ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] ჰყავს თუ არა საქართველოს ღირსეული ჩემპიონი?

[ოთხშაბათის საკითხავი] ჰყავს თუ არა საქართველოს ღირსეული ჩემპიონი?

ვეცდებით, ჩვენს წერილში ამ კითხვას ვუპასუხოთ...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, ჩემპიონი კი უკვე გვყავს - თბილისის "დინამომ" მეთექვსმეტედ დაინადავლა ქართული ოქრო. დღეს ბევრი სჯა-ბაასია იმაზე, ჰყავს თუ არა საქართველოს ღირსეული ჩემპიონი.

ვეცდებით, ჩვენს წერილში ამ კითხვას ვუპასუხოთ...

ცხრილი

ცხრილი ლაკმუსის ქაღალდია. ის ყველაზე კარგად აჩვენებს გუნდის რეალურ ძალას. თბილისის "დინამოს" ჩემპიონატის დაწყებიდან ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან ლიდერობა. რა თქმა უნდა, თუ გუნდი კონკურენტებს არ სჯობს, ის ამას ვერაფრით შეძლებს.

ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს არ ჰყავს ღირსეული ჩემპიონი, სატურნირო ცხრილს, "დინამოს" დინამიკას ჩახედავს და აზრი შეეცვლება. ამაში დარწმუნებულნი ვართ.

კონტინგენტი

საქართველოს ჩემპიონატის ვერც ერთი გუნდი, დაკომპლექტების მხრივ, ახლოსაც ვერ მივა "დინამოსთან". დღეს ასეთი სიტუაციაა და რა იქნება ხვალ, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდს ჰყავს ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები. ალექსანდრე იაშვილი კარიერის ბოლოში კია, მაგრამ "დინამოში" მას "მეორე სუნთქვა" გაეხსნა. საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ ალეკო ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ქვილითაია და სხვები.

ამას დავამატოთ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც ეროვნული გუნდის კარზე აკაკუნებენ.

დღეს "დინამოსთან" მიახლოებული სიძლიერის შემადგენლობაც კი არავის ჰყავს. არადა, ქართული გუნდებისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის აჯობებს, რომ ჰყავდეს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონატში კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ინფრასტრუქტურა

"დინამოს" აქვს საქართველოში საუკეთესო სტადიონი, საუკეთესო აკადემია, სკოლა, ბაზა - მოკლედ, საკლუბო ინფრასტრუქტურის მხრივ თბილისური კლუბი ყველაზე სოლიდური და წელგამართულია საქართველოში.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაზე მდიდარი ვერ გახდება ჩემპიონი, მაგრამ ჩვენს წერილში ინფრასტრუქტურა და მომავლის ამბები აუცილებლად მოსახსენიებელია.

თბილისის "დინამოს" რამდენიმე ქართულ კლუბში ჰყავს განათხოვრებული ფეხბურთელები. ამ დროისთვის ასეა და როცა საკლუბო აკადემია ახალ-ახალ გამოშვებებს შემოგვთავაზებს, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სამწვრთნელო შტაბი

არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, პირადად მე კი მიმაჩნია, რომ დღეს ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს ბევრი ისეთი მწვრთნელი, როგორიც გია გეგუჩაძეა. სწორედ გეგუჩაძემ ჩაუყარა მტკიცე საფუძველი "დინამოს" ჩემპიონობას.

იურაი იარაბეკი უკვე კარგ და ჩემპიონობისთვის მომწიფებულ გუნდში მივიდა. მას, როგორც მინიმუმ, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დასჭირვებია. არც იყო ამის აუცილებლობა - გეგუჩაძემ კარგად აწყობილი მექანიზმი დატოვა.

გეგუჩაძე და იარაბეკი - პირველის კვალიფიკაციას კითხვის ნიშანი არ უხდება და პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, არც იარაბეკია ხელწამოსაკრავი სპეციალისტი. ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა ევროპალიგაზე "ტრნავამ" "ზესტაფონი" დაამარცხა. ორივე მატჩი ვნახე. იმ "ტრნავას" არ ჰყავდა გამორჩეული ფეხბურთელები (ალბათ, მხოლოდ კაპიტან საბოს თუ გამოვყოფთ, რომელმაც პაოკ-ში გააგრძელა კარიერა). ამის მიუხედავად, ეს გუნდი ძაფზე აცმულივით დარბოდა. შეტევიდან დაცვაში და პირიქით, ძალიან სწრაფად გადადიოდა.

იარაბეკის ავ-კარგი მაინც ევროთასებზე გამოჩნდება. გაამართლებს? კარგი იქნება, არა და, "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ხისტი ზომების მიღება არავისგან ესწავლება. ამოცანა კი ერთია - ჩემპიონთა ან ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრა.

მსაჯები

ახლა ბევრს საუბრობენ, რომ "დინამოს" ჩემპიონობა, შესაძლოა, არც ყოფილიყო, რომ არა მსაჯების მხარდაჭერა ამ გუნდის მიმართ. რა თქმა უნდა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, მაგრამ მე ვერაფრით დავეთანხმები ამ ხმებს.

აბსოლუტურად გულწრფელად უნდა დავწერო - ჩემი აზრით, მსაჯები რამდენჯერმე მართლაც შეცდნენ "დინამოს" სასარგებლოდ, თუმცა ამას ჩემპიონის ვინაობის გარკვევაზე არ უმოქმედია.

და აქვე დავსვამ წერტილს ამ ქვეთავზე.

პერსპექტივა

რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობას აქვს თავისი გეგმები და მონახაზები. რა თქმა უნდა, "დინამო" და ყველა ქართული კლუბი უნდა გაძლიერდეს ევროთასების სტარტამდე. დღეს ჩვენ "დინამოზე" ვწერთ და, შესაბამისად, ამ გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა გავარჩიოთ.

პირველი და მთავარი საზრუნავი კლუბის ხელმძღვანელობისა იაშვილის შემცვლელის მოძიება უნდა იყოს. იაშვილი თანამედროვე "დინამოს" ტვინია. ის მინდორზე მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებს და უპრიანი იქნება, ის ასეთივე ფეხბურთელმა (ალბათ, უცხოელმა) შეცვალოს.

"უცხოელი" იმიტომ ვახსენე, რომ დღეს ასეთი ქართველი ფეხბურთელი, უბრალოდ, არ გვეგულება. უცხოელები კი არიან, თუმცა მათ სათანადო შერჩევაც სჭირდებათ. შეცდომა უნდა გამოირიცხოს!

სხვა მხრივ, "დინამო" ერთ-ორ პოზიციაზე თუ კიდევ გაძლიერდა, უფრო უკეთესი და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება ევროპელი მეტოქეებისთვის. ნიჭი და პერსპექტივა აქ სანთლით საძებარი ნამდვილად არ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vepxo

Gunds ro gasvlaze specnazi dayveba iq sxva temaze saubari zedmetia.. 30 aprils mobilizebulia qutaisis , zestaponis , samtrediis policia da plius specnazi mteli dasavlet saqartvelos.. rashi chirdeba dinamos es? Es ari pexburtii...? Sxva gundebs rato ar dayveba, magram dinamo xo tbilisia chempioni xo unda iyos... giji kiar ari es xalxi ro erchian msajeb mtel saqartveloshi. Eseigi ragacashia saqme.. yurebi gamoibertyet da tavi daanebet dinamos dacvas tavii..

• dato

ჯარი წაიყვანეტ და ტანკები ეხლა სამტრედიაში როგორც ადრე რო წაარტვიტ ჩემპიონობა.. ამ სამარცხვინო პაქტს არასოდეს დაივიწყებს საქარტველოს გულშემატკივარიი.... სპეცნაზი სპეცნაზიიიი და მსაჯების ხროვაა

• gia

Dინამო იმ ლაქას ვერასოდეს ვერ ჩამოიშორებს ტანკებიტ რო წაარტვეს სამტრედიას ჩემპიონობა.. ჯიშკარიანი ეხლა დინამოში მუსჰაობს და ტუ კაცოობააქ ტქვას რაც მოხდა. Eგ ხო სამტრედიაში ტამაშობდა მაშინ. და რაც შეეხება დინამოს წელს მსაჯების წყალობიტ გახდა ჩემპიონი პენლებითთ.

• gela

30 aprils minda gitxra samtredias sastavis pexburtelebi daakldeba. Sacxerestan tamasshi samtrediis pexburtelebs dauriges yvitlebi da witlebi.. ar vici gamiznulad gauketes tuara , magram paqti saxezea.

• Guadua

აგერაა 30 აპრილი და ვნახოთ რისი მაქნისია ახალგამომცხვარი ჩემპიონი!

• bego

romandro-ს. 1995 წელს საქართველოში ჩემპიონატი კი არა ჯაბაიონატი ტარდებოდა. დინამო იყო მხედრიონის ხელში და რასაც უნდოდა იმას აკეთეთებდნენ. გეთანხმები ამ კუთხით, რომ მაშინდელი ჩემპიონი, ნაღდი ჩემპიონი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება ბოლო დროს დინამოს მიმართ გამოთქმულ უარყოფით მოსაზრებებს, ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან დინამო, როგორც შემადგენლობით, ისე ყველა სხვა თვისებებით 10 თავით მაღლა დგას ყველა დანერჩენ კლუბებზე, რაც, რა თქმა უნდა დინამოს ევროტურნირებზე შედეგის მიღწევაში უშლის ხელს (კონკურენცია ფაქტიურად ნულის ტოლია). ასე, რომ კითხვა, არის თუ არა დინამო ღირსეული ჩემპიონი, აზრს მოკლებულია. რა თქმა უნდა არის...

• ქუთაისელი

საქართველოს ვუსურვებ ისეთი ჩემპიონის ყოლას, სადაც არ იქნება ისეთი კითხვის დასმის საჭიროება, თუ რამდენად "ჰყავს თუ არა საქართველოს ღირსეული ჩემპიონი".. ეს კითხვა რომ დასიმება - უკვე პასუხიც იგულისხმება..

• romandro

მეთექვსმეტედ ნამდვილად არგამხდარა ჩემპიონი.გაიხსენეთ 1995-ტი წლის ჩემპიონატი, როგორ გადასცეს ტიტული დინამოს როცა იმ დროს სამტრედიის მართლაც უძლიერესი შემადგენლობამ როგორ დაჯაბნა დინამო შინდა გარეთ ორივე თამაშიც მოუგო და კარგადაც დაწინაურდა 9ქულით,და შემდეგ რაც მოხდა ბოლო ტურებში ყველას ახსოვს,ამის კადრებიც ხომარსებობს?მოედანზე ბეტეერით შეჭრა ფოთში (რაც ბევრმა ფოთელმა გულშემატკივარმაც გააპროტესტა)ასევე რუსთავის მეტალურგის კარში არჩათვლილი ორი 100% გოლი,რაც თვით რუსთაველმა გულშემატკივრებმაც გამოხატეს უკმაყოფილება და რამოდენიმემ ტრიბუნაც დატოვა პროტესტის ნიშნად,ყველა ხვდებოდა რაც ხდებოდა და რასაც აკეთებდა მაშინდელი ფედერაცია.იმწელს ყველა ფეხბურთის გულშემატკივარმა აღიარა სამტრედია ჩემპიონად,მხოლოდ ფედერაციამ მიაკუთნა დინამოს ჩემპიონობა,და ასეთი ძალით მითვისებული ტიტულზე ლაქას ვერასდროს წაშლი.ეს ხომ სრული ჭეშმარიტებააა..და რაც შეხება წლევანდელ სეზონს უნდა ვაღიაროთ რომ იყო ბევრი ხარვეზები მაგრამ დინამო სხვებთან შედარებით უკეთ მომზადებულია და დაიმსახურა ჩემპიონობაც..

• chikine

ისე დინამოს პენლები რომ არ ჩავთვალოთ.ალბათ 2 ან 3 ადგილზე იქნება

• რომან

მე გეტყვით რომელ გუნდს შეეძლო გაეწია კონკურენცია-სამტრედიას და დილას. დილამ ორივე მატჩი მოუგო დინამოს სახლშიც და დინამო არენაზეც.რომ არა მსაჯების ბოლო წუთებზე დადებული პენალტებით ნაჩუქარი ქულები-ჩემპიონის ვინაობა ჯერ არ იქნებოდა გარკვეული

• fcd

ისე არშეიძლება Dინამო აზერებაიჯანის ან სომხეთის რუსეთის ჩემპიონატს რო შეუერთონ დაისვენებს მთელი ქვეყანა თბილისის გარდა,და თუ რატო იმიტომ რო 90%სძულს ეს გუნდი თავისი უსამართლობით ,თორე ნაგდზე ბაზარი არაა გმერთმა გაუმაღჯოს ალალი იყოს.

• _svani_

ევროტურნირებზე გამოჩდება )))))

• რეზო

Beqa-ს გვითხარი თუ კაცი ხარ,რომელი გუნდის ჩემპიონობის არ შეგრცხვებოდა?

• merabi

ერთადერთხელ გავედით ჯგუფურ ტურნირზე და ჯობდა არ გავსულიყავით. გუნდი თუ არ გაძლიერდა მინიმუმ 4-5 საშუალოევროპული დონის ფეხბურთელით, გაბალა და აქტობე ისევ მოგვიგებს

• Beqa

რატომ გვახვევ შენს აზრს თავს ერთი რიგითი ჟურნალისტი ხარ.დინამო შეიძლება ჩემპიონი ისედაც გამხდარიყო და რასაც მსაჯები აკეთებენ ეს ცალკე გამოსაყოფია.შემადგენლობა ახსენე და სწორედ ეგ არი პრობლემა რომ ამ შემადგენლობით რომ თამაშებს პენლებით იგებენ ბოლო წუთზე.სამარცხვინო ჩემპიონია და მცხვენიარომ ასეთი გუნდია საქართველოს ჩემპიონი

• anti

აბსოლუტურად გულწრფელად უნდა დავწერო - ჩემი აზრით, მსაჯები რამდენჯერმე მართლაც შეცდნენ "დინამოს" სასარგებლოდ, თუმცა ამას ჩემპიონის ვინაობის გარკვევაზე არ უმოქმედია. სულ არ მაინტერესებს ჩემპიონი ვინ გახდება, სასურველია ეს ჩემი საყვარელი გუნდი იყოს რათქმაუნდა, მაგრამ დინამო-ტორპედოს თამაში ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი რომ არის ალბათ მოგეხსენებათ. ამ თამაშში 11 დინამოელის გარდა მსაჯთა ბრიგადა და მთელი ფეხბურთის ფედერაცია რომ გამოდის სტადიონზე ტორპედოს წინააღმდეგ სათამაშოთ ეგეც ყველამ იცის და შენც ნუ დახუჭავ თვალებს ამ ფაქტზე ბატონო ალეკო.

• გუჯა კახაძე

იქნებ "გაგვიმართლოს" და ლიგაზე სუსტ გუნდებს გადავეყაროთ, თორემ "გაბალამ" როგორ გაგვამწარა ყველას გვახსოვს.

• dila

სამწუხაროს მართალი წერია არ ყავდა კონკურენტი

• batono guadua!

მითხარით, რომელ გუნდს შეეძლო გაეწია დინამოსთვის კონკურენცია?

• tengo

მე არ ვარ დინამოს ფანი მარა ვეთანხმები ბოლომდე. ამ სეზონში არ ყავდა კონკურენტი

• Guadua

....რამდენი დღე და ღამე დაახარჯე ამ ლამაზი ტექსტის წერას? :)

• giga

ანეკდოტების განყოფილებაში უნდა დაგედოთ

• mamulo

საქართველოს ჩემპიონატი თუ არ გახდაკონკურენტული,ისე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.არადა როგორ გახდება,ყველაზე ფულიანი გუნდი "დინამოა", ნაცვლად იმისა ,რომ მაღალი კლასის ფეხბურთელები საზღვარგარეთ ეძიონ(ვინაიდან მათი ყიდვისთვის, ფული აქვთ)ისინი ადგილობრივ გუნდებს" ძარცვავენ"-(თუ ვინმე გამოჩნდა კარგი მოთამაშე თავისთან მიჰყავთ),შედეგად ვიღებთ არაკონკურენტულ დანარჩენ კლუბებს(მათ "დინამოში" გადასული ფეხბურთელის შემცვლელის ყიდვის ფული არა აქვთ.)შესაბამისად ვერ უწევენ წინააღმდეგობას ფაქტიურად საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შემდგარ საქართველოს ნაკრებს-თბილისის "დინამოს" და ისიც იგებს ჩემპიონატს უპრობლემოდ(ცოტაც მსაჯებიც ეხმარებიან),არაკონკურენტული გარემოს გამო "დინამოში"გადასული ის კარგი ფეხბურთელებიც ზედას ანელებენ და ევროპულ ტურნირებზე პირველსავე ეტაპზე მარცხდებიან

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...

ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..

"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია

ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?

ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა

საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა

ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში

ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]

ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა

სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...