ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[დღის თემა] მაქსიმუმ ერთ კვირაში?! ამბობენ, ახალი მწვრთნელი კალაძის ახლო მეგობარიაო

[დღის თემა] მაქსიმუმ ერთ კვირაში?! ამბობენ, ახალი მწვრთნელი კალაძის ახლო მეგობარიაო

ისეც შეიძლება მოხდეს, რომ საქართველოს ნაკრებს ერთბაშად... ორი მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯერაც არ ჰყავს ახალი დამრიგებელი. არადა, დრო აღარ ითმენს. 29 მარტს ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთს უმასპინძლებს.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ამ მატჩისთვის ფეხბურთელებს ნაკრების ახალი მწვრთნელი შეარჩევს. უკეთესი კი არა, წესითა და რიგით, ეს ასეც მოხდება. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან შევიტყვეთ, ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი მარტის შუა რიცხვებისთვის ეყოლება და სწორედ ის გამოიძახებს ფეხბურთელებს 29 მარტის სპარინგისთვის...

ცხადია, ეს ძალიან კარგია. რატომ უნდა გააცდინოს ახალმა მწვრთნელმა თუნდაც ერთი მატჩი, როცა არის იმის საშუალება, რომ მარტშივე დაიწყოს გუნდის გაცნობა. სხვანაირად, ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩს აზრი და მნიშვნელობა დაეკარგება.

არის მეორე მომენტიც. ყაზახეთი ისეთი მეტოქეა, ჩვენს საკბილოდ რომ უნდა გამოდგეს. აქედან გამომდინარე, თავად ახალი მწვრთნელის (რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციისაც) ინტერესში უნდა იყოს, რომ გუნდი მარტის შუა რიცხვებისთვის ჩაიბაროს. ნებისმიერი მწვრთნელისთვის ასეა და გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრების ახალი დამრიგებელი იქნება.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კარგ დასაწყისს. თან მეტოქეც გონივრულადაა შერჩეული - საქართველოს ნაკრებს საკუთარ კედლებში ყაზახეთის ძლევა ნამდვილად შეუძლია. იური კრასნოჟანის გუნდი მთლად საჩუქარი არ არის და ბოლო დროს ადგილ-ადგილ ბრჭყალებსაც გამოაჩენს ხოლმე, მაგრამ მაინც...

რატომ უცხოელი?

ჩვენი ინფორმაციით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტი დაინიშნოს და თანაც ისეთი, თავის დროზე დიდი ფეხბურთი რომ უთამაშია.

აქა-იქ ჩვენს საფეხბურთო თემში იმასაც გაიგონებთ, ეს მომავალი დამრიგებელი საქართველოს ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია და ლევან კობიაშვილთან ერთად, მწვრთნელს სამომავლო თანამშრომლობაზე ისიც ელაპარაკაო...

ზუსტად არ ვიცი, ამ ხმებში სიმართლის მარცვალი ურევია თუ არა, მაგრამ პირადად მე გადასარევსა და გასაგიჟებელს აქ ვერაფერს ვხედავ - მიუხედავად იმისა, რომ კალაძე დღეს პოლიტიკაშია, მაინც საფეხბურთო სამყაროს კაცია, ამ სამყაროში დიდი ავტორიტეტი აქვს და არაფერია ცუდი იმაში, თუ ამ ავტორიტეტს ქართული ფეხბურთისთვის გამოიყენებს.

აქვე, დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მწვრთნელი შეირჩევა არა ვინმესთან ახლო მეგობრობის, არამედ მისი პროფესიონალიზმის გამო. დღეს არ არის ექსპერიმენტების დრო და ეს ყველამ კარგად ვიცით.

ფეხბურთის ფედერაცია ამ ეტაპზე უფრო უცხოელი მწვრთნელისკენ იხრება. ყოველ შემთხვევაში, საქმეს ასეთი პირი უჩანს. ამ შემთხვევაში, ფედერაციას ვერ გავამტყუნებთ - დღესაც ცოცხალია ვარაუდი იმის თაობაზე, თითქოს ეროვნულ გუნდს ბოლოს მაინც გია გეგუჩაძე (რომელიც უკვე შეუდგა მუშაობას ახალგაზრდულ ნაკრებში) ჩაუდგება სათავეში, მაგრამ... თქვენის ნებართვით, ამ თემას ახლა აღარ შევეხებით.

ალბათ, ბევრი არ შეგვედავება, თუ დავწერთ, რომ დღეს საქართველოში გამორჩეულები არიან გია გეგუჩაძე და შოთა არველაძე. შოთამ თავად იუარა ცოტა ხნის წინ ეროვნული გუნდის გაწვრთნა. ამდენად, როცა საუკეთესო ქართველ მწვრთნელებს ვერ აბამ მთავარ სანაკრებო ფერხულში, მაშინ ისღა დაგრჩენია, უცხოელი მოძებნო და მას ანდო ქვეყნის უპირველესი გუნდი.

ცაიტნოტი, როგორც ასეთი...

რას ნიშნავს ცაიტნოტი? უცხო სიტყვათა ლექსიკონში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ის გერმანული სიტყვაა და ჭადრაკის ან შაშის თამაშში სვლების მოფიქრებისთვის საჭირო დროის ნაკლებობას ნიშნავს.

საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელსაც უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოიფიქროს სვლები, რომელიც მას მეტოქეთა დამარცხებაში შეეშველება. ამ სვლების მოფიქრება კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შენს განკარგულებაში მყოფი "ფიგურების" განლაგებას კარგად იცნობს.

სხვისი არ ვიცი და მე მგონია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მწვრთნელი აქამდეც უნდა შერჩეულიყო, მაგრამ რა მოცემულობაც გვაქვს, იმის გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ.

კი, ახალ დამრიგებელს ექნება იმის საშუალება, რომ ამხანაგური მატჩები ჩაატაროს და ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას გუნდზე, მაგრამ შეძლებს კი ის, შესარჩევი ციკლის დაწყებამდე მთლიანად გაიცნოს ჩვენი საფეხბურთო რესურსი?

ნამდვილად არ გვინდა, ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, თუნდაც დროებით, ქვეყნის პირველ გუნდში ფეხბურთელები ვიღაცის რეკომენდაციით გამოიძახოს.

დიდი უხერხულობა

არ ვიცით, ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ საქართველოს ნაკრებს ერთბაშად... ორი მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს. დიახ, ნუ დაგვავიწყდება, რომ კახა ცხადაძე ოფიციალურად ჯერაც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია.

ვინ იცის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმიტომ არ ჩქარობენ ახალი მწვრთნელის დანიშვნას, რომ ჯერ ძველთან ბოლომდე სურთ საქმის გარკვევა. ფაქტია, ეს გაუგებრობა თუ საკონტრაქტო კაზუსი, ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს.

თვით ახალი მთავარი მწვრთნელისთვის არ იქნება სასიამოვნო იმის შეგრძნება, რომ საქართველოს ნაკრებში ის ერთადერთი... მთავარი მწვრთნელი არ არის. ისიც ფაქტია, რომ ცხადაძე კომპენსაციის გარეშე არსად წავა და არც ის იქნება გამართლებული, მწვრთნელს დარჩენილი კონტრაქტი გაუწყვიტო და მხოლოდ ერთი ან ორი თვის ანაზღაურება მისცე.

ახალგაზრდა, მოტივირებული...

ჩვენ ბევრი უცხოელი მწვრთნელი გვინახავს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ საზოგადოება კმაყოფილი მცირედით თუ ყოფილა. ამ ეტაპზე, პირადად მე და ალბათ ბევრ თქვენგანსაც, უცხოელს ქართველი გვერჩივნა, მაგრამ რადგან ორი ჩვენი გამორჩეული მწვრთნელის სანაკრებო ამბავი ვერ გამოდის, ეროვნულ გუნდს საცდელ პოლიგონად ვერავინ აქცევს.

რა მოხდება, რომ ერთხელ მაინც არ ავირჩიოთ ისეთი უცხოელი, რომელმაც თავისი დასამტკიცებელი უკვე დაამტკიცა და მხოლოდ წარსული ავტორიტეტით ცხოვრობს?! ერთხელ მაინც მივცეთ ნდობის მანდატი ახალგაზრდა, პროგრესირებად მწვრთნელს - სპეციალისტს, რომელსაც ჯერაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი და მისაღწევი. მწვრთნელს, ვისი ბიოგრაფიაც ახალ-ახალი შტრიხებით მომავალში უნდა შეივსოს. მწვრთნელს, ვინც წარმატებასაა "მოშიებული"...

...ეს ყველაფერი სურვილებია. თუ სასწაული არ მოხდა, 15 მარტამდე საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და ისღა დაგვრჩენია, ამ ინკოგნიტო მწვრთნელს მხოლოდ წარმატებები ვუსურვოთ. მისი წარმატება ხომ ჩვენი და ქვეყნის სიხარულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გურია

ერთი შოთას კარგი მწვრთნელობა სად ნახეთ! შედეგი არ დაუდია არსად სადაც იმუშავა! ევროპის მესამეხარისხოვან პირველობაზე სამეულს ვერ ქაჩავს და უფრო დაბლაც!!!!

• ara

ჯერ რასაც ვუყურებ კობი ყველაფერს სწორად მიყვება. იმედია მწვრეთნელსაც სწორად შეარჩევს. ოღონდ მე არ მჯერა საქმის კენწეროდან დაწყების. ნაკრები ვეერაფერს მიაღწევს უახლოესი 2 წელი. ჯერ შიგა ჩემპიონატის დონე უნდა ამაღლდეს.

• romulo

სფფ-ში საგიჟეა და არაპროფესიონალთა დოღი

• o.k.

ყველგან დომხალია, ვაი შე საცოდავო საქართველო რამდენს უძლებ..

• გიოგიო

რაკი წერია კალაძე კარგად იცნობსო თან სიტყვაც წააშველაო შეიძლება ვივარაუდოდ რომ ყოფილი მილანელია (არ არის აუცილებელი მაგრამ მაინც). ყოფილი მილანელებიდან ეხლა ვინც მწვრთნელობს უცებ ვინც მახსენდება ეს არის ისევ და ისევ გატუზო (რომელსაც კალაძესთან ახლო მეგობრობა ჰქონდა), ინძაგი და მესამე ზეედორფი. ცუდი ისაა რომ სამივეს ჯერ საერთოდ არაფერი არ აქვთ მიღწეული როგორც მწვრთნელებს. თან გატუზო მე რომ მკითხო ზედმეტად ფიცხიც არის. ასე რომ ..... ისე ანჩელოტი რომ იყოს? იფიფიფიფიფ

• guga

ალბათ გატუზოზეა ლაპარაკი

• გუჯა კახაძე

შევჩენკო დაგვხატავდა!

• nnnnn

პირველ რიგში ვთქვათ ის რო ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა გვიწევს ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ამიტომ აუცილებელია დაინიშნოს ისეთი მწვრთნელივინც ლარგად იცნობს ქართულ ფეხბურთს 70 % ით მაინც ფეხბურთელების შესაძლებლობებს. სხვა შემთხვევაში ნიშნავს კიდევ მინიმუმ 2 წლის დროის დაკარგვას, გნებავთ გაფლანგვას. აი ამიტომაც ვპიქრობ რომ უნდა დაინიშნოს ქართველი მწვღთნელი, არამგონია მოიძებნოს ისეთი უცხოელი რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება ცხადაძე-ფედერაციის ურთიერთობას, ცხადაძის დიდი პატივისცემის მიუხედავად უფრო ნათელი დადი შეცდომა დაუშვა ვიდრე ფედერაციამ. ფედერაციის შეთავაზებაზე ვერ შეთანხმება ცხადაძის მხრიდან დიდი სისულელეა, მე პირადად დზალიან გამიკვირდა. ამით პაქტიურად გვითხრა რომ ჩემსაგნ წარმატებას ნუ მოელითო (არადა ყველას გვჯეროდა წარმატების,ვაღიაროდ რომ ცხადაძემ დამსახურებულად დაგვარწმუნა და იმედი მოგვცა. მაგრამ..... საბოლოოდ გვითხრა გატყუებდითო). ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ცხადაძის უკან დახევა იქნება ტორემ ფედერაციის უკან დახევა კიდევ ერთხელ ქართული ფეხბურთის გარდაცვალება იქნება. ყველაზე ნაკლებად კობიაშვილის არაპრინციპულობა გვჭირდება, ამიტომაც ტუნდაც გეგუჩაძე დაინიშნოს მწვრთნელად არ იქნება ურიგო. ერთი ეგაა გამოაშკარავდება ფედერაციის ხრიკები, მაგრამ ეს არ ავნებს ფეხბურთს იმდენად რამდენადაც არაკომპეტენტური უცხოელის ჩამოყვანა,რომელსაც 1-2 წელი ჭირდება ქართული ფეხბურთის სწავლისთვის რომ მერე გაგვრწთნას

• Vova

გატუზო თუ იქნება გაიმასხარავებს თავს

• ნაკრების მწვრთნელი

ეროვნლი ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს დამწყები, ვინაიდან დამწყებ, ახალგაზრდა მწვრთნელს ასმაგად უფრო მეტი ამბიცია გააჩნია.

• lasha

ზაზა გენაცვალე ცხდდადზეს როგორც მწვტნელს არა ფერს ერჩოდნენ.მაგრამ დალოცვილო სადც ქვეყანაში ფეხბურთელს ათასი ლარი აქ, ტუ ქვეყანა და ნაკრები გიყვარს 200 ატასი ევრო არ უნდა მოიტხოვო.ეს ერთი რატო არ დატხმდა ცხადადზე ბონუს სისტემას?ესიკი მან ეჩვი შეეპარა ბიჩებში და უარი თქვა ეს ნორმალურია? მსიქოლიგიურად ნაკრებისტვის?როცა მწვტნელს არ ჯერავს რომ ფულს მიიგებს იმიტომ რომ ვერ გავა მინიმუმ მესამეზე.ამის მერე რა ტავდაჯერებაზე და რა კაცობაზე ლაპარაკობენ 10 ატასად ქვეყნის და ხალხის გულისტვის დატახმებულიყო.რა მშიერი იქნებოდა?ტან 50 ატას დოლარს რომელი კრედიტიტ აქვს აგებული პატიობდენ.დასკვნა მას არ ჯეროდა წარმატების.ხოდა პასუხი ვისაც გვჯერა გაგვატარედ.ყველა ამბიციური და კარიერისტი მწვტნელი დატახმდება ბონუს სისტემას .უბრალოდ გორობაა და მეტი არაფერი. წინ ფულს აყენებენ ჩვენთან.

• kote

თუ კალაძის ახლობელია, სავარაუდოდ მასთან ერთად ექნება ნათამაშები და ბებერიც არ უნდა იყოს. მცირე პროგნოზს გავაკეთებ და გატუზოზე ან შევჩენკოზე ვივარაუდებ...

• xorxe

კობიაშვილს რო ახსენებთ პირში წყალი გამოივლეთ ლევან გენაცვალე შენ!!!

• პანტელეიმონი

ხო, ალბათ გატუზო იქნება.

• ilo

ყველა ვარიანტში გამოცდილი მწვრთნელი გვჭირდება. შეიძლება ახალგაზრდა იყოს, მაგრამ არა დამწყები! გინდა კალაძის მეგობარი იყოს და გინდა ნათელაშვილის :)

• zaza

ცხადაძის მთავარი "მინუსი" ის არის კობიაშვილთან არ ძმაკაცობს!

• კახა კალაძე

კალაძე ცუდი კაცია კობიაშვილი კაი კაცია

• თენგიზ გაგუა

კპბიაშვილს მინდა ვუთხრა,რომ ის არა სწორად მოიქცა ცხადაძის მიმართ,მან ცხადაძეს კოზირი დაუტოვა,გუნდის წარუმატებლობის შემთხვევაში –წარუმატებლობა კობიაშვილს დაბრალდება, რადგან უღელტეხილზე ცხენს არ ცვლიან.

• zaza

რას ნიშნავს კარგი მენეჯერი, კარგი ხელმძღვანელი?! იმას რომ მიმდინარე რუტინული და ასევე იშვიათი კრიტიკული საკითხები მაღალ დონეზე გადაწყვიტოს! კობიაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია (პიროვნულად რომ ბოღმა და თავისკაცია ეგ უკვე ვიცოდით)! უკვე ფეხბურთელები რომ გყავს გამოსაძახებელი ნაკრების თამაშისთვის და გამომძახებელი/მწვრთნელი არ გყავს (შენივე დაუდევრობით და არაპროფრსიონალიზმით) ეს უკვე ზედმეტია! ამას "საფეხბურთო საზოგადოება" სფფ-ს არცერთ წინა ხელმძღვანელობას არ აპატიებდა! ამაზე კი გავიძახით ახალია და ვაცალოთო. გუშინ რომ ნოვიდა და უკვე ამდენი "იაღლიში" მოუვიდა, 5 წელიწადში რას იზავს?! ახლა თურმე კალაძის იმედად დავრჩენილვართ! ცხადაძეს რას ერჩოდა ამაზე ხმას აღარ ვიღებთ. გასაგებია ყველაფერი, თავისიანი უნდოდა ამ პოსტზე, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტი რომელსაც ფულიც აქვს, სრული ძალაუფლებაც და კარტბლანშიც საზოგადოებისგან თუ ხელისუფლებისგან, ქვეყნის მთავარი გუნდისთვის მწვრთნელს ვერ შოუობს! კარგით რა....

• გატუზო

ხო გატუზო იქნება ეს თავიდანვე იყო შეთანხმებული თანაც ...............'''''''''????????

• gulshematkivari

შოთი ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელი იყო,მწვრთნელობისა კი რა მოგახსენოთ... იქნებ გაგვახსენოთ რა წარმატებას მიაღწია როგორც მწვრთნელმა?

• ჯონდო

ეს ის ჟურნალისტი არაა ...., რომ ამტკიცებდა უცხოელი ვერ იმუშავებს საქართველოშიო და რაში ვხარჯავთ მილიონებსო? საერთოდ არ მომაჩნია, რომ უცხოელი მწვრთნელი ცუდა, მაგრამ.... რაღაც პრინციპები ხომ უნდა გქონდეთ?

• dimpitauri

რითი ჯობია გეგუჩაძე ცხადაძეს ასე გადაჭრით ან ქეცბაიას საუკეთესოდ რო ასახელებთ არველაძესთან ერთად საუკეთესოა ჩვენს ჩემპიონაში მარა ესე ხელის მოსმით ვერ იტყვი რო ცხადაძეს ჯობია ბატონი გია

• Irakli 88

Bebeto shen rasac ambob martla kargi iqneboda eg, ise tu gaqvs varianti visze sheidzleba iyos saubari ? Me maqvs erti vartianti da mgoni is iqneba

• bebeto

უცხოელი ამ ეტაპზე ამ ნაკრებში ვერ იმუშავებს როგორი კარგი მწვრთნელიც არ უნდა იყოს,ჯობდა მოლაპარაკათ ქვეყნისთვის და ნაკრებისთვის,ასე აჯობებდა.გუნდი ცხადაძის ხელში კიდევ მოუმატებდა.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...