღებ-მიცემობა ახსენეთ... ალბათ, ყველაფერს შეიძლება ეშველოს, მაგრამ მთავარია, ჯერ ქართული ფეხბურთი გავასუფთაოთ. როგორ უნდა მოვერიოთ ამდენ საეჭვო მატჩს, ყველგან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ ჩავა და თამაშს ვერ გადადებს...

- ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. აღმასკომის სხდომაზე იყო ამ თემაზე ლაპარაკი და, ჩემი აზრით, საინტერესო იდეაც დაიბადა. შეიქმნება ჯგუფი, რომელშიც შევლენ ავტორიტეტული, ფეხბურთის ძალიან კარგად მცოდნე ადამიანები. ისინი ივლიან თამაშებზე და საეჭვო მატჩებს გამოააშკარავებენ. ეს ერთი გზაა. მეორე კი ისაა, რომ საჭიროა სამართალდამცველებთან კოორდინირებული მუშაობა. იმ ჯგუფს იმხელა ავტორიტეტი ექნება, ყველაფერი უნდა დაამტკიცოს და დამნაშავე მხარემაც უნდა აღიაროს ყველაფერი...

ეს ჩვენი ფეხბურთის დიდი უბედურებაა, ამას უსათუოდ უნდა ეშველოს. საქართველოს ჩემპიონატში ჯერჯერობით ისეთი დონეა, რაც ჩვენ არ გვაკმაყოფილებს და მეორეც - ბოლომდე არ იხარჯება ფეხბურთელი. როცა ბოლომდე არ იხარჯები, მერე გადიხარ ევროთასებზე, იქ ვერ აჩვენებ იმ თამაშს, რომელსაც შენგან ელიან. ფეხბურთელი იმ წუთში შეიძლება ვერ ხვდებოდეს ამას, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ასეა.

- ფაქტია, რომ სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის გარეშე ქართულ ფეხბურთს ძნელად თუ ეშველება...

- ფინანსები ქართული ფეხბურთისთვის აუცილებელია. სტადიონი, მაყურებელი - ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ვუყურებ და იცით, კიდევ რაზე მწყდება გული? ფეხბურთელები მსაჯებს ისე ელაპარაკებიან, გეგონება საქართველოს ჩემპიონატს კი არა, ქუჩის ფეხბურთს უყურებ. ასე არ შეიძლება!

- თქვენი აზრით, რამდენი გუნდი უნდა თამაშობდეს საქართველოს ჩემპიონატში?

- დღეს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ეს ვრცელი ანალიზის თემაა. რატომ 16 ან 10? ამ კითხვას საფუძვლიანად რომ ვუპასუხოთ, ანალიზია საჭირო.

- შეაფასეთ 2015 წელი საქართველოს ნაკრებისთვის...

- ის, რომ უფრო შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, კარგია, მაგრამ ამით ვერ დავკმაყოფილდებით. კიდევ მეტი და მეტი გვინდა. პროფესიონალი იქნება თუ უბრალო ქომაგი, მას ორი ძირითადი რამე უნდა თავისი ნაკრებისგან თუ გუნდისგან - შეტევა და შედეგი. დაიხვეწა გემოვნება. "ბარსელონას" რომ უყურებ, სხვანაირად ვერც იქნება. "ბარსა" "ტიკი-ტაკაში" რომ ჩარჩენილიყო, დღეს ის გუნდი აღარ იქნებოდა, რომელიც არის. მათ იციან, როდის შეუტიონ და როდის გააგორონ ბურთი. ჩვენთან კი არა, ხშირად იმპროვიზაცია არც სერია A-სა თუ პრემიერლიგის მატჩებშია...

ძალიან დამაფიქრებელი იყო ესტონეთთან მარცხი, თან 0:3. დიდი იმედი მაქვს, ასეთი რამ აღარ განმეორდება. ეროვნულ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ!

- რა უნდა ვქნათ, რომ ამდენი ტალანტი არ დავკარგოთ?

- აქ ორი ვარიანტია: პირველი ის, რომ ბავშვობაში ტალანტს ვერ ამჩნევს მწვრთნელი; და მეორე - ფეხბურთელი, თავისი ხასიათის გამო ვერ ავლენს ნიჭს. შეიძლება მწვრთნელმა ერთი ან ორი წელი მისცეს შანსი, მაგრამ ხშირად ეს არ შველის საქმეს.

- 17-18 წლის ქართველი ფეხბურთელი, ერთ-ორ გოლს რომ გაიტანს, ხელს კონტრაქტს გამოჰკრავს და კარგ მანქანაზე დაჯდება, ზრდას წყვეტს. ცხადია, ამაში თანამედროვე ქართული რეალობაცაა დამნაშავე, მაგრამ, ალბათ, წინა პლანზე მაინც ფეხბურთელის ხასიათი უნდა წამოვწიოთ...

- აქ ისევ ხასიათის პრობლემასთან მივდივართ. ვინმეზე ნაკლები რაოდენობის ან ხარისხის მანქანა ჰყავს ლიონელ მესის თუ რა? გინახავთ ნაკლებად მოტივირებული მესი? ის ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯება.

საერთოდ, სულით სპორტსმენი ან ხარ, ან არ ხარ. თუ ფეხბურთს მხოლოდ იმიტომ თამაშობ, რომ ერთი მანქანა იყიდო, მაშინ არც ფეხბურთელი ხარ და საერთოდ, არც - სპორტსმენი.

- რას იტყვით ეროვნული ჩემპიონატის დონეზე და როგორ უნდა ამაღლდეს ის? გამოსავალი ლეგიონერების ჩამოყვანა ხომ არ არის?

- დავდივარ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე. თამაში ხომ 90 წუთი გრძელდება? ჩვენი მოთამაშეები კი, თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტების გათვალისწინებით, მხოლოდ 30 წუთს თამაშობენ. ტემპი ძალიან დაბალია.

დონის ამაღლება მე ასე მესახება: ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს გარკვეული თანხა, უნდა ჰქონდეს ბაზა, სტადიონი, აკადემია... არ უნდა იყოს ეს ერთწლიანი გეგმა, ხანგრძლივი პროექტი უნდა იყოს...

რა თქმა უნდა, ლეგიონერების ჩამოყვანა კარგია, თუნდაც - ქართველი ლეგიონერების. ალექსანდრე იაშვილი 38 წლისაა და რამდენ რამეს სწავლობს მისგან ფეხბურთელი?! ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მასთან მუშაობა დიდი სტიმულია. ეს 38 წლის კაცი დღეს სირბილში ყველას ჯობია. ტექნიკით რომ სჯობს, ყველამ ვიცით და რასაც დავაკვირდი, ყველაზე მეტს და სწორად დარბის. ასეთი ლეგიონერები უნდა დავაბრუნოთ საქართველოში. დაახლოებით, 30 წლის ასაკში.

ისეთი ფეხბურთელები უნდა დავაბრუნოთ, რომელთაგანაც ახალგაზრდები ბევრს ისწავლიან - საქმისადმი სწორად მიდგომას, პროფესიონალიზმს...

ეს მაინც მეორე რიგის, სამომავლო ამოცანაა. ჯერ სტრუქტურულად უნდა ჩამოყალიბდნენ ქართული კლუბები. ბაზა, სტადიონი, აკადემია - ეს აუცილებელი კომპონენტებია კლუბის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• nikos

დაბრალებლისაც და ამღებისაც. დანარჩენს მიხვდები

• quTaiseli

და მერე ის დიდი ვარსკვლავები რომ მართავდენ 25 წელი ქართულ ფეხბურთს რაქნეს ააყვავეს . მთავარი ის კიარაა ფეხბურთის ჩინოსანში როგორი ფეხბურთელი იყო არამედ რისი გამკეთებელია რა ფინანსების მოზიდვის თავიაქ და ვინ დგას მის გვერდში აგერ ნიჟარაძემ რა თქვა როარა ივანიშვილი ჩვენი რაგბი ამ დონეზე ვერ იქნებოდაო ასე რო ვინ გყავს გვერდში და რისი გამკეთებელი ხარ ეგარი მთავარი თორე მასე ფეხბურთს მარადონა რო თამაშობდა ისე ვერცერთი ქართველი ვერასდროს ვერ ითამაშებს და რა ვქნათ ეხლა ჩამოვიყვანოთ და ფედერაცია ჩავაბაროთ რადგან მარადონაა.დდ

• tamaz

ყიფიანის დროს და მანამდე, ომის შემდგომ იყვნენ დიდი ვარსკვლავები, მსოფლიო დონის ფეხბურთელები. მაგათ შემდეგ ფეხბურთს ვეღარ ვუყურებ! ევროპული გრანდებიც ვერ თამაშობენ ისეთ ფეხბურთს, როგორც მათი წინაპრები!

• niko

ამ კაკაურიძეს და ჟურნალისტებს სეთს რას უხდიან ან რა ინტერესი აქვთ ამ თაობის ფეხბურთელებს ასეთ ხოტბას რომ ასხამენ, რაც ამათმა სულში აფურთხეს ქვეყანას მთელი თავისი კარიერის მანძილზე.

• გოგა

ამათ ჯიქანში ეტყობათ არაფრის გაკეთება, საქმის გაკეთებას თავი და გული უნდა ეს კი ამ არსებას ფეხბურთისთვის არასდროს არ ჰქონდა.

• ფიოლა

ეს კაცი კიდევ ქინქლაძე,შელია,ცქიტიშვილი,ჯანაშია,გახოკიძე,დემეტრაძე , კალაძე და კიდევ ბევრ სხვას არავითარი წვლილი არა აქვთ ჩვენი ქართული ფეხბურთის განვითარებაში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ესენი ადგილს ვერ ნახავენ ,,ესენი ძაან დაბლა დაფრინავდნენ,,

• zviadi

წვერი გაიპარსე,კაცს დაემსგავსე და მერე ილაპარაკე ფეხბურთის წინსვლაზე,გავიდა 2 თვე და რა გამოსწორდა,ახლა იტყვით,ამას 2 წელი არ ეყოფაო, სამაგიეროდ აქამდე უწყისში დომენტი ეწერა,ახლა ჯამარაული და სხვები, გრაფაში ხელფასი თანხა იგივე,შედეგი ნოლი

• dato

არ შემიძლია არ დავწერო.რომელი წელი იყო ზუსტად არ მახსოვს ჯამარა უკვე ვეტერანი იყო.ვიტ ჯორჯიას თამაშს ვესწრებოდი მცხეთაში ჯამარაულიც მოვიდა მატჩზე დასასწრებად და შესასვლელში როდესაც ბილეთი მოსთხოვა დაცვამ თუ კარისკაცმა კარისკაცმა(ბილეთის ფასი 1 ლარი) წადი შენი დედაცო მიაძახა და შევიდა სტადიონზე.ამის მერე შემეცვალა ამ ადამიანზე შეხედულება რა ვქნა (((

• vato

შევქმენით კომისია, კორდინირება შინაგან საქმეთ. სამინისტროსთან. არაფერი ახალი ვითომ წმინდანები მოვიდნენ სატანების ნაცვლად. ჩველებრივი უსაქმურები ალფონსები, მატყუარები, ინტრიგანები როგორც ჩვენი მთავრობის სტილი. ყაველაშვილი რაღა უყავით არ დაკარგოთ გაუფრთხილDით.

• davidbe

აეეეე,გენაცვალეეეე ჯამაააააარ,შენ და ქინქლაძე ჩემთვის ლეგენდები ხაააართ!!!!

• ჩუნჩო

გასაგებია მაგრამ ჯერ ის აგვიხსენი თუ როგორი იყო შენი როგორც ფეხბურთელისა და დიდი დავით ყიფიანის როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ურთიერთობა, ჯობდა მონანიებით დაგეწყო, მაგრამ ეტყობა რაც იყავი ის დარჩი. გთხოვთ არ დაბლოკოთ

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"

[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა

"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

ბელორუსთან თავი ფავორიტებად არ უნდა ჩავთვალოთ - გოჩა ჯამარაული - 31 ოქტომბრის დაიჯესტი

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

ინფრასტრუქტურა: ძიუდოს ახალი დარბაზები

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს

"მოულოდნელად გაუჩინარდა, არავის დამშვიდობებია" - ქართველები, რომლებსაც "ციურიხში" უთამაშიათ

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ