სლოვაკი მწვრთნელის უპირველესი მოთხოვნა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისადმი
ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. 23 მარტს იქ ღია ვარჯიში ჩატარდა და მწვრთნელთან გასაუბრების საშუალებაც მოგვეცა. ამას გარდა, ვეცადეთ, წვრთნის კონკრეტულ დეტალებზე გაგვემახვილებინა ყურადღება...

იხილეთ საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიშის ვიდეო

პირველ რიგში, "ლელო" შემდეგი საკითხით დაინტერესდა - საქართველოს ნაკრების პრობლემა დაბალი სისწრაფეებია და თუ ხედავს მწვრთნელი მოთამაშეებში სწრაფი ფეხბურთის პოტენციალს?

"არა მგონია, საქართველოს ნაკრებს სწრაფად და დინამიკურად თამაში არ შეეძლოს. ქართველებს ტექნიკის პრობლემა არ აქვთ. ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი ბურთთან "შენობით" არიან და მათი ეს თვისებები უნდა გამოვიყენოთ.

გუნდს ნამდვილად გააჩნია ჭკვიანური ფეხბურთის თამაშის პოტენციალი, მაგრამ მნიშვნელოვანია სათამაშო და ყოფითი დისციპლინაც. ფეხბურთელებმა მოედანზე ბევრი უნდა იმუშაონ, თავი გუნდურად დაიცვან და გუნდურადვე შეუტიონ", - გვითხრა ვლადიმირ ვაისმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეს კითხვა შემთხვევით არ დაგვისვამს. ვისაც ვაისის პერიოდის სლოვაკეთის ნაკრები ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ ამ გუნდს, უპირველესად, გონივრული თამაში და უსწრაფესი კონტრშეტევები გამოარჩევდა, 2010 წლის მუნდიალის (სამხ. აფრიკა) ჯგუფურ ეტაპზე იტალია სწორედ ამის ხარჯზე ჩატოვა და მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსიც დაათმობინა.

ცხადია, ვაისი თავის მოთხოვნებს საქართველოს ნაკრებშიც დააყენებდა. სლოვაკი სპეციალისტის პირველივე ვარჯიშებზე გამოჩნდა, რომ ჩვენი ვარაუდი გამართლდა. ლამის ყველა ფეხბურთელი ამბობდა, რომ მწვრთნელი მათგან სისწრაფეს ითხოვდა.

გუშინ ღია ვარჯიში იყო და მოედანთან ახლოს ყოფნის საშუალება გვქონდა. შესაბამისად, მწვრთნელების მითითებებიც კარგად გვესმოდა. ვაისი კარგად ლაპარაკობს რუსულად და ამ ენაზე ჟარგონიც აქვს ათვისებული. საკმაოდ ემოციურიცაა, თუმცა აგრესიული მწვრთნელის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მოთხოვნებთან ერთად, მისი მხრიდან მოთამაშეებისადმი მეგობრული განწყობაც იგრძნობა.

ჟარგონულზე მეტად, ბევრად უფრო საინტერესო იყო სლოვაკი სპეციალისტის წმინდა საფეხბურთო რეპლიკები. მაგალითად, შეტევის ფაზის დამაგვირგვინებელი კომბინაციის დამუშავებისას, ფორვარდებს რამდენჯერმე შესძახა: "სწრაფად! მხოლოდ 2 პასი!"

ვაისის წინამორბედმა კახა ცხადაძემ ნაკრებში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება დანერგა და შეეცადა, გუნდს უფრო ტემპიანი ფეხბურთი ეთამაშა, მაგრამ ცხადია, ამ მხრივ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ვაისს კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ დინამიკური თამაში სურს.

იყო ეპიზოდი, ერთ-ერთმა ნახევარმცველმა გადაცემა დააყოვნა და აუტის ხაზთან მყოფი ვაისი მოედანზე შევიდა: "ბიჭებო, ჩვენ სოფლის გუნდებს ხომ არ ვხვდებით? უფრო სწრაფად!" - ასეთი იყო მისი მითითება.

მერე ერთ-ერთ თავდამსხმელს მიმართა - "როცა შენს გუნდს უტევენ, მცველთან რატომ დგახარ? გაიხსენი და როცა კონტრშეტევას დაიწყებთ, ბურთს იოლად მიიღებ, მცველს მოშორდი!"

კიდევ ერთი საყურადღებო ამბავი: ვაისი მოთამაშეებისგან მოწინააღმდეგესთან მჭიდროდ ყოფნასა და მუდმივ პრესინგს ითხოვს. გუშინდელ ვარჯიშზე ნანახიდან, ვფიქრობ, ეს დეტალები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის ფრაზები, რომელიც რუსულ ფეხბურთში თუნდაც ცოტა ხნით ნამუშევარ კაცს წამოსცდება ხოლმე...

ტემპი და დინამიკაა სწორედ ის დეტალი, რაც ჩვენს ნაკრებს ყოველთვის აკლდა. თუ ვაისი მოახერხებს და ამ მინუსს პლუსად აქცევს, მოთამაშეები კი ბურთის უაზრო თრევის ნაცვლად, დროული პასით ითამაშებენ და კოლექტიურ ფეხბურთზე გადაერთვებიან, ასე მგონია, ნაკრების შესაძლებლობები ბევრად უკეთ გამოჩნდება.

ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნე ყავლგასული ფეხბურთის თამაშის უფლებას აღარ გვაძლევს. ბურთი ფეხბურთელზე სწრაფია!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯანი რივერა
ხალხო რაზეა საერთოდ საუბარი, იოჰან კრუიფი გარდაი9ცვალა. ნუთუ სხვა რამეზე შეიძლება საერთოდ ილაპარაკო ამ დროს

დადუ,ძმა,და რატო გიკვირს რო ასე სუსტად გამოიყურება? რო ვთვა აიაქსის სკოლის 15 წლიანები თანაბრად ეთამაშებიან ჩვენ ეხლანდელ ნარებსთქო არ დამიჯერებ?
odala
ამ ხალხს ელემენტარული განათლება არა აქვს როგორც ჩანს. თუმცა რა გასაკვირია, რა მწვრთნელები ჩვენა გვყავს. 80-იანებში აქვთ საფეხბურთო განათლება მიღებული და ალბათ იმაზე შორს არც წასულან, მაგრამ ეს ფეხბურთელები ხომ მაინც თამაშობენ ევროპაში? ვეღარ გავიგე იქ მაინც ვერ სწავლობენ?
dadu
მე ძალიან მიკვირს, დავიჯერო ასე სუსტად გამოიყურება ჩვენი ნაკრები? ასეთ შენიშვნებს ევროპაში 10-12 წლის ბიჭებს აძლევენ. ეს იმის ნიშანია რომ ტაქტიკური განსწავლულობა ნოლის დონეზე გვაქვს. ვაისის მუშაობის სტილს კი მივესალმები ორივე ხელით.
gela
იცის ამ კაცმა და მთავარია აჰყვნენ ფეხბურთელები, თორემ ცხონებული ყიფიანის არ იყოს "ამათ ვინც ნაკრებში მოდის, ბურთის გაჩერება ვასწავლო თუ ტაქტიკაზე ვესაუბროო" ისე არ მოხდეს, თუ იმუშავეს სერიოზულად ეს კაცი რაღაცას გააკეთებინებს, არა და სხვა არაფერი დაგვრჩება, ვიდრე რაგბზე გადართვა მარტო და ნერვების მოფრთხილება,
ubralod duru
ეტყობა კაცს ევროპულად აზროვნებს და იცის რა არის საჭირო იმისთვის რომ შედეგს მიაღწიო,რათქმაუნდა სისწრაფეები და რათქმაუნდა რაც შეიძლება ნაკლები შეხება ბურთთან,,ჩვენი სუსტი წერტილიც ეგარის და ეგ იყო სულ ბურთის თრევა..ერთი მაქსიმუმ ორი შეხება ბურთთან(თუარ ჩავთვლით შEმტევებს ისიც როცა ერთი ერთზეა მცველთან).
aleks
ესეც ვიცოდი,კუპერი არ ასწავლიდა ეგრე რაღაცეებს და ყოველ სამშაბათობით ავარჯიშებდა ამ ...სწორედ თქვა ანანიძე,ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი დანარჩენი გადასაყრელი ყველა :)))ვაისმა შედეგი და სანახაობა ვერ აჩვენოს და ვინც ლანძღვას დაუწყებს ვაისს ყველას სათითაულოდ გავცემ პასუხს :****
luk
Iseti pexburteli romelsac pexburtis gaegeba am sityvis sruli mnishvnelobit erti oria,danarchens pexburti Burtis goraoba gonia,da es ukve didi xania ase agar Aris!
ზურა
მომწონს, მაგრამ გული მიგრძნობს თვითონაც მოუწევს თამაში :D
Temo
ვეთანხმები ქუთაისელს :)
bbbbbb
25 წელიწადში ერთხელ სასწაულს სოფლის გუნდიც აკეთებს, იქნებ მოვიდა დრო და გაახსენოთ საქართველოს თბილისის დინამოს მსგავსი ფეხბურთი საერთაშორისო ასპარეზზე.
ასაკრძალია ფეხბურთი!
შემდეგი შესარჩევი წრის 4 ტური არ იქნება გასული გინებას დაუწყებენ ვაისს, არ ვარგაო. იქეთ ნაკრებში ვერმოხვედრილი ფეხბურთელები მოაწყობენ ბუნტს, რატომ არ გვიძახებსო. ცალკე ძირითადის გარანტიას მოითხოვენ მავანნი და რომ ვერ მიიღებენ პირობას, სანაკრებო თამაშის წინ ტრავმას მოიმიზეზებენ. გააგიჟებენ ამ კაცს, რა უნდოდა სად ჩამოდიოდა?
666
esaa swored isubedureba rac chvengvchirs.amchvens qartvel vai vitom mwvrtnelebs swavleba guar sheuzliat:premierligis,bundesligis tamashebi mainc ayurebinon fexburtelebs.((((
zaza.ru
მეც მასე მგონია,ძაან დაბალი დონეა,სკოლის მოთამაშეებს ასწავლიან მასეთ რაღაცეებს.
ქუთაისელი
"რაც უფრო მეტად გაოფლიანდებით ვარჯიშისას, მით უფრო ნაკლებად დასისხლიანდებით ბრძოლისას" - სპარტანული ანდაზა
გიო
აქედანაც ჩანს რა დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს, ამ მწვრთნელს ელემენტარული რაღაცეების სწავლა უხდება. ეს არც ეცოდინებოდა თორემ არ დათანხმდებოდა ამ ნაკრებში მუშაობას.
Temo
კარგი სტატიაა. ზუსტად იმას ითხოვს ვაისი რაც ჭირდება ჩვენს ნაკრებს!
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?