ქუთაისში ადგილობრივმა გუნდმა "სოხუმს" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში - 84:83 დაამარცხა.
საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიები 6 მაისს რეგიონებში დაიწყო. ქუთაისში ადგილობრივმა გუნდმა "სოხუმს" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში - 84:83 დაამარცხა.

მატჩის ბედი ივან მიკულიჩის ამქულიანმა სროლამ გადაწყვიტა, რომელიც ხორვატმა უკანახაზელმა საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე ჩააგდო. მანამდე კი თავდაუზოგავი და უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობდა, რომლის განმავლობაშიც ხან ერთი გუნდი იგებდა მცირედით, ხან - მეორე.

პირველი პერიოდი ქულით ქოხუმელებმა მოიგეს, ხოლო მეორე ქუთაისელთა უპირატეობით წარიმართა და მათი გამარჯვებით - 21:15 დასრულდა. დიდი შესვენებისთვის მასპინძლები 5 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა სოხუმელებმა ისეთი ბრძოლა გაუმართეს მასპინძლებს, რომ შეხვედრის ბოლო წუთებამდე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

მატჩის ძირითადი დროისთვის განკუთვნილი დროის ბოლოსწინა წუთზე "ქუთაისი" 78:74 იგებდა. ლევან ფაცაციამ ფარქვეშიდან ორიანი ჩააგდო და ქუთაისელი მეურვე აიძულა, დაჯარიმებულიყო. სოხუმელთა კაპიტანმა საჯარიმოც ჩააგდო და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეკვეცა. სოხუმელებმა მეტოქის შეტევა გააცუდებინეს და გიორგი ჯგერენაიამ ფარქვეშიდან ჩაგდებულით სტუმრები დააწინაურა - 79:78.

ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა მეტოქის შეტევა ისევ მოიგერიეს და საპასუხო შეტევაში ანდრე ჯონსმა სამქულიანით სტუმრები 82:78 დააწინაურა. ქუთაისელთა აზერბაიჯანელმა უკანახაზელმა ზაურ ფაშაევმა სამქულიანით ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, ხოლო მასპინძლები სოხუმელებზე ტაქტიკურად დაჯარიმდნენ და ფილიპ მილერმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 81:83 ჩამორჩენილი ქუთაისელები შეტევაზე გადავიდნენ. მხორვატმა ივან მიკულიჩმა ბურთი გაისწორა და სამქულიანით ქუთაისელები 84:83 დააწინაურა.

ლევან ფაცაციამ ცენტრიდან სამქულიანი ესროლა, მაგრამ ბურთი რკალს მოხვდა და აისხლიტა, რამაც ქუთაისელთა გამარჯვება დააფიქსირა. იმერულ კლუბს 26 ქულით ივან მიკულიჩმა ულიდერა. 16 ქულა მიითვალა ზაურ ფაშაევმა, ხოლო გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. 23 ქულით და 12 მოხსნით სოხუმელთაგან საუკეთესო გიორგი ჯგერენაია გახლდათ.

სერიის მეორე მატჩი ისევ ქუთაისში, 7 მაისს გაიმართება.

მეორე ნახევარფინალური მატჩი აჭარაში გაიმართა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა "ბათუმმა" 86:73 მოუგო "სინამოს" და სუპერლიგის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით გახსნა. აჭარულმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ტურში დაკარგა პირველი ადგილი და მეორეზე გავიდა, რის შემდეგაც მეტოქედ "დინამოს" შეეჩეხა.

სერიის პირველ მატჩში ბათუმელებმა დამაჯერებლად, ზედმეტი გართულებების გარეშე იმარჯვეს. "დინამო" ვერ გამოდგა ის გუნდი, რომელიც ბათუმელებს წინააღმდეგობას გაუწევდა. უსტიაშვილის გუნდმა თავიდანვე რომ მოიპოვა ლიდერობა, საკუთარი სიძლიერე ეჭქვეშ აღარ დაუყენებია. მასპინძლებმა ერთმანეთის მიყოლებით მოიგეს პირველი, მეორე და მესამე პერიოდები რის შემდეგაც, ბოლო მეოთხედში ფრე ითამაშეს და შეხვედრაც მათი 13-ქულიანი უპირატესობით - 86:73 დასრულდა.

ბათუმელებს ბესო ლეჟავამ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა მიითვალა. 17 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა აკაკი დვალიშვილმა. იგრორ კრივცოვისა და ლეონიდ სტეპანიშინის ანგარიშზე კი 13-13 ქულა დაგროვდა. კრივცოვმა 10 მოხსნც მიითვალა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. დინამოში 14 ქულით ჯუევალ მაილსი გამოირჩა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ბათუმი - დინამო 86:73

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა, რომ რასაც ქვემოთ ვიტყვი ამით არ ვაკნინებ ბათუმის თამაშს. მათ ის თამაში აჩვენეს, როგორიც პლეი ოფში მოთამაშე გუნდს უნდა ეჩვენებინა. 3-ჯერ ჩაქვრა შუქი თამაშის მსვლელობის დროს და კარგი იქნება თუ ამ პრობლემას მოაგვარებენ. ჩვენ რაც შეგვეხება გიორგი შარაბიძე დაგვემტვრა, პირველივე წუთებზემ საკმაოდ მძიმედ და მეორე ცენტრის, ილია ლონდარიძის თამაში საერთოდაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. აქედან გამომდინარე გაგვიჭირდა. ამას დაემატა ის ტექნიკური პრობლემაც, რაც ზემოთ აღვნიშნე. მსაჯებზე კომენტარს არასდროს ვაკეთებ და არც ამჯერად გავაკეთებ.

დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): ნახევარფინალებია და დინამო საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეა. მინდა აღვნიშნო მაყურებლი ქომაგობა, გადავსებული იყო დარბაზი. კარგია, რომ პირველი თამაში მოვიგეთ. ვემზადებით შემდეგი თამაშებისთვის.

ქუთაისი - სოხუმი 84:83

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): დღევანდელი თამაში ევროლიგის დონის იყო. ეს იყო ულამაზესი კალათბურთი. მსაჯების შეცდომის გამო წავაგეთ ფაქტიურად მოგებული თამაში, მადლობა ქუთაისის გულშემატკივარს, რომ ასე ალამაზებენ თამაშებს.

კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი): როგორც მოსალოდნელი იყო დრამატული თამაში გამოვიდა. "სოხუმი" არასდროს არ არის იოლი მეტოქე ჩვენთვის და არც დღეს იყო გამონაკლისი. ბოლოს გაგვიმართლა და ამის ხარჯზე მოვიგეთ თამაში, მაგრამ ჩემს ბიჭებს ვერ დავუკარგავ თავდადებას, ბოლომდე იბრძოლეს. რა თქმა უნდა შეცდომები იიყო, მაგრამ ვეცდებით და მეორე თამაშში გამოვასწორებთ.

superleague.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს