სეზონი დასრულდა და საჩხერის "ჩიხურა" ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა
სეზონი დასრულდა და საჩხერის "ჩიხურა" ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. მივყვეთ თანმიმდევრობით და გავიგოთ, რა გეგმები აქვს კლუბს...

მეკარეები

ბოსნიელ მეკარე დინო ჰამზიჩს "ჩიხურასთან" კონტრაქტი წლის ბოლომდე აკავშირებს და მისი დატოვება სურთ, თუმცა... სამაგიეროდ, მეორე წრეში დამატებული თემურ კაკალაძე მისვლიდან მალევე წავიდა. გუნდს დაემშვიდობება დავით კუპატაძეც.

მცველები

დარჩნენ ლაშა ჩიკვაიძე, გიორგი განუგრავა, გიორგი რეხვიაშვილი და შოთა კაშია. წავიდა მარცხენაფლანგელი დავით მეგრელიშვილი, ლოკომოტიველ ოთარ კუსიანს კი იჯარის ვადა დაუსრულდა.

ნახევარმცველები

ამ ამპლუის მოთამაშეებიდან დარჩნენ ბესიკ დეკანოიძე, გიორგი კორიფაძე და დენის დობროვოლსკი.

ახალ კლუბს მოძებნის გიორგი ჭანკოტაძე. გიორგი ჯოხაძეს, კახა კაკაშვილსა და ჭიაბერ ჭეჭელაშვილს კონტრაქტები დაუმთავრდათ, ახალ ხელშეკრულებას არ აფორმებენ და, შესაბამისად, მათაც ახალ გუნდებში ვიხილავთ. გუნდი სამიდან ორმა ლეგიონერმაც დატოვა - სლოვენიელმა ანეჟ ლოვრეჩიჩმა და მარკო ვუკაშოვიჩმა.

წავიდა ორივე კირკიტაძე. კლუბში იჯარით მყოფი ნახევარმცველი თორნიკე კირკიტაძე თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა, თუმცა ძნელი სათქმელია, ახალ სეზონს თბილისურ კლუბში გაატარებს თუ სხვა გუნდში მოუწევს ასევე იჯარით გადასვლა.

თავდამსხმელები

დარჩნენ თორნიკე მუმლაძე და მიხეილ სარდალიშვილი. როგორც ვთქვით, საჩხერული გუნდი მეორე კირკიტაძემაც - ფლანგის თავდამსხმელმა დავით კირკიტაძემ დატოვა, რაც თავადვე დაგვიდასტურა.

"კონტრაქტი დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი გავხდი. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში "ჩიხურაში" თამაშები აღარ მიწევდა და სეზონის ბოლოს არც კონტრაქტის გაგრძელება შემოუთავაზებიათ. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელებს თავადვე ვუთხარი, წავალ-მეთქი. ორივესთვის ასე აჯობებს. არის ვარიანტები და იმედია, დაინტერესებულები კიდევ გამოჩნდებიან. მალე გადაწყდება, ახალ სეზონს სად გავატარებ", - ამბობს დავით კირკიტაძე.

გუნდში აღარ ითამაშებს მისი ერთ-ერთი ლიდერი ლაშა კუჭუხიძე. ტანმაღალი თავდამსხმელი საჩხერეში 2014 წელს მარტვილის "მერანიდან" გადავიდა და დიდი როლიც ითამაშა იმაში, "ჩიხურამ" ევროპალიგის მესამე ეტაპამდე რომ გააღწია. მაგრამ 24 წლის კუჭუხიძეს კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი დაუსრულდა და ფიქრობს, სად გააგრძელოს კარიერა.

დავით ვოლკოვი, ისევე, როგორც თორნიკე კირკიტაძე, "დინამოდან" იჯარით დაიმატეს და ვადა მასაც ამოეწურა, თუმცა, შესაძლოა, საჩხერელებმა იჯარა ორივე დინამოელს გაუგრძელონ.

სოლიდური ნამატი

ამავე დროს, სოსო ფრუიძე საკმაოდ სოლიდურ შევსებას ელის. გადაწყვეტილია, რომ საჩხერულ კლუბში გააგრძელებს კარიერას ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ფოთის "კოლხეთის" კარის დარაჯი კოკა სეფიაშვილი.

მის გარდა, "ჩიხურაში" თბილისის "დინამოს" დუბლებიდან 18 წლის ნიკა ქავთარაძესაც იწვევენ.

დიდი ალბათობით, "ჩიხურა" გერმანიიდან თორნიკე გრიგალაშვილს დაიბრუნებს. 23 წლის მარჯვენა მცველი გერმანიის რანგით მეოთხე ლიგის "შვარც ვაის რედენს" აწ დასრულებული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და რეგიონალლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მან კლუბი სავიზო პრობლემის გამო დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

გადაწყვეტილია, რომ გუნდს თბილისის "დინამოდან" საბა ლობჟანიძეც დაემატება, რაც "ჩიხურას" უდავოდ გააძლიერებს.

ფრუიძის განკარგულებაში მყოფი "ცხინვალიდან" ერთდროულად სამი მოთამაშე მივიდა - ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა და ფლანგის თავდამსხმელები - გიორგი ივანიშვილი და ირაკლი ლექვთაძე.

გუნდმა დაიბრუნა ორი თავდამსხმელი - ბათუმის "დინამოდან" გიორგი გაბედავა, ხოლო ბოლნისის "სიონიდან" - დიმიტრი ტატანაშვილი. ისინი ფრუიძის ხელმძღვანელობით 2013-14 წლების სეზონში თამაშობდნენ.

მოკლედ, საჩხერეში აღარ ხუმრობენ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მომავალ სეზონში, სულ მცირე, სამეულისთვის იბრძოლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qartveli
გაბედავა შენი იმედი გვაქვს გვასახელე როგორც წინათ, გაიხარე შენი ოჯახით...
kaxa
სოსო მაგარი მწვრთნელი ხარ, რომ გუნდში დააბრუნე ტატანაშვილი და გაბედავა, მაგათ ვერც დინამო და ვერც დილა ვერ გააჩერებს და ევროპაზეც გასახელებენ , გუნდის დირექციას და მწვრთნელებს დაიმატეთ გველესიანი და მაგარი გუნდი იქნება, ჩემიონებიც იქნებით. წარმატებებს გისურვებთ...
salo
ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ძალიან ძლიერი და კლასნი ნახევარმცველია ჩიხურა ძალიან ინანებს მის წასვლას ის სადაც იყო ყოველთვის იყო წარმატებაც
Guro
მალადეც ჩიხურას ვინც გაუშვა ასეთუისე უცნობი სახელებია და ძირითადად არც უწევდათ თამაში თუარ ჩავთვლით ლეგიონერებს (რომლებმაც საერთოდ საქართველოში დარჩენა არ მოინდომეს) და ერთ თავდამსხმელს ნამატს რაც შეეხება მშვენიერია ტატანაშვილი გაბედავა დინამოს ტრანსფერებს კი ჯობია თქვენი ))))))
jango
წარმატებები ჩიხურას ევროსარბიელზე!
შაკო
777 ის თედორეა ტერეკშია რომაა, ეს კი თორნიკე.
Goga
Atrialeben karusels da erti da igibe fexnurtelebi dadian creze
hj
იგივე სახეები,ერთ წვენში იხარშება ყველა ქართული კლუბი,საბოლოოდ არაფერი არ გამოვა...
777
ეს ომელ გრიგალაშვილზეა საუბარი გროზნოს ტერეკში რომ იყო??????
tornike gugeshashvili
ეჰ,არაფერიც არ გამოვა! იგივე ფეხბურთელები,იგივე მწვრთნელები..... ეს გრიგალაშვილი რაგას დადის? მაგეც მწვრთნელი ხო არ არის,6 თვიან სწავლებაზე იყო,პრო მწვრთნელის ლიცენზია რო აეღო? გამაგიჟებენ ესენი რაა.... არაფერი გამოვა,არაფერიიიიი!
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ირაკლი ლექვთაძე: აქ იმისთვის ვარ, რათა კლუბს ძველი სიმაღლეების დაბრუნებაში დავეხმარო
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია
გაბედავას კონტრაქტი დაუსრულდა და "საბურთალო" დატოვა
გიორგი გაბედავა თბილისის "დინამოში" გადავიდა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ლაშა ნოზაძემ და ლევან კაკუბავამ რუმინელებთან მატჩზე ისაუბრეს
გაბედავა: გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"საბურთალო" გიორგი გაბედავას აზერბაიჯანულ გუნდში შესაძლო გადასვლას უარყოფს
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"ტორპედომ" 10 ახალწვეული წარადგინა - ზიდანი 9 ნომერია
დინო ჰამზიჩი: "ფოლაზე" უფრო ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია
ლევან კაკუბავა: "საბურთალომ" ქვეყნის სახელი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით უნდა დაიცვას
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ეროვნული ლიგა. VIII ტური: საჩხერის "ჩიხურამ" ფოთის "კოლხეთი" დაამარცხა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]
უმაღლესი ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ირაკლი ლექვთაძე: ღირსება - ეს ის სიტყვაა, რასაც "აბერდინთან" მატჩის წინ ერთმანეთს ვეტყვით
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]
"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
"საბურთალომ" ზამთრის თასზე ორი ახალწვეული წარადგინა
"პასუხს 15 იანვრამდე ველოდები" - სად გააგრძელებს კარიერას დინო ჰამზიჩი?
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ირაკლი ლექვთაძე: მაგარი ფინალი იქნება!
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს