მეორე ტაიმში ყაზახეთის ნაკრების ოთხკაციანმა სამწვრთნელო შტაბმა აშკარად დაგვიჯაბნა ახალი თავკაცი
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სლოვაკი ვლადიმირ ვაისის დებიუტი ისეთი ვერ გამოდგა, როგორსაც ვისურვებდით.

მართალია, ქართულ ფეხბურთს საუკეთესო წლები არ უდგას, მაგრამ იმის პოტენციალი და ამბიცია ნამდვილად გვაქვს, შინ ყაზახეთს რომ ვუგებდეთ...

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ახალი ტაქტიკა

საქართველოს ნაკრებმა მატჩი გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე დაიწყო. ჩვენ წარსულში მრავლად გვქონია ასეთი მაგალითი და ნაკრების მაშინდელ მწვრთნელსაც არ დაჰკლებია კრიტიკა ამის გამო, თუმცა ამჯერად მინდორზე შემტევთა რაოდენობა მცირე არ იყო. ეგაა, ცენტრფორვარდი მაინც აუცილებელი გვგონია და ამაში ვლადიმირ ვაისიც "დაგვეთანხმა" მეორე ტაიმის დასაწყისში.

მწვრთნელის ნოვაციამ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ გაამართლა. არადა, მრავლად იყო მომენტი, გამოკვეთილი ფორვარდი განსაკუთრებულ ხიფათს რომ შექმნიდა მოწინააღმდეგის კართან და იქნებ გოლიც ერთზე მეტი გვეხილა...

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ტაქტიკით ითამაშა. კახა ცხადაძე რა სქემითაც ათამაშებდა გუნდს, ყველას კარგად გვახსოვს. ვაისმა 4-2-3-1 სათამაშო სქემა აირჩია. გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე "ვიტესის" შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გახლდათ გამწესებული.

ჩემი აზრით, ყაზაიშვილისთვის ეს არ არის ოპტიმალური პოზიცია. ის უფრო მინდვრის სიღრმიდანაა სახიფათო, როცა სივრცეს ითავისუფლებს და ან თავად ემუქრება მოწინააღმდეგის კარს, ან პარტნიორს უკეთებს სახიფათო გადაცემას...

სად დავკარგეთ კომპაქტურობა?

კახა ცხადაძეს (დღეს შედარებებს ვერ ავცდებით) ბევრი მაქებარიც ჰყავს და კრიტიკოსიც - საკმაოდ, მაგრამ ერთს ვერ დამალავ - ცხადაძის მიერ ჩატარებულ ძალიან ბევრ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ძალიან კომპაქტურად თამაშობდა.

ამჯერად, ასე არ ყოფილა. არაერთხელ მოგვეშალა გუნდური მექანიზმი, თუნდაც - დაცვაში. სწორედ ამის გამო მივიღეთ პირველი გოლი და კიდევ არაერთხელ გადავრჩით უსიამოვნებას. ამდენ გუნდურ ჩავარდნას უკეთესი მეტოქე ნაღდად არ გვაპატიებდა.

თუ ვაისს უნდა, რომ დიდხანს დარჩეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ასეთი გუნდური ჩავარდნები აღარ უნდა განმეორდეს...

რით იცნობა მწვრთნელი?

ამბობენ, კარგი მწვრთნელი მეორე ტაიმს იგებსო. ვაისის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს გამონათქვამი უკანასკნელი ჭეშმარიტებაა და სლოვაკი ცუდი მწვრთნელია.

ეგ არის, მეორე ტაიმში ყაზახეთის ნაკრების ოთხკაციანმა სამწვრთნელო შტაბმა აშკარად დაგვიჯაბნა ქართველთა ახალი თავკაცი. მართალია, გვქონდა ორი აშკარა საგოლე მომენტი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა გუნდური მოქმედების შედეგი.

ჩანს, ჩვენი ნაკრები ჯერაც ეჩვევა ახალ ტაქტიკურ სქემას და მეორე ტაიმიც, ალბათ, ამის გამო ჩაგვივარდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტაიმი საქართველოს ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელ ისტორიაში.

მჭედლიძის ფასი

ვეჭვობ, სულ სხვანაირი იქნებოდა მატჩის სცენარი, ლევან მჭედლიძეს რომ ეთამაშა. საქართველოს ნაკრების თავდასხმაში "ემპოლის" ფორვარდი, უბრალოდ, პრიმა მგონია. გავარკვიეთ, რომ მას თამაში არ შეეძლო ოდნავ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო...

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შინაარსიანად ითამაშებდა და, ალბათ, მეტსაც გაიტანდა, მინდორზე მჭედლიძე რომ ყოფილიყო.

ორი დებიუტანტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორმა დებიუტანტმა ითამაშა. გიორგი აბურჯანიამ ძირითადში დაიწყო, ნიკა კაჭარავა კი შეცვლაზე შევიდა. აბურჯანიას ჰქონდა შეცდომებიც და კარგი მომენტებიც. კაჭარავამ კი ორი მომენტი ვერ გამოიყენა და ორივე - თითქმის ასპროცენტიანი.

დებიუტანტს ეს ეპატიება. დღევანდელი დებიუტანტი ხვალ გამოიცდება და შესაგდებს აუცილებლად შეაგდებს. კაჭარავას აქვს ყველა ის თვისება, რომ ითამაშოს მაღალი დონის ფეხბურთი.

სად არის ჯანოს ადგილი?

ყველას გვახსოვს საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა თბილისური ევროშესარჩევი მატჩი. მაშინ ჯანო ანანიძემ საყრდენის პოზიციაზე ითამაშა. მაშინ ჯანომ მოგვაგონა "რეალის" ხორვატი საყრდენი ლუკა მოდრიჩი...

გუშინ მე ვერ ვნახე მინდორზე ისეთი ანანიძე, როგორიც მინდოდა (უფრო სწორად - გვინდოდა), რომ მენახა. ის მთელი თამაშის განმავლობაში ეძებდა თავის ადგილს მინდორზე და ლამის ყველა პოზიციაზე ითამაშა, გარდა - შემქმნელი საყრდენისა. არადა, საუკეთესო თამაში ნაკრებში მას სწორედ ამ პოზიციაზე ჰქონდა.

რატომ შეიცვალა ჭანტურია?

რა თქმა უნდა, ამხანაგურ მატჩებში მწვრთნელს ექსპერიმენტების ყველანაირი უფლება აქვს.

და მაინც, ვაისს ძალიან უნდოდა სადებიუტო თამაშის მოგება. მეჩვენება, რომ სლოვაკი მოგვიანებით დაფიქრდა შედეგზე. აბა, რით უნდა ავხსნათ გიორგი ჭანტურიას გაყვანა პირველი ტაიმის შემდეგ? თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად ის ყველაზე აქტიური და მწვავე იყო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

მეტი გუნდურობა!

ვაისის გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის გუნდურ ფეხბურთს თამაშობდნენ. სწორედ ამით "გაიტანა ლელო" თავის დროზე სლოვაკეთის ნაკრებმა. გუშინდელი მატჩის მეტ ნაწილში საქართველოს ნაკრებს გუნდური ფეხბურთი არ უთამაშია.

ეს პრობლემა ახალ მწვრთნელს აუცილებლად მოსაგვარებელი აქვს. ჩვენს ბიჭებს ძალიან უყვართ ინდივიდუალიზმი და ისინი გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცნენ.

ამას ცხადაძე ძალიან კარგად ახერხებდა. იმედია, ვაისიც მოახერხებს...

მატჩის სტენოგრამა

3' - პირველი მწვავე შეტევა ყაზახებისაა. შომკო ბურთს ქართველთა საჯარიმოში აწვდის. რევიშვილი პირველ ცდაზე ვერ არის დამაჯერებელი, მეორე ცდაზე კი ბურთს ხელებში აფიქსირებს.

4' - ქართველთა მრავალსვლიანი კომბინაცია. ანანიძე შედის საჯარიმოში, აწვდის ოქრიაშვილს, რომელიც ჭანტურიას პოულობს. ბურთი ყაზახთა მეკარის ნადავლი ხდება.

14' - ანანიძის პასით ნავალოვსკი შედის საჯარიმოში და მეკარის მოედნის კუთხესთან გამჭოლ გადაცემას უკეთებს ყაზაიშვილს. დავით ლორიას რეაქცია არ უგვიანდება. კუთხური.

33' - ყაზაიშვილი-ჭანტურია-ოქრიაშვილის მიერ გათამაშებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა ყაზაიშვილმა. ლორიამ ამჯერადაც კარგად ითამაშა.

36' - 0:1. ჩავარდა ქართველთა დაცვის მარცხენა ფლანგი. მუჟიკოვმა ჩვენს საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ნურგალიევი მონახა, ვინც აუღელვებლად გაიტანა.

38' - 1:1. კანკავამ ლობჟანიძეს გადააწოდა, ამან ოქრიაშვილისკენ გააკეთა გადაცემა, ჭანტურიამ მახვილგონივრულად გაატარა ბურთი და ოქრიაშვილმა საჯარიმოს ხაზიდან ერთი შეხებით ტექნიკურად გაიტანა.

68' - ანანიძის კუთხურის შემდეგ კვირკველიას თავური ოდნავ სცდება მიზანს.

72' - კაჭარავა ბურთს იგებს, ატყუებს სამ ყაზახს და მცველებთან ორთაბრძოლაში ეცემა. მსაჯი ყაზახთა სასარგებლოდ ჯარიმას ნიშნავს.

79' - ყენიას კარგი პასის შემდეგ კაჭარავა პირისპირ გადის მეკარესთან, თუმცა კარგად ვერ ურტყამს, მეკარე ფეხით იგერიებს ბურთს და თავისიანებს გადარჩენის შანსს აძლევს.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

29.03. თბილისი. "დინამო არენა". 10 000 მაყურებელი

საქართველო-ყაზახეთი 1:1

გოლები: 0:1 ნურგალიევი (36), 1:1 ოქრიაშვილი (38)

საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე (90. ვაწაძე), კაშია, ამისულაშვილი (46. კვირკველია), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (77. კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე (77. ყენია), ჭანტურია (46. კაჭარავა).

სათადარიგოები: კვასხვაძე, გ. ლორია, ქვილითაია, დვალი, კობახიძე, ძალამიძე.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ყაზახეთი: დ. ლორია (46. პლოტნიკოვი), ბეისბეკოვი, ლოგვინენკო, შჩოტკინი (46. ხიჟნიჩენკო), ნურგალიევი (80. ისლამხანი), მალიი, შომკო, კუატი (82. ტაგიბერგენი), მუჟიკოვი (64. კონისბაევი), სმაკოვი (74. ბაიჟანოვი), სუთუმბაევი.

სათადარიგოები: პოკატილოვი, კოჟამბერდი, კუანტაევი, ახმეტოვი, მუხტაროვი, დოსმაგამბეტოვი.

მწვრთნელი: ტალგატ ბაისუფინოვი

არბიტრი: კ. პიზანი (მალტა).

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს

გურამ კაშია: წლის მანძილზე ორი მწვრთნელის შეცვლა რთული გადასატანია

ნიკა კაჭარავა: პენალტი იყო, მაგრამ ახლა რაღას ვიზამთ...

გიორგი აბურჯანია: ახალ მოთხოვნებსა და ტაქტიკას დრო სჭირდება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნოდარი
ღადაობთ? :) მწვრთნელს თხოვთ 1 თამაშში რევოლუცია მოახდინოს ქართულ მენტალობაში? წარმატებებს გისურვებთ.
ilia
ქართული ბუნების შეცვლა ძალიან ძნელია.მოატყუა ერთი, მოატყუა ორი, მოატყუა სამის ნაცვლად ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ; მოვატყუეთ ერთი, მოვათყუეთ ორი, მოვატყუეთ სამი. და კიდევ გუნდურობამ ფეხბუთში იქნებ გვასწანვლოს გუნდურობა ცხოვრებაში.
Akaki
იმაზე წუწუნს აზრი არ აქვს ცხადაძე რატო აღარ არი, არ არი ცხადაძე და მორჩა, უკან აღარავინ დააბრუნებს და გავამხნეოთ ის ვინც ახლა გვყავს და ერთი თამაშით ნურაფერს გადავუწყვეტავთ (მარა ჩვენ ისედაც ვერაფერს გადავუწყვეტავთ)
Akaki
არა ბიჭო ი...სიჭინავა ჯობდა კობიაშვილს, რამდენიც მაგან მოღუნა მაგდენი სააკაშვილის მთავრობას არ ექნება მოღუნული :D :D :D
gaga
ქაეთულმა ბოღმამ და შურმა კვლავ ავნო საქართველოს.კალაძე რას წარმოადგენს რომ მაგამ და ბორიამ გადაწყვიტონ რა და ვინ განაგოს საქარტველოო?მოიყვანა კობიაშვილი ვითომდა ფეხბურთის გადასარჩენად. გადასარჩენად კი არა ფულის საკეთებლად მოიყვანა.ცხადაძემ ძლივს დაალაგა ნაკრები და შესარჩევში გამარჯვების შანსიც გვქონდა, ამატმა კი ერთი ხელის მოსმით მოსპეს ეს ნაკრებიცა და შანსიც.ვითომდა ხელფასის მიზეზით თვითონ გააკეთეს ფული და უფრო წაგებული დარჩა ფედერაცია, როდესაც კომპენსაცცის სახით ფული გადაუხადეს + ვაისის ხელფასიც მიუმატეთ.ნაკრებმა კი უკან გადადგა ნაბიჯი. მათ კვლავ დაიწყეს უკან უაზრო პასების გაკეტება და სხვა შეცდომებიც მოუმატეს. ამ ჯურნალისტსაც მინდა გამოვეხმაურო თქვენც ყოველთვის იყავით არაობიექტიური რადგან ბორიასი ვალში ხართ.
Emre
Sul gaafrina am xalxma ... jer erti tamashi iyo axali mwvrtnelis xelshi da ukve degradaciaze daiwkes laparaki... ra gveshveleba tqvennairi pexburtis mcosneebis xelshi.
sabonis
ამ კაცზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი ვერც კარგს და ვერც ცუდს, ისე მეორე ტაიმში ყაზაღი მწვრთნელების ტაქტიკას კი არ უჯობნია უბრალოდ ეს ჩვენი უთამაშებელი ფეხბურთელები დაიღალა და ვეღარ უტევდნენ.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
რომელიმე ჟურნალისტმა გვიპასუხეთ, რატომ ვერ დარბიან ქართველი ფეხბურთელები?
გიორგი
ნაკრები ამ მწრთვნელის ხელში უკვე დეგრდაციას განიცდის ცხადაძის ნაკრებთან შედარებით.მეტი არც იქნება. ეხლა უკვე კობიაშვილის კაპრიზებს ეწირება ნაკრები. ფეხბურთი ხალხის თამაშია და ხალხმა უნდა მოითხოვოს ცხადაძის დაბრუნება.
dato
რას ერჩოდით იმ კაცს ძლივს ნაკრებს დაამსგავსა დააბრუნეთ ცხადაძე
ზვიადი
ცხადაძის მოხსნას არანაირი გამართლება არა აქვს სპორტული კუთხით.
ss
ეფფე-ს ებეეეეე რა პონტში ადარებ საქართველოს რაგბის ნაკრებს და ამ ვითომ ფეხხბურთელებს? ან თუნდაც კალათბურთის ნაკრებს და ამ ვითომ ფეხბურთელებს?
111
ჩვენი გუნდი ჯგუფში დაიკავებს ბოლოს წინა ადგილს. ფაქტია.
ქუთაისელი
ცხადაძე კიარ გააგდეს საშვილიშვილო სამე გაუკეთეს აქ რაც ეხლა ხდება შესარჩევის მერე მონაგონი იქნებოდა და შეიძლება აეროპორტამდეც ვერ მიეღწია კაცს ისეთი ამბავი იქნებოდა ეხლა კიდე სალაპარაკო მაინც ექნება და სათქმელიც თორე რაც მოხდებოდა შესარჩევში ყველამ კარგად ვიცით ორი ტურის მერე.
asea es
შენ ჩემო ნიკოლოზ იმ გულშემატკივრებიდან იქნები ორი ტაიმი ზურგშექცეული,რომ უყურებს ფეხბურთს და დახტის არც თვითონ უყურებს და არც სხვას აყურებინებს(თუმცა სანახავიც არაფერია)თქვენ ბიძიკოებო ერთმანეთის სანახავად დადიხართ სტადიონზე და არა თამაშის.პ.ს.ცხადაძე კი არა ამათ გვარდიოლა ვერ უშველის.
giga
ცხადაძეს არ დაუმსახურებია გაგდება სირცხვილი კობის
qutaiseli
დაააბრუნეთ ცხადაძეეეეე!და რომელი თავდამსხმელი თუ მცველი თუ ორივე.არმინდაო არაო კაი დროს წავედიო თორე შესარჩევის მერე იქნებოდა რაც იქნებოდა ჩემთავსო.დდ რისი დამბრუნებელია კაცმა კომპენსაცია წაიღოს უნდა ან წაღებული აქ და თავს უშველა რასაც ქვია და აქ დაბრუნდება.
ენგელბრექტ
მართალი თქვა იმ კაცმა, დააბრუნეთ ცხადაძე!!!
kujuji
მშვენიერი ნაკრები ყავს ყაზახეთს,კლასი არ ეყოთ თორემ მოგვიგებდნენ.ავტორს ვერ დავეთანხმები რომ ჭანტურია საუკეთესო იყო და ამწვავებდა თამაშს!უაზრო ფინტები რომელსაც გამწვავება არ მოყვება,პასს არ იძლევა და თუ მისცა გვიან,ჯარიმის დროს მცველები ჩამოდიან მეტოქის საჯარიმოში და ეს კარისკენ ურტყავს(რაღას ჩამოგყავს უთხარი რომ კარში ურტყავ)!მეორე ტაიმი ვერ ითამაშეს იმიტომ რომ ფიზიკა არ ყოფნით,2-3კაცის გარდა არცერთი არ თამაშობს კლუბში! იყო მომენტები სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონდეთ უეჭველი გაიტანდნენ! კომენტატორებზე და მოედანზე ცელოფნის პარკებზე რა კომენტარი უნდა გააკეთო სირცხვილია!!!!
mtieli
დაააბრუნეთ ცხადაძეეეეე!
temur
ესე რო ხორვატიას ან სხვა რომელიმე ევროპულ ნორმალურ გუნდს ვეთამაშოთ მაგრად მიგვაპანღურებენ. ტექნიკურები არიან, მაგრამ სუსტები ფიზიკურად. ამ სასტავით ბევრს ვერ გავქაჩავთ შანსი არაა!
თენგო
ამ ერთი თამაშით ახალი მწვრთნელის შეფასება სავსებით შეუძლებელია. მან ჯერ ფეხბურთელების სახელები და გვარებიც არ იცის წესიერად. არც ყაზახეთის ნაკრების შეუფასებლობაა სწორი. მათთან ფეხბურთი დღესდღეობით უფრო განვითარებულია, ვიდრე საქართველოში. ის რომ 40 წლის წინ თბილისის "დინამო" ალმა-ათის "ყაირათს" უგებდა, არაფერს ნიშნავს. ფულს მართლაც ზალიან უყაირათოდ ხარჯავენ. ჯერ ასე ჩანს. ამ ნაკრების იმედი ნამდვილად არ მაქვს. მწვრთნელის დონე არ ვიცი, ფეხბურთელები რომ დაბალი დონის არიან, ფაქტია. ფეხბურთს რაგბს ნუ ადარებთ. პოპულარობით და კომერციული თვალსაზრისით მას მხოლოდ კალათბურთი უტოლდება. რადგან ამ ორ სპორტს მთელ მსოფლიოში თამაშობენ, თანაც უკვე ყველგან მაღალ დონეზე. შესაბამისად, საქართველოში ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტი კალათბურთია. ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპაზე მერვედფინალში გავიდა და ფინალისტთან ერთი ქულით დამარცხდა. საუკეთესო გუნდებს თანაბრად ვეთამაშებით და სახელმწიფოს მხრიდან მიზერული დაფინანსების მიუხედავად, საკმაოდ მაღალ შედეგებს აღწევენ. კალათბურთის უცხოელი მწვრთნელები ფეხბურთთან შედარებიტ ბევრად ნაკლებ ხელფასს იღებენ და მეტწილად შედეგზე არიან დამოკიდებული. რაც შეეხება რაგბს. ის დაახლოებით ჰოკეისავითაა, ანუ სულ 20 ქვეყანაში თამაშობენ და როგორც ჰოკეიში იტალიაა, ისეა ჩვენი ნაკრები რაგბიში. რა თქმა უნდა, წარმატებებია, თუმცა ნაწილობრივ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მუდმივად მეორე დონის გუნდი გვყავს და ელიტასთან მარცხს წინასწარ არიან შეგუებულნი. ვინმე "...." წერს, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის მერე ყველაზე მეტი ადამიანი ესწრებაო. კი ბატონო, მაფრამ სტადიონზე ფეხბურთის და რაგბის გარდა(ამერიკულ ფეხბურთსა და ბეისბოლს რეალურად მხოლოდ აშშ-ში თამაშობენ) არცერთი სპორტის სახეობა არ ტარდება და თავისთავად მაყურებელიც ყავს.
დათო
თამაშისა რა მოგახსენოთ მარა კომენტატორები ,,მაგარი" გვყავს, ბატონებო ფეხბურთის მსვლელობისას მიჰყეთ თამაშს და მოეშვით დარიგებასა და ანალიზს, ასევე ისტორიების მოყოლას , ერთხელ მაინც მოუსმინეთ ჩანაწერებს როგორ მიჰყავდა ტრანსლიაცია ცხონებულ კოტე მახარაძეს და სხვებსაც და კიდევ ერთი ერთი ტაიმი ერთმა წაიყვანეთ მეორე მეორემ თორემ დავიღალეთ თქვენი დავითა და ერთმანეთის სიტყვა ჩამორთმევებით.
მანუჩარ
გამყიდველებიიი, გაყიდეს თამაში!!
tngh
სამწუხაროა, მაგრამ ვეთანხმები ნიკოლოზს. მეგობრებო, მობრძანდით სტადიონზე. საქართველოს პირველობით დავიწყოთ. ბოლო ბოლო 2 საათი სუფთა ჰაერზე ჯდომაც კარგია ჯანმრთელობისათვის.
Malkhaz
აშკარად ცხადაძისტის დაწერილია სტატია---კეთილი ინებოს ავტორმა და თავისი პირადი შეხედულება არ განავრცოს ისე როგორც ამას უკვე მერამდენედ აკეთებს ცხადაძის სასარგებლოდ--ცხადაძე უკვე წარსულია--ის შეიძლება დაბრუნდეს--მაგრამ ეხლა წარსულია და ნუ მისტირით ზოგიერთი სააკაშ ვილისტივით მას.
Sebastian Chabal.France.
ორი რჩევა,გავკადნიერდები ქართველთათვის სიკეთის გრძნობებით და თანამემამულეთა სიყვარულით.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას-ნორმალური კომენტატორები ურჩიეთ საქართველოს სამაუწყებლო თივის,ფეხბურთის მცოდნე, ნაკლები წყლის ღვრით,გუნდების ისტორიებიდან,შეტევისას ან დაცვისას,თამაშის დინამიურად მსვლელობისას,კარგი იქნება თუ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებიდან იქნებიან კომენტატორებად ტანდემები, სათანადო დიქციით,და ცალკეული ეროვნული ნაკრების მატჩების ანაზღაურებითი ერთჯერადი კონტრაქტებითი ციკლით,სათანადოდ,ევრო დონეზე მაინც,კომენტატორთა ანაზღაურებით,და როგორს მსოფლისო ფროფესიონალურ სფორტშია მიღებული,ორმხრივი ხელშეკრულებებით,ფედერაციის ფონდებიდან,ჰა,ჰა ამგვარი მატჩები წელიწადში,ათამდე თუ იქნება,და კონტრაქტიც ათი მათჩის ინტერვალში.ქართული ფეხბურთი კი,და არა მარტო ფეხბურთი,სხვა სახეობათა მცოდნე,გულანთებულად კომენტირება,უფრო მოიზიდავს და შეაყვარებს ქართველ გულშემატკივარს საკომენტარო სახეობას სფორტისას,და ხალხის რაოდენობასსტადიონებზეც და ტელეეკრანებთან ათმაგად გაზრდის. მეორე რჩევა ..,თქვენნაირად ფეხბურთი საქართველოში, ასიათასობით ქართველმა გულშემატკივარმა იცის ,მაგრამ საჯაროდ გამოსვლა,ვითომდა ეროვნული ნაკრების მათჩების,ვითომ ობიექტურად ანალიზისა მათ არ გააჩნიათ,ჰოდა არა საწყენად,მივხედოთ ყველამ ჩვენ ჩვენს საქმეს, თუ კი ვფიქრობთ რომ ვფლობთ ამ საქმეს,სხვათა მიერ,თქვენთვის ანაზღაურების დონეზე მაინც.ეროვნული ნაკრების ქოაჩი იმიტომ დაინიშნა რომ თავისი საქმე აკეთოს და ჟურნალისტმა კი თავისი,ინფორმირება მკითხველისა მომხდარზე ფაქტებზე და სტენოგრამებზე ყრდნობით ,და არა ვინ?სად? აჯობებს რომ ითამაშოს და როგორ, დილეტანტური თავისი რჩევებით თუნდაც თავდადებული გულშემატკივრისა,ან ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა იკისროს,სრული ფასუხისმგებლობით,ფროფესიის შეცვლით,თუ კი თვისი ფროფესიის ჩარჩოები ევიწროვება,და ნუ გვგონია რომ სხვა დანარჩენი ფროფესიები ვიდრე ჩვენია,მარტივია,ჩვენსაზე და ჩარევას საჭიროებს გვერდიდან,უმეტეს შემთხვევაში უკან სვლის ეფექტით ყველასათვის დაყველაფერში.თუ კი გსურთ რომ თქვენი რჩევა მიიღოს ხალხმა უბრალო კომენტარებით სვასავით გვირჩიეთ და არა რეფორტერის ოფიციალური,სტატიის ზედგომის "სიძლიერით" უფრო ეღირება ამგვარად აუნაზღაურებლად,ალლად შესწორებული,და გამოადგება ქვეყანას,თუ კი სიმართლის მარცვალია მასში.
giglia
დათი-ს. ძალიან კარგად ჩამოაყალიბე სათქმელი, მეგობარო. გეთანხმები ყველაფერში, განსაკუთრებით მფრინავი ცელოფნების საკითხში.
goga
ზაან მაგარი ანალიზია!
ნიკოლოზ
ფეხბურთი მხოლოდ სიტყვით გვიყვარს ქართველებს,სტადიონი ცარიელი იყო,დღეს ვისაც შევეკითხე,ანგარიშიც კი არ იციან , სამაგიეროდ რეალი და ბარსელონა ზეპირად იციან,თითო-ოროლა გულშემატკივარი დავრჩით , სამწუხაროა
zaza
ავტორს ცოდნია ფეხბურთი და დადგეს მწვრთნელად!
sandro
გამაგიჟებთ ეს ჟურნალისტები რა! კაცი ერთი კვირაა რაც აქ ჩამოვიდა, ჯერ ფეხბურთელები წესიერად არც გაუცვნია, ორიოდე ვარჯიშია ჩატარება თუ მოასწრო, პირველად ათამაშა გუნდი და უკვე კრიტიკა დაიწყო და მისთვის ჭკუის სწავლება (!!??) რა უბედურება გვჭირს, რას ჰგავს ახლა ეს "გარჩევა" და ე.წ. "ანალიზი"? რ
დათი
ამასწინად ევროპის ჩემოიონატში გასული გუნდების მთავარი მწვრთნელების ხელფასები გამოქვეყნდა პრესაში, მათ აბსოლუტურ უმრავლესობა იმის ნახევარიც არ ქონდა რაც ვაისს დაუნიშნეს, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, რაც ჟირეს-ტოპმიოლერ- კუპერ-ქეცბაია-ცხადაძე და ეხლა ვაისთვის მილიონები (ალბათ 10 მილიონამდე) წყალში გადაყარეს (ნულოვანი შედეგით), სჯობდა ბავშვთა ფეხბურთს და ეროვნულ ჩემპიონატს მოხმარებოდა. ამ ხნის განმავლობაში ყოფილიყო ქართველი ახალგაზრდა, პერსპექტიული, გულანთებული მწვრთვნელი, რომელიც აქამდე თვითონაც გაიზრდებოოდა და გუნდიც შეთამაშებული ეყოლებოდა.მწვრთნელთა კორპუსის ხელფასიც დაჯდებოდა წელიწადში მქასიმუმ 100 000 ლარი. დღევანდელი კონტიგენტით უფრო მეტს მაინც ვერ მივაღწევთ, არ აქვს მნიშვნელობა ელენიო ერერა იქნება მწვრთნელი თუ მე. უნდა დაველდოთ ახალ თაობას (არველაძე-ქინქლაძის დროს რომ იყო ისეთს მაინც) მანამდე ვიზრუნოთ ბავშვთა ფეხბურთზე, ეროვნული ჩემპიონატის დონეზე, ფეხბურთელის და გულშემატკივრის მენტალიტეტზე და იმაზე, რომ ცელოფნის პარკის გუნდები არ დაფრინავდნენ მოედანზე...
effe
გიგა... მე სადმე დავწერე რო რაგბისტები უგულოდ თამაშობენ თქო?? ფეხბურთელებზეა მაგის დაბრალება უაზრობა და ეგ ვთქვი მარტო... უბრალოდ უნდა შევეგუოთ იმ აზრს რო არ გვაქ მაღალი დონე ფეხბურთში და არ უნდა ვითხოვდეთ (როგორც ეხლა ვითხოვ) უელსის ავსტრიის სერბეთის და ირლანდიის დამარცხებას...

,,მართალია, ქართულ ფეხბურთს საუკეთესო წლები არ უდგას, მაგრამ იმის პოტენციალი და ამბიცია ნამდვილად გვაქვს, შინ ყაზახეთს რომ ვუგებდეთ"... აი რატო უნდა გქონდეს პრეტენზია ყაზახეთის ნაკრების დამარცხების პრეტენზია?? საკლუბო ფეხბურთით ჯობიხარ, კლუბების ინფრასტრუქტურით, ბავშვთა ფეხბურთით თუ რით?? აი რა გაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ზემოდან უყურო ყაზახურ ფეხბურთს და უეჭველი მოგება დაგეგმო?? ააა გამახსენდა ალბათ ,,ჟურნალისტი" იმას გულისხმობდა, რომ 81 ში ტასების მფლობელთა თასის მფლობელი გავხდით. დდდ
dadu
არ არის ეს ფეხბურთი ქართველების სპორტი და ურტყათ ახლა "ტაბურეტკები" ერთმანეთს. არ შეგვიძლია, არ გამოგვდის და არც გვინდა. ამიტომ მივაწვეთ იმ სპორტს სადაც ჯიგარი დევს. ფიზიკა - 0 , ტაქტიკა - 0 , ტექნიკა - 0 , ჯიგარი და ქართული სული - 0. ვცვალოთ მწვრთნელები ვყაროთ მილიონები და საბოლოო ჯამში ისევ ისეთ გუნდად დავრჩებით როგორებიც ანდორაა, ლუქსემბურგი, გიბრალტარი (მეტი ჩვენზე სუსტი ევროპული ნაკრები აღარ მეგულება).
qutaiseli
ფეხბურთი გახდა ყველაზე კორუმპირებული და ჩამყაყებული სპორტის სახეობა სადაც ყველაფერი მოსულა თამაშების ჩაწყობაც და ლიგის თასის ყიდვაც პოპულარული ერთიადა ყიდვა გაყიდვა მეორე და მთავარი ფული გაქ მაშვინ მოდი ჩვენიანი ხარ არადა კარგად იყავი ვიღაცამ დაწერა აქ ფრე გააგორესო ეს თამაშიო მერე რა გამორიცხული არც არაფელია ან რატო არ გააგორებდენ ესენი როცა დიდი გუნდები ყიდიან თამაშებს ერთი ეს ვერ გავიგე ისე ტოტალიზატორში რამდენი ქონდათ ჩვენებს კუში ეს მაინტერესებს.სამწუხაროდ ფეხბურთში სპორტული მხარე სულ უფრო ნაკლები რჩება და ის უბრალოდ მაქინაციების შავი ფულის გათეთრების და ყიდვა გაყიდვის ობიექტად იქცა.
tngh
ბატონებო!!! დაანებეთ თავი რაგბის და ფეხბურთის შედარებას. ორივეს სჭირდება ქომაგი, და უმჯობესია ორივეს ვუქომაგოთ.
tngh
უცნობო მეგობარო!!! ზუსტად იმაშია საქმე, რომ ჩვენ "ბარსელონას" დონეზე მომზადებული გარე მცველები არ გვყვავს. მათ ჩამოსვლა კი არ "აგვიანდებათ ან ეზარებათ", არამედ ვერ ასწრებენ საკუთარი ფიზ-მომზადების გამო. არც დამზღვევებით შეგვიძლია ვიამაყოთ. ამიტომ ჯობია ნაკლებ რისკზე წავიდნენ. თუ წარმოგიდგენიათ გერმანიის და მისი დარი გუნდები, როგორ დაგვჯიან თითოეულ შეცდომაზე???
არჩილ ხოფერია
თითონ სტატია და კომენტარების უმეტესობა ისეა წარმოდგენილი თითქოს საქართველოს გარდა ყაზახი ფეხბურთელები არ უნდა ყოფილიყვნენ მოედანზე!! ყაზახეთი ის ყაზახეთი არაა 50 წლის წინად რომ იყო! ვითარდება იქაც ფეხბურთი. რადგანაც ფეხბურთში ფინანსების მნიშვნელობა გადამწყვეტი შეიქნა არ უნდა გაგვიკვირდეს ყაზახური ფეხბურთის აღმავლობა. ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. პირადად მე ძალიან მომეწონა 11 ნომერი, მგონი მუჟიკოვია, სწრაფია და მოედანს კარგად ხედავს, დრიბლინგი და ფინტიც საუცხოო აქვს. რაღაცით ჩვენ სლავა მეტრეველს მაგონებს!
ალეკსანდრე
ისევ ძველ აზრზე ვრჩები,ამ ეტაპზე ქართველი მცვრთნელი ჯობია გუნდისთვის,ცხადაძე კარგი ვარიანტი იკო,ტუმცა არც გეგუჩაძეა ცუდი
effe-s
რამდენი ხანია ვწერ რაგბზე იმას,რასაც თქვენ ფიქრობთ,რაგბში კიდე უფრო ცუდაა საქმე ვიდრე ფხბურთში,მაგრამ ამ უვიც საზოგადოებას რას შეაგნებინებ,წარმოიდგინეთ ხალხო,რომ უეფამ დაყოს ფეხბურთში ქვეყნები პირველ და მეორე ლიგებად და ჩვენ მოვხდეთ,ლიხშტენშტეინთან,ფარერებთან,ანდორასთან,გიბლატართან,მალტასთან და ამგვარ გუნდებთან,იქაც მოვიგებთ ყველა მატჩს და ლიდერები ვიქნებით,ასეა რაგბში,რუმინეთი,რუსეთი იგივე ის გუნდებია,რაც ჩამოვთვალე ფეხბურთში,ამიტომ ცოტა ტვინი გაანძრიეთ ხალხო,ხოლო იმ 8-9 გუნდთან,რომლებიც რაგბს თამაშობენ,შანსი არ გვაქვს,მეტიც ისინი ჩვენთან ტამაშსაც კი არ კადრულობენ,გასაგები მიძეზების გამო,ამიტომ ჩვენ ხალხი გამოვიდეთ ჯერ ამ შოკის მდგომარეობიდან,ნუ ვაცინებთ მსოფლიოს,რა მილტონ ჰეიგი,რის ვაისი და პრაისი,ყველა ჩვენ გვღლიტავს და ჩვენზე ფულს აკეთებენ,საკუთარი ფედერაციების ჩათვლით,განა ფულის საკეთებლად არ მოიყვანეს ახალი ფედერაციები,სახელმწიფომ ფულები გამოუყოს მათ და ესენი გაუყოფენ წილებს და საე საამურია ცხოვრება,ხოლო ფეხბურთი მუდამ წუმპეში იქნება.

რაგბის და ფეხბურთის შედარება პოპულარობის მხრივ რა თქმა უნდა სწორი არაა,მაგრამ თუ არ ვცდები რაგბის მსოფლიო თასი დასწრებით ფეხბურთის შემდეგ მეორე ადგილზეა ყველა სპორტულ ღონისძიებებში და საქართველოს ნაკრების თამაშების შედარება რომელიღაც ჩამორჩენილ ქვეყნებთან ფეხბურთშიც არასწორია. ფეხბურთში ჩვენ ვართ მეორე ასეულში და 200- სკენ მივიწევთ. რაგბში ვართ მეორე ათეულში და პირველი ათეულისკენ მივიწევთ. ანუ დონე ზეგანსხვავებულია ამ ორ მდგომარეობას შორის. და მთავარია უბრალოდ სპორტული და კაცური მიდგომა რაგბისტებისა ქართული დროშისა და საქართველოს სახელის მიმართ და არა ის რუმინეთს მოვუგებთ თუ ზიმბაბვეს. გულშემატკივარი მერწმუნეთ არანაკლებ გამოცდილი მწვრთნელისა ერკვევა ყველა ნიუანსში და იცის რა შედეგის მიღება შეიძლება კონკრეტული გუნდისგან და ამას არ თუ ვერ პატიობს თავის საყვარელ გუნდს და მეტი არაფერი და როცა ვერ ხედავს მონდომებას და თავის დადებას, ის უბრალოდ იგნორირებას უკეთებს, ეს ნაკრები იქნება თუ სხვა გუნდი. კაცი იმედით ცოცხლობს და ვნახოთ ამაზე უარესი გამოგვივლია და დრო გვიჩვენებს.
giga
Ragbistebi tamashs ar yidian,gushindeli tamashi gayiduli iyo.amas geubnevit 99,9%-it da es sizmarshi ar minaxavs
giga
effe მოდი ამიხსენი აბა რანაირად შევატყო რო რაგბისტები ყალბად თამაშობენ და მთხლებურთელები გულით.
kaxa
ახალგაზრდებს მიეცით შანსიი. ამათ ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები.ნაკრები უნდა გადახალისდეს, სწრაფად მოაზროვნე და გულიანი ბიჭები გვჭირდება.
qutaiseli
ტაქტიკა კიარა შესრულებაა მთავარი თორე ტაქტიკა რომლის დროსაც შენ კარში ალბანეთს და მეთევზეებს გააქვს 5 ბურთი თუ წარმატებულად ითვლება კარგად ყოფილა ჩვენი საქმე ყაზახეთი კიდე ბევრად უფრო განსწავლული და ტაქტიკურად გამართული გუნდია ვიდრე იგივე ესტონეთი რომელმაც რასაც ქვია გადაგვიარა და ამის შემომქმედს რო მისტირიხარ კიდე ეს არის საცოდაობა.უტევდაო ჩვენი ნაკრები კიარ უტევდა ჯახირობდა ჯახირობდა მეტი არაფელი თირე ვინც უტევს და ვისაც შეტევის შნოაქ ის ესტონეთის დონის გუნდებს ცალი ფეხით ხმარობს რასაც ქვია ესარი სიმართლე მწარე მაგრამ სიმართლე.ამ ფორმაციის ნაკრებს მეტი არ შეუძლია არა და ვერც მოუმატებენ თორე შემადგენლობაც და ტაქტიკაც იგივე იყო.ჭანტურიას გამოკლებით, რომელიც ყველას ჯობდა ჩემდა გასაკვირად მოედანზე.და რომელიც ვაისს საერთოდ არც უხსენებია,დდ ყველა რო ახსენე შე დალოცვილო და ლამის მთელი გუნდი ამ ბიჭს რას ერჩოდი.
tngh
ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმას, ვინც მოუწოდებს, რომ ამისულაშვილმა და ლობჟანიძემ დატოვოს ნაკრები. ნაკრებს 30-მდე ფეხბურთელი სჭირდება, რომ შესარჩევი ციკლი თანაბრად გაიაროს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრამვებიც იქნება და "ყვითლებიც". თანაც ხშირ შემთხვევაში თამაშები 3 დღიანი ინტერვალით არის.
ფეოლა
ტაქტიკურ-ფიზიკური მომზადება გვაკლია და გუნდური თამაში. დაცვაში ჩემთვის დღემდე გაუგებარი სქემით ვთამაშობთ, არც ოთხი ხაზზეა, არც სამი. პრესინგი ბოლოს როდის გამოვიყენეთ აღარც მახსოვს. ფეხბურთელები აგებენ ორთაბრძოლების 50 პრიცენტს, ასევე არაზუსტი პასების და ბურთის დაკარგვის ოდენობაა ძალიან დიდი. ბურთია დაკარგვის შემტხვევაში, რაც ძალიან ხშირად ხდება, ფეხბურთელთა ურთიერთჩანაცვლების სქემები დაწყობილი არ არის, რაც ყაზახეთს შეტევისას სივრცეებს უქმნიდა, თუმცა ვერ გამოიყენეს. ასევე, ნეტა ვინმე ფეხბურთელთა სირბილის სტატისტიკას გამიაქვეყნებდეს, არა მგონია, რომელიმეს 9 კილომეტრი მაინც გაერბინა. და რაც მტავარია, ინდივიდუალურად გუნდი პერსპექტიულია, გუნდური ინტერესებისთვის თამაშის გარეშე კი, მაგ. კარგ და დროულ პასს კარგი ფინტი არ უნდა გერჩივნოს, ეხლა ფარერის კუნძულებთანაც ვეღარ გაიმარჯვებ. ამ მხრივ ჩემთვის სამაგალითო იყო გერმანიასთან ლაიპციგში თამაში, სადაც ყველა გუნდის ინტერესებისთვის ზრუნავდა.
ყველა შეტევა, რაც ჩვენს კარებზე განვითარდა გარე მცველების შეტევაში ზედმეტი აქტიურობის შედეგი იყო. იმედია, ოფიციალურ მატჩებში ამას გაითვალისწინებენ. ამხანაგურ თამაშში რისკი დასაშვებია...
tngh- ეს ბარსელონას მოუყევი, გარე მცველები ყველა შეტევის სულისჩამდგმელები რო არიან, სენ ის თქვი რო უკან ჩამოსვლა აგვიანდებათ ან ეზარებათ, დამზღვევი კი განსაზღვრულიც არ ყავთ ვინ უნდა იყოს.
ilo
ალბათ ყველა ხედავთ - ერთ-ერთი მთავარი მოუშორებელი (იმედია ჯერ-ჯერობით) პრობლემა ისაა, რომ შეტევისას გადამწყვეტ მომენტებში ჩვენი ფეხბურთელები იბნევიან, არ იციან რა ქნან და შედეგად თითქმის ყოველთვის აკეთებენ ძალიან არასწორ მოძრაოებებს და პასებს. ეს ისევდაისევ ფსიქოლოგიური პრობლემაა, თითქოს ეშინიათ პასუხისმგებლობის აღების. ეგ უნდა მოიხსნას როგორმე და მაშინ ბევრად უკეთესი შედეგი იქნება. შეუთამაშებლობაც უწყობს ამას ხელს, მაგრამ ძირითადად შიშის ფაქტორია.
666
AR SHEIZLEBA ES KOMENTAREBI WAAKITXOT KOBIASH ILS?DARWMUNEBULIVAR SHESCXVEBA DA BEVR RAMEZE DAPIQRDEBA...
patrioti
Suyvelani mzulxart arafris maqnisebo,amas namdvilad ver warmovidgendi ro yazaxebs ver mougebdit dedas vficavar kide magaze vfiqrob 100wlis iubleze ushansot motives,DA nutu revanshis wyurvili argqondat tqve ujigroebo...
effe
გიგა... კაი ძმაო მოიტყუეთ თავი და იყავით იმ განცდით რო რაგბისტები გულით თამაშობენ და ფეხბურთელები არა...
tngh
თამაშის 72 წთ-ზე 100%-ანი პენალტი იყო კაჭარავას წაქცევაზე. ნახეთ ვიდეო. ხელით უჭერს ფეხს დამცველი და აქცევს.
tngh
ყველა შეტევა, რაც ჩვენს კარებზე განვითარდა გარე მცველების შეტევაში ზედმეტი აქტიურობის შედეგი იყო. იმედია, ოფიციალურ მატჩებში ამას გაითვალისწინებენ. ამხანაგურ თამაშში რისკი დასაშვებია...
gioo
თუ ცხადაძეს ამდენი დადებითი ქონდა რაგას გავუშვით ეს არ მესმის. მანამ ეს აქაურობას შეეწყობა, გაუგებს ორი წელი გავა და კიდევ ერთი ჩაგდებული შერსარჩევი
tngh
ვეთანხმები სტატიის ავტორს, ერთს კი დავამატებდი. სექტემბრამდე არც თუ ისე ცოტა დროა და დარწმუნებული ვარ, ნაკრები მოუმატებს. მთავარს კი სიამოვნებით ავღნიშნავ, ჩვენი სპორტული ჟურნალისტები, ბევრად უფრო პროფესიონალები და კომპეტენტურები არიან, ვინემ პოლიტიკაზე მოლაყბე ვაი-ჟურნალისტები და თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტები.
giga
ეფფე, დიდის ამბით რო გვიკითხავ მორალს. კიდე მე ვარ დამნაშავე მარაზმის და მთხლებურთის სანახავად რო არ მივდივარ სტადიონზე? კეთილი ინებონ და ითამაშონ რასაც ქვია ფეხბურთი და მივა ხალხი. რაგბზე კიდე ნუ ანთხევ ბოღმას. მორაგბეებმა დინამო გაავსენ იმიტომ თამაშობენ არ კიდიათ ქომაგები და გულით უნდათ მათი გახარება.
effe
და მოდით სანამ ფეხბურთელებს გავლანძღავთ ჯერ ჩვენ საკუთარ თავებს მივხედოთ გუშინ რაც ხდებოდა სტადიონზე იყო სირცხვილი ჯერ მეოთხედიც არ იყო შევსებული როცა რაგბზე გადაიტენა დინამო და მერე ხალხზე მეტი პარკი დაფრინავდა მოედანზე... ჯერ საზოგადოება უნდა შევიცვალოთ და მერე მოვითხოვოთ ამა თუ იმ ნაკრებისგან წარმატება
kairaaa
მე ვთვლი ყაზახეთს დღეს ჩვენზე ძლიერი ნაკრები ყავს. გინდ ტაქტიკურად, გინდა გუნდურად, გინდა ფიზიკურად, გინდა ორგანიზებულად და რაც მთავრია ტექნიკურად ჩვენზე ძლიერები არიან. ფინტებიც ჩვენზე მეტი და უფრო ლამაზი გააკეთეს. ერთადერთი ბოლოს მარცხენა მცველმა კაი ჩაატარა კუთხურთან. მოკლედ ყველაფერში გვჯობდნენ, მონდომების გარდა. ამიტომაც დამთავრდა ფრედ. ძველი ქართული გამოთქმაა: ჭკვიანმა ებრაელმა თქვა: ღმერთო ჩემ შვილს პირველ ხელს ნუ მოაგებინებო. ანუ პირველიდან ბევრი სწორი დასკვის გამოტანა შეიძლება. თუ ეს ვაისმა შეძლო, მხოლოდ ეს იქნება ამ მატჩის პოზიტივი. თუმცა ყველაფერი შიგა ჩემპიონატიდან უნდა დაიწყოს.
effe
და ეს კი იმათ ვისაც გონია რო რაგბში გვყავს უძლიერესი გუნდი ჩვენ რო ფეხბურთში ვეთამაშოთ ყოველ თამაშში სვაზილენდს მალტას ზიმბამბვეს გიბრალტს და მსგავს გუნდებს ყველა თამაშს მოვიგებთ როგორც რაგბში ხდება დღეს თუ ვინმეს გონია რო რუსეთს ესპანეთს გერმანიან უკრაინას ან თუნდაც რუმინეთს ყავს ძლიერი ნაკრები ძალიან ცდება... კარგი ნაკრები გვყავს ამაში არავის ვედავები და ზაფხულში უნდა დაამტკიცონ რო არიან ძლიერები 5 თამაშიდან 3 უეჭველი უნდა მოიგონ...
zaza
მე მგონია ვაისი კიარა მაურიონიო ვერაფერს შეცვლის ერთ ჯერზე მე რატომგაც მგონია ვსისი მილტონ ჰეიგზე ნაკლები არიქნება შეავსებს გუნდს უფრო ახალგსზრდებით რომლებმაც იციან მოგების ფასი რატომგაც ჩვენი დაბერებულ მაგრამ მომავალ ვარსკვლავებად რომ გონიათ თავი მათზე დაყრდნობა არ შეიდძლება მათი ადგილი ნამდვილად არაა ნაკრებში
effe
ძალიან მომეწონა ჩვენი თამაში ვერ ვიტყვი იყო ბევრი ხარვეზი მაგრამ სრულიად ახალი გუნდიდან უმაღლესი შედეგების მიღწევა პირველი თამაშიდან ძნელია გვეკლდა უმთავრესი ფიგურა ნაკრებში მჭედლიძე და აისახა კიდეც... არაუშავს ყველაფერი გამოსწორდება და მოსაგებ თამაშებსაც მოვიგებთ
c
4 მცველით თამაში გუშინაც გამოჩნდა რომ დამღუპველია, სივრცეები ჩნდება დიდი.. ჯანომ აშკარად საყრდენის პოზიციაზე უნდა ითამაშოს უფრო დიდი სარგებლობა მოაქვს ნაკრებისთვის.. რაც შეეხება ამისულაშვილს, ლობჟანიძეს მადლობა ამ ბიჭებს მაგრამ წავიდნენ დროა!!! მარჯვენა მცველად გამოსცადონ ახალგაზრდულის მცველი გეგეჭკორი, ძალიან მომწონს მისი თამაში, დაცვის ცენტრში გვყავს კვირკველია, კაშია, დვალი, მარცხნივ ნავალოვსკის შეუცვლელი არარის მაგრამ ამ ეტაპზე მას არაჰყავს კონკურენტი... კიდევ ერთხელ გავიმეორებ კანკავას აუცილებლად უნდა შეუწყვილდეს ანანიძე საყრდენად.. შეტევაში ასეა თუ ისე ააქვს არჩევანის გაკეთების საშუალება.. ოქრი, ვაკო, ყენო, მჭედლო იგივე კაჭარავა, ჭანტურიაც სეცვლაზე რომშემოიყვანოს გაამწვავებს, შეუძლია ამ ბიჭებით ნორმალური ნაკრების ჩამოყალიბება მაგრამ ისე არა როგორც ამან დაიწყო ბატონ "ვაისს" ვგულისხმობ.. აბურჯანია კარგი ბიჭია მაგრამ ჯერ ადრეა ნაკრებშI...
rezi
კობიაშვილის აზრი მაინტერესებს..რა შედეგი მოიტანა მწვრთნელების შეცვლამ ჩვენს ნაკრეებებში?/
status quo
ფუი...ამათ ვერავინ უშველის...
irakli
სტატიის ავტორმა შესანიშნავად შეაფასა თამაში, ამ ეტაპისთვის მეტი კრიტიკაც არ ივარგებს.
ლევანი
კარგით რა... არ გვინდა ცხადაძის ამდენი ქება რა.. განა ცხადაძე არ იყო ესტონეთთან ჩატარებული ტაკიმასხრობისას თავკაცი?! განა ცხადაძე არ იყო პოლონეთისგან ამორტყმული პანღურისას პირველკაცი?! განა ცხადაძე არ იყო ირლანდიასთან საშინლად ჩატარებული თამაშისას ჩვენი მწვრთნელი?! განა ცხადაძე არ იყო "მამამისოვიჩს" რომ აპრიორი იძახებდა ნაკრებში?! გვესმის, ვხედავთ და ვხვდებით ყველაფერს! არც ვაისია ხვითო და ეს გუშინვე გამოჩნდა, მაგრამ ნურც ცხადაძის გაკაპელოებას ვეცდებით რა... საქართველოს ამ ეტაპზე გამართულ ფეხბურთს ვერავინ ათამაშებს. ჯერ გლობალური პრობლემები უნდა გადაიჭრას. მერე მოვთხოვოთ ვაისსაც, ცხადაძესაც და იმ მომავალ მწვრთნელსაც, ვინც რამდენიმე ჩაფლავებული მატჩის შემდეგ, ნავაისევს ჩაიბარებს ჩვენს გაბეხრეკებულ ნაკრებს!
დემე
შეეშვით რა მჭედლიძეს. არა არის ეს კაცი ნაკრებისათვის. რამდენჯერ ჩამოვიდა ნაკრებში იმდენჯერ რაღაც სჭირს. სულ როგორ უნდა ვიძახოთ ,,ჩამოვა პაპანდოპულო და ...’’ არ არის ეს პაპანდოპულო.
pele
მე მგონი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალია ნაკრების მრწვთნელად დაინიშნოს მილტონ ჰეიგი!!!! ))))
zurab
ყველაფერი განულდება თუ არა ფიზიკური მომზადება, ფიზიკური გამძლეობა, მეტი, მეტი ფიზიკური სიძლიერე!!! ნახეთ, როგორ ლაღად დასრიალებდნენ მინდორზე თვით ყაზახები(!). ნუთუ ამას მართლა ვერ ამჩნევთ ჟურნალისტები თუ სპეციალისტები?
giga
კომენტარის გარეშე. ან რა კომენტარი უნდა გააკეთო ადამიანმა!!!! ჩვენ ხომ დიდი ხანია ერთ წრეზე ვტრიალებთ. საღოლ თქვენ ფეხბურთელებო, მწვრთნელებო და ფედერაციის ახალო ბოსებო. საღოლ!!!!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?