საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ გადალახა
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ გადალახა.

არადა, ჩვენმა გუნდმა საწყისი ოთხი მატჩი მშვენივრად ჩაატარა და ოთხივე მოიგო. ყველაფერი სლოვაკეთთან მატჩს უნდა გადაეწყვიტა.

სლავებსაც ერთი წაგება ჰქონდათ (უკრაინასთან დამარცხდნენ, 61:78) და უკრაინელებსაც (ჩვენს გუნდთან, 71:72), სლოვაკების ქართველებთან გამარჯვების შემთხვევაში დაითვლებოდა ამ სამი გუნდის ურთიერთშეხვედრებში მიღებულ-ჩაგდებული ბურთები და მეოთხედფინალშიც ორი საუკეთესო გავიდოდა.

სამწუხაროდ, ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში ჩაგვივარდა და 20 ქულის სხვაობით დავმარცხდით. შედეგად, უკრაინას +16 მოუგროვდა, სლოვაკეთს +3, საქართველოს -16...

ასე და ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას სლოვაკეთი და უკრაინა განაგრძობენ, საქართველოს ნაკრები კი მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილების გადანაწილებისთვის საკლასიფიკაციო მატჩებში ჩაერთვება.

U18. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი

3 აგვისტო, სკოპიე (მაკედონია)

საქართველო-სლოვაკეთი 48:68

16:16, 12:19, 11:19, 9:14

საქართველო: ლეონიძე (8ქ), ბითაძე (6ქ, 3დ, 13მ), ბაბილოძე (10ქ, 6მ), ფიფია, დარბაიძე (6ქ, 3პ), კორსანტია (4ქ), ლოლიშვილი (2ქ), ბულაშვილი (11ქ, 6მ), გვიანიძე (1ქ), აკობია.

გუნდი თ მ წ ქ

1. უკრაინა 5 4 1 9

2. სლოვაკეთი 5 4 1 9

3. საქართველო 5 4 1 9

4. ინგლისი 5 2 3 7

5. შოტლანდია 5 1 4 6

6. ალბანეთი 5 0 5 5

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

azazelo
გადამწყვეტ მომენტში რომ სრ ჩავიქაქოთ ქართველებმა ისე არ შეგვიძლია რაა...ამ ჩვენი მენტალიტეტის გამო დარწმუნებული ვიყავი რომ ასეთი ანგარიშით წავაგებდით...ეს თამაში გუნდმა კი არა მენტალიტეტმა წააგო..
irakli
ყოღაღ ბიჭებს, აშკარად ძალები არ ეყოთ, მაგრამ ცხვირი არ უნდა ჩამოუშვათ!
gio
ესენი კალათბურთელები არიან და რა მაინც და მაინს ფეხბურთელების გზა აიღეს, რაგბისტებიდან მაინც აეღოთ მაგალითი, მაინც ქართული მენტალიტეტი ღუპავს ჩვენს მომავალ თაობებსაც, ზედმეტ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ, თუ არ უძალე ...! !
giorgi
არც ჩაჯმა და ე.წ. "ქართული ხასიათი და არც გაიჩალიჩეს არ ჰქონდა ადგილი... მცირე პროცენტი შეიძლება თითქმის გავედით მოშვებულობა, მარგამ დიდ წილად მთელი ენერგია უკრაინასთან დაიხარჯა, ბიჭებს ძალა და აღდგენის პერიოდი ვერ ეყოთ გულშემატკივარს მარტო შედეგი უნდა და შედეგამდე მისასვლელ გზაზე რა ხდება არ კითხულობს ყოჩაღ ბიჭებო, ასე გააგრძელეთ ნელნლეა ეროვნულში გიხილავთ ყველას :)
rogorc yoveltvis
ქართული ხასიათი,ბოლოს უნდა ჩაიჯ..
მიშა63
გაიჩალიჩეთ ? რა მოხდა ამისთანა ?
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
U18. ზედიზედ მესამე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა