ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი"

"პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი"

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი აცხადებს, რომ რეფორმა დაიწყო
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

ყველაფრის თავიდათავი არის მინისტრი... კახა ცხადაძის პრესკონფერენცია

მინისტრმა ბრიფინგი გამართა ჟურნალისტებისთვის, მერე მონაწილეობდა არაერთ თოქ-შოუში, მოგვიანებით კი "ლელოსაც" მისცა ინტერვიუ...

- ალბათ, ფაქტია, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს აურზაური უნდა ჩაცხრეს...

- დუღილის ტემპერატურა აწეულია და ჩემი აზრით, ის ასწია კახა ცხადაძის განცხადებებმა. შეთქმულების თეორიებით ლაპარაკი არ მიმაჩნია სწორად. ალბათ, პროცენტებსა და ხელფასის დაკლებაზე ლაპარაკს ჯობია, კონკრეტული ციფრებით ვილაპარაკოთ... რატომღაც მას ჰქონდა ილუზია, რომ შემეძლო, მისი ხელფასი გადამეხადა.

მინისტრად რომ მოვედი, მაშინვე გავაკეთე აქცენტი იმაზე, რომ ამხელა ხელფასს სახელმწიფოსგან არ უნდა იღებდეს მწვრთნელი. მე ცხადაძეს არ ვებრძვი, მინდა სისტემა შევცვალო. როცა ეს განცხადება გავაკეთე, სხვა ხელმძღვანელობა იყო ფეხბურთის ფედერაციაში. მაშინ რა ვიცოდი, რა შედეგით მორჩებოდა არჩევნები? ჩემი საქმე არ არის მწვრთნელის დანიშვნა და არდანიშვნა.

- ამბობენ, სპორტის მინისტრს პიროვნულად არ აქვს კარგი დამოკიდებულება ცხადაძესთანო...

- კიდევ ერთხელ ვამბობ - პიროვნულად არაფერი მაქვს კახა ცხადაძის საწინააღმდეგო. პირიქით, მას ძალიან ვაფასებ. ნაკრებში ასეთი სიტუაცია იყო წლების განმავლობაში. სხვა შეიძლება პირში არ ამბობს სათქმელს, მე კი ეს სათქმელი პირდაპირ ვთქვი.

თუ ფეხბურთის ფედერაცია მოძებნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დასაფინანსებელ თანხას, გადაუხადოს მას ხელფასი, არ არის არანაირი პრობლემა. 10 წლის განმავლობაში დიდი თანხა დაიხარჯა ნაკრების მწვრთნელებში და შედეგი არ ჩანს. ამას მაშინაც ვამბობდი, სანამ მინისტრი გავხდებოდი. ეს ხომ სახელმწიფოს ფულია?!

- მაინც რა თანხაა ეს?

- ათეულ მილიონ ლარზეა ლაპარაკი. მინდა აქვე ვთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთში არ ვართ შედეგზე ორიენტირებულები. სპორტის სხვა სახეობებშიც ასეა. ასე რომ, ნურავინ იტყვის, თითქოს ცხადაძეს ვებრძვი.

- ვიცით, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას წლიურად 7 მილიონ ლარს აძლევს. ამ თანხის მიზნობრიობას სახელმწიფო განსაზღვრავს?

- ეს სახელმწიფოს ფულია და, რა თქმა უნდა, პრიორიტეტებსაც სახელმწიფო განსაზღვრავს. სხვათა შორის, ძალიან ბევრ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოს დახმარების გარეშე იხდის მწვრთნელის ხელფასს.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციას რეალურად დღეს სპორტის სამინისტრო მართავს. რამდენად დამოუკიდებელია დღეს ფეხბურთის ფედერაცია?

- ჩემი, როგორც მინისტრის ოცნებაა, რომ ყველა ფედერაცია იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ვინც არ იცნობს ლევან კობიაშვილს, მხოლოდ ის იტყვის, ფეხბურთის ფედერაცია არ არის დამოუკიდებელი. სწორედ ფედერაცია იღებს გადაწყვეტილებას ნაკრების მთავარი მწვრთნელის თაობაზე და ეს მის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს.

- აღმასკომზე გკითხავთ. ბევრის აზრით, იქ ორი კლუბის კადრების სიჭარბეა...

- ეს აღმასკომი საფეხბურთო საზოგადოების არჩეულია. ისინი თავიანთ კლუბებში თუ სხვაგან წარმატებულები იყვნენ. ასე ყველაფერს შეიძლება კუდი გამოაბა.

- ხომ არ არევს ნაკრებში სიტუაციას ცხადაძის შესაძლო წასვლა?

- მე არ ვაყენებ ეჭვქვეშ მის კომპეტენციას, პირად თვისებებს, ღირსებას... სპორტის მინისტრი მწვრთნელის საკითხთან რა შუაშია?! დიდი იმედი მაქვს, მალე დაწყნარდება სიტუაცია და ფეხბურთელები მშვიდად გააგრძელებენ მომზადებას შესარჩევი ციკლისთვის. ვინ თქვა, რომ ცხადაძე ჩემი მტერია? აბსურდია!

ხალხს მიაქვს ფული ქართული ფეხბურთიდან და მე ეს ფული მომქონდა. შესაბამისად, ჩემთვის სულერთი ვერ იქნება ქართული ფეხბურთის ბედი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმები და ეს არის რთული გზა.

- როდის ამოქმედდება ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა?

- შეიქმნა "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი". ჩვენ ახლა ველოდებით ფედერაციის პრიორიტეტებს.

- ფაქტია, რომ კლუბების დაფინანსებას აზრი ეკარგება, თუ ქართული ფეხბურთი არ გაიწმინდა...

- საჭირბოროტო საკითხს შეეხეთ. წლების განმავლობაში ვინც არასწორად იყო მიჩვეული ცხოვრებას და მუშაობას ფეხბურთში, ის განაწყენდება ამ რეფორმებით. მაგრამ მე მზად ვარ ნებისმიერი კრიტიკისთვის. მზად ვარ და ვიცი, რომ შეიძლება ლაფიც მესროლონ, მაგრამ ჩემთვის მთავარია, გულშემატკივარი დარჩეს კმაყოფილი.

- ბოლოს, კერძო კლუბებზეც გვითხარით...

- ფონდის დაფინანსებისას კერძო კლუბებს ექნებათ გარკვეული პრიორიტეტი. ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ სახელმწიფო კლუბები კერძო კლუბებად გარდაიქმნან. ჩვენ ქართულ ფეხბურთში უნდა დავაბრუნოთ არა მხოლოდ ის ინვესტორები, რომლებიც წასულები არიან დროებით, არამედ ახლებიც უნდა მოვიზიდოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ბადრი

ბატონ მინისტრს მინდა ვკითხო: 1) სამოქალაქო ინსტიტუტი "კაბადონი" სად არის,როდის არსებობდა და საერთოდ რას წარმოადგენდა 2)და 27 წლის ასაკამდე საშუალო გნათლების ამარა რომ ადამიანი დადის და შემდეგ რაგაც საეჭვო სასწავლებელს რომ "ამთავრებს" შეიძლება თუ არა ესეთი არსება იყოს მინისტრი?

• nia

რას აკეტებს ისეტს ამხელა ხელფასი რომ აქვს, ხალხი შიმშილობს და არ რცხვენიატ ასეთი ფუფუნების/?

• goga

ჯოგი რის ჯოგი კველა მიხვდებით. არ აცადოთ მიდით გასრისეთ საქმის მკეთებელი არავის ჭირდება არაკაცები ვადიდოთ ვაშააააა

• Misha

იმის მაგივრად რომ ინვესტორები და სპონსორები მოიზიდონ, ფეხბურთი მომგებიანი გახადონ მწვრთნელების ხელფასებს მიადგნენ.. მალე დავალთ ჩვენ ფარერების დონეზე..

• dd

ქეცბაია რო იღებდა 2 ჯერ მეტ ხელფასს ვიდრე ცხადაძე მაშინ რატო არ თქვეს არაფერი

• გოგა

boria-ს ტარიელ ხეჩიკაშვილს მინისტრობის პერიოდში არც ხელფასი აუღია, არც პრემია და არც დანამატი. მისი ხელფასი პირდაპირ ირიცხება სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებში. შეგიძლიათ გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია სამინისტროსგან.

• qutaiseli

qutaiseli-s alekoსწორედაც რასაც შენ წერ არ არის ფეხბურთის ფედრაციის ვალდებულება ბავშვთა აღზრდას მიხედოს ეს სპორტული სკოლების და განათლების სფეროს პრეროგატივაა ხოლო ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ სახელმწიფოს საქმეა და რაც შეუძლია იმას აკეთებს სპორტის სამინისტრო კიდე საბიუჯეტო ორგანიზაციაა და არა კერძო ხარათმხანა რაც მოგინდება ის დააფინანსო იქ მარტო ფეხბურთის ფედერაცია არ არის წარმოდგენილი.quTaiseli -ს მე არაფელი ამომიჩემებია შენკი გეტყობა სრულ გაურკვევლობაში ხარ რა მიდგომაზეა საუბარი როცა სახელმწიფო მოხელე გეუბნება მწვრთნელის ამხელა ხელფას ვერ გადავიხთიო რისი უფლებაც მას აქვს ხოლო კობის აქ უფლება ფედერაციის შემოსავლებიდან დაფაროს ეს თანხა და ვერავინაც ვერაფერს ვერ ეტყვის ესარი სიმართლე და რა მიდგომა რის მიდგომა ყველაფერი კანონიერად და სწორად ხდება.ხოლო ვისაც ამის დანახვა არუნდა ეს მისი პრობლემაა არგუმენტი მინდა მე და არა ჰაერზე საუბარი.

• xecho

ტარიელ ხეჩიკაშვილი არის საბურთალოს პრეზიდენტი და სანამ თავის საბურთალოელი ნაცნობებით არ აივსება ფედერაცია არ გაჩერდება, ხალხმა და ფეხბურთელებმა ხმა უნდა ამოიღონ! რა მნიშვნელობა აქვს არველაძეების გუნდი დაანგრევს ფეხბურთს თუ ხეჩიკაშვილის? უნდა დამთავრდეს ნეპოტიზმი და ფულის კეთება ფეხბურთში და ხალხმა ხმა უნდა ამოვიღოთ...

• boria

ტარიელს რამდენი აქ ხელფასი თვითონ და თუ ეკუთვნის? რა დამსახურებისთვინ არი მინისტრი?

• quTaiseli -ს

ახალი თქვი რამე, ორი სიტყვა რომ ამოგიჩემებია. რაც დაწერე ყველამ ვიცით მაგრამ მიდგომაზეა საუბარი და არა იმაზე ვინ საიდან ფინანსდება. სხვას თუ აკისრებ პასუხისმგებლობას, შენ პირველმა უნდა აიღო და მაგალითი აჩვენო.

• qutaiseli-s aleko

რატომ არის დემაგოგია. მაინტერესებს ერთი თუ სამინისტრო და ფედერაცია ვერ გააკეთებენ თავიანთ საქმეს - ანუ ვერ შექმნიან პირობებს რომ ბავშვები სწორად აღიზარდნონ,ნორმალური ინფრასტრუქტურა იყოს, ჩემპიონატის პრობლემები მოგვარდეს და ბევრი სხვა კიდევ და პასუხისმგებლობა შედეგებზე მარტო მწვრთნელს დაეკისროს ეგ არის დემაგოგია?

• ნიკო

2009 წელს ნაკრები რომ მიატოვა ცხადაძემ, მაგაზე ილაპარაკოს. და კიდე იმაზე, თავის ბიჭს რომ იძახებდა ხოლმე ნაკრებში. კარგით რა, ნუ შექმენით გმირი.

• bibi

თენგო-ს. რომ იძახი, ფეხბურთში "შედეგს კი მინიმალურსაც ვერ აღწევენ-ო". მარტო პირველი ნაკრები გაქვს ალბათ მხედველობაში თუ....? ორ ასაკობრივ ნაკრების დონეზე, ელიტრაუნდში გასვლას, შედეგად არ თვლი? მე მასე არ ვფიქპობ. შედეგი არის, მაგრამ არა პირველი ანუ ეროვნული ნაკრების დონეზე. დანარჩენები მეტნაკლებდ პლიუსშია. ასე, რომ რეალურ აზროვნებას გირჩევდი.

• სიმართლე მიყვარს მე!

ეს აღმასკომი საფეხბურთო საზოგადოების არჩეულიაო, რომ ამბობთ ტარიელ ბატონო, ისიც მოყევით ბარემ თუ როგორ მოატეხინეთ პირადად თქვენ აღამასკომიდან "ზესტაფონის" კანდიდატი იმის შიშით რომ კოკაია და მისი გუნდი დღევანდელ აღვირახსნილობას არ გაგაბედინებდნენ და როგორ დანიშნეთ აღმასკომში ინჯიას ბიჭი

• ნოდარი

რატომ არ იძახის არც ერთი მხარე რამდენია ხელფასი?! გულშემატკივარს 3 ლარი არ აქვს რომ ბილეთი იყიდოს ხომ არ ესჰინიატ რომ პანჩურებით არ გაყარონ ეს....

• quTaiseli

კიდე ერთხელ ვიმეორებ ფეხბურთის ფედრაციის ჩინოსნების შედარება მთავრობასთან და მითუმეტეს სახელმწიფოსთან აფსურდი და დემაგოგიაა .ამის საპირისპირო აქ ვერავინ ვერაფელი დაწერა და ვერც დაწერს ფეხბურთის ფედრაცია არის ავტონომიური ერთეული და ფინანსდება ქვეყნის გარედან ხოლო თუ რამეს მთავრობა აძლევს პრიორიტეტებსაც ის განსაზღვრავს. იმ თანხით რა უნდა დაფინანსდეს.

• ლევანი

კომენტარებიდან ვეთანხმები "თენგო"-ს და "ალეკო"-ს. ვთვლი რომ კალათბურთს, რაგბის და სხვა წარმატებულ სპორტის სახეობებს მეტი მიხედვა ჭირდებათ, რადგან მათ მსოფლიო ფედერაციებიდან არ აფინანსებენ. შედეგები კი ფეხბურთელებზე ბევრად უკეთესი აქვთ(მარტო ფაჩულიას და გორგოძის წარმატება რად ღირს), ამიტომ სახელმწიფომ მათთვის მეტი თანხები უნდა გამონახოს. ისე, ბონუსური სისტება მინისტრებსაც შეთავაზოს ბატონმა ტარიელმა. ყოველთვიური ანგარიში წარადგინონ და იმის მიხედვით მიიღონ ანაზღაურება. ეჭვი მაქვს, ჩვენი მინისტრები, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, საერთოდ უხელფასოდ დარჩებიან.

• avoieee

რასაც მწვრთნელს აძლევენ ხელფასს ის რომ ფეხბურთელებზე გადაანაწილო და უთხრა "ამ ფულს თქვენ მიიღებთ გამარჯვების შემთხვევაშიო",ჩათვალეთ მოიგებენ.აბა 10 ლარი 27 თეთრი გერგება და შაურმა ჭამეო,არავინ ითამაშებს. ამათ ქართველობაზე ვერ დაუწყებ ლაპარაკს,ფული ურჩევნიათ!ამიტომ ფული უნდა მისცე,მერე კი რამე გამოჩნდება!ჯერ იქნება ჩემპიონატზეც გავიდეთ.

• gerchi

ეეხ ტარიელ , ტარიელ :) რა ყველა ძველი ბიჭები ხართ კაცოო ? კი ნუ ვითომ დიპლომატობ ძმაო , პირდაპირ თქვი , დაასახელე ციფრი , რამდენს იღებს ხელფასს , ან ითხოვს და რამდენის მიცემას ფიქრობ . მერე გამოიტანს დასკვნას საფეხბურთო სამყარო , რასთან გვაქვს საქმე. ერთსაც გეტყვი , თუ გიტყდება საქვეყნოდ ყველაფერზე საუბარი , მაშინ დაჯექით შენ და ცხადაძე ვიწრო წრეში და დაილაპარაკეთ ადამიანურად და საქმიანად . ჩამოყალიბდით და ისე იმოქმედეთ თუ ილაპარაკეთ . ერთიც კიდევ , არც ერთი ხართ ანდრო ჯორდანია და არც მეორე დიდი ნოდარ ახალკაცი . ორივე ჯერ კიდევ საეჭვო კომპეტენციის ბრძანდებით ფეხბურთში და ზოგადად სპორტში .ამიტომ მეტი იფიქრეთ და პიროვნული ამბიციები გვერდზე გადადეთ .

• არტაგი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები!...როგორც ჩანს შავბნელ ძალებს ხელს აძევს ლევან კობიაშვილის დასუსტება,რადგან რაც ხდება პირდაპირ ურტყავს მის სახელს...

• qutaiseli

მთავრობის და ფეხბურთის ფედრაციის შედარება მითუმეტეს სახელმწიფო ინსტიტუტების სრული აფსურდი და დემაგოგია ფეხბურთის ფედრაცია დამოუკიდებელი ერთეულია და არა ხალხის მიერ დაქირავებული ორგანიზაცია რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ ფიფასა და უეფას წესდებით და აქვს ავტონომიური დაფინანსება.

• qutaiseli

მთავრობის და ფეხბურთის ფედრაციის შედარება მითუმეტეს სახელმწიფო ინსტიტუტების სრული აფსურდი და დემაგოგია ფეხბურთის ფედრაცია დამოუკიდებელი ერთეულია და არა ხალხის მიერ დაქირავებული ორგანიზაცია რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ ფიფასა და უეფას წესდებით და აქვს ავტონომიური დაფინანსება.

• ალეკო

შენც მაგ პრინციპით დაინიშნე ხელფასი მინისტრო და ფედერაციაშიც შესთავაზე, თუ მარტო დებს მწვრთნელი შედეგს? ისე მთელი მთავრობა გადავიყვანოთ მაგ სისტემაზე და შევაჯამოთ თქვენი შედეგები. კობისაც რომ სახელს უფუჭებ ხვდები ისე ტარიელ?

• qutaiseli

გარდაქმნები გარდაუვალია და ვეთანხმები ერთ ჭეშმარიტებას ხელფასი უნდა ქონდეს ნაკრების მწვრთნელს ამ გუნდის დონის შესაფერისი მორჩა და გათავდა და ვისაც ეს არ მოწონს ცივი წყალი დალიოს კობიაშვილი თუ ამ გზას გადაუხვევს და ფეხბურთის ფედაციასი შექმნილ ფინანსურ ბარდაგს წერტილს არ დაუსვამს ის სიჭინავას ბედს გაიზიარებს.

• Anzori

მართლა არ მესმის საიდან ამხელა ამბიცია ცხადაძეს?! რატომ არ ეყოფა თვეში 15 000 ლარი?! ეგეც ეხლა პელეს მარადონას და მესის არ "აწარმოებდეს" არავინ არ ფიქრდებით რომ ესეთ გაჭირვებულ ქვეყანაში 10 თამაშის წაგების გამო მწვრთნელს ასიათასობით ხელფასი ჩვენი ჯიბეებიდან არ უნდა მიქონდეს სახში ყოველთვიურად?!

• თენგო

სამინისტრო ნაწილობრივ მაინც ჩაერევა ფედერაციის საქმიანობაში, რადგან გარკვეულწილად ის აფინანსებს. თუმცა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნა მთლიანად ფედერაციის პრეროგატივა უნდა იყოს. ფეხბურთის ფედერაცია ყველაზე მდიდარია დანარჩენ ფედერაციებს შორის. მათ ფიფა აფინანსებს და ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე სპორტის ყველა სახეობას ერთად. ამაზე თუნდაც მათი ოფისი და იქ გაჩერებული ძვირადღირებული მანქანები მეტყველებს. შედეგს კი მინიმალურსაც ვერ აღწევენ. კალათბურთთან შედარებით ხომ საერთოდ, ფეხბურთის დონე ბევრად დაბალია. ჰოდა, ისეთ სახეობებს მიხედეთ, სადაც წარმატებებს ვაღწევთ, კალათბურთი, რაგბი. აგერ, წყალბურთელებიც რაღაც შედეგს აღწევენ. ყველაზე მეტად მაინც კალათბურთი, რადგან მსოფლიოში გავრცელებული მასიური სპორტია, თანაც ყველაზე მეტად კომერციული. ანუ, იქ ჩადებული ფული უკან დიდი მოგებით დაბრუნდება.

• smert

ნუ შექმენით ცხადაძისგან ბილარდო აზერების ჩემპიონატს რა უთხარი ამხელა ხელფასი არაფერში ესაა პატრიოტიზმზე თავის დადება

• გუჯა კახაძე

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ სახელმწიფო კლუბები კერძო კლუბებად გარდაიქმნან"... ჟურნალისტებო!როგორ გახდეს კლუბი მომგებიან ამ თემაზე რატომ არ გიყვართ წერა?

• Beso

მე მომხრე ვიყავი ფედერაციის პრეზიდენტად კობიაშვილის მოსვლისა, რადგან მჯეროდა რომ პატიოსნად ჩადგებოდა ქართული ფეხბურთის სამსახურში,რაშიც უკვე ეჭვი შემეპარა.ხეჩიკაშვილების და მისნაირების კი დიდი ხანია აღარ მჯერა.ცხადაძე უნდათ გაუყოლონ სიჭინავას კვალს,რაც დიდი უსამართლობაა.ვეკითხები ფეხბურთის გულშემატკივრებს და ზოგადად ქართველ ხალხს, როდემდე უნდა გვაყარონ თვალში ნაცარი და გვ...ან თავზე,როდის დადგება ხმის ამოღების დრო თუ ის უკვე დამდგარი არ არის?

• bagrat

ჩემის აზრით, თუ ცხადაძე წავიდა და გეგუჩაძე დაინიშნა, მაშინ ამ მინისტრის მტკიცება, რომ ფედერაციის საქმიანობაში არ ერევა, აბსურდად დარჩება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გეგუჩაძეს 1500 ლარიც რომ მისცე ხელფასი, თანახმა იქნება. ცხადაძე კი სხვა დონეა. ხომ არ იცით, სად აქვს ნამუშევარი (ფეხბურთის თამასზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია)გეგუჩაძეს საქართველოს გარდა? თბილისი, ზესტაფონი, ქუთაისი. აი ეს არის მისი მოქმედების არიალი. ჯერ საქართველოს ჩემპიონატი რა ვთქვი და მერე იქ წარმატებული მწვრთნელის დონე.

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...