"რა წამს დავინახავ, რომ ისე ვეღარ ვარ, როგორც საჭიროა და ვინმე უკეთესია, უმალ დავუთმობ გზას"
საქართველოს ნაკრების ლიდერ მამუკა გორგოძეს ივნისის ტესტებზე "ბორჯღალოსანთა" შორის არ უასპარეზია. საფრანგეთის ჩემპიონატი წლეულს უჩვეულოდ გვიან დასრულდა, რისი მიზეზიც შარშან ინგლისში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება იყო.

"ტულონი", სადაც მამუკასთან ერთად ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე თამაშობენ, პლეი ოფში ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ფინალში, ბარსელონას "ნოუ კამპზე" პარიზულ "მეტრო რასინგთან" დამარცხდა. იმ მატჩში "ტულონის" რიგებში მამუკა საუკეთესო იყო და ერთი ლელოც მიითვალა.

- მამუკა გორგოძემ "კამპ ნოუზე" ტოპ-14-ის ფინალში ლელო დადო [VIDEO]

ოდნავ მოგვიანებით, ჩილაჩავასთან და მონპელიელ მიხეილ ნარიაშვილთან ერთად "მიდი ოლიმპიკის" გამოკითხვით, საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს სერიოზული წარმატება და ქართველი მორაგბეების კიდევ ერთხელ აღიარებაა.

მამუკა ახლა შვებულებაშია და სამშობლოში იმყოფება. მას "შევარდენის" საწვრთნელ ბაზაზე შევხვდით. ფიტნესდარბაზში ვარჯიშის შემდეგ მისი ფრანგული კარიერის ამ ეტაპზე და საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებზე ვისაუბრეთ.

- ბარსელონა, "ნოუ კამპი", პირთამდე სავსე სტადიონი, შესანიშნავი გარემო, საფრანგეთის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი... რატომ წააგეთ?

- დღემდე ვერ ამიხსნია. მეტოქის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და პარიზელები 14-ნი დარჩნენ. ეტყობა, ჩემმა თანაგუნდელებმა იფიქრეს, რომ მატჩი უკვე მოგებულია. ლელო რომ გავიტანე, კაპიტანთან მივედი და ვუთხარი, ჯერ არაფერი დამთავრებულა, თამაში ჯერ კიდევ მოსაგებია-მეთქი. მართალი გითხრათ, მაგ თამაშის წაგება უფრო ძნელი იყო, ვიდრე მოგება. წარმოუდგენელია, მაგრამ "ტულონმა" ვერ დაამარცხა 14 კაცით მოთამაშე მეტოქე!

- "ნოუ კამპმა", იქაურმა აურამ როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

- შესანიშნავი სტადიონია. გასახდელიდან კიბეებზე რომ ჩადიხარ, სანამ მოედანზე გახვალ, პატარა ეკლესიაა. კათოლიკურია, მაგრამ მაინც შევედი სალოცავად. იქ "მეტრო რასინგის" პრეზიდენტი დამხვდა, ლოცულობდა. ჩემკენ ზურგით იდგა და ისე იყო გართული ლოცვით, რომ არც შევუმჩნევივარ. აი, სწორედ მაშინ გამკენწლა გულში, ვიფიქრე, ღმერთმა საჩუქარი არ გაუკეთოს და არ მოაგებინოს-მეთქი.

ისე მონდომებით ლოცულობდა, როგორ ვთქვა, მეტოქის გამარჯვება გამიხარდა-მეთქი, მაგრამ, რადგან მოიგეს, ღმერთმა შეარგოს.

- მატჩის შემდეგ "მიდი ოლიმპიკმა" თქვენი თამაში 7 ქულით შეაფასა. ეს ყველაზე დიდი შეფასება იყო ტულონელთა შორის. ქომაგები კომენტარებში ამბობდნენ, მამუკასავით კიდევ ორ მორაგბეს რომ მაინც ეთამაშა, "ტულონი" აუცილებლად მოიგებდაო...

- არ ვიცი, ამაზე რა ვთქვა. ქომაგს თავისი აზრი აქვს და ხშირად ობიექტურიც. ფაქტი ერთია, გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა. "ტულონს" კაცნაკლული მეტოქის დამარცხება არ უნდა უჭირდეს.

- "ტულონი" მწვრთნელმა, ბერნარ ლაპორტმა დატოვა. ახლა კლუბის პრეზიდენტი მურად ბურჯელალი ახალი თავკაცის ძიებაშია. როგორ შეაფასებდით გუნდის აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს?

- რომ ვთქვა, განსაკუთრებული ტაქტიკური ხედვით გამოირჩევა სხვა მწვრთნელებისგან-მეთქი, არ იქნება სწორი. ერთი ეგ იყო, რომ დისციპლინა ჰქონდა დამყარებული გუნდში, ვარსკვლავების დაჭერა, მათი რეჟიმში მოქცევა ეხერხებოდა. საკმაოდ მკაცრი იყო და შეეძლო, მორაგბე, ვარსკვლავი იქნებოდა თუ სხვა, კარგად გამოელანძღა.

სხვა მხრივ, აბა, რა გითხრათ. საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობა უნდოდა და მთელი წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული. გუნდისთვის მას არ ეცალა და ფინალში რომ გავაღწიეთ, ესეც მიღწევაა. თუმცა, ფინალში მარცხს მწვრთნელს ვერ დავაბრალებ.

- ფრანგულ პრესას თუ ვენდობით, "ტულონის" მწვრთნელობის კანდიდატები თითქმის ყოველდღე იცვლებიან. ახლა ბურჯელალი ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან, სტიუარტ ლანკასტერთან აწარმოებს მოლაპარაკებასო...

- ვერაფერს გეტყვით. ბურჯელალი არაორდინარული ადამიანია. დღეს შეიძლება ერთი გადაწყვეტილება მიიღოს, ხვალ - მისი საპირისპირო. წესით, მწვრთნელი არგენტინული წარმოშობის იტალიის ნაკრების ყოფილი ლიდერი დიეგო დომინგესი უნდა ყოფილიყო. მან საქართველოში წამოსვლის წინ დამიბარა, მითხრა, სამი დღით გვიან ჩამოდი, დაისვენეო. ახლა ის მწვრთნელი აღარ იქნება, ვინ იქნება, ისიც არ ვიცი და როგორ მოვიქცე, წარმოდგენა არ მაქვს.

- ლანკასტერამდე "მონპელიეში" თამაშისას თქვენი ყოფილი მწვრთნელის, ფაბიენ გალტიეს კანდიდატურაც სახელდებოდა...

- დიახ, მასთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას ბურჯელალი. თითქოს შეთანხმებულებიც იყვნენ, მაგრამ... გალტიე კარგი სპეციალისტია, თუმცა, როგორც პიროვნება, არავის უყვარს, მათ შორის მეც ვარ.

- "ტულონის" სათადარიგო გუნდში არის ქართველი შერკინების კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელსაც ლაპორტი ძალიან აქებდა და ერთი ხანობა ძირითად გუნდში დაყენებასაც უპირებდა...

- ბადრის მიმართ დიეგო დომინგესსაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ის ძალიან კარგი, მშრომელი ბიჭია. ვფიქრობ, ხშირად უნდა ითამაშოს "ჩელენჯზე". "მონპელიეში" მეც მაგით დავიწყე. ერთი სიტყვით, უნდა იშრომოს, იბრძოლოს და შედეგი არ დააყოვნებს.

- სეზონის დასრულების შემდეგ, "მიდი ოლიმპიკის" გამოკითხვით, თქვენ, მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაგასახელეს. სამი ქართველი ერთდროულად სეზონის საუკეთესო თხუთმეტეულში არასდროს ყოფილა...

- ზუსტად ვიცი, ამ გამოკითხვაში მაღალი პროცენტით რატომ გავუსწარით ყველას. სულელი უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ ამაში ქართველი ქომაგის ხელი ურევია. შესაძლებელია, რომ არა ისინი, დაბალი პროცენტით გაგვესწრო სხვებისთვის, მაგრამ ქართველმა გულშემატკივრებმა თავიანთი საქმე იციან.

მიუხედავად ყველაფრისა, გამოკითხვაში კანდიდატებად დასახელებას ნამდვილად ვიმსახურებდით და ესეც არ არის პატარა საქმე. სულ მინდა მოწინავე ვიყო და ვცდილობ, ამას მივაღწიო. ძალიან გამიხარდა, სიმბოლურ ნაკრებში რომ მოვხვდი, ამან სტიმული მომცა. სხვათა შორის, არც საფრანგეთში არიან ჩვენ მიმართ ცუდად განწყობილნი, მხარს ისინიც გვიჭერენ.

ამაყი ხასიათი მაქვს, მაგრამ რასაც ვაღწევ, მხოლოდ შრომით. მით უფრო, რომ ჩემს პოზიციაზე ძალიან ბევრი მაგარი მორაგბეა და ახალგაზრდებიც სულ მოდიან და მოდიან.

- მოდი, ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ. ჩვენმა გუნდმა ივნისის ტესტებზე კუნძულებზე წარმატებას მიაღწია. სამი მატჩიდან ორი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ...

- ასეთ შედეგს ვერც ვინატრებდით. მაგ დროს "ტულონი" პლეი ოფს თამაშობდა და როგორც სპორტსმენი, სულ მზადყოფნაში უნდა ვყოფილიყავი, არ შეიძლება ძილის გატეხა. ამიტომ ვერცერთი მატჩი ვერ ვნახე.

გავიღვიძე ერთ დილას და სამოასთან ფრედ დასრულებული მატჩის შედეგი დამხვდა. გავიღვიძე მეორე დილას და ლევან ჩილაჩავას გზავნილი ვნახე ტელეფონში - ნახე, ბიჭებმა ტონგასთან როგორ დაგლიჯესო? მესამე დილას გავიღვიძე და სულ გადავირიე, ფიჯის მოვუგეთ დამაჯერებლად.

ცხადია, ყველას გულით გვიხარია ეს წარმატება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს გუნდები, სამოა, ფიჯი და ტონგა ჩვენთან თამაშისას ჯერ კიდევ ფავორიტები არიან. რა თქმა უნდა, მათთან წინდაწინ წაგებას არავინ აპირებს და როგორც ყველასთან, რა შემადგენლობითაც უნდა ვითამაშოთ, მათთანაც მოსაგებად გავალთ.

- ნოემბერში არანაკლებ საინტერესო ტესტები გველის: იაპონია, სამოა, შოტლანდია... როგორ შეაფასებდით ამ გუნდებს და იქნებით თუ არა ამ დროს ჩვენი ნაკრების რიგებში?

- თუ ტრავმა არ მექნება, ცხადია, აუცილებლად ვითამაშებ. საკმაოდ მძიმე ბრძოლების გადატანა მოგვიწევს. ძალიან ძლიერი გუნდებია. ყველამ ნახა, იაპონიამ ინგლისში როგორი ფურორი მოახდინა. ფაქტობრივად, მათმა თამაშმა მსოფლიოს თასზე ჩვენი წარმატება გადაფარა. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელები პროგრესს განაგრძობენ, არ მიმაჩნია, რომ ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ და წესით, თბილისში აუცილებლად უნდა მოვუგოთ. თუმცა, ეს ძალიან ძნელი იქნება.

სამოა ჩვენთან სათამაშოდ კარგად მომზადებული ჩამოვა. ადრე თუ ზერელედ გვიყურებდნენ, ახლა ასე აღარ მოიქცევიან. მაქსიმალურად მობილიზებულნი ითამაშებენ და ჩვენთან ფავორიტები იქნებიან. მათთანაც, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავალთ.

შოტლანდია სულ სხვა დონეა. კლასით ორივე ამ გუნდზე ბევრად უფრო ძლიერია. სტუმრად გვიწევს თამაში, რაც ამოცანას კიდევ უფრო გვირთულებს. ვნახოთ, როგორ წაგვივა თამაში, გამორიცხული არაფერია.

- ივნისის ტესტების პარალელურად, ინგლისში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებიც ასპარეზობდა. როგორ შეაფასებდით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშს?

- ვფიქრობ, ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში ძალიან მაგარი ბიჭები თამაშობენ. მიხარია, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ასეთი კარგი შევსება მოდის. მიმაჩნია, რომ ისინი მზად არიან, ნელ-ნელა დაიწყონ ეროვნულ ნაკრებში თამაში.

ძალიან დიდი კონკურენცია იქნება მესამე ხაზში, რაც დიდად მახარებს. რა წამს დავინახავ, რომ ისე ვეღარ ვარ, როგორც საჭიროა და ვინმე უკეთესია, უმალ დავუთმობ გზას. პირველი და მესამე ხაზი უმაღლესი დონის გვეყოლება, ცოტა მეორე ხაზში გვიჭირს. თუმცა, თუ გამოჩნდნენ მაღალი ბიჭები, ნელ-ნელა იქაც გაუმჯობესდება მდგომარეობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიხარი რომ საქართველოს ჰყავს თქვენი სახით ერთ-ერთი გამორჩეული ვაჟკაცი.
ნოდარი
აი კაცი, რა წამს დავინახავ რომ ვინმე ჩემზე უკეთესია ეგრევე გზას დავუთმობო. მამუკას მხარდამხარ მომავალი ვარსკვლავები დაფრთიანდებიან
გიორგი
ვიღაცა იტყვის ქართველები სხვის წარმატებას ვერ იტანენო! გადახედეთ ნებისმიერ მამუკას ინტერვიუსვერთი აუგი სიტყვა არ დაცდენია არავის იმიტომ რომ კატგი ადამიანია და ქართულად აზროვნებს არ არის მომაბეზრებელი ზოგიერთივოთ თავისქება დიდებით მხოლოდ წარმატებები ცხოვრებაში დიდო ბუმერაზო ადამიანო
მამუკა
აი, ასეთ კაცებზე დგას ქვეყანა. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და უდიდეს პატივს ვცემ. სწორედ მისი და ყველა ჩვენი მორაგბის დიდმა სიყვარულმა და საქმისადმი თავდადებამ გადამაწყვეტინა, რომ ჩემი შვილი, რომელიც ახლა 3 წლისაა, რაგბიზე შევიყვანო. გეფიცებით, დღეებს ვითვლი, როდის გახდება 5 წლის, რომ რაგბის სწავლა დაიწყოს...
qomagi
სიტყვა უძლურია გადმოსცეს ამ დიდებული ქართველი ვაჟკაცის ბრწყინვალება. დღეგრძელობა და სიკეთე-სიხარული ნუ მოუშალოს ღმერთმა ჩვენს დიდ მამუკას, იგივე "გულივერა"-ს,იგივე "გორგოძილა"-ს!
იკა
დიდგორი მოვიგეთ უკვე :D მამუკა არი მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი, რომელსაც საქართველოში ისე არ არაფებენ, როგორც ეკუთვნის. ხალხის სიყვარულის გარდა ცივილიზებულ სამყაროში განსაკუთრებულად უფრთხილდებიან და პატივს სცემენ წარმატებულ სპორტსმენებს.
ako
შესანიშნავი მორაგბე და გონიერი, გულიანი კაცი. სხვა რა უნდა ვთქვა, ან რა საჭიროა?
hm
აი ესეტი ლიდერი გვინდა ქარტველებს! მაშინ დიდგორის ომსაც მოვიგებდიტ მარა ასეტებს იქ ვინ მიასუნინებს იქ აფერისტები და თარლიტები ხვდებიან მარტო ტავის ტავზე რომ ფიქრობენ და არა საქარტველოზე
amin!
ამისტაანა შტამომავალს ყველას გისურვებტ ჩემის ჩატვლიტ! აი ასეტი იყვნენ ალბატ ჩვენ წინაპრები გარეგნობიტაც და საქმიტაც! ასეტები გვიმრავლოს
didxans icocxle da ertia atasada gamravdli
მიყვარს ეს კაცი ტან ზალიაან, ტუმცა ვის არ უყვარს?! განა შეიზლბა შეხედო და არ შეგიყვარდეს, მიტ უმეტეს ასეტი რაგბისტი
ოთო
როგორ ზუსტად თქვეს ისეთი ღიმილი აქვს აისბერგს დაადნობსო. ზღვა სიხარული, სიყვარული, სიკეთე მუდმივად შენი თანმდევი.
888
ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეს!
rey
ეს ბაჯალო კაცი ყველა საქმეში მოაზროვნე და ხუთიანზე გამკეთებელი, ახლანდელი და წინა მტავრობის ცანცარებს კი არ გავს. ბევრი გვყავდეს ასეთი და კიდევ დიდხანს გვეამატოს მამუკათი და მისი ძმაკაცებით. ჯერ მარტო ის ღამისეთევები ღირდა იმ სიხარულად, რაც ოკენეთსი გააკეთეს. და კაც რომ ზელანდიასტან საუკეთესოდ დაასახელებენ, მეტი სათქმელი არაფერია!!! ამბობს აზროვნებით და ნაღდს!!
B-52
უმაღლესი სინჯის ბაჟაღლო ხარ მამუკ, მაგარი პიროვნება ხარ ძმაო!
ragbis ra mogaxsenoT da
ნეტა ასეთი მოსაუბრე და მოაზროვნე პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ხელისუფალი ერთი ორი გვყავდეს საქართველოში და იქნება გვეშველებოდა რამე
daaa
ასეთი ადამიანის და სპორტსმენის ყოლა ყველა ერისთვის პატივია, და ამაყები უნდ ავიყოთ რომ ჩვენს ერს ასეთი ადამიანების გაზრდა შეუძლია
ფანატ
ლევან ობიექტური იქნება აბა რაა?! რამდენი წელია უმაღლესი დონის რაგბს თამაშობს და იცის რა და როგორ უნდა თქვას! ზერელედ ლაპარაკს კარგი არაფერი მოაქვს,ვეთანხმები მამუკას...
rey
მამუკა, უჭკვიანესი და ნაღდი კაცი ხარ! მოკლედ ყველაზე უჯიგრესი ჯიგრებს შორის! მინდა ჩემი პატარა შვილიშვილებიც შენს დაგემსგავსონ კაცობაში! გაიხარე, ნამდვილო ქართველო!!!
levani
ძალიან ობიექტურია მამუკა ყველა შეფასებებში. უაზრო ეიფორიებს არასოდეს ეძლევა (რაც ქართველებს სამწუხაროდ გვჩვევია) და ყველა მოვლენას რეალურად უყურებს. ესეც უმაღლესი პროფესიონალიზმის ნიშანია. წარმატებები მამუკას ყველგან და ყველაფერში!
me
ამ კაცზე რა ვთქვა არ ვიცი. ესეთი ჭკვიანი და დალაგებულად მოსაუბრე თან თავდაჭერილი კაცი არ მინახია. ვარსკვლავია კაცი მსოფლიო დონის და ესეთი თავმდაბალია. რაგბს რო მორჩება საგარეო საქმეთა მინისტრად დავნიშნოთ :)
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
გორგოძემ ჩემპიონს გაუტანა, კაჭარავამ - რუსეთის თასის ფინალში
მიქაუტაძე ფრანგულ ლიგაში ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე და კარლენ ასეიშვილი გაასინბინეს
ბურჯელალის ბოლო გაბრძოლება - რა ელის გორგოძის, ჩილაჩავას და ალხაზაშვილის "ტულონს"?
იაპონიასთან მატჩისთვის "ბორჯღალონების" 23-კაციან განაცხადში ორი დებიუტანტია
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
კონსტანტინე მიქაუტაძემ შესაძლოა მინიმუმ 2-3 თვე ვერ ითამაშოს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა