"ჩემი აზრი ასეთია - თუ კლუბებმა დაკარგეს დამოუკიდებლობა, ეს მათთვისაც რთული იქნება და ფეხბურთის ფედერაციისთვისაც"
მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, ძმებმა არველაძეებმა ჩრდილში გადაინაცვლეს. შესაძლოა, მათ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა ერთ რამეში აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ - მათ შეუძლიათ, დიდი სარგებლობა მოუტანონ ქართულ ფეხბურთს. არველაძეების ნიჭი და უნარი დასაკარგი ნამდვილად არ არის...

აგერ, რა ხანია, მათთან არ გვისაუბრია. გუშინ ნავსი გატყდა - "ლელოს" შეკითხვებს არჩილ არველაძემ უპასუხა.

საუბარი თურქული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩით დავიწყეთ, რომელშიც შოთაც მონაწილეობდა... ცხადია, მერე სხვა თემებსაც გადავწვდით...

- მეც უნდა მეთამაშა იმ შეხვედრაში, - გვითხრა არჩილმა საუბრის დასაწყისში, - ორგანიზატორებმა მიმიწვიეს, მაგრამ თავი შევიკავე. გავიგე, რომ დარბაზში უნდა ჩატარებულიყო ის მატჩი, ხელოვნურ საფარზე. ჰოდა, ჩემი ფეხის პატრონი ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა?! ამიტომაც შევიკავე თავი.

- თავდაპირველად არველაძეების ფონდზე გკითხავთ. თუ არის რაიმე სიახლე? ახალი პროექტები ხომ არ იგეგმება?

- ფონდის ფარგლებში არა, მაგრამ ახალი პროექტის განხორციელებას მართლაც ვგეგმავთ. მოკლე ხანში იქნება პრეზენტაცია და ყველაფერს ამომწურავად შეიტყობთ ამ პროექტის თაობაზე.

- ზოგადად მაინც რომ გვითხრათ...

- ზოგადად შეიძლება. მოკლედ, პროექტის სახელწოდებაა "ფეხბურთის თერაპია". ეს პროექტი არის გათვლილი იმ დევნილ ბავშვებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სწავლობენ ფეხბურთის თამაშს.

ჩვენ გვინდა, რომ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მათ. გვინდა, რომ უფასო ბურთები და ფორმები ჰქონდეთ, გვინდა, რომ ლიცენზიების მფლობელმა მწვრთნელებმა ავარჯიშონ და ასე შემდეგ. კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი...

- რომელს გულისხმობთ?

- იცით, ეს ძალიან მასშტაბური პროექტია და, ალბათ, ჯობია, არ ვიჩქაროთ. ამ პროექტში ჩვენი ფონდიცაა ჩართული. კერძოდ, საქმე ეხება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს. ჯერჯერობით, ძალიან ბევრი რამაა დასაზუსტებელი. აქედან გამომდინარე, ჯერ ვერ გაგიმხელთ, რომელ რეგიონზეა ლაპარაკი. თუმცა იმას კი ვიტყვი, რომ ისეთი რეგიონია, რომელსაც ძალიან სჭირდება ამგვარი პროექტი.

თუ ეს ბოლომდე განხორციელდა, თუ აშენდა ის, რაც უნდა აშენდეს, მაშინ ამ რეგიონის ახალგაზრობა მნიშვნელოვნად იქნება ინტეგრირებული არა მარტო ფეხბურთში, არამედ, საერთოდ - სპორტში. ეს იმხელა მნიშვნელობის პროექტია, რომ დიდი ალბათობით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაც დაგვჭირდება, მაგალითად - გაეროსი, სხვა ორგანიზაციებისაც...

უკვე იცით, რომ ჩვენ ვახორციელებთ პროექტს რაჭაშიც. რაც შეეხება ფონდს, ის აგრძელებს ნიჭიერი მოზარდებისა და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებით დაკომპლექტებული საფეხბურთო სკოლის დახმარებას... შეგვემატა ერთი-ორი სტიპენდიანტი. მოკლედ, ვცდილობთ...

- საინტერესოა, როგორ უყურებთ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას?

- რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ გვაქვს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და ფონდიც შეიქმნა. თუმცა, არის გარკვეული კითხვებიც. იმისიც მჯერა, რომ ამ შეკითხვებზე იქნება პასუხები, როცა ეს სტრუქტურა ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებს.

- თქვენ რა კითხვები გაქვთ სახელმწიფო პროგრამასა თუ ფონდთან დაკავშირებით?

- არის თუნდაც ლიცენზიასთან დაკავშირებული საკითხები... ზოგი იმასაც ამბობს, ერთი გუნდის მწვრთნელს რატომ აქვს ხელფასი 5 ათასი და მეორეს - ნაკლებიო? ეს კლუბები ხომ სახელმწიფოს დაფინანსებაზე არიან და ერთნაირი თანხით ფინანსდებიან? ჩემი აზრი ასეთია - თუ კლუბებმა დაკარგეს დამოუკიდებლობა, ეს მათთვისაც რთული იქნება და ფეხბურთის ფედერაციისთვისაც.

აქ არ ვლაპარაკობ კერძო კლუბებზე, მაგრამ საინტერესოა, როგორ უნდა განხორციელდეს ფეხბურთელის ტრანსფერი ორ კლუბს შორის, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებაზეა? რა კრიტერიუმით?.. არის კიდევ საკლუბო მენეჯმენტის საკითხი.

ხომ არ დაკარგავს ეს თემა მნიშვნელობას? აი, ვთქვათ, მე ფეხბურთელი ვარ ამდენი ხანია და თქვენ - ჟურნალისტი. წესით, მე ხომ ცოტა მეტად უნდა ვიცოდე საფეხბურთო მენეჯმენტი? გამოჩნდება კი ეს განსხვავება? ალბათ მიმიხვდით, რისი თქმაც მსურს.

ვთქვათ, სახელმწიფო კლუბს გამოუჩნდა დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელი. დავარქვათ მას პირობითად - გიორგი ქინქლაძე. საინტერესოა, ვინ დაადგენს ამ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას? ისიც ხომ შეიძლება, რომ მე, ვთქვათ, მინდა, რომ ამ ნიჭიერ მოთამაშეს დავუნიშნო მაღალი ხელფასი, რადგან მჯერა, გაიტანს ბევრ გოლს, მომიტანს ბევრ ქულას და სამომავლოდ ძალიან გამომადგება...

ერთი სიტყვით, არის კითხვები, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ - მჯერა, როცა სტრუქტურა დაიხვეწება და საბოლოო სახეს მიიღებს, ამ კითხვებზე დასაბუთებულ, ბოლომდე არგუმენტირებულ პასუხებს მივიღებთ.

სიძნელეები ადრეც იყო და ახლაც არის. არის ზოგიერთი რეგიონი, ძალიან გინდა, გუნდი რომ ჰყავდეს და მაინც ვერ ხდება ასე... ერთ რამეზე კი მართლა ძალიან მწყდება გული.

- კერძოდ რაზე?

- ხშირად მესმის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებისგან, საქმეს ნულიდან ვიწყებთო. ძალიან გულნატკენი ვარ ამის გამო. როგორ იწყებენ ნულიდან? ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ევროპის ორ ჩემპიონატზე ვითამაშეთ იუნიორთა შორის. ძალიან ხშირად სულ ცოტა გვაკლდებოდა ამ ასაკში კონტინენტის პირველობამდე.

გახსოვთ, ყველა გვაკრიტიკებდა, რას შეგვჭამეთ ამ ბავშვთა ფეხბურთით, ამ იუნიორთა ნაკრებებითო! იქ მაინც იყო საქმე კარგად და ვამბობდით. რა პრობლემებიც იყო, როგორ არ ვხედავდით ამას?! ძალიან კარგადაც ვხედავდით.

სამწუხარო იყო, თბილისურ ელიტრაუნდში ასე რომ ითამაშა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა. ამ ბიჭებისგან ყველა მეტს ველოდით. 19-წლამდელებმა უკეთ ითამაშეს ესპანურ ელიტრაუნდში. თან ისეთი ჯგუფი იყო, უარესს რომ ვერ მოიფიქრებდი.

- სანაკრებო საკითხზეც უნდა გთხოვოთ აზრის გამოთქმა...

- ერთი თამაში იყო ყაზახეთთან ახალი მწვრთნელის ხელში და ვერ მოვიგეთ. მაგრამ ამ ერთი თამაშით ვერ გამოიტან დასკვნას... სხვათა შორის, ვაისს შევხვდი ერთ-ერთ თამაშზე და ვისაუბრეთ, აინტერესებს ყველაფერი და ეს ბუნებრივია.

მე არ ვიცი, როდის შეიტყო საქართველოს ნაკრების შესახებ, დეკემბერში თუ მერე, მაგრამ თავიდან ყველა ასეა - იმ გუნდის ფეხბურთელების თაობაზე ეძებს ინფორმაციას, რომელიც უნდა გაწვრთნას.

რა თქმა უნდა, ვაისმა ვიდეოჩანაწერებით გაიცნო ჩვენი მოთამაშეები, მაგრამ სულ სხვაა, როცა ფეხბურთელზე ან იმ ქვეყანაზე, სადაც უნდა იმუშაო, ადგილზე იღებ ინფორმაციას.

ვაისს ეგრევე ვერ გავაკრიტიკებ. მას ჯერ ცუდი არაფერი გაუკეთებია. ის კი უნდა ვთქვა ერთმნიშვნელოვნად, რომ კახა ცხადაძის გათავისუფლება შეცდომა იყო.

- დაბოლოს, საინტერესოა თქვენი აზრი კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატზე...

- შემადგენლობით და რესურსით ძალიან ძლიერია მასპინძელი - საფრანგეთი. თან არ უნდა დაგვავიწყდეს საშინაო კედლების ფაქტორი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფავორიტია გერმანიაც.

შედარებით ნაკლები იმედი მაქვს ესპანეთის და პორტუგალიის. შეიძლება, "გამოხტეს" ერთი ისეთი გუნდი, რომელიც არ არის გრანდი. მაგალითად, პოლონეთის ნაკრები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, იღბლიან ტალღაზეა და ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

xalxi
სპორტული აგრესორები არიან არველაძეები.
devi
ჩემი კომპენტენციიდან გამომდინარე მეც მიმაჩნია, რომ ცხადაძეს მუშაობა უნდა გაეგრძელებია.
ფერნანდო
შეცდომა დიდი ხელფასის დანიშვნა იყო, თანაც ისეთი შეცდომა რომელსაც კორუფციის სუნი უდის.
xorxe
მსაჯი რომ ეყიდათ, აი ტქვენ რო ყიდულობდიტ ნაკრების ამხანაგურებზე, აუცილებლად მოვუგებდით ყაზახეტს
qutaiseli
დახუჭავ თვალს გაახელ და შენი ოჯახიანად იქნები დალომბარდებული როგორც თავის დროზე ფედერაციის ქონება.რა თვალის დსახუჭვა ან რისი ბიზნესმენი ხუთ წუთში დაგახურდავებენ დღევანდელი ეგრეთწოდებული ბიზნესმენები.
ნარმანია ემზარი
ბავშვთა საფეხბურთო გუნდი „აფხაზეთი„ უკვე მეორე ცელია ძმები არველაძების ფონდის პატრონობით არსებობს. ფონდმა რომ დაიწყო ჩემი გუნდის პატრონება გუნდში ირიცხებოდა სულ 19 მოზარდი ახლა 48 მოზარდია!!!! არველაძეების ფონდმა მოგვიხსნა მთავარი პრობლემა სტადიონის იჯარის თანხას გვიხტის. შარშან 19 ტივე მოზარდს ჩაუტარა სამედიცინო გამოკლევა ,დაპატიჯეს უფასოთ სუპერთასის თამაშზე ასევე გიგზავნიან სპორტულ ეკიპირებას. ანუ დიდ საქმეს უკეთებენ ჩემ ბავშვებს მთავარია მოზარდებს იმედი ჩაუსახეს[48 მოზარდიდან 37 დევნილია]მადლობა დზმებს არველაძეებს
sake
პროგრამები,ფონდები,შეხვედრები,თათბირები და ა.შ.კარგია,მაგრამ სანამ ბიზნესისთვის არ იქნება საინტერესო ქართულ ფეხბურთში (და ზოგადათ სპორტში)ფულის ჩადება,სანამ გამართული საფეხბურთო სკოლები,მცოდნე მწვრთნელებიანად არ მომრავლდება, მანამ არ ეშველება ამ სფეროს.ეს კი პირდაპირ სახელმწიფოებრივი მიდგომის საქმეა,როგორ უნდა გაკეთდეს?მე არ ვიცი,მაგრამ ის კი ვიცი,რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს,თუნდაც რაღაც-რაღაცეებზე თვალის დახუჭვით.
Vep1963
ძალიან კარგი იქნება თუ არველაძეები ...რაიმე სიკეთეს გააკეთებთ თქვენი ქვეყნისათვის.ნამდვილად არ გიჭირთ და თქვენივე პიარისათვისაც კარგი იქნება.მივესალმები თქვენ ქმედებას.
dave
"ვთქვათ, სახელმწიფო კლუბს გამოუჩნდა დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელი. დავარქვათ მას პირობითად - გიორგი ქინქლაძე. საინტერესოა, ვინ დაადგენს ამ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას? ისიც ხომ შეიძლება, რომ მე, ვთქვათ, მინდა, რომ ამ ნიჭიერ მოთამაშეს დავუნიშნო მაღალი ხელფასი, რადგან მჯერა, გაიტანს ბევრ გოლს, მომიტანს ბევრ ქულას და სამომავლოდ ძალიან გამომადგება... " 1. სატრანსფერო ფასს დაადგენს ბაზარი (საფეხბურთო სამყარო, აგენტები და ა.შ) 2. როდესაც სახელმწფო რესურსით სდაფინანსება ჩაროჩოებშია, ხელფასი იმდენი არ უნდა დაუნიშნო რომ მერე სხვა ფეხბურთელებს და თანამშრომლებს ვერ მისცე ხელფასი, გასვლით მატჩებზე ვერ წახვიდე, ვალები დაგიგროვდეს და ა.შ. . ხოლო თუ გუნდი კერძოა, აქვს დამატებითი შემოსავალი მეპატრონესაგან, ყავს სპონსორები და აქვს დამატებითი შემოსავალი სახელმწიფოს თანხის გარდა, თუ გინდა მილიონები მიეცი ხელფასი, არამგონია მაგაზე რაიმე შეზღუდვები იყოს :)
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა