ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გოგიტა გოგუა: ამას საკუთარ თავს დანაშაულად ვერ ჩავუთვლი...

გოგიტა გოგუა: ამას საკუთარ თავს დანაშაულად ვერ ჩავუთვლი...

"მითხარით, 1000-1500 ლარიან ხელფასს ფეხბურთელი 3-4 თვის განმავლობაში რომ დაელოდება, წინსვლასა და პროგრესზე როგორ უნდა ილაპარაკო?!"
მითხარით, 1000-1500 ლარიან ხელფასს ფეხბურთელი 3-4 თვის განმავლობაში რომ დაელოდება, წინსვლასა და პროგრესზე როგორ უნდა ილაპარაკო?!

არავინ დავობს იმაზე, რომ 32 წლის გოგიტა გოგუა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. გოგუამ არაერთ უცხოურ კლუბში ითამაშა, ახლა კი გორის "დილაშია", სადაც მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

"დილას" კი ახლა მაინცდამაინც არ ულხინს, თუმცა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

"ლელო" გოგუას შეეხმიანა და ეს გულახდილი ინტერვიუც შედგა. ალბათ, ის ბევრს დააფიქრებს...

- არის რამე ახალი თქვენს კარიერაში?

- არაფერი. "დილაში" ვარ, სეზონის განახლებისთვის ვემზადები...

- როგორ ფიქრობთ, მოახერხებს გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას?

- ჩვენ წინაშე ასეთი ამოცანაა: ყველა თამაშში მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. "დინამოს" დაწევა არ იქნება იოლი, მით უმეტეს, ასეთი კარგი ფეხბურთელები დაიმატეს. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ საკუთარ ძალებში და ვნახოთ, ბოლოს რა გამოვა.

- თქვენ წლების წინათ თამაშობდით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში და ახლაც აქ ხართ. როგორ ფიქრობთ, წინ მივდივართ?

- რომელ წინსვლაზეა ლაპარაკი?! სამწუხაროდ, უკან მივდივართ და თანაც, საგრძნობლად. მითხარით, 1000-1500-ლარიან ხელფასს ფეხბურთელი 3-4 თვის განმავლობაში რომ დაელოდება, წინსვლასა და პროგრესზე როგორ უნდა ილაპარაკო?!

საქართველოში ფეხბურთის თამაში ძალიან ძნელია. მთელი სეზონის განმავლობაში რეალურად სამ-ოთხ თამაშს ელოდები. ვარჯიშობ, ემზადები და... ხელში რამდენიმე თამაში გრჩება ისეთი, სადაც ბოლომდე უნდა დაიხარჯო.

- როგორ გგონიათ, რის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ მცირეოდენ პროგრესს მაინც?

- ისევ და ისევ ფინანსებთან მივდივართ. რა ქნას ფეხბურთელმა, 1500 ლარი რომ აქვს ხელფასი? იმაზე იფიქროს, ოჯახის წევრები როგორ გამოკვებოს, თუ ფეხბურთი ითამაშოს? რაზეა ლაპარაკი, როცა არიან გუნდები, სადაც ფეხბურთელები ელემენტარულად ვერ იკვებებიან.

ისიც არ მესმის, ბევრი რომ ამბობს - მხოლოდ ახალგაზრდებზე უნდა აიწყოს გუნდებიო. 17-18 წლის ფეხბურთელი ვიღაცის მაგალითზე უნდა გაიზარდოს და დაოსტატდეს. ჩვენ ძლიერი ფეხბურთელები ვერ ჩამოგვყავს. დავაკვირდეთ, რა ხდება თუნდაც აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. იქ ფეხბურთი პრიორიტეტია, ნომერ პირველი სახეობაა. ჩვენთან რაც ხდება, ყველა კარგად ხედავს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

- არადა, წლების წინათ, თუნდაც მაშინ, როცა კარიერას იწყებდით საქართველოს ჩემპიონატში, სხვა სურათი იყო...

- მაშინ შედარებით უკეთესი ვითარება გვქონდა. ავიღოთ იგივე "თბილისი", რომელსაც თემურ უგულავა პატრონობდა. ეს გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ჩვენ თავს ვიკლავდით, ვშრომობდით, უკეთესი მომავლისთვის ყველაფერს ვაკეთებდით... ვუყურებდით გამოცდილ ფეხბურთელებს და გვინდოდა, მათ დონემდე მივსულიყავით, დღეს კი სხვა ვითარებაა. დღეს დამწყებ ფეხბურთელს 28-30 წლის მოთამაშისგან ესმის გაჭირვების შესახებ, უფულობის შესახებ...

სხვაზე რომ არ ვთქვა, პირადად მოსმენილზე ვიტყვი: არაერთი ფეხბურთელისგან გამიგია: ნეტა, რამე სამსახური გამოჩნდეს, ფეხბურთს ეგრევე დავანებებდი თავსო. ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა იყოს?!

არ არის სტაბილური გარემო. გამოჩნდება რაიონის მესვეური, ფეხბურთი რომ უყვარს, ან კერძო ინვესტორი და გააკეთებს გუნდს. მერე ის გუნდი დაიშლება და ფეხბურთელმა ახალი კლუბი უნდა ეძებოს. ასე მივდივართ "ექვსთვიან" გუნდებამდე...

ალბათ, კეთილი ნებაა საჭირო იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთი გადარჩეს. რა მოხდება, ერთმა ბიზნესმენმა თუნდაც ერთი ქართული კლუბი რომ აიყვანოს? ჩემი აზრით, მთავრობის მეტი აქტიურობაა საჭირო. ასე ვეღარ გაგრძელდება. ლევან კობიაშვილმა მაღალ დონეზე ითამაშა ფეხბურთი. მან ყველაზე კარგად იცის ქართული ფეხბურთის გაჭირვება და იმედი მაქვს, შეცვლის სიტუაციას...

- საწყენია, რომ ფინანსურად თვით ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "დილას" გაუჭირდა...

- მე სხვა ფაქტორზეც გავამახვილებდი ყურადღებას, რასაც წეღან შევეხე - მთელ სეზონში მხოლოდ რამდენიმე სერიოზული თამაში გიწევს. ასე სიტუაციაში სულ კონცენტრირებული ვერ ხარ.

- ნაკრების თემაზეც უნდა გკითხოთ. თქვენ ეროვნულ გუნდთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე იყავით. კახა ცხადაძემ თბილად ისაუბრა თქვენზე. ეგაა, მაშინ ტრავმამ შეგიშალათ ხელი...

- მე შეიძლება კლუბში ვერ მითამაშია ზოგიერთი მატჩი, მაგრამ საქართველოს ნაკრებში, ყველა დამეთანხმება, ყოველთვის მაქსიმუმს ვდებდი მინდორზე. კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე წამიყვანა. ავსტრიაში თავს მართლა დიდებულად ვგრძნობდი, მაგრამ... უცებ კუნთი გავიწყვიტე. ცხადაძემ მითხრა, საჭირო ფეხბურთელი ხარ ნაკრებისთვის, ოღონდ, მიდი რომელიმე კლუბში, სათამაშო პრაქტიკა რომ გქონდესო.

მართალია, უცხოეთში ვერ წავედი, მაგრამ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში კი ვთამაშობ.

საქართველოს ნაკრებში მოხვედრის იმედი მაქვს. მე შრომას, ცდასა და მონდომებას არ დავაკლებ. დანარჩენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის გადასაწყვეტია. კიდევ ოთხ-ხუთ წელიწადს ვაპირებ თამაშს. 32 წლის ვარ. ბევრი ფეხბურთელის პასპორტში იყურება და ამ ასაკის მოთამაშე ბებერი ჰგონია. ჯანი ძველებურად მომდევს და ჩემზე კარგად საკუთარ თავს არავინ იცნობს. მგონი, გოგიტა გოგუა ახლა ადრინდელზე უკეთესად თუ არა, უარესად ნამდვილად არ თამაშობს. ახლა უფრო გამოცდილი ვარ.

ბევრი რამ ვნახე ფეხბურთში. საქართველოს ნაკრებიდან როგორ და რატომ წამოვედი თავის დროზე, ყველამ ყველაფერი ზუსტად იცის. ვიცი, ბევრი საუბრობს ჩემს პრობლემატურ ხასიათზე... მე გთხოვთ, ჰკითხოთ ჩემზე იმ მწვრთნელებს, ვისთანაც მიმუშავია. უხასიათო რომ ვყოფილიყავი, ყველა იმ კლუბში, სადაც მითამაშია, კონტრაქტს ბოლომდე ვერ ჩავამთავრებდი.

მე უხასიათობად სულაც არ მივიჩნევ იმას, რომ, ვთქვათ, 19-20 წლის ბიჭი დგას მინდორზე და შენ შეუყვირებ, აქტიური თამაშისკენ მოუწოდებ... თავის დროზე, მეც ასე შემიყვირებდნენ ხოლმე ჩემი გამოცდილი პარტნიორები. ამას საკუთარ თავს დანაშაულში ვერ ჩავუთვლი.

- საქართველოში ნიჭი ძველებურად არის? მოდის თაობა?

- რა თქმა უნდა, ჩვენში ფეხბურთის ნიჭი ძველებურად არის. უბრალოდ, ბავშვი რომ იზრდება და აღწევს კონკრეტულ ასაკს, გადადის დიდ ფეხბურთში, მას შესაბამისი პირობები სჭირდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რა ნიჭიერი ბავშვები გვყავს - "საბურთალო", "დინამო", "ლოკომოტივი"... დასავლეთ საქართველოშიც უამრავი ტალანტია. გორში ძალიან მაგარი თაობა მოდის...

ფეხბურთი არ არის მხოლოდ სპორტი. მას ხალხისთვის სიხარული მოაქვს... თქვენის ნებართვით, ერთ მაგალითს მოვიტან იქედან, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ვფიქრობ, საინტერესო იქნება...

- გისმენთ...

- ნალჩიკის "სპარტაკში" არაერთი წელი ვითამაშე. თავიდან, სანამ "სპარტაკი" პრემიერლიგაში გადავიდოდა, ქალაქი დიდი ვერაფერი იყო. გადავიდა გუნდი უძლიერესთა შორის და მთლიანად შეიცვალა ქალაქი.

ნალჩიკში ყველა თამაში უდიდეს დღესასწაულად იქცა. ხალხი სტადიონზე ისე დადიოდა, როგორც ნამდვილ ზეიმზე. ტრიბუნები გადაჭედილი იყო. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები იყო დარგული, ხალხი იმ ხეებზე ადიოდა და თამაშს ისე უყურებდა...

მერე, ერთ დღესაც, ისევ და ისევ ამ ხალხის უსაფრთხოების გამო, ის ხეები მოჭრეს. გადაირია ხალხი, რა გააკეთეთ, ჩვენ იმ ხეებიდან გვიყვარდა თამაშების ყურებაო და იმდენი იძალეს, დაარგვევინეს ისევ ის ხეები. აი, რა შეუძლია ფეხბურთს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• quTaiseli

ბიბი 29 იანვარი 2016 10:41 qutaiseli-ო. ძალიან გამაღიზიანებელი სუბიექტი ხარ!!! ვერელი 29 იანვარი 2016 10:39 qutaiseli-ს. საფიჩხიას და საღორიას არ უნდა გააცილო, შენი აზროვნების ადამიანი. რაებს ლაპარაკობ. გამომივიდა აქ უფულო ამპარტავანი. ან რა შედარებას აკეთებ, როცა ცხონებულ შენგელიაზე ან დოთო ყიფიანზე საუბრობ. დაგავიწყდა რა ქვეყანაში ცხოვრობდი! რამოდენჯერ ქონდა შეთავაზება ყიფოს წასულიყო საზღვარგარეთ, თუ იცი შენ. მაგრამ ვინ უშვებდა. კარგი რა. შედი კუხნაში. ტოჟე მნე....ვერელი და ბიბი ჯერ ზრდილობა იქონიეთ და მერე ჯღაპნეთ აქ თქვენი ბრძნული აზრები გამომივიდენ ესენი ინტერნეტის ლომები თუარ მოგწონს ჩემი ნააზრები შენ შენი დაწერე და მიხედე შენ საქმეს სხვას კიდე პირადულში რას ეხები უაზრო ვინცარი კიეტყობა წერა კითხვასა დაზრდილობაზე საფიჩხია და საღორია სადარი თუხარ ვერელო აზრზე საერთოდ არ გეტყობა შენ აზრიანი კაცის ისე არაფერი.

• qutaiseli

ვერელი და ბიბი ჯერ ზრდილობა იქონიეთ და მერე ჯღაპნეთ აქ თქვენი ბრძნული აზრები გამომივიდენ ესენი ინტერნეტის ლომები თუარ მოგწონს ჩემი ნააზრები შენ შენი დაწერე და მიხედე შენ საქმეს სხვას კიდე პირადულში რას ეხები უაზრო ვინცარი კიეტყობა წერა კითხვასა დაზრდილობაზე საფიჩხია დასაღორია სადარი თუხარ ვერელო აზრზე საერთოდ არ გეტყობა შენ აზრიანი კაცის ისე არაფერი.

• კოტე

ele-" ამპარტავნობა და სილენჩე გვგუპავს საქართველოს. გაუნათლებლობა აი რა არის ჩვენი უკან დამხევი.....". კარგი პასუხი გაგცეს ele მელე, მაგრამ მაინც მინდა დავკონკრეტდე და შეგეკითხო. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან, რა კავშირი აქვს ამპარტავნობას, სილენჩეს ან გაუნათლებლობას (ეს ბოლო სიტყა ზალიან მოგწონთ "განათლებულ" ქართველებს). იქნებ მართლა ლენჩები ვართ ყველა და შენ ხან ბრწყინვალე ანალიტიკოსი. რა შუაშია გაუნათლებლობა, თვეობით მიუღებელ ხელფასთან? იქნებ ახსნა ჯიგარ!

• ბიბი

qutaiseli-ო. ძალიან გამაღიზიანებელი სუბიექტი ხარ!!!

• ვერელი

qutaiseli-ს. საფიჩხიას და საღორიას არ უნდა გააცილო, შენი აზროვნების ადამიანი. რაებს ლაპარაკობ. გამომივიდა აქ უფულო ამპარტავანი. ან რა შედარებას აკეთებ, როცა ცხონებულ შენგელიაზე ან დოთო ყიფიანზე საუბრობ. დაგავიწყდა რა ქვეყანაში ცხოვრობდი! რამოდენჯერ ქონდა შეთავაზება ყიფოს წასულიყო საზღვარგარეთ, თუ იცი შენ. მაგრამ ვინ უშვებდა. კარგი რა. შედი კუხნაში. ტოჟე მნე....

• ვერელი

qutaiseli-ს. ერთი შენს ტვინშიცამახედა რა!!! რა უაზრო შედარებებს აკეთებ. ცოტა ტვინი ავარჯიშე რა!!

• ბექა

ele-ს. არ გეწყინოს ჯიგარ, მაგრამ ძალიან უაზრო კომენტარს აკეთებ. რატომ? იმიტომ, რომ შენ და შენისთანებს დღემდე ვერ გაუგია, რომ ფეხბურთელისათვის, ფეხბურთი არის პროფესია ანუ სამსახური. გეკითხები, პირადად შენ, რა ენთუზიაზმით იმუშავებდი იმ საწარმოში თუ კომპანიაში, სადაც ხელფასი კონტრაქტით გაქვს 1000-1500 ლარი და თვეობით ვერ იღებ მას. გეტყობა ოჯახი არ გაქვს და ამას მანამ ვერ გაიგებ, სანამ შენი თავის "შემნახავი" შენ თვითონ არ გახდები. ითამაშებ, გაერთობი, წახვალ სახლში და მამიკოს ხარჯზე კარგარ გამოიგვერდები. მასე არაა ძამაო, არა. მაშინ გადავიდეთ სამოყვარულო ჩემპიონატზე, ისე როგორც ფარერებზეა ანუ მთელი დღე იმუშავე მეთევზეთ, მეეზოვეთ ან მტვირთავად და საღამოს ვითამაშოთ ფეხბურთი. მაშინ კი ბატონო. იაზროვნეთ რა ცოტა და ნუ გამოდიხართ ყველა ვაი პატრიოტები. გოგიტას კი 100%-ით ვეტანხმები. არ იქნება ფული, ვერ ვეღირსებით ნორმალურ ჩემპიონატს. ეს აქსიობაა და არც უნდა განიხილებოდეს. ვა!!!

• ele

ყველაფერს რო ფულით განვსზაღვრავთ იმიტომ ვართ აშენებული ქვეყანა. და ამპარტავნობა და სილენჩე გვგუპავს საქართველოს. გაუნათლებლობა აი რა არის ჩვენი უკან დამხევი.....

• 12

რა შუაშია პროფესორის ხელფასი და ფეხბურთელის პროფესორი შეიძლება 80 წლის იყოს და ისევ ქონდეს ხელფასი ფეხბურთელების უმეტესობა 34–35 წლამდე თამასობს მერე რა ქნან ტაქსაობა დაიწყონ????

• ბაია

ნიჭიერი არა ტოლმა ზარმაცებითაა გატენილი ფეხბურთი.

• mussa

ფეხბურთი დღეს არის ბიზნესი.. კლუბები უნდა იყოს მხოლოდ კერძო.. თუ ამდენს ვერ ვქაჩავთ იყოს ჩემპიონატი სამოყვარულო დონეზე მეტი ინტერესი მაინც არ არის.. არავისზე ნაკლებად მიყვარს ფეხბურთი მაგრამ როცა მუშად მუშაობ და შენი საშემოსავლო გადასახადით ფეხბურთი ფინანსდება და ფეხბურთელს შენთვის საოცნებო თუნდაც 1500 ლარი აქვს ხელფასი მაგრად გაგიტყდება რომ კიდევ წუწუნებს თან ჩემპიონატის 90% ფებურთელი არაპროფესიონალია.. შემომთავაზეთ ჯერ სანახაობა და მერე გადავიხდი ფულს ბილეთის სახით!

• irakli Apkhaidze

როგორ შეიძლება 30 წლის წინანდელი დროის შედარება როცა რადიკალურად შეიცვალა ფეხბურთიც და საფეხბურთო ინფრასტრურა. დინამო რო მდიდარ გუნდებს უგებდა მაშინაც ფეხბურტელებს პროფესორებზე გაცილებით მაღალი ხელფასი ჰქონდათ და გარდა ამისა საბჭოტა კავშირი იყო და ნიჭის გაფლანგვაზე ახეხინებდნენ ვირის აბანოს... ბიზნესმენებმა თუ არ მოიხედეს ფეხბურთისკენ არაფერი გამოვა და ნურც იმის ილუზია გვექნება რომ მშიერი ფეხბურტელი მილიონერებით დაკომპლექტებულ გუნდს მოუგებს...

• qutaiseli

მარტო შენხარ ძამია უფულო, უფულოა ნახევარი პოსტსაბჭოთა სივრცე მაგრამ თამაშობენ ფეხბურთს და ფულიანებსაც ამარცხებენ და ლიგაზეც გამოდიან ხოლმე გამოდის შენშია პრობლემა და არა ფულში ფული ყველაფერს ვერ წყვეტს რა გოგუას რო მიცე 10 მილიონი უფრო მაგრად ითამაშებს ვერ ითამაშებს იმიტომ რომ მეტი არშეუძლია გაიგე და რაცარ შეგიძლია მილიარდი რო მოგცენ მაინც ვერ გააკეთებ.ოთხმოციან წლებშიც ეგრე იყო როცა ახსენებ მაგ პერიოდს ისიც უნდა იცოდე რომ დინამომ ინტერი და ლივერპული როდესაც დაამარცხა ისინი ჩვენზე მდიდრებიც იყვნენ და ტიტულოვანებიც.ესეგი არუნდა მოგვეგო მათთვის რადგან მათ განუზომლად უფრო დიდი ფინანსები ქონდათ ვიდრე ჩვენ .კაი რა.

• quTaiselo

სხვა ქვეყანაში ყველგან რო მაღალი ხელფასებია შენ რატო ითხოვ უფულომ მოუგოს ფულიანს. მაშინ აღარ ვითანაშოთ საერთოდ. დღეს სხვა დროა ოთხმოციანები აღარარის. უფულოდ ვერ იქნება ფეხბურთი

• mamulo

"1000-1500ლარი, რომელსაც შენ ასე უპატივცემულოდ მოიხსენიებ, დღევანდელ საქართველოში სრული პროფესორის ხელფასია." ფეხბურთი კი სანახაობაა,რომელსაც თქვენ ვერ სთავაზობთ მაყურებელს და ნეტა ფულს რაში ითხოვთ?.მიმოიხედეთ ირგვლივ,350 ბავშვი საქართველოში ყოველწლიურად შიმშილით კვდება.რა დროს ფეხბურთის დაფინანსებაა.

• qutaiseli

ფული არ ქონდა ყიფოს და შენგელიას თაობას და არც ეგეთი პირობები იყო დღეს როა მაგრამ ვერ თამაშობდენ ფეხბურთს შენ უკლასობას ხელფას რო აბრალებ აი იქ მთავრდება შენი ფეხბურთელობა . ეგარი რეალობა და დანარჩენი ყველაფერი არის პოპულიზმი თურმე ფულის ბრალი ყოფილა როარიცი ფეხბურთის თამაში და უკლასო ხარ.კაი რა

• გიორგი

გოგიტა, გეთანხმები, ფეხბურთი უზომოდ მიყვარს და შენც დიდ პატივს გცემ, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ 1000-1500ლარი, რომელსაც შენ ასე უპატივცემულოდ მოიხსენიებ, დღევანდელ საქართველოში სრული პროფესორის ხელფასია და არც მხოლოდ ფეხბურთია მთელი ცხოვრება!!!

• darmian

ყველაფერში ვეთანხმები.. შეხედეთ უბრალოდ, რა ხელფასებია უცხოეთში და რა ხელფასებია აქ და იქ კიდევ, საკმაოდ დიდი თანხების ჩადებუს მერეც ვერ აღწევენ თუნდაც აი, ძალიან რომ გვინდა და ბევრი ქართველისგან რომ გამიგია ისეთუ ტონით ევროპულ ტურნირებზე მოხვედრა, თითქოს ეს ძალიან ადვილის იყოს და არ უნდოდეს სათანადო პირობები. ეს უმაღლეს ლიგაში არანაირი პირობები არ არის თითქმის წინსვლის (თუ არის რაიმე, ეს ძირითადად ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებისგან მოდის, რომელებიც გარკვეული მცირე დროის მერე აუცილებლად წავლენ უცხოეთში) და აბა შევხედოთ: რა პირობები იქნება პირველ ლიგაში, მეორეში და ა.შ. ფეხბურთელიც ადამიანია და მისთვისაც აუცილებელია ფული, რადგან ძალიან დიდ როლს თამაშობს ფული დღეს ადამიანის ყოფაში. აქ უკვე ფეხბურთის წინსვლაზეც აღარ არის საუბარი, როცა უარესობას კიდევ ემატება უარესობა და აგერ შედეგის სახეზეა: მხოლოდ უკან წავლა და სხვა არაფერი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...