ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

შეუტიე, უეინ! - მოურინიო რუნის თავდასხმაში აბრუნებს

შეუტიე, უეინ! - მოურინიო რუნის თავდასხმაში აბრუნებს

მარტინ სამუელის ინტერვიუ უეინ რუნისთან
"დეილი მეილმა" გამოაქვეყნა ცნობილ ჟურნალისტ მარტინ სამუელის ექსკლუზიური ინტერვიუ უეინ რუნისთან. ამ ინტერვიუში ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს.

...გაისმა სასტვენის ხმა. ეს იყო დადასტურება იმისა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს. ამ დროს უეინ რუნი მინდორზე აღარ იყო. ის მარკუს რაშფორდმა შეცვალა.

დასრულდა თუ არა თამაში, ის ადგა და ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის სტაფისკენ წავიდა. რუნი გამოელაპარაკა ჯეიმი ვარდის, რომელიც ამ დროს ემოციებისგან იცლებოდა. ინგლისელ ფანთა აღშფოთება ამ დროს სრულიად გასაგები გახლდათ.

რუნი დაბრუნდა გასახდელში, რათა გაეგო, რომ ჰოჯსონი აღარ არის ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. "რუნის შეუძლია, პრესკონფერენცია ჩაატაროს", - თქვა ჰოჯსონმა. რუნი ზუსტად ასე მოიქცა. მან სცადა აეხსნა, თუ როგორ დამარცხდა ინგლისი 300 ათასზე ცოტა მეტი ადამიანით დასახლებულ კუნძულთან; როგორ დამარცხდა ერი, რომელსაც თავი მუდამ უდიდესი საფეხბურთო ძალა ჰგონია.

მომავალი სეზონი რუნისათვის უმნიშვნელოვანესია. მეტიც - მას ფეხბურთელისათვის გადამწყვეტიც კი შეიძლება ვუწოდოთ. "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს ახალ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე. მან ასევე უნდა მოაჯადოვოს ინგლისის ნაკრების ახალი დამრიგებელიც. რუნი აქამდე ინგლისის ნაკრებშიც კაპიტანი იყო და რა იქნება მომავალში, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

და მისი სათამაშო ამპლუა... რუნი აღარ თამაშობს იქ, სადაც თამაშობდა ლამის მთელი ცხოვრება. მისთვის ეს კიდევ ერთი, დამატებითი თავსატეხია.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რუნის ჟოზე მოურინიო იმ სასტუმროში ეწვია, რომელშიც ინგლისის ნაკრები ემზადებოდა ევროპის ჩემპიონატისათვის. ეს მოხდა "გროუვ ჰოტელში", ჰერთფორდშირში.

მან იცოდა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი არ დაელაპარაკებოდა მას იმაზე, თუ როგორ უნდა ეთამაშა 6 ან 8 ნომრის პოზიციაზე. ის ხვდებოდა, რომ მოურინიო ნახევარდაცვაში საერთოდ ვერ ხედავდა მის ადგილს.

მოურინიოს გადაწყვეტილება-ნააზრევმა ჰოჯსონს გეგმები ვერ აურია. როიმ ევროპის ჩემპიონატზე უეინი მაინც ნახევარდაცვის ცენტრში ათამაშა.

რუნის ჰოჯსონის წინააღმდეგ არ გაულაშქრია. ეს იმის მიუხედავად, რომ მან უკვე იცოდა: "იუნაიტედში" მოურინიო მეტად აღარ აპირებდა მეგოლის მოცდენას ნახევარდაცვაში. რუნი ჰოჯსონს პატივს სცემს. ბოლოს და ბოლოს, სწორედ მან აქცია უეინი ინგლისის ნაკრების კაპიტნად.

სლოვაკეთთან ექვს ფეხბურთელს არ დავასვენებდი

და მაინც, არ შეიძლება, რუნის გულში უკმაყოფილებას არ გაევლო. ევროპის ჩემპიონატზე ჰოჯსონი ძალიან ხშირად ცვლიდა შემადგენლობას.

"ვგრძნობდი, რომ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა. ნიჭიერი, ბევრის შემძლე ფეხბურთელები. ჩვენ გვყავდა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი და დიდ ტურნირებზე მათი დაყენება გარკვეულწილად უკავშირდება რისკს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჩვენ შეგვეძლო, ძალიან კარგად გამოვსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ისლანდიასთან მარცხი.

კიდევ გასაგებია, როცა შენზე უკეთეს გუნდთან აგებ. ყველაფერს ტოვებ მინდორზე და მაინც აგებ. ჩვენს შემთხვევაში არ იყო ასე. თუნდაც სლოვაკეთთან მატჩი ავიღოთ, სადაც აუცილებლად უნდა მოგვეგო.

სლოვაკეთთან განხორციელებული ცვლილებები როის იდეა იყო. გაამართლა თუ არა, ამას მე ვერ განვსჯი. მე ფეხბურთელი ვარ. ჩემი მოვალეობა თამაშია და არა მწვრთნელის გადაწყვეტილებების გარჩევა", - ამბობს რუნი.

ჯგუფში ინგლისს სლოვაკეთი რომ დაემარცხებინა, ამ გუნდის სატურნირო ბედი შესაძლოა, სულ სხვანაირად წარმართულიყო. დაასვენებდა თუ არა რუნი სლოვაკეთთან ჰოჯსონის მსგავსად ექვს მოთამაშეს?

"რა თქმა უნდა, მე ასე არ მოვიქცეოდი. ეს ხომ ნახევარ გუნდზე მეტია. როცა სლოვაკეთთან თამაშში შემოვედი, უკვე ძალიან რთული იყო თამაშის ხასიათის შეცვლა. დავრბოდი, ვცდილობდი, გუნდისათვის ენერგია დამებრუნებინა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა.

ვგრძნობდი, რომ აგრესია გვაკლდა - სირბილში, პასებში... ტემპი არ გვქონდა. ვცდილობდი, მეტი შემექმნა. ამაზე ჯერ კიდევ სათადარიგოთა სკამზე ვფიქრობდი. როცა იქ ხარ, გგონია, რომ აუცილებლად შეგიძლია, რაღაც განსაკუთრებული შექმნა", - მიიჩნევს უეინი.

ეს მენტალიტეტი მწვრთნელისგან მოდის

რას ფიქრობს რუნი ჰოჯსონის კიდევ ერთ უცნაურობაზე, რომლის ძალითაც ტანწერწეტა ფორვარდი ჰარი კეინი კუთხურების მომწოდებლად იქცა?

რუნის აზრი ამასთან დაკავშირებით ცხადია, მაგრამ ის აღარაფერს ამბობს.

ეს ყველაფერი წარსულია, ახლა კი მომავალში გავიხედოთ. სანამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ელარდაისს დანიშნავდა, აზრს რუნის დაეკითხა. თავად უეინიც ესაუბრა ინგლისელთა ახალ დამრიგებელს.

"ფეხბურთში ყოველთვის ბალანსია მთავარი. შენ გაქვს ბურთი, მაგრამ რაა სარგებელი იმ შემთხვევაში, თუ შენ ამ ბურთს მოწინააღმდეგის კარისგან შორს იღებ? ჩვენ ძალიან ცუდები ვიყავით ისლანდიასთან და დაგვავიწყდა, რომ ძალიან ხშირად ფეხბურთი მარტივი თამაშია. სულაც არ არის საჭირო მისი გართულება იმისათვის, რომ მოიგო.

გუნდს მწვრთნელი მისთვის სჭირდება, რომ მან მას მიმართულება მისცეს. ჩვენ ვნახეთ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია. მათ იცოდნენ, რომ არ იყვნენ ისეთი კარგები, როგორიც იყო საფრანგეთი. შეადგინეს მკაცრი გეგმა, მიჰყვნენ მას და მოიგეს.

ყველა მოთამაშემ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინათ იმისათვის, რომ თამაში არ წაეგოთ. ერთი შანსი და იცოდი, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. ეს მენტალიტეტი მწვრთნელისგან მოდის. სემ ელარდაისმა ზუსტად უნდა აუხსნას ნაკრების ყველა ფეხბურთელს, რა და როგორ უნდა აკეთოს. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვითამაშოთ, როცა 1:0 ან 2:0 მიგვყავს და პირიქით. უნდა გვქონდეს სხვადასხვა გეგმა, სცენარი.

ჩვენ ყველაზე მეტად გვეტკინა ეს წარუმატებლობა. შეხედეთ ჰარი კეინს და ნახეთ, როგორ განიცადა მან წარუმატებლობა", - ამბობს რუნი.

მოურინიო ძალიან ჭკვიანია

ახლა მოვუსმინოთ რუნის ნააზრევს "მანჩესტერ იუნაიტედზე":

"იუნაიტედს" ჰყავდა ბევრი ბრიტანელი ფეხბურთელი, ახლა კი ბევრი უცხოელი მოთამაშე ჰყავს. ალბათ, დროა, ინგლისელმა მოთამაშეებმა მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ გუნდის მომავალზე.

მენეჯერმაც უნდა შეძლოს ფეხბურთელების საგანგებოდ მოტივირება. თავის დროზე, მე სულ ახალგაზრდა ვიყავი გასახდელში როი კინთან და გარი ნევილთან ერთად. ეს დიდებული გამოცდილება, დიდებული სკოლა იყო. ახალგაზრდებს სჭირდებათ ასეთი მაგალითები.

სერ ალექსი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მან ყოველთვის იცოდა, კონკრეტულ მომენტში, ვთქვათ, ვინ უნდა დაეტოვებინა მარტო. ზუსტად იცოდა, რა მრგებდა მე. რაც ჩემთან ჭრიდა, ის არ ჭრიდა, ვთქვათ, ნანისთან", - მიიჩნევს რუნი.

"მანჩესტერის" მომავალს ახლა ყველა ოპტიმისტურად უყურებს. სიმბოლურია, რომ ცოტა ხნის წინ ქერინგტონის საწვრთნელ ბაზას სერ ალექსი ეწვია. პირველად მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ახლა "იუნაიტედს" ჟოზე მოურინიო წვრთნის. ინგლისურ კლუბს ჰყავს ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები, რომლებიც მან ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეიძინა.

"ის სხვანაირად საუბრობს ინდივიდთან და სხვანაირად ჯგუფთან. მას უნდა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი საუკეთესო იყოს მსოფლიოში და აუცილებლად გაიმარჯვოს. ის პრესასთან მესიჯების ენით საუბრობს - სხვადასხვა მწვრთნელისათვის შეტყობინებებს ტოვებს. ძალიან ჭკვიანი კაცია.

როცა თავის დროზე ის ჩემთან მოვიდა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მას უნდა, რომ თავისუფლად ვითამაშოთ და რაც შეიძლება ბევრი გოლი გავიტანოთ. ჩემს ადგილს წინ ხედავს და თავდასხმაში ბევრ როტაციას აპირებს. მიმაჩნია, რომ მალე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ძველი სტილი.

ბევრი მიეჩვია ჩემს თამაშს ნახევარდაცვაში, მაგრამ მოურინიო 10 წლის განმავლობაში უყურებდა, როგორ გამქონდა გოლები და მან იცის, რომ გატანა კიდევ შემიძლია. ავღელდი, როცა გავიგე, რომ პოზიციის შეცვლას მიპირებდა.

ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ის ფეხბურთელისგან რამდენიმე პოზიციაზე თანაბარი წარმატებით თამაშს ითხოვს და ეს ბუნებრივია", - ამბობს რუნი.

პოგბა ტოპ-კლასია, ზლატანი - განსაკუთრებული

"მანჩესტერმა" ამ ზაფხულს ზლატან იბრაჰმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და ერიკ ბაილი გადაიბირა. გუნდს დღე-დღეზე უნდა შეუერთდეს პოლ პოგბა.

"ძალიან კარგი შევსებაა. რაც შეეხება პოგბას, ის ტოპ-კლასის ფეხბურთელია და დიდი იმედი მაქვს, "იუნაიტედში" გააგრძელებს კარიერას", - ამბობს რუნი.

და ზლატანი?

"ის დიდებული ფეხბურთელია. ვარჯიშების მერე სულ იმაზე საუბრობს, როგორ უნდა გავუგოთ კარგად ერთმანეთს. მისი მუშაობის მანერა განსაკუთრებულია", - მიიჩნევს უეინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია

"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა

"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე

"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა

“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა

ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ

სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია

"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა

ჩვენი კარი შენთვის ღია იქნება! - არსენ ვენგერს პრემიერლიგის კლუბი სამსახურს სთავაზობს

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა

ფრანკ დე ბური ახლა ინგლისში ცდის...

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი

ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია

"დიდ სემს" შენი ესმის! - სკანდალურად წასული წაუგებელი ლოპეტეგი და ელერდაისი

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ

დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]

"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა

"კრისტალ პალასი": ალან პარდიუ გაუშვეს

გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს

"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

"ევერტონის" ხელმძღვანელობამ სემ ელარდაისს კარისკენ მიუთითა

დიდი სემი წავიდა - ელარდაისმა "არწივები" იხსნა და პენსიაზე გავიდა

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს