შესაძლოა, სფფ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდეს - ცალკე ცხადაძის ხელფასი ჰქონდეს გადასახდელი და ცალკე - ახალი მთავარი მწვრთნელის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის პოზიცია ურყევია - კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს. აღმასკომმა კი კობიაშვილს რეკომენდაცია მისცა, ცხადაძეს შეხვდეს და კონტრაქტის გაწყვეტაზე დაელაპარაკოს.

ცხადია, ესაა ჩვენი რუბრიკის მთავარი თემა...

როდის არის ეკონომია გამართლებული?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი სახელფასო მოდელი შეიმუშავა. მოდელი ორიენტირებულია შედეგზე და ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყნისთვის თითქოს მისწრებაა, მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარეც.

ჩემი პირადი აზრი ასეთია და არ არის აუცილებელი, სხვამაც გაიზიაროს - თანხის ეკონომია ყველა შემთხვევაში გამართლებულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმე ეროვნული თუ სხვა ასაკობრივი ნაკრებების ინტერესებს ეხება.

რა ვუყოთ იმას, რომ "ჩიტმა" ჯერ კიდევ ნოემბერში მოგვიტანა ამბავი კახა ცხადაძის წასვლის თაობაზე. მაშინ ეს ცნობა არ დავიჯერეთ, მაგრამ დრომ იმ სიტყვების სიმართლე დაადასტურა. რატომ არ ვაცალეთ მწვრთნელს იმ საქმის კეთება, რასაც ის შეეჭიდა და პატიოსნად აკეთებდა?

რატომ მოიხსნენ ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები? ვარაუდები, ჩვენი აზრი და ფედერაციის პოზიცია შეიძლება აქ რაღაცაში ემთხვეოდეს კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამ ხალხმა შედეგი დადო.

ღმერთმა ნუ ქნას, ელიტრაუნდში ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებებმა შედეგი ვერ აჩვენონ. მაშინ ვინ იქნება პასუხისმგებელი ამაზე? გულშემატკივარს ხომ აუცილებლად დარჩება განცდა - ის მწვრთნელები რომ დარჩენილიყვნენ, უკეთესი შედეგი გვექნებოდაო.

ხელფასის საკითხი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თვეში 40 ათას დოლარს იღებს. რა თქმა უნდა, ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში ეს არ არის პატარა ხელფასი. მეტიც - დიდი ხელფასია.

და ვინ თქვა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი კაპიკებს უნდა იღებდეს? ჩვენ გვახსოვს ნაკრების არაერთი მწვრთნელი, საქართველოს ნაკრებში ცხადაძეზე გაცილებით მეტს რომ იღებდა, მაგრამ მაშინ ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

ერთმა ჩემმა კოლეგამ დაწერა - ნუ ვიქნებით ბუღალტრები, პროფესიონალები ვიყოთო. ვეთანხმები. მით უმეტეს, ახალ შესარჩევ ციკლამდე სულ ცოტაა დარჩენილი და ახალ მწვრთნელს გაუჭირდება ადაპტაცია.

ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ხელფასის საკითხი საერთო-პოპულისტური ფონის გასაღვივებლად გახდა საჭირო. დღეს ქვეყანაში ბევრს უჭირს, ბევრს სესხი ახრჩობს. ბევრი ყოველდღიურ სარჩოს ვერ ყიდულობს, მაგრამ ამ ფეხბურთში ღარიბები რომ ვერ იმარჯვებენ, ამას რაღა ვუყოთ?!

მე ასე მგონია - წავა ცხადაძე, ამოქმედდება ეგრეთ წოდებული ბონუს-სისტემა, მაგრამ ეს ძირეულ ცვლილებებს ვერ შეიტანს ქართული ფეხბურთის ყოველდღიურობაში.

რა თქმა უნდა, ეკონომია კარგია, მაგრამ ღირდა კი ეს იმად, რომ ნაკრებში დალაგებული ვითარება აგვერია?! თანაც, ახლა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი კარზეა მომდგარი?!

და თუ ჩვენი საზომი ლატვიისა თუ სომხეთის მწვრთნელების ხელფასია, მაშინ ნურც მეტის ამბიცია გვექნება... რა საჭიროა კონტრაქტი?

მე საერთოდ არ ვიცი, ვერ ვხვდები, დღევანდელ ქართულ რეალობაში რა საჭიროა კახა ცხადაძის კონტრაქტი? ცხადაძეს ჰქონდა ხელფასი. მან ამის შესაბამისად დაგეგმა თავისი უახლოესი ცხოვრება და მას ხელფასის შემცირება მოსთხოვეს.

ცხადაძემ მზადყოფნა გამოთქვა, 25 პროცენტით შეემცირებინა ანაზღაურება, მაგრამ ეს ფედერაციას არ ეყო და მწვრთნელს ჯამაგირის განახევრება მოსთხოვა. ამაზე ცხადაძემ უარი თქვა და ადამიანურად, მე მისი მესმის.

კონტრაქტზე ვთქვით და, მართლაც, რა საჭიროა ის, თუ მისი შეცვლა ან უგულებელყოფა ნებისმიერ შემთხვევაშია შესაძლებელი?

დავუშვათ, ცხადაძემ გაშვების შემდეგ სრულად მოითხოვა კონტრაქტის ანაზღაურება. მგონი, ამის უფლება მას უნდა ჰქონდეს. მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მართლაც რომ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდება - ცალკე ცხადაძის ხელფასი ექნება გადასახდელი და ცალკე - ახალი მთავარი მწვრთნელის ანაზღაურება.

მაშინ თანხის დაზოგვის სახელით დაწყებული კამპანია პირიქით შეტრიალდება და უკუეფექტს გამოიღებს.

ვინ მისტირის სიჭინავას?

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ცხადაძის ზურგს უკან ძველი ხელმძღვანელობის კუდები დაინახეს. სრული პასუხისმგებლობით უნდა დავწერო - მე არ მეგულება უფრო სუსტი ფედერაცია, ვიდრე ზვიად სიჭინავას ფორმაციისა და არასდროს, არც ერთი წამითაც კი არ გავიხედავ სინანულით იმ წარსულისკენ.

იმ წარსულისკენ, როცა ხალხი ისე იღებდა ხელფასებს, რომ არც მუშაობდა...

იმ წარსულისკენ, როცა ფეხბურთის ფედერაციაში საქმის მკეთებელი ხალხი უმცირესობაში იყო...

როცა მედიას არ უსმენდნენ...

როცა საქართველოს ჩემპიონატი ისე გახადეს 16-გუნდიანი, საზოგადოების აზრი არად ჩააგდეს...

როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფეხბურთი ისე იცოდა, როგორც ამ სტრიქონების ავტორმა - პაპუა-ახალ გვინეაში მოსახლე ერთ-ერთი ველური ტომის დიალექტი...

გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ მგონი, საჭირო აღარ არის...

არ მივტირი იმ წარსულს, მაგრამ, განა, ყველაფერი უნდა მოვიშოროთ, რაც იმ წარსულიდან შემოგვრჩა? ასე ხომ არ შეიძლება?! "ჩემიანი", "სხვისიანი" - ქართულ ფეხბურთში ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა მორჩეს ასე დაყოფა. ჩვენ, ყველა ერთად ხომ ქართულ ფეხბურთს ვემსახურებით?!

იქნებ ვიღაცას შეეშინდა, ცხადაძეს სიტუაცია შიგნიდან არ აეფეთქებინა? ჯერ ერთი, არ იყო ცხადაძე ამის გამკეთებელი კაცი და მეორეც - რა ბერკეტი ჰქონდა მას საამისოდ? ის თავადვე მოიჭრიდა იმ ტოტს, რომელზეც იჯდა? რა, ნაკრები შეგნებულად წააგებდა თამაშებს? ერთი წამით დავუშვათ, რომ ეს ასე ყოფილიყო. უპირველეს ყოვლისა, ისევ ცხადაძის ავტორიტეტი არ დაზარალდებოდა?!

ბედის ამბავი

ხდება ხოლმე - კაცს ბედისწერა ისეთი დაჰყვება, მის ცხოვრებას იოლს ვერ დაარქმევ. ცხადაძის საფეხბურთო ცხოვრებაც ძალიან რთულია.

დავიწყოთ იქიდან, რომ ცხადაძეს მთელი კარიერის განმავლობაში არ ასვენებდა ტრავმები.

გავაგრძელოთ იმით, რომ ჯან-ღონით სავსე კაპიტანი თითქმის შეგნებულად და თითქმის ხელოვნურად ჩამოაშორეს საქართველოს ნაკრებს. ჩამოაშორეს მაშინ, როცა ის თავისი კარიერის ზენიტში იყო და მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები მზად იყო, შედეგი დაედო. მით უმეტეს, შესარჩევი ჯგუფი ისეთი გვქონდა, დიდი ხნის განმავლობაში რომ ვნატრობდით...

მე რაც თავად ვიცი და რაც გამიგონია, ცხადაძის ცხოვრება არის ფეხბურთელის სამაგალითო ცხოვრება. მან არ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ითამაშა საქართველოს ნაკრებში. მან ნაკრებისთვის გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ერთ ფეხბურთელს შეეძლო, გაეკეთებინა.

ადამიანი უშეცდომო არ არსებობს. თავის დროზე, ძალიან დამწყდა გული, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბაქოს "ინტერში" რომ წავიდა. ისე ჩანს, რომ მისი კარიერისთვის ეს გამართლებული ნაბიჯი იყო, მაგრამ მაშინ დიდი იმედით ვუცქერდი ცხადაძის მუშაობას ახალგაზრდულ ნაკრებში...

ყველა ადამიანს აქვს შეცდომის დაშვების უფლება და ეს შეცდომაც, თუ ის შეცდომა იყო, შეიძლება არც გაგვეხსენებინა, მაგრამ თუ ჩვენს წერილს აქვს იმის პრეტენზია, რომ სიმართლე თქვას, ყველაფერი უნდა დაიწეროს.

სხვისი არ ვიცი და, მე ასე მგონია: დღემდე ქართული საფეხბურთო სამყარო ისე ვერ მოექცა ცხადაძეს, როგორც იმსახურებდა...

შოკი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ქართულმა საფეხბურთო თემმა ნაღდი შოკი მიიღო, რაკი გეგუჩაძეს ეროვნული ნაკრების დამრიგებლად ელოდნენ...

ახლა კი საქმე ასეა: ნაკრებს ახლო მომავალში ეყოლება მთავარი მწვრთნელი. კულუარებში ახსენეს სამი კანდიდატი - შოთა არველაძე, ვინც უმუშევარია "ტრაბზონსფორიდან" წამოსვლის შემდეგ, "ფრაიბურგის" ლეგენდარული დამრიგებელი ფოლკერ ფინკე და შემოდგომაზე "გლადბახიდან" გაშვებული ფრანგი ლუსიენ ფავრი.

ფინკესა და ფავრს კობიაშვილი ძალიან კარგად იცნობს. განსაკუთრებით - ფინკეს, ვისთანაც ლევანს არაერთი წელი გაუტარებია "ფრაიბურგში".

კობიაშვილი ამბობს, რომ არც ერთ კანდიდატთან არ ჰქონია მოლაპარაკება. მოკლედ, ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტორს
“ რატომ არ ვაცალეთ მწვრთნელს იმ საქმის კეთება, რასაც ის შეეჭიდა და პატიოსნად აკეთებდა?“-საკუთარი შვილის დაძახება ეროვნულ ნაკრებში,რომელიც ძალიან დაბალი დონეა და ერთი გოლი გააქვს სეზონში-არ არის პატიოსნება!
otari47
აწი ნაკრების ავკარგიანობაზე, სრული პასუხი უნდა აგოს კობიაშვილმა და აიღოს ვალდებულება, თუ არ გაამართლა გადადგება.
კობა
ახალი მწვრთნელის ხელფასის გასაჯაროებაც მოგიწევთ,მათ შორის ასაკობრივებისას რამდენი აქვთ ისიც გვითხარით
nika
ვაი ჩვენს პატრონს და ვაი ჩვენს მსჯელობას... ერთი დადებითი მითხრას ვინმემ კობიაშვილის ქცევასა თუ გადაწყვეტილებაში,ერთი!!! ( მე მას ვუჭერდი სამწუხაროდ მხარს, არჩევნებში) აქ ხელფასზე თუა საუბარი, მაშინ კობიაშვილი ყოფილა უბრალოდ სასაცილო სულელი. თუ ხელფასი შირმაა მაშინ კობიაშვილი არის სასაცილო მაფიოზი. თუ სულ თავგზა აქვს აბნეული ამ კაცს მაშინ უკვე სატირალი ყოფილა. ფეხბურთის მოედანზე საქართველოს ნაკრები რომ ხარ რამეს გპატიობს ვინმე? იქეთ დგანან გენიალური ფეხბურთელები და მწვრთნელი და აქეთ ქართველი ფეხბურთელები და "მე რომ მინდა იმ ფინანსურ სისტემაზე მომუშავე მწვრთნელი"- კობიაშვილი არის სრულიად დიდ გაუგებრობაში, ის უბრალოდ უბადრუკია, საუკეთესო შემთხვევაში. და თუ ნაკრები უპერსპექტივოა, ქვეყანაში ფეხბურთი იქნება პერსპექტიული??? ნუ არ ვიცი თავში რა უდევს ამ საწყალ ბიჭს. დღემდე ცხადაძე ყველაზე კარგი მწვრთნელი იყო და ყველაზე იაფი, მეორეც : შესარჩევის წინ ასეთი რამეები არ ხდება. საქართველოს ნაკრები გავა 5 ადგილზე. კობიაშვილს კითხვა: ...
xvicha
კობის ურჩევნია კოკაიას დაბრუნებაზე იმუშაოს! არ დაავიწყდეს თანამოაზრე, თორემ ამ უაზრო დავიდარაბას, თავად გადაყვებიან თვითონაც, ხეჩიკაც და მუჯირიც. ბაბაია, დანაპირების დავიწყება არ ვარგა. ჩემპონატი დაწყილია და ამგვარი ლაპარაკი არ ჭრის.
tarieli
კარგად გაეცანით ბაქოში ცხადაძის ”საგმირო საქმეებს”, რასაც სჩადიოდა ფულის გულისთვის. რას წერდა და წერს იქაური პესა და მერე განსაჯეთ ფედერეაცია.
a
კომენტარს ვაკეთებ ბოღმით სავსე. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს ვუყურებ 1947 წლიდან (ქობულეთი-ვვს, არ გამომიტოვებია თბილისის დინამოსა და საქართველოს ნაკრების არცერთი მნიშნელოვანი თამაში, ჩემი ისედაც განადგურებული ფსიქიკა სულ ამერია ამ კომენარების გამო. ქართველი ფრხბურთის მოყვარულები სხვა რესპუბლიკების მოყვარულებისაგან აშკარად განვსხვავდებოდით ეს მე მსმენია ბევრი ცნობილი ფეხბურთელისაგან. ლევ იაშინი უკვე ვეტერანი იყო, მოსკოვის ტორპედოს სტადიონზე, როცა შევხვდით, მან მითხრა თბილისის დინამოს სტადიონზე თამაში ჩემთვის ყოველთვის ზეიმი იყოო.თურმე ”ბალელშიკებადაც აღარ ვარგებულვართ, ვაი ჩვენს ყოფას!
გარინჩა
დღეს მე მხარს ცხადაძეს უჭერ! და გულშემატკივარიც მხარში უნდა ამოუდგეს კახას. საერთოდ, ეს ქართული აბდაუბდა მართვა ფეხბურთის გრძელდება.
გიორგი
ფეხბურთი ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს თუკი გვყავს. ამასამბობდა სწორედ ქეცბაია მაგრამ ზედმეტად მკაცრიაო გვპასუხობდნენ.დანარჩენი სხვა ფულის გადაყრაა
Vano
-რომელი უცხოელი მწვრტნელი ჩამოვა საქართველოში 40000 $ ერტი მითხარით. კარგიტ რა. და კიდევ რა ს მოთხოვ ამ ფეხბურთელებით ბონუს სისტემას ვინ ნორმალური დათანხმდება.ეს ხომ თავის მოტყუებაა. და წინასწარ განწირული სიტუაციაა
ara
ისე გახსენებისთვის რიგის მიხედვით: 1) საქართველოს ჭირდებოდა ტრენერი 2) ცხადაძემ შესთავაზა თავის თავი 3) სანამ გაბაზრდებოდა მინიმუმ 2 შეხვედრა იყო. 4) ბოლოს მან შესთავაზა, რომ იმუშავებდა 6 თვეს უფასოდ. თუ მოეწონებოდათ დარჩებოდა. 5) ამ 6 თვის განმავლობაში ცხადაძე მუშაობდა ნეფტჩში და იღებდა ხელფასს (თუ არ მიცეს, ჩვენი რა ბრალია) ასე რომ ადგილი ქონდა შემოტენას და არა ფედერაციის მიერ ტრენერის კონკურსის წესით მოძებნას. და ბოლოს ნუ გვამადლის იმ 6 თვეს. ეგ ბიზნეს გარიგების ნაწილი იყო.
555
შენ მიგაჩნია, რომ კარგად მოექცნენ ცხადაძეს?
თემური
ავტორმა ყველაფერზე ილაპარაკა და რატომღაც მთავარი გამორჩა,როდესაც პრეტენზია გაქვს იყო ქვეყნის პირველი ნაკრების თავკაცი და უარს ამბობ შედეგის დადებამდე იმუშაო ნახევარ ხელფასზე იმ პირობით რომ თუ შედეგი გექნება მთელი თანხა დაგიბრუნდებ,გამოდის რომ კარგი შედეგის იმედი არა გაქვს და ორიენტირებული ხარ მხოლოდ ფულზე და არა შედეგზე,ზოგადად ასეთი მწვრთნელის ფეხბურთელებთან პატრიოტიზმზე და თავდადებაზე ლაპარაკს აზრი ექნება? ეს ხომ ძალიან მარტივია და ლაპარაკი წარსულის დიდებაზე მხოლოდ ლირიკაა.
dato
ვერ დაგეთანხმები ალეკო.ცხადაძემ უკვე ერთჯერ დატოვა ნაკრები ფული გამო.100 000 ლარ თვეში საქართველოში თან საქმეს გააკეთებ თუ არა ,არის მარაზმი
555
მე მგონი სტატიის ავტორმა გუშინდელი კომენტარების შემდეგ საძმო შეკრიბა აქ და თავის თავს ალაიქებინებს :))) გუშინ კომენტარების 90% ყველა კობის ამართლებდა და პირიქით ამტყუნებდა ცხადაძეს დღეს რატომღაც პირიქითაა:))) აშკარაა ნეპოტიზმის ფაქტი :)))
berdo
.... ძალიან კარგი ანალიზია.
goga
თუ ნაკრებებმა ნორმალური თამაში და რაც მთავარია შედეგი ვერ აჩვენა, კობის ადგილზე ყოფნას ნარდად არ ვისურვებდი. თუ ღრმა ანალიზს გავუკეთებთ ყველა ნაკრების შესაძლებლობეს, ამის დიდი ალბათობაა (განსაკუტრებით პირველი ნაკრები მყავს მხედველობაში). ჩემი ვარაუდით მხოლოდ მოლდოვის ნაკრებს თუ ჩამოიტოვებს საქართველო. ავსტიის, სერბეთის და ირლანდიის ნაკრების მომგები ჩვენი ნაკრები აღარაა, მითუმეტეს ნწვრთნელის ცვლილების შემდე. ამათი დალაგება არ იქნება.
aureliano buendia
მართლა, ვაი, შენ ბედკრულო საქართველო, შენი შვილები ... ცხადაძისა და მისი ნამუსგარეცხილი ამფსონების გამართლებას რომ ცდილობენ, თუ მართლა დარწმუნებულია, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ნაკრებს მესამე ადგილზე გაიყვანს, პატრიოტია და ფულის ხამი არ არის, რატომ არ თანხმდება ხელფასის ახალ სისტემას? მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ხომ იგივე თანხას მიიღებს, რაც ახლა აქვს კონტრაქტით განსაზღვრული. მართლა ავადმყოფია ის ერი, რომლის თუნდაც მცირე ნაწილიც კი, ცხადაძის ამ საქციელს გამართლებას უძებნის. ფული კი არა, საკუთარი ქვეყანა რომ ყვარებოდა, ცხადაძე მაშინ უნდა გადამდგარიყო, ლევანდოვსკიმ 5 წუთში სამი გოლი რომ შეგვიგდო.
bingo
ჯიგარი ხარ კაკაურიძე
shoda
ხელფასი და ხელფასზე ატეხილი ვაი ვიში შირმა იყო! -კაცს გზაკვალი აურიეს, მუშაობდა ბედნიერად ნეფთჩიში! -თანდათან ჩანს რა ბინძური და ყოვლად უწმინდური ადამიანები მოვიდნენ ფეხბურთის ფედერაციაში. კობიაშვილი, რომ ... იყო, ამას ვისაც თვალი ჰქონდა ხედავდა, ახლა კი ყველა დაინახავენ ამას!
dato
მოვითხოვოთ, გაასაჯაროვონ გეგუჩაძის ხელფასი.
Aburjga ავტორს
თქვენ დასვით პათეტიკური კითხვა - "და ვინ თქვა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი კაპიკებს უნდა იღებდეს? ჩვენ გვახსოვს ნაკრების არაერთი მწვრთნელი, საქართველოს ნაკრებში ცხადაძეზე გაცილებით მეტს რომ იღებდა, მაგრამ მაშინ ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა." მეც მინდა გკითხოთ, რატომ არიყო ლაპარაკი, იქნებ იყო? და კიდევ რა საამაყო შედეგები მოუტანა საქართველოს ნაკრებს იმ მწვრთნელებს ასტრონომიულ თანხებს რომ უხდიდნენ?!
ავტორს-ს
კონტრაქტი არის კონტრაქტი და სანამ არ ამოიწურება ის უნდა შეასრულო, ვისი გაფორმებულიც არ უნდა იყოს, და არა მინისტრის და კალაძის ...
gogla
თუ არც ახლა ამოვიგეთ ხმა მართლა მეტის გირსები ვკოპილვართ.პინანსური მხარე რო ვითომ საბაბია მგონი კველა მიხვდა. რა თამაშებიც მიდის ნათელი უნდა იკოს კველასთვის ხოდა შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ დატოვონ ეს კაცი და მიხედოს ნაკრებს. ჯობია ის მოიკითხონ უსაქმური მინისტრები რაში იგებენ ხელპასს დანამატზე რო არ ვილაპარაკოთ.პეხბურთი ვიგაცის არაა ის ჩვენია ხალხის და ნება იბოდზონ და საქმის მკეთებელი დატოვონ
zuro
არ ვიცი ვინ არის მართალი და ვინ ტყუის მაგრამ რაღაც რომ ვერ არის ისე ფაქტია..ძველი ფედერაცია თუ ურევდა .მას არც ახალი ჩამორჩება და მოგვკლავს ეს ოცნება სპორტშიც ..
givi
მიყვება ამას კობიაშვილი
აბა რა
ჯიგარი ხარ სტატიის ავტორო რა, გეთანხმები 100 %-ით და მიხარია რომ ამ მედროვე კობიაშვილს ყველა ჟურნალისტი არ ეგება ფეხქვეშ. მეოცნებე თავცარიელ ფანატიკოსებს კი ვკითხავ - თქვენი აზრით თუნდაც ფინკე და თუნდაც ფავრი 20 000 (აბა ცხადაძის 40 000 უნდა გავანახევროთო და) დოლარად იმუშავებს საქართველოში???
ავტორს
ავტორ გულები მიგეხატა ცხადაძის ფოტოზე და შენი სიყვარული უფრო გამოჩნდებოდა, ესე ერთ თამაშს ყოველთვის თამაშობდა ეს ნაკრები, ნიჩია საფრანგეთთან, ხორვატიის დამარცხება ეს ქეცბოს შედეგია. გერმანიასთან წაგება და შოტლანდიასთან მოგება ეს ცხადაძეა. ესტონეთთან სირცხვილი გვაჭამა, ალბანეთმა დაგვცინა!
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
ესპანელთა მორიგი დიდი დანაკლისი - იამალთან ერთად საქართველოსთან "ფურია როხას" კიდევ ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ლევან კობიაშვილი: ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ
საბა კვირკველია უკვე ნიცაშია და მარიო ბალოტელის გასანეიტრალებლად ემზადება
საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე ფოლკერ ფინკეს კანდიდატურა არ განიხილება
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ალექსანდრე იაშვილი: არ მინდოდა, წაგებული წავსულიყავი...
ვინ გაივლის ბეწვის ხიდზე? ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატები
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
"დორტმუნდმა" ფავრი "შტუტგარტთან" 1:5 წაგების შემდეგ გადააყენა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ლუსიენ ფავრი "დორტმუნდს" მომავალ კვირაში ჩაიბარებს
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა
AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა
პოჩეტინო, შესაძლოა, სამუშაოდ საფრანგეთში დაბრუნდეს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
ლუის ენრიკემ "კვარას" ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ლუსიენ ფავრი: როგორ უნდა შეაჩერო მესი? - წესების დარღვევით
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
დღის კარიკატურა: მოვჯოკროთ? ვინ ჩაიბარებს ნაკრებს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ბალოტელის დუბლი "ნიცას" 3 ქულისთვის არ ეყო [VIDEO]
ალექსანდრე იაშვილი: ჩემი წასვლით "დინამოს" არაფერი დააკლდება!
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე