დღეს ჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა გაიმართება
10 ივნისს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაამტკიცა...

უმაღლესი ლიგა

აღმასკომმა მომავალი (გარდამავალი) ჩემპიონატის ფორმატსა და დებულებაზე იმსჯელა, რაც დიდ ინტერესს იწვევდა. დამტკიცდა - საქართველოს 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება. ვფიქრობთ, ახალი ფორმატი ჩემპიონატისადმი ქომაგთა ინტერესს გაზრდის, რადგან დაძაბულობა გარანტირებული იქნება.

ჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა დღეს, 13 ივნისს, 14 საათზე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" გაიმართება.

ჩემპიონი "დინამო" და ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდებიან. უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი წილისყრის შედეგად ორ ჯგუფში გადანაწილდება, სადაც 7-7 კლუბი ორ წრედ ითამაშებს. ორივე ჯგუფის ბოლოადგილოსანი პირდაპირ ქვედა ლიგაში დაქვეითდება, ხოლო მე-5 და მე-6-ადგილოსნები ჯვარედინად დაწყვილდებიან და 2-მატჩიან პლეი-აუტში 2017 წლის სეზონისთვის (რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ჩატარდება) უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელს გაარკვევენ.

პლეი-ოფი გაარკვევს უეფას თასის მონაწილეთა ვინაობასაც: მე-2 და მე-3-ადგილოსნები, ასევე ჯვარედინი დაწყვილებით, გამოავლენენ საუკეთესოებს, რომლებიც ნეიტრალურ მოედანზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ, ხოლო ჩემპიონის ვინაობა ჯგუფების გამარჯვებულთა 2-მატჩიან (შინ და გარეთ) დაპირისპირებაში გაირკვევა. გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მოიპოვებს, დამარცხებულს კი ევროპალიგის შესარჩევით მოუწევს დაკმაყოფილება.

დავით მუჯირი: ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველის

პირველი ლიგა

პირველ ლიგაში კიდევ უფრო დაძაბული და მაპროვოცირებელი ფორმატია. აქ სულ 18 გუნდი ითამაშებს. ისინი 9-9-გუნდიან ორ ჯგუფში გადანაწილდებიან. ბოლო სამ ადგილზე გასული გუნდები (ანუ სულ - 6) ავტომატურად დატოვებენ პირველ ლიგას.

ჯგუფებში 2-2 საუკეთესო რანგით მეორე ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელთაც უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებული ოთხი გუნდი დაემატება. დარჩენილი ორი გუნდის ვინაობას პირველი ლიგის ჯგუფებში III-VI ადგილებზე გასულთა პლეი-აუტი გამოარკვევს.

ერთი ჯგუფის მე-3 გუნდი მეორე ჯგუფში მე-6 ადგილზე გასულს, მე-4 კი მე-5-ს გაეჯიბრება ორმატჩიან დაპირისპირებაში. აქედან 4 გამარჯვებული იმ ნახევარფინალურ წყვილებს გამოავლენს, თუ რომელი ითამაშებს პრო 2 ლიგაში და რომელი - ეროვნულ ლიგა 1-ში.

აქაც ჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა "ბასაში" დღეს, 13 ივნისს გაიმართება, ოღონდ - 16 საათზე. ჯგუფებში მოწინავენი მეორე წინა გათამაშების გამარჯვებულები - ცხინვალის "ლიახვი" და თბილისის "ვიტ ჯორჯია" იქნებიან.

საქართველოს თასი

ევროტურნირებზე ასევე მოხვდება თასის გამარჯვებული: დავით ყიფიანის სახელობის თასის 2016 წლის გათამაშებაში უმაღლესი და პირველი ლიგის მხოლოდ 32 გუნდი ითამაშებს. ყველა რაუნდში გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა.

პირველ ეტაპზე პირველი ლიგის 8 დაბალრეიტინგიანი გუნდი 4 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც პირველი და უმაღლესი ლიგების 10-10 გუნდთან ერთად 12 წყვილს შექმნიან. 1/8-ფინალიდან კი მათ ევროთასების მონაწილე ოთხეული დაემატება.

შეუჩერეს და აღუდგინეს

აღმასკომმა დაამტკიცა 28 ივნისს გასამართავი XXVI ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი. ასევე, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, რუსთავის "მეტალურგს" შეუჩერა სფფ-ის წევრობა, საქართველოს ფუტსალის ასოციაციას პირიქით - შეჩერებული წევრობა აღუდგინა.

იაშვილი მეოთხეა...

აღმასკომზე გადაწყდა, რომ ფეხბურთის ფედერაციას მეოთხე ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება და ამ პოსტზე ალექსანდრე იაშვილი დაამტკიცა. 38 წლის იაშვილმა კარიერა ახლახან, თბილისის "დინამოში" დაასრულა. ცნობილი გახდა, რომ ვეტერანი ფეხბურთელი კონკრეტულად ეროვნული ნაკრების მიმართულებით იმუშავებს, მაგრამ მის ფუნქციაში ასაკობრივი ნაკრებები არ შევა.

"ეროვნული ნაკრები ქვეყნის სახეა და ამ თანამდებობაზე მუშაობა დიდი პატივია. რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის ახალ ფორმატს, ის მისაღებია. ყველა გუნდს 14 თამაშის ჩატარება უწევს. ამას გარდა, კლუბები ითამაშებენ საქართველოს თასსა და ევროტურნირებზე, ფეხბურთელთა გარკვეული ნაწილი - ეროვნულსა თუ ასაკობრივ ნაკრებებში. პირადად მე, გარდამავალ ჩემპიონატში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი", - ამბობს იაშვილი.

ლიმიტები მოხსნილია

ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, სადაც გარდამავალი ჩემპიონატის ახალ ფორმატზე იმსჯელეს, კლუბებმა სხვა საკითხები და მოთხოვნებიც წამოსწიეს.

"ლელომ" უკვე გაგაცნოთ ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის, მალხაზ მახარაძის მოსაზრება. ბათუმელთა ინიციატივა იყო, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტი გაზრდილიყო, რადგან აქამდე უფასოდ მხოლოდ 3 უცხოელის დარეგისტრირება იყო შესაძლებელი. მახარაძის თქმით, კლუბებმა მეორე წინადადებასაც დაუჭირეს მხარი: უმაღლესი ლიგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაკანონდა ორი 21-წლამდელი ფეხბურთელის შეყვანა, რაც, ბათუმელთა აზრით, მიუღებელი იყო.

სფფ-ის აღმასკომმა ეს შენიშვნები გაითვალისწინა და დებულებაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა: ამიერიდან, ორი 21-წლამდელის ძირითად შემადგენლობაში დაყენების აუცილებლობა მოიხსნა, ხოლო ლეგიონერთა რაოდენობა გაიზარდა - კლუბებს განაცხადში სარეგისტრაციო გადასახადის გარეშე 3 ლეგიონერის ნაცვლად 5-ის შეყვანა შეეძლებათ. ოღონდ, ეგ არის, რომ ლეგიონერების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდა და გაურკვეველი დონის უცხოელთა ჩამოყვანის აღსაკვეთად, კლუბებს მოეთხოვათ, რომ ორ ლეგიონერს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ნათამაშები.

რამდენად შესაძლებელია ჩვენთან ასეთი ლეგიონერის ჩამოყვანა, ამის თქმა ძნელია, მაგრამ პლაჟის ფეხბურთელებში ფულის კეთების დრო რომ უნდა დასრულდეს, ამაზეც ორი აზრი არ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GEORGIA
გამარჯობათ ,იქნებ ჯერ გადაამოწმოს ფედერაციამ გუნდებში დავალიანებების სიას რომელიც თითქმის 4 თვემდეა ასული
dave
სააქციო საზოგადოებად "ტრანსფორმაცია" და შემდეგ აქციების გაყიდვა კარგია, მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთება ეგ ამბავი. მინიმუმ უნდა შეფასდეს საფეხბურთო კლუბი, მისი ქონება, მისი იმიჯი, დადგინდეს აქციის ნომინალი, აქციების პროცენტული წილი როგორ უნდა იქნეს გადანაწლებული და ა.შ. ამ მმართულებიტ თუ სწორად წავა საქმიანობა, მომავალ 2017 წელს შესაძლებელი იქნება უკვე კლუბების აქციათა ბირჯაზე გამოტანა. თუ შენ Guadua ამ საქმის გესმის, დაწერე პროექტი და მიდი სფფ-ში ან ფონდში ან პირდაპირ რომელიმე კლუბში, დარწმუნებული ვარ მოგისმენენ და დაინტერესდებიან.
romandro
აბა რა,რაიციან ფედერაციაში?გარტყმაში არარიან როგორ უნდა იმუშაონ და რაუნდა აკეთონ ხო? ვინ არის მცოდნე?იაშვილი, კობიაშვილი,სულაქვერიძე და ასეთები?წაიკითხონ აქ დაწერილი ფეხბურთის პროფესორების კომენტარები და ისწავლიან როგორ უნდა ამოიყვანონ ქართული ფეხბურთი ასეთ უფსკვრულიდან. მარა არა,არაინტერესებთ სხვისი რჩევები.დდდ.ჰა ჰა ჰა
mano
პენსიაზე ვინც გადის ყველა ვიცეპტრეზიდენტი უნდა გახდეს,ისევ ის პოლიტიკა გრზელდება სამცუხაროდ.
Guadua
ფედერაციის "გენიოსებს" ჰგონიათ რომ გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლესში დარჩენისათვის ბრძოლის სიმძაფრე გადავა ახალი სეზონიდან 10 კლუბიან ლიგაში და თითქოს ეს შემცირებული ოდენობა ხარისხს წამოწევს. ... ფედერაციიდან,ხარისხს წევს კერძო საკუთრება/გასხვისება გუნდების და არა მათი შემცირება. თქვე გაუნათლებელო ხალხო სისტემა ვერ დადევით თუ როგორ დააინტერესოთ კერძო პირები და აქციონერები ქართული კლუბებით. ...მხოლოდ კონკრეტულ მყიდველებს ეძებთ, აი სააქციოებად კლუბების გადაკეთება კი არა გაწყობთ,ანუ ეს იგივეა რომ ფეხბურთის განვითარება არ გაწყობთ. არ სჯობდა რომ ყველა სახელმწიფო კლუბი უმაღლესი და პირევლი ლიგისა სააქციოებად აქციოთ და გამოაცხადოთ მათი აქციების გაყიდვა ? თქვენ ისიც კი არ იცით რომ 30-ივე კლუბის აქციები გაიყიდებობდა. ამიტომაცაა რომ ქვეყანაც ვერ აშენდა იმიტომ რომ ... არიან ყველგან მენეჯერებად. ამ საცოდავებს უნდათ საპრიზო ფონდებით დააინტერესონ კერძო ინვესტორები. უფალო იხსენი საქართველო გაუნათლებელი და უტვინო ხალიხსაგან.
Beqa
ეს ამდენი ვიცე პრეზიდენტი რა უბედურება?
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
ბათუმის "დინამო": საევროპო განაცხადის სიურპრიზები
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ოთარ მარცვალაძე ბათუმის "დინამოშია", მაგრამ "იაგელონიასთან" პირველ მატჩს გამოტოვებს
ჯაბა დვალი: გადავწყვიტე, დავრჩე!..
მალხაზ მახარაძე: "იაგელონიას" შარშან 1:0 მოვუგეთ...
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში
ბათუმის "დინამო": ფროლოვი პარასკევიდან, ანგისა აგვისტოდან [PHOTO]
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია