საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროექტი, რომელიც მალე მზის სინათლეს იხილავს...
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯერაც არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, არც უახლოეს მომავალში ეყოლება.

ფაქტია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი... ჩვენს ერთ-ერთ წერილში, ჰიპოთეზის დონეზე, განვიხილეთ კანდიდატურები იმ უცხოელი მწვრთნელებისა, რომლებიც, შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა სათვალავში აღმოჩნდნენ...

ვინ გაივლის ბეწვის ხიდზე? ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატები

მაგრამ ვინ არიან ის ქართველი მწვრთნელები, რომელთაც, შესაძლოა, ეროვნული ნაკრების გაწვრთნა ანდონ?

გია გეგუჩაძეს თუ გამოვრიცხავთ, რომელზეც ამ წერილში კიდევ ვისაუბრებთ, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა რამდენიმე ადგილობრივ სპეციალისტს შეიძლება ანდოს.

ერთი რამ ნათელია - დღეს ქართული ფეხბურთი ბევრი კვალიფიციური მწვრთნელით ვერ მოიწონებს თავს. ერთი ხელის თითებზე დაგვეტევა მათი ჩამონათვალი, რომ გარისკო და ეროვნულ გუნდს დაუკავშირო.

კიდევ ერთხელ უნდა დავწერო - გეგუჩაძეს თუ არ ჩავთვლით, კანდიდატების რანგში ფედერაციამ შეიძლება შოთა არველაძე, გიორგი დევდარიანი, გია ცეცაძე და შოთა ჭეიშვილი განიხილოს.

თითოეულს თავისი მინუსი და პლუსი აქვს, საქმე კი ისეთია, ასჯერ რომ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება ფეხბურთის ფედერაციას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს, რადგან საქმე ჩვენი ფეხბურთის პირამიდის წვერს, ეროვნულ გუნდს ეხება.

ახლა საქმე ასეა: დანამდვილებით ვიცით, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების დამრიგებლის კანდიდატურებზე ჯერ არ უმსჯელიათ. შექმნილ სიტუაციაში, ზოგადად, ნაკრებისთვის ქართველი მწვრთნელი უნდა სჯობდეს და ფედერაციაც, წესით, ამ ვარიანტისკენ უნდა იხრებოდეს რამდენიმე მიზეზის გამო.

მაინც, რატომ?..

და მაინც, რატომ სჯობს ქართველი მწვრთნელი უცხოელს ამ კონკრეტულ სიტუაციაში?

დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი უცხოელი სპეციალისტისთვის რთული გასაგები იქნება ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოფიქრებული ანაზღაურების საბონუსო სისტემა. დადე შედეგი და მიიღე ფული - ასეთი მიდგომა ყველას როდი მოეწონება. თვეში დაახლოებით 30 ათასად კი, თუნდაც სამომავლო ბონუსების პერსპექტივით, კარგი უცხოელი მწვრთნელის დათანხმება თითქმის წარმოუდგენლად გვეჩვენება, რაც დავწერეთ კიდეც.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე არცთუ ისე ბევრი დრო რჩება და ამ დროის განმავლობაში ახალმა მწვრთნელმა ძალიან ბევრი რამ უნდა მოასწროს, მათ შორის - სანაკრებო კონტინგენტის ბოლომდე გაცნობა, პრიორიტეტების ჩამოყალიბება... თუნდაც, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ავან-ჩავანში გარკვევა.

ქართველ სპეციალისტს, ვინც უნდა იყოს ის, აუცილებლად ექნება თავისი შეხედულება ეროვნულ ჩემპიონატსა და იქ მონაწილე ფეხბურთელებზე. დიდი ალბათობით, ის ნაცნობი იქნება ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა მეტი წილისთვის - როგორც პიროვნული, ისე პროფესიული თვალსაზრისით.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნამდვილად ის უნდა იყოს, რომ ქართველი მწვრთნელი უცხოელზე ნაკლებ თანხას დათანხმდება და იმ საბონუსო სისტემასაც მეტი გაგებით მოეკიდება.

ფული სულაც არ არის უმნიშვნელო ეპიზოდი ამ ამბავში, რადგან ფედერაციას, დიდი ალბათობით, გასასტუმრებელი ექნება კახა ცხადაძის კომპენსაცია, რომელმაც, შესაძლოა, ერთობ სოლიდური თანხაც კი შეადგინოს.

ზემოთ ჩვენ ის სპეციალისტები ჩამოვთვალეთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, ეროვნული გუნდის თავკაცებად შეიძლება მოვიაზროთ. ფეხბურთის ფედერაციას, გარკვეულწილად, ამ სეგმენტში სიახლის შემოთავაზებაც შეუძლია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვით - არჩევანი ამოუწურავი სულაც არ არის.

საერთოდ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. მოგვწონს თუ არა, საქართველოს ნაკრები ჩვენთვის განსაკუთრებული ფენომენია, შესაბამისად, მისთვის მწვრთნელის შერჩევაც ძალზე ფაქიზი საკითხია.

ჩვენი ეროვნული გუნდი "გამორჩეულია" იმით, რომ სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში არაერთი ცნობილი და ავტორიტეტული მწვრთნელის კარიერა დაუსამარებია.

საერთოდ, კონფლიქტები ყველა გუნდსა თუ ნაკრებში ხდება, მაგრამ საქართველოს ნაკრები ამ მხრივაც გამონაკლისია. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში დამნაშავის ძებნა უაზრობაა, რადგან ზოგადად ქვეყანა და ჩვენი ეროვნული ინტერესები ზარალდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის ლამის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ნაკრების დამრიგებლის პოსტზე კახა ცხადაძის დანიშვნა მიმაჩნია. ცხადაძემ შეძლო და ისე ჩაამთავრა (ან - თითქმის ჩაამთავრა) მწვრთნელობა ნაკრებში, რომ იქ ერთი კონფლიქტიც არ ყოფილა.

იყო მხოლოდ ორი მცდელობა, ერთი - მინდორზე და ერთიც - მის მიღმა, თუმცა სიტუაცია მალევე ჩაცხრა და ეს, უდავოდ, ცხადაძის დამსახურებაა, ვინც ორივე შემთხვევაში განსაკუთრებული სიმშვიდე და დიპლომატიის ნიჭი გამოამჟღავნა. ჩაღრმავებით კი ნუღარ ჩავუღრმავდებით ამ თემას, რადგან ეს უკვე წარსულია და ეჭვგარეშეა, ჩვენი გაზეთის მკითხველსაც კარგად ემახსოვრება.

დიდი დიპლომატია და ფეხბურთელების გულებისკენ სავალი გზების ძიება ეროვნული გუნდის ახალ თავკაცსაც აუცილებლად დასჭირდება.

ერთ სისტემაში...

ჩვენს წერილში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით.

როგორც შევიტყვეთ, უახლოეს მომავალში მზის სინათლეს იხილავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების ერთ სისტემაში მოქცევას, ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას...

ცხადია, პროექტის თაობაზე მას მერე გვეცოდინება უფრო მეტი, როცა ის გამოქვეყნდება. ერთი რამ კი ახლავე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ - პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია გეგუჩაძე იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

batumeli
რატომ არ გინდათ დაიჯეროთ რომ საქართველოში ფეხბურთის განვითარება არავის აინტერესებს! მარტივი ''არითმეტიკაა'' _ საფეხბურთოდ გასანვითარებელი ქვეყნების რიგში თუ ხარ, გრანტები მეტი მოგდის, როგორც კი შედეგს დაინახავენ ანუ ცოტათი მაინც განვითარდი, ე.წ. გრანტი მცირდება. ვინმე დაკარგავს ამ შანსს?! წლებია ვხედავ, რომ საქართველოს საფეხბურთო სამყაროში, ვინც კი დადებითი შედეგი აჩვენა (მწვრთნელებს ვგულისხმობ), ყველა გაუშვეს! აქედან დავასკვენი რომ ზოგიერთვისთვის (და ასეთების რიცხვი საკმაოდ დიდია), ფული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფეხბურთის განვითარება! არც ერთი მწვრთნელის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაუშვან მწვრთნელი თუ მწვრთნელები ''სახლში'', როდესაც ''გვირაბის ბოლოს'' სინათლეს დაგვანახებენ? თუ ასე გავაგრძელეთ, გვირაბიდან ვეღარასოდეს ვერ გავალთ და ვიქნებით ასე წყვდიადში!
gvadalaxara
სათამაშო დრო უნდა გაიყოს ყველასთვის თანაბრად, უბრალო არითმეტიკაა და მერე არ იქნება მაყუთების მიცემა ჩემიშვილი ათამაშეო. მოაშორეთ ეს არაკვალიფიკაციური მწვრთნელებია და დეგრადირებული მშობლები ბავშტა ფეხბურთს
gvadalaxar
ფულიანი მშობლები მოაშორეთ ბავშვთა ფეხბურთს, გადამხდელები. კობი, მიაქციე ყურადგება, რომ ყველა ბავშვმა თამაში ითამაშოს თანაბრად სუსტმაც და ძლიერმაც და თავი დაანებონ მწვრთნელებმა წაგება მოგებაზე ფიქრს, ბავშვები ვერ ვითარდებიან და ფუჭდებიან, ხოლო ფულიანის შვილი კი ამ დროს გაპიარებულია და ვიტომ თეთრი პელე იზრდება და გვეშველა არიქა და რა ვიცი და ამას ხედავს ყველა დიდი და პატარა და კაროჩე რა
badri
telavei ეგეთი რაგაცეები კიდევ ხდებაო რომ კიტხულობ, თუ ჩემი არ გჯერა რა მოხდა ფედრეაციის აკადემიაში, ამის გადამოწმება არ არის ძნელი. 2001 იკო 22 ბავშვი, 7 გაუშვეს და 10 მოიკვანეს. ის ბავშვი ვინც იკო გასაშვებთა სიაში რატომგაც არ გაუშვეს და როცა 2001 ერთიანში ზედმეტი აღმოჩნდა გადაიკვანეს 2000 ანებში. თუ აქ არ ვარგოდა უფროსს ასაკში ივარგებს, როგორ იტყვით თქვენ და რას ნიშნავს ეს. და თანაც არ დაგავიწყდეთ შეგახსენებთ 2001 ნემსაძე უნდა იკოს ნაკრების მწვრთნელი, რომელიც ასე უპრინციპოდ იწყებს მუშაობას. ამბობს რა ვქნაო ზევიტ წყდებაო ყველაფერი. გესმის კობი, ზევიტო ან შენ ან ჭუმბურიდზე, უფრო ზევიტ კი ხეჩიკა
jm
შოთას გარდა სხვა ქართველზე ფიქრსაც კი აზრია არა აქვს, შოთაც არ ვიცი რამდენათ გაამართლებს. ჭეიშვილი 90--იანებში წრთვნიდა ახალგაზრდულს და თამაში არ მოუგია რა დროს ჭეიშვილია.
გუჯა კახაძე
ქართული ფეხბურთის მესვეურები ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ჩვენი ფეხბურთელების ცუდ ფიზიკურ მომზადებაზე. ეროვნულ ნაკრებს სჭირდება მწვრთნელი, რომელმაც იცის, რომ ქართველი ფეხბურთელი ნაკრებში ფიზიკურად მომზადებული ვერ მივა და უნდა შეძლოს მოკლე დროში ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციების საერთაშორისო სტანდარტებამდე აყვანა.
mamulo
რა ძოძუაშვილი ხალხნო,მთლად გადადით ჭკუიდან? მაგის ბოლო "მიღწევა " ქუთაისის ტორბედოა,ვერ ნახეთ რა უქნა გუნდს?დროულად რომ არ გაეგდოთ,ტორბედოს გააგდებდა უმაღლესი ლიგიდან.ეხლა ნაკრებში გინდათ აკეთებინოტ ფულები?
xvicha
ხომ შეიძლება რომ ერთხელ მაინც ვანდოთ ძოძუაშვილს,ამაზე გამოცდილი მწვრთნელი არ გვყავს,ესეთი გყავდეს და არ იყენებდე არ ვიცი რა
kaxi
ნაკრებს მწვრთნელს ადრე თუ გვიან დაუნიშნავენ, მაგრამ ბატონ კოკაიას ვინ და როდის დააბრუნებს?!2016/2017 წლების ჩემპიონატიც 16 გუნდიანი იქნება, სპორტული პრინციპი არ დაირგვევაო მუჯირმა თქვა. წინა ფედერაციამ, ხომ დაკარგა ინვესტორი და ესენიც უცნაურად მღერიან!
cheidevi
მოკლედ და კონრეტულად, თუ გაითვალისწინებთ ხალხის აზრს ფედერაციის მამებო, თუგინდათ შეგრჩეთ ავტორიტეტი ძველებურად, დანიშნეთ დ ე ვ დ ა რ ი ა ნ ი ! ეს კაცი გაამართლებს, თუ ვერ გაამართლებს სხვაზე უკეთეს შედეგს მაინც დადებს, გაითვალისწინეთ ხალხის აზრი, სწორი ანალიზის უნარი აქვს, შემტევი ფეხბურთი უყვარს და რაც მთავარია მიდგომა იცის და მუშაობა ბიჭებთან!
giga
ეხ, ეს მსოფლიოს შესარჩევიც დავკარგეთ
gio
მიხიჩა დანიშნეთ! რეზო ძოძუაშვილი
gia
ცხადაძემ ნაკრები მოაწესრიგა, ნორმალურად აათამაშა. მაგრამ როგორც ყოველთვის ბოღმიანმა და შურიანმა ქართველებმა ვერ გაუზლეს ცდუნებას, შეეშინდათ არიქა ცხასაძემ არ გაიყვანოსო ფინალშიო და გამოიგონეს როგორც ყოველთვის რაგაც მიზეზი და რამოდენიმე შესარჩევი გადაავადეს ჩვენი ფინალში გასვლა. არადა 75% 9 შანსი იყო რომ გაეყვანა ცხადაძეს.
germaniidan
მივცეთ კობის კარტე ბლანში ბუნდესლიგიდან რომელიმე ძლიერი მწვრთნელი გაგვიიმასქნას,ლუდის მოყვარული ფინკე ....,თრიაქის მოყვარული ლუი ვანგალიც არაა ურიგო მაგრამ ვერ აქაჩავს ჩვენი ფედერაცია ეკონომიურად,ხარჯებს
mmm
ქართულ ფეხბურთს ქრისტე ღმერთი ვერ უშველის,რაც შეეხება არველაძეებს ისინი საერთოდ უნდა იყვნენ იზოლირებული ფეხბურთიდან
dato
ჩემი აზრით ჯობია აღმოსავლეთ ევროპელი ვინმე და თანაშემწე ქართველი.შოთას არ დანიშნავენ რადგან ინტერესთა კონფლიქტია და მეორეც შოთა სადაც მივიდა არსად არ გამოუვიდა.კარგი ფეხბურთელი არ ნიშნავს კარგ მწვრთნელს. კიდევ ნაკტებში ფეხბურტელებსაც უნდა ქონდეს ბონუსები,ეს აუცილბელია.
GXG
ავტორო ეს თქვენი აზრია თუ სფფ-ს! რა არველაძე რის დევდარიანი და ცეცაძე? ნაკრებია თუ მერანი ან საპოვნელა?! თუნდაც არველაძე სადაც იმუშავა შედეგი რა ქონდა? ნაკრებს სჭირდება გამოცდილი და ავტორიტეტი მწვრთნელი! თქვენს მიერ დასახელებულ მწვრთნელებს ბურთი რომ გადავარდება მოსატანად გაუშვებენ ნაკრების ფეხბურთელები ...))
Imereli
Aრველადზე სვანადზე
shah name
აინშტაინი რომ გააცოცხლოთ და ბეკენბაუერიც რომ ჩამოიყვანონ არაფერი ეშველებათ
vato
რა აზრი აქვს ვინ იქნება მწვრთნელი? 20 წელი ერთი და იგივეზე არ მოგბეზრდათ? 40000 დოლარი თვეში ეს თან ყველაზე ცოტა რაც იხარჯებოდა მწვრთნელში და რა შედეგიც გვქონდა ამას ჩვენი ბ ლიგის მწვრთნელიც დადებდა რომელიც დაახლოებით 2000 ლარს აიგებს ან 10000. დანაჩენი თანხა უკეთესია ახალგაზდულ ფეხბურთს მოხმარდეს 15000 დოლარად ერთ მშვენიერ ხელოვნურსაფარიან სტადონს ააშენებ. ცადაც ბავშვბი მოემზადებიან ან უბრალოდ ფეხბურთს ითამაშებენ. ეს ბევრად ჯობია ფულის ასე უაზროდ ყრას.
არჩილ ხოფერია
ვაან გალი და შოთა იდეალური იქნებოდა! მაგრამ ეს უფრო ჩვენი ოცნების სფეროა!
გუჯა კახაძე
ნაკრებთან მუშაობის გამოცდილების მქონე შუახნის უცხოელი მწვრთნელის მომხრე ვარ, სადაც კოორდინატორად გია გეგუჩაძე იმუშავებს და ყველა ნაკრებს ერთ სისტემაში მოაქცევს.
გოჩა
ჩივაძე! ჩივაძე!
giga
თუ ქართველ მრწვნელზე მიდგება საქმე ან შოთას დანიშნავენ ან ჩივაძეს
telaveli
Badri martla xedeba kide egeti ragaceebi tan egre naglad it oven fulebs,me mgonia cotati mainc mmoîklo esetma umsgavsobam,
lile
ერთ ადგილზე კიდია გრიგორიჩს თქვენი ფეხბურთი. ჩადება რომ სდომიოდა, ნებისმიერ დრიოს ჩადემდა, ნებისმიერი ფედერაციის პირობებში. არ უნდოდა და არ ჩადო. არც ვერა ეუბნება.... რაგბისკენ გადაიხარა. ისე სად რაგბი და სად ფეხბურთი გრიგორიჩ. ბერა, სთხოვე რა მამიკოს, იქნებ....
gvadalaxara
დამიჯერეთ რა ერთხელ მაინც, ისეთი კადრი როგორც ფედერაციის აკადემიაში არის ნემსაძე და ხიზანას ძმა, მასეთი არ იქნება არც ერთი უცხოელი და ქართველი. გაუშვით ნაკრების მწვრთნელად და გვეშველება
badri
თუ არაფერს არ გეკითხებიან და ზევიდან გმართავენ ნემსო, წადი რა ძალაა, თქვი ჩემი აკადემიაში მწვრთნელობა თვითმიზანი არ არ იყო თქვა და წადი, თავმოყვარეობის ნატამალი არ გაგაჩნია 2001 ნაკრებიც, დოლაროვიჩებით უნდა დააკომპლექტო, თუ ზევიდან დარეკილი ზარებით
badri
ჭუმბურიძე გავუშვათ ნაკრების მწვრთნელად, ფეხბურთი იცის მაგრად. ერთი ეგ და მეორე დომენტი არ არის დასაკარგი
badri
ჰო, კიდევ დამავიწყდა, 1,5-ის ნავარჯშები 7 ბავშვი გაუშვა ნემსაძემ აკადემიიდან, ბიუჯეტი არ ყოფნისო ფედრეაციას და 10 მოიყვანა. ზუგდიდიდან მოიყვანა ბავშვები, თითქოს იქაური აკადემია საქართველოს ფედრეაციის აკადემია არ იყოს და აქიდან გაშვებულ ბავშვებს, თბილისელებს ზუგდიდში წასვლა შესთვაზეს. ლოგიკა სად არის ზუგდიდის ბავშვები თბილისში, თბილისის ბავშვები ზუგდიდში. რიტორიკუი შეკიტხვა მაქვს ნემსო. რატომ
badrti
ნემსაძე გაუვუშვათ ნაკრების მწვრთნელად, აკადემიაში ძაან ნაყოფიერად იმუშავა. სელექცია ჩაატარა მაღალ დონეზე. მოიყვანა დასავლეთიდან უნიჭიერესი ბავშვები. თანაც კარგი მეტსახელები დაარქვეს ბავშვებმა ახალმოსულებს. დოლაროვიჩი, ვენახოვიჩი.
sarkazmit dorblmoreuli
ეგებ არველაძემ ვან გაალი მოგვითაფლოს ,უმუშევარია ,თვითნ კი მასთან მეორე მწვრთნელად....ვანიას შვილი გაიღებს სახსრებს,შემდგომი მოგებით დაინტერესებული ,ვან გაალი არ იჭაკებს,ამოაღებინებს "საქართველოს წინსვლაში" ჩადებულ რუსულ-ჭორვილულ სახსრებს.
gaiozi
სავანაძე დიდ ახალკაცთან ნამუშევარია და ინტერში თავი კარგად წარმოაჩინა. თუ არ ვცდები ნაკრებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.
gizog
დავაბრუნოთ ცხადაძე, მხოლოდ უფრო ფედერაციის პირობებით.
gia
უცხოელი მარტო ფულის საკეტებლად მოვა აქ და შედეგსაც ვერ მოსთხოვ გამომდიანრე იქიდან რა დღეშიცაა ქართული ფეხბურთი!
kuku
სტატიის ავტორს ანალიზში ვეთანხმები. ჩემი აზრით შოთაა ალბათ ოპტიმალური ვარიანტი. მოქნილია, ავტორიტეტია, კარგი მოტივატორი... დევდარიანის დინამო რომ მახსენდება არ მინდა მისი დანიშვნა. ჭეიშვილი თავად არ მოინდომებს.
ზაზა
სად ხართ,ისინი ვინც ამტკიცებდით,რომ ბატონი ბიძინა ასეულ მილიონობით დოალრის ჩადებას აპირებდა ქართულ ფეხბურთში. დღეს ვინმემ დაუშალა? ბარემ ფიზკულტურის მასწავლებელს ჩააბარეთ ნაკრები,გაცილებით ნაკლებ ხელფასს მოითხოვს!
irakli Apkhaidze
ეეჰ ყველას ვინც ჯობდა ის კი გაუშვეს და რას მოიგებენ ამით ცალკე დაითვალონ...
zaza
მთელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გვყავდა ერთი მაღალი დონის მწვრთნელი(ახალკაცი) და კიდევ მორე,რომელიც გამოირჩეოდა ტალანტების აღზრდით(ჟორდანია,კიდევ შეიძლება ნორაკოძეც გავიხსენოთ),დანარჩენი მწვრთნელები გვყავდა მოწვეულები.დღეს რომელმა ქართველმა მწვრთნელმა იცის თანამედროვე ფიზიკური მოთხოვნებით ფეხბურთლიც მომზადება?არცერთმა!აჯობებდა ახალგაზრდა გერმანელი,ესპანელი მწვრთნელი,რომელიც არამარტო ძირითად ნაკრებს ჩაუდგებოდა,არამედ თანამედროვე მეთოდოლოგიას გაუზიარებდა ასაკობრივებს,ქართველ მწვრთნელებს...
თენგო
ვარიანტები არც ისე ბევრია, ალბათ საუკეთესო გეგუჩაძე იქნებოდა, მაგრამ ის დაინიშნა უკვე ახალგაზრდულში. მე თუ მკითხავთ დედვადრიანი არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი, თან ამ ნაკრების ფეხბურთელებთან ბევრთან ნამუშევარი აქვს და მათ შესაძლებლობებს იცნობს. თუ მაინცადამაინც უცხოელზე მიდგება საქმე ალბათ ფინკე ყველას ჯობს.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
[ლელოს სტუმარი] გიორგი ხარაიშვილი: ჯერ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე