თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ "ლელოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე უმასპინძლა
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ "ლელოს" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე უმასპინძლა. ბოლო დროს ჩვენს ფეხბურთში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. თუნდაც, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია ავიღოთ, რომელმაც ჩვენს მიძინებულ ოპტიმიზმს ახალი სული შთაბერა.

საინტერესო ამბებია "დინამოში". გუნდს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი - სლოვაკი იურაი იარაბეკი, რომელმაც ამ პოსტზე გია გეგუჩაძე შეცვალა. გარდა ამისა, გუნდში არიან ახალწვეულები... ცხადია, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი ევროთასებზე კარგი შედეგის მისაღწევად ემზადება.

ვფიქრობთ, ყოველივე ამის გათვალისწინებით, "დინამოს" პირველკაცთან ინტერვიუ, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას მოიცავს, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს...

- ბატონო რომან, თავდაპირველად, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე გკითხავთ. საინტერესოა თქვენი აზრი ამ პროექტის თაობაზე...

- ჩემი აზრი ასეთია - ჩვენ, ყველა, ვართ ისტორიული ფაქტის მომსწრენი. მე ამას შევადარებდი რევოლუციას. სწორედ ამისთვის ვიბრძოდით თუნდაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო არჩევნებზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროგრამის შედგენაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მოდელს, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს თავის გუნდთან ერთად...

ეს პროგრამა სტიმულია ყველასთვის - ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრებისთვის, იმ ბიზნესმენებისთვის, ვინც ქართულ ფეხბურთში ფულს ვდებთ... ძალიან მასშტაბური პროგრამაა. არ დარჩენილა არცერთი სფერო ყურადღების მიღმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღება ექცევა ისეთ ნიუანსებსაც კი, რომლებიც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა, არადა, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც - სტადიონების მოვლა, უსაფრთხოების ამბები... მოკლედ, ამ პროგრამაში ყველაფერია ჩადებული და გათვალისწინებული.

- საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა მალე 10-გუნდიანი გახდება. ეთანხმებით ამ ფორმატს?

- რა თქმა უნდა! თქვენ გახსოვთ, რამდენი ხანია ვამბობთ ამას, რამდენი ხანია ამისთვის ვიბრძვით... სისტემა ისეთია, რომ ყველა მატჩი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, 10-გუნდიანი პირველობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სათამაშო დონის ამაღლებას და იმისაც მჯერა, რომ საქართველოს ჩემპიონატი საინტერესო გახდება სპონსორებისთვის. ეს ყველაფერი კი მოგვცემს იმას, რომ უფრო ძლიერი ნაკრები გვეყოლება.

- გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავდივართ. ამაზე რა აზრის ხართ? ეს სისტემაც მისაღებია თქვენთვის?

- ჩვენთვის მისაღები სისტემაა. ჩემი აზრით, ეს ქართულ კლუბებს დაეხმარება იმაში, რომ ევროტურნირებს უკეთ მომზადებულები შეხვდნენ. გარდა ამისა, საქართველოში არსებულ ბუნებრივ პირობებზეც მეტადაა მორგებული.

- ამ პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, რიგითი ბიზნესმენი რომ იყოთ, ქართულ ფეხბურთში ფულს ჩადებდით?

- თუ გიყვარს ფეხბურთი და გაქვს შემოსავალი, რა თქმა უნდა, გაგიჩნდება იმის სურვილი, რომ ქართულ ფეხბურთში ფული ჩადო.

მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან მომენტზე: არ ივარგებს, ბიზნესმენმა 500 ათასი თავისი დახარჯოს და 2 მილიონი - სახელმწიფოსი. რაც უფრო მეტი ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული ბიზნესმენი გამოჩნდება, მით უკეთესი. ზოგიერთ ჩემს კოლეგას მიაჩნია, რომ მისი კლუბისთვის უკეთესია, თუ სუსტი ჩემპიონატი გვექნება. არამც და არამც! ასეთი მიდგომა არ არის მართებული.

აი, "დინამო" ავიღოთ. ძალიან მინდა, ჩვენს გუნდს რაც შეიძლება ბევრი ძლიერი მეტოქე ჰყავდეს. განვითარების საუკეთესო საშუალება ხომ დიდი კონკურენციაა. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი თურქული შეკრება, ვითამაშეთ საკონტროლო შეხვედრები... ხომ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რა გვხვდება, როცა საქართველოში ჩამოვდივართ?

- ცოტა ხნის წინათ თქვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოგიხდათ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის დანიშვნა. შეკრებაზე გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა. ეს სასიამოვნო იყო, იმის მიუხედავად, რომ საკონტროლო შეხვედრებში შედეგები გადამწყვეტი არ არის. რა აზრის ხართ სლოვაკ მწვრთნელზე?

- იურაი იარაბეკი მუშაობს იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც მას ჩვენ დავუსახეთ. ჩემი შინაგანი განცდა ასეთია - "დინამომ" უნდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ყველამ იცის "დინამოში", მათ შორის - იარაბეკმაც, რომ ეს მიზანია დასახული. საქართველოს ჩემპიონატი, მისი ყველა მატჩი, ჩვენ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ვაპირებთ, თბილისში წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირი ჩავატაროთ. თავის დროზე, ყველაფერს გაიგებთ. ვფიქრობ, მიზანი ყველასთვის გასაგებია: ევროთასებამდე კარგი სპარინგები გვჭირდება.

- როგორ გგონიათ, მომწიფებულია "დინამო" ამ შედეგის მისაღწევად? ფაქტია, ბევრი გარემოება უნდა მიეწყოს ერთმანეთს - იღბლიანი წილისყრა, ნორმალური მსაჯობა...

- "დინამო" არის მომწიფებული ამ შედეგის დასადებად - მე ამის მჯერა! ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ "დინამოზე" სუსტ გუნდებსაც უთამაშიათ ევროპის ლიგისა თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე... რა თქმა უნდა, საჭიროა ცოტა იღბალიც, მაგრამ გუნდი მაინც საკუთარი სიძლიერის იმედად უნდა იყოს.

აქვე ვიტყვი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს ის, რაც "გაბალასთან" საგარეო შეხვედრაში მოხდა... აღარც მინდა იმ ამბების გახსენება...

- ზამთარში თბილისის "დინამომ" საქართველოს ნაკრების სამი წევრი - უჩა ლობჟანიძე, ალეკო ამისულაშვილი და ნიკა გელაშვილი დაიმატა. მათ მოჰყვა ესპანელი მიკელ ალვაროც. რას იტყვით ახალწვეულებზე და კიდევ თუ იგეგმება "დინამოს" გაძლიერება?

- არის ასეთი აზრიც, რომ გაძლიერება გვჭირდება. ამ თემაზე გუნდის მთავარ მწვრთნელთან ვისაუბრებ. ჩვენ მოვიყვანეთ გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან, დადონ კონკრეტული შედეგი. თანაც, ქართველი ახალწვეულების უმეტესობა ძველი დინამოელია... რაც შეეხება მიკელ ალვაროს, თქვენ გახსოვთ, ის "დინამოში" თამაშობდა... ჩვენს გუნდში, ჩვენს ქალაქში ის თავს დიდებულად გრძნობს და როცა საქმე ეხება ლეგიონერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- "დინამოში" ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია. გამოცდილი მოთამაშეების მოსვლის შემდეგ ხომ არ დაიჩაგრებიან ისინი? ან ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ რამდენიმე მოთამაშე სხვადასხვა კლუბში გაანათხოვროთ?

- პირდაპირ გეტყვით, რომ სულ მალე, ერთ-ორ წელიწადში, "დინამოს" აკადემია გამოუშვებს იმდენ ფეხბურთელს, რომ ყველას "დინამოში" ნამდვილად ვერ ავიყვანთ. მაშინ ჩვენ მათ გავანათხოვრებთ სხვადასხვა გუნდში... რაც შეეხება დღევანდელობას, ჩვენ არცერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი არ გვეჩაგრება. ჩვენ ახალწვეულები მოვიყვანეთ იმ პოზიციებზე, რომლებზეც არ გვყავდა შესაბამისი შევსება ან გვჭირდებოდა ფეხბურთელი კონკურენციის გასაზრდელად. არ გავაკეთებთ ისე, რომ ადგილი დავაკარგვინოთ ცინცაძეს, პარუნაშვილს, სხვებს... იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენი გუნდის მომავალია.

- ბევრჯერ გამიგონია, "დინამოს" აკადემია რომან ფიფიას შვილივით უყვარსო. თქვენ მართლაც განსაკუთრებით ზრუნავთ მასზე. ცოტა ხნის წინათ აკადემიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბულგარელი ვესელინ ბრანიმიროვი დაინიშნა. რას იტყვით მის მუშაობაზე?

- ჩემი აზრია და, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ გამართული აკადემიის გარეშე ძლიერი კლუბი ვერ ჩამოყალიბდება. ბრანიმიროვის მუშაობის შეფასებისას ჩემთვის მოქმედებს ასეთი პრინციპი - ის მინიმუმ არანაკლები უნდა იყოს, ვიდრე მისი წინამორბედი ლუკ ნაიჰოლტი გახლდათ. რასაც ვხედავ, მონდომებით მუშაობს. ახლო მომავალში კიდევ მეტი შეგვეძლება ვილაპარაკოთ ბულგარელი სპეციალისტის საქმიანობაზე.

აქვე ვიტყვი, რომ აღვადგინეთ საფეხბურთო სკოლა. ძალიან ბევრი ბავშვია, ვისაც ფეხბურთზე უნდა სიარული და ჩვენ არ შეგვეძლო მათი ინტერესების უგულებელყოფა.

- ბატონო რომან, საუბრის ბოლოს გკითხავთ - რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ დინამოელი? ფაქტია, ახალგაზრდა თაობისთვის ბევრი რამ გაუფასურებულია. მათთვის რთული წარმოსადგენია, რომ ერთ დროს "დინამო" ევროპულ გრანდებს ამარცხებდა...

- დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ განზრახული გვაქვს ჩავატაროთ ვიტალი დარასელიას სახელობის პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი 19-წლამდელთა შორის. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩვენი მხრიდან, რომ წარმოვაჩინოთ "დინამო". ხალხს ბევრი რამ დაავიწყდა და ეს ბუნებრივია. გულშემატკივარი სტადიონზე მოდის იმისთვის, რომ "დინამო არენაზე" ზეიმი ნახოს. ჩვენი მიზანია, ეს ზეიმი დავაბრუნოთ. წარმატება ავტომატურად გადავა ბავშვების სულისკვეთებაში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რომან ფიფიას
ვეთანხმები რომან ფიფიას, ნამდვილად ვერ ივარგებს, ბიზნესმენმა 500 ათასი თავისი დახარჯოს და 2 მლნ - სახელმწიფოსი"
Roman Pipias
ბატონო რომან, მიხარია თქვენი ოპტიმიზმი, სიახლე ძალიან კარგია გუნდშიც, მწვრთნელებშიც დადებითად შეცვლილია მიდგომა, მაგრამ კადრები გყავთ შსაცვლელი, დინამო საკმაოდ დიდი ბრენდია, დინამოს სჭირდება დინამიკა, რაც არ იგრძნობა, არ გივარგათ პრესცენტრი, მარგეტინგმა არ იცის რას ნიშნავს მარკეტინგი, აიყვანეთ კონკრეტული განთლებით და სპეციალობის ადამიანები. კლუბის მენეჯმენტი სავსეა არაფრის მაქნისი მჭამელი კადრებით

რომან ფიფია სამწუხაროდ ერთადერთი ბიზნესმენია, ვისაც გულიშესტკივა ქართულ ფეხბურთზე და მის მხადაჭერას რეალურად ახდენს, დებს მასში უდიდეს ინვესტიცია, ძალას და ენერგიას! ქვეყანაში, სადაც თითოეული მოქალაქე გადასულია, იმაზე რა მოპიროს და ჯიბეში ჩაიდოს - ეს კაცი თავისი ჯიბიდან იღებს და გაჭირვებულ, ნიჭიერ, რაიონებიდან ჩამოსულ ბავშვებს ახმარს, ზრდის, პატრონობს და შანსს აძლევს განვითარების მათაც და ქართულ ფეხბურთსაც! მოქმედებაა საჭირო და სწორედ მგონია, რომ ეს ფიფია მოქმედებს სწორად....

რაც შეეხება 2 მლნ და 500 ათასს; გუნდების მეპატრონეებს უნდა დაუკანონდეთ, რომ მინიმუმ სახელმწიფო დაფინანსებისდენი დახარჯონ თვითონაც
beqa
"აღვადგინეთ საფეხბურთო სკოლა. ძალიან ბევრი ბავშვია, ვისაც ფეხბურთზე უნდა სიარული და ჩვენ არ შეგვეძლო მათი ინტერესების უგულებელყოფა." ფიფია--ძალიან ბევრი ბავშვი გეგულება 150 ლარის გადამხდელი .
მაესტრო
ფიფია თავის საქმეს აკეთებს და ინვესტიციას დებს, თუმცა სხვა საქმე რა გარემოცვა განკარგავს ამ თანხებს. პრობლემა ეგ არის. გადახედეთ დინამოს კადრებს. ვის აბარია საზოგადოებასთან ურთიერთობა, პრესსამსახური, სელექცია, ბიუჯეტი და თავად მიხვდებით რატომაც ტკეპნიან ერთ ადგილს
Nukri
ს ნეტა ამ კაცის ნაირები ბევრი გვყავდეს და ასე იზრუნოს თითვეულ გუნდზე,როგორც ფიფია დინამოზე ზრუნავს,მე მჯერავს ამ კაცის,ფიფია საქმეს აკეთებს და ვიცი რომ ბოლომდე მიიყვანს...ოპოზიცია,რომ ეყოლებააა ეს გასაგებია...
patikoo11@mail.ru
ფიფია, დინამოს მთლად ნუ შეაძულებ ხალხს!ყოველ თამაშ მოგონილი პენლებით რომ იგებთ ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა ...
gigi
ამან ხო დაღალა ტვინი თავისი შეგონებებით, დავაი რა საქმე აკეთე თუ რამე გინდა....
georgian
რომან გეთანხმებით უამრავ საკითხში. რაც მთავარია ეს ადამიანი არაფერს ზოგავს იმისთვის რომ დინამოს დაუბრუნოს ძველი დიდება და საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანოს. მართალია აქამდე უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული საკადრო პოლიტიკის კუთხით და უამრავი ფული ტყუილად გადაიყარა, მაგრამ ახლა აშკარად უკეთესი გარემოცვა შემოიკრიბა რომან ფიფიამ, რომლებიც ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებენ (სელექცია მათ შორის). წარმატებები რომანს და დინამოს!
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
ნიკა გელაშვილი გორის "დილაში" ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ნიკოლოზ გელაშვილი გორის "დილას" ღირსებას დაიცავს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
საჩხერის "ჩიხურა": პლუს ლევან გეგეჭკორი და ნიკა გელაშვილი
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
საბურთალო-დილა 2:1 - (არა)ჩვეულებრივი მატჩი, გელაშვილი კარში [VIDEO]
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...