...იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში არ დასრულდება
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი რამაა გასარკვევი, მაგრამ უმთავრესი გარკვეულია - ვიცით ჩემპიონის ვინაობა და ისიც, თუ რომელი გუნდები წარადგენენ საქართველოს ევროთასებზე. გასარკვევია მხოლოდ ერთი კლუბი, რომელიც ევროპალიგაზე ითამაშებს...

დინამო

ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს თბილისის "დინამო" წარადგენს. კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მიზანი უკვე დასახა - ჩემპიონთა ლიგის ან, უკიდურეს შემთხვევაში, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.

მიზანი, თავისთავად, კარგია. იმთავითვე ვთქვათ, რომ "დინამოზე" სუსტ გუნდებს ღირსებიათ ასეთი პატივი და საქართველოს 16-გზის ჩემპიონისთვის მხოლოდ და მხოლოდ წარმატება გვისურვებია.

"დინამოს" ჰყავს ორი, თითქმის თანაბარი ძალის შემადგენლობა. ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან, ახალგაზრდულ ნიჭსა და ენთუზიაზმს გამოცდილება ერწყმის... ჩემი აზრით, ევროასპარეზზე იღბლისა და მეტოქეთა ჩავარდნის იმედად რომ არ ვიყოთ, "დინამოს" აუცილებლად დასჭირდება გაძლიერება.

ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ არაფერი შეიცვალა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ევროთასებზე თამაში ალექსანდრე იაშვილის გარეშე მოუწევს. "იაშკა" ხომ მართლაც ნახევარი გუნდია...

ამბობენ, ევროსტარტის წინ "დინამო" კვალიფიციური ლეგიონერებით გაძლიერდება და გუნდში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელსაც ვნახავთო. იმედია, ასეც იქნება. რომან ფიფიას მმართველობას ძალიან მოუხდებოდა ევროპული წარმატება.

შეცდომების პარალელურად, კლუბში ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა და ახლა ნაყოფის დაგემოვნების ჟამია.

სამტრედია

თითქოს, გუშინ იყო - "სამტრედია"-"ვარდარის" საუეფასთასო მატჩზე ქართული კლუბის წარმატების რწმენით აღსავსე წავედი. შინ რომ დავბრუნდი, კარგა ხანს ვერ დავიჯერე, როგორ წააგო ასე კარგად დაკომპლექტებულმა "სამტრედიამ" არაფრით გამორჩეულ მაკედონიურ გუნდთან.

რა თქმა უნდა, იმ მარცხს თავისი ლოგიკური მიზეზები ჰქონდა, რასაც ახლა აღარ ჩავუღრმავდებით. უკეთესია, წინ გავიხედოთ. "სამტრედია" 21-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება ევროთასებს და მე მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის "გუნდი-აღმოჩენა" იქ მხოლოდ მონაწილეობას არ დასჯერდება.

გია ცეცაძეს უკვე აქვს ევროთასებზე გუნდის გაყვანის გამოცდილება. ყველაზე მთავარი და გასახარი კი ის არის, რომ "სამტრედიაში" ის ნიჭიერი ბიჭები შეიკრიბნენ, სულ ცოტა ხნის წინ დაკარგულნი რომ გვეგონნენ ქართული ფეხბურთისთვის.

მართლაც, სრული ნონსენსია, ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე იფრინო და მერე მთელი თაობა დაიკარგოს. ეს ადრეც ხშირად ხდებოდა ჩვენში და ახლაც იგივე მოხდებოდა, რომ არა ცეცაძე. ახალგაზრდა მწვრთნელმა ახალგაზრდა ბიჭებს აჩვენა ის, რის დეფიციტსაც ისინი ყველაზე მეტად განიცდიდნენ - ნდობა!

ფეხბურთელებმა გაამართლეს. საქართველოს ჩემპიონატში მე ყველაზე მეტად "სამტრედიის" თამაში მხიბლავს და ვგონებ, ამ ამბავში მარტო არ უნდა ვიყო...

აქვე, ალავერდი კლუბის ხელმძღვანელობასთან - თუ მოხერხდება და ევროთასებამდე "ეროსი მანჯგალაძე" ევროპულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ამით "სამტრედიის" ძალა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

დილა

უფულობით, ბევრი პრობლემითა და სიძნელით დახუნძლულ სეზონში ევროპაში ერთ-ერთმა ახალგაზრდა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა იმდენი მაინც მოახერხა, რომ "დილა" ევროთასებზე გაიყვანა.

ახლა ევროთასების მონაწილეთაგან ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი "დილას" მომავალს უზის, მაგრამ მინდა დავიჯერო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პირველი რიგის ამოცანა ლიდერების შენარჩუნებაა.

მაგალითად, ოთარ მარცვალაძე ავიღოთ. ეჭვგარეშეა, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოუჩნდებიან მსურველები...

ჩიხურა თუ სიონი?

თუ საქართველოს თასს მოიპოვებს, ევროპალიგაზე საქართველოს ბოლნისის "სიონი" წარადგენს. "სიონს" კარგი სეზონი ჰქონდა. გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძვის, თუმცა ევროსტარტის წინ გაძლიერება მასაც აუცილებლად დასჭირდება.

"ჩიხურა", ტრადიციულად, კერკეტი კაკალია. საჩხერეში კვალიფიციური ლეგიონერებიც გამოჩნდნენ. "ჩიხურა" თასის ფინალში "დინამოს" უქომაგებს და თუ ევროთასებზე გავიდა, შემადგენლობის გაღრმავება ჰაერივით დასჭირდება.

...იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში არ დასრულდება. ჩვენ კი ერთხელაც დავსვათ ბოლო წლებში ტრადიციულად ქცეული კითხვა - ნუთუ, ასე შორია ევროპამდე?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
იმიტომაცაა წლევანდელ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სპორტინგს რომ მოუგო შკეიდენბრაუმ და ბეშიქთაშს ორივე თამაშში ბრძოლა რომ გაუმართა :)
giorgi
იმიტომაცაა წლევანდელ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სპორტინგს რომ მოუგო შკეიდენბრაუმ და ბეშიქთაშს ორივე თამაშში ბრძოლა გაუმართა
Jango
ჩემის აზრით, ნებისმიერი კლუბის მხრიდან სრული უსინდისობაა როდესაც იმ შემადგენლობას ავიწროებენ ან შლიან რომელამც მიაღწია ევროსაგზურებს და ახალი მოთამაშეები მოჰყავთ. სრულიად გაუმართლებელია კლუბში 2-3 მოთამაშეზე მეტის დამატება, ეს იქნება სათადარიგო სკამის დაგრძელება თუ ძირითადის გაძლიერება. უბრალოდ უმსგავსობაა იმათი ჩაჩოჩება ან ჩამოწერა, ვინაც ეს წარმატება შეჰქმნა.
მეცინება
გიორგი, მშვიდობით.
giorgi
შკენფერბეუს თუ არ ჯობია დინამო და აქვე მოვიკლავ თავს
giorgi
სტატიის ავტორი რომ წერს დინამოზე სუსტ გუნდებსაც კი გაუღწევიათ ჩემპიონთდა და ასევე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეო ხომ არ შეგიძლიათ დამიკონკრეტოთ რომელ გუნდებს გულისხმობთ?გაბალას,ყარაბაღს,ასტანას,ყარაღანდის შახტიორს,ბატეს,ლუდოგორეცს,შკეიდენბრაუს დინამოზე დაბალი დონის გუნდებათ თუ მიიჩნევთ ძალიან ცდებით !სამწუხაროდ ჩვენ ევროპის დონეზე ვართ 0 როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ძალიან შორია. ყველაფერს ფინანსები სირდება.
merabi
ჯერ "აქტობეს", "ირტიშის", "ნეფთჩის"და "გაბალას" დონემდე ავიდეთ და ევროპაზე მერე ვილაპარაკოთ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეა.
giga
ნუთუ და კითხვის ნიშანი ზედმეტია
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა