ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სპეციალისტები აღიარებენ: ვაკო გვილია საქართველოს ეროვნული ნაკრების აღმოჩენაა!

სპეციალისტები აღიარებენ: ვაკო გვილია საქართველოს ეროვნული ნაკრების აღმოჩენაა!

გიორგი ნემსაძე: "ბატე-ში შემთხვევით არავის აიყვანენ, მაგრამ ირლანდია-უელსთან ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.."
ირლანდიასა და უელსთან ჩატარებული მატჩების შემდეგ სადავო აღარაფერი დარჩა - საქართველოს ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა ვაკო გვილია სამშობლოს დაუბრუნეს...

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

ეროვნულ გუნდში მიწვევამდე ვაკო გვილიამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში მოასწრო, ვლადიმირ ვაისმა კი 21 წლის ნახევარმცველი ირლანდია-უელსის მატჩებისთვის ქვეყნის მთავარ გუნდში მიიწვია. ცხადია, ეროვნული ნაკრებების დონეზე თამაში გაცილებით ძნელია, ვიდრე ახალგაზრდულში ან თუნდაც ცნობილ კლუბში. ყველას აინტერესებდა, როგორ გამოავლენდა გვილია თავს ვაისის გუნდში.

პირდაპირ ვთქვათ - დებიუტი შთამბეჭდავი გამოდგა.

"დეილი მეილში" უელსი-საქართველოს მატჩზე საინტერესო ინდივიდუალური სტატისტიკური მაჩვენებლები გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენს გუნდში ყველაზე მეტჯერ ბურთი მეტოქეს სწორედ გვილიამ აართვა (11-ჯერ, კაკაბაძემ 8-ჯერ, ანანიძემ 7-ჯერ). მას საუკეთესო მაჩვენებელი აღმოაჩნდა გადაცემების ჩაჭრასა (6-ჯერ, როცა სხვებს 2-ზე მეტი არ ჰქონდა) და მოგებულ ორთაბრძოლებში - მეტოქეს 11-დან 5-ჯერ აჯობა, როცა ამაში უელსელთა საერთო უპირატესობა დიდი იყო - 66,7%, ჩვენი 33,3%-ის საპირწონედ.

რაც მთავარია, ეს დაუღალავი და ვერცხლისწყალივით მოძრავი მოთამაშე ბურთს ყველაზე მეტჯერ, 89-ჯერ შეეხო. საინტერესოა, რომ მისი გადაცემების სიზუსტე (84.5%) უელსელების ვარსკვლავის, მადრიდის "რეალის" შემტევ გარეთ ბეილის მაჩვენებელს (79.5%) აღემატებოდა. თუმცა, ამაში ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილია, რომლის გადაცემების 91%-მაც თანაგუნდელებამდე მიაღწია.

სპეციალისტები და გულშემატკივრები სლოვაკი სპეციალისტის არჩევანით კმაყოფილები არიან. ასეთი შეფასებაც დაიწერა - "ვაკო გვილია საქართველოს ეროვნული ნაკრების აღმოჩენაა!" - ძნელია, არ დაეთანხმო ამ შეფასებას.

"ეს ბიჭი ძალიან მომეწონა. ჩვენს ნაკრებს სწორედ ასეთი დინამიკური და თანამედროვე საყრდენი სჭირდებოდა. ის ძალიან გონიერია, შეტევებს ტემპს და დინამიკას მატებს და ზოგადად, გუნდსაც ძალიან მოუხდა", - ამბობს "ლელოსთან" "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ ყურადღება სხვა დეტალებზე გაამახვილა:

"ბატე სერიოზული გუნდია და იქ შემთხვევით არავის აიყვანენ. როცა გვილია ამ გუნდში მიიწვიეს, გასაგები გახდა, რომ ნიჭიერი მოთამაშე გვეზრდებოდა, მაგრამ ირლანდია-უელსთან ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. გვილია ორივე შეხვედრაში ძალიან მომეწონა. გამოჩნდა, რომ ძალიან კარგი საყრდენი ნახევარმცველი გვყავს და მიმაჩნია, რომ ეს ბიჭი ეროვნული ნაკრებისთვის ძვირფასი შენაძენია".

ნემსაძის თქმით, გვილიამ გუნდს დინამიკა შესძინა:

"მის ბრძოლისუნარიანობას აღვნიშნავ, მაგრამ ეს არასრული დახასიათება იქნება. საყრდენი ნახევარმცველი გუნდში ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. მას ევალება, რომ ბურთი დაცვიდან დროულად ამოიტანოს და შეტევა დროულად წამოიწყოს. გვილიამ ეს მოახერხა, დაცვისა და შეტევის კარგი კომუნიკატორი აღმოჩნდა და ნაკრების თამაში გაამრავალფეროვნა.

გეტყვით, ამაში რასაც ვგულისხმობ: უმთავრესად, ორი კატეგორიის საყრდენები მინახავს - პირველებს დაცვა ეხერხებათ, მაგრამ შეტევაში მოიკოჭლებენ; მეორე ნაწილი კი კარგად უტევს, მაგრამ დაცვას ვერ ეხმარება.

გვილიას კი ორივე კომპონენტი დაბალანსებული აქვს - დაცვასაც კარგად ეხმარებოდა და შეტევასაც. იმიტომ, რომ ტექნიკური ბიჭია, ბურთის მიღება-დამუშავებაში დროს არ კარგავს და რადგან სწრაფი სათამაშო აზროვნებაც აქვს, პასიც გამოსდიოდა, შეტევის მიმართულების შეცვლაც და გადატანაც. ამ ყველაფრით მან ნაკრების თამაშს ტემპი შესძინა".

ნემსაძეს ნაკრების პერსპექტივაზეც ვკითხეთ:

"გამოჩნდა, რომ ვაისმა გამოცდილი და ნიჭიერი ბიჭებისგან ბირთვი შეკრა - კაშია, კაკაბაძე, კვირკველია, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი... პლუს, საიმედო მეკარეები და კიდევ რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა. მათ ახლა გვილიაც დაემატა, რომელმაც გუნდი გამოაცოცხლა და დარწმუნებული ვარ, ასეთი თამაშების შემდეგ მას მწვრთნელი სულ გამოიყენებს.

მიმაჩნია, რომ ამ ნაკრებს საინტერესო მომავალი აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gocha

შეეშვით ამ ბიჭს,ჯერ ხო ორი თამაში ითამაშა???გახსოვთ როგორ იწყებდნენ გოგუა და ყენია???ეიფორიაში ვართ ზოგადად ამ ორი თამაშის მერე,არადა სულ ერთი ქულა ავიღეთ.არ სჯობს მიწაზე დავეშვათ?თან ირლანდიასთან ტრადიციულად კარგად ვთამაშობდით ვაგებდით და ისევ მასე მოხდა.უელსისთვის კი ზოგადად უხერხული მეტოქე ვართ.აი თუ მარტში სერბეთს მოვუგებთ მაშინ შეიძლება რაღაცაზე ფიქრი...

• Goga

Ert tamashs itamahseben da gagijdebian gmertma qnas da rame da dges magram moitminet

• Zaza

ლაშა მჭედლიძე და ნავალოვსკი რო მოაშორონ ვინ უნდა ითამაშოს?

• anti

აკაკი გოგია და ბექა ვაჩიბერაძეც ჩავაყენოთ ნაკრების სამსახურში, იმუშაოს ამაზე სერიოზულათ ფედერაციამ...

• lasha

ეს ნავალოვსკი მჭედლიძე და ლობჭჟანიძე მოაშორეთთთთთ

• კაკო

ჯერ ყველაფერი წინაა, გვილია კარგი ბიჭია, მაგრამ ჯერ ბევრიაქვს მოსამატებლად,ოქრიასვილს, ანანიძეს კვეკესკირს, ცისკარიძის თამაში გვაინტერესებს შეიძლება უკეტესიც იყოს ვიდრე გგვონია.ჯერ კიდევ ახალფეხადგმული ბავშვივითაა ჩვენი გუნდი ფეხს რომ მოიმაგრებს შედეგიც მოვა. ბევრი მუშაობაა საჭირო

• odala

გვილია მაგარი ბიჭია. რაც ყველაზე მთავარია, ზუსტი დოზით აქვს ცივსისხლიანობა. ბურთს რომ მიიღებს მეტოქე ფეხბურთელების გარემოცვაში, არ ეშინია და გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. თორემ, მასავით ნიჭიერი შეიძლება კიდევ გვყავდეს ვინმე, მაგრამ წნეხის დროს ვერ გამოავლინოს თავი ბოლომდე. კაკაბაძე ძალიან მომეწონა. მასეთი ტექნიკური მცველი ჩვენ მგონი არ გვყოლია. ცივსისხლიანობა არც მას აკლია. ფეხები არ უკანკალებს ბურთის მიღებისას. არა და ეს ბიჭები ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან ყოველ თამაშში და ძალიან არ მომწონს ეს, მაგრამ რა ვქნათ, ნამეტანი დაგვიგროვდა წარუმატებლობა და პასუხისმგებლობის ძირითად ტვირთს სხვაზეც ვერ გადავიტანთ ალბათ. ამიტომ სჭირდება ამ ხალხს რაღაც სხვანაირი მრჩეველი/ქაუნსლერი. ფსიქოლოგი უფრო სხვა რამეა. მაგრამ გულშემატკივარიც უფრო დახვეწილი უნდა გახდეს. გინება უნდა გახდეს სასტიკად მიუღებელი საქციელი. კრიტიკა რამდენიც გინდა იყოს. ვალდებულიც არის ეს ხალხი მოუსმინოს და აიტანოს, მაგრამ გინება ყოვლად მიუღებელია. იქნებ ამაზე დაიწყოთ საგანმანათლებლო სტატიების წერა.

• bebeto

საყრდენები კარგები გვყავს გვილია ბრწყინვალეა,დაბრუნდება ალბათ კანკავაც,აგრეთვე არ უნდა დავივიწყოთ ძალიან კარგი და მშრომელი საყრდენები კვეკვესკირი და აბურჯანია ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან ესენიც,ნაკრებში ნელნელა კონკურენცია იზრდება და ეს გუნდისვის შედეგის მომტანი გახდება მალე.დაუშვილი კი ამათთან შედარებით სულ სხვა ტიპის საყრდენია უფრო დაცვითი ფუნქციები ევალება მას შეტევა კი ნაკლებად გამოდის, თუმცა არის თამაშები სადაც მისი გამოყენება სეიძლება.

• ძია

რა გჭირთ ხალხნო, რომ გაიძახით "ფორტუნა, ფორტუნაო", ამდენი ხნის წასული და დავიწყებული ფორტუნა გინდათ, რომ კარგად ჩატარებული 2 თამაშის მერე ისევ მოვიდეს? აქვეა, აკვირდება ჩვენი ნაკრების თამაშებს და შემდეგი თამაშისთვის თბილისში უკვე აქ იქნება და ყველას გაგვახარებს თავისი გამოჩენით... °(^_^)° ასეა ეს !!!

• beso

დიდწილად გვილიას დამსახურებაა სწარაფად რო ამოდიოდა ბურთი შეტევებში. შეიძლება ითქვას მუხტი შემატა ნაკრებს ნამდვილი ლიდერი იყოს ამ თამაშებში, დაცვაშიც და შეტევაშიც ერთნაირად, ამაზე მეტყველებს ზუსტად ეს სტატისტიკაც

• დათო

რომ გაიძახით ფორტუნა, ფორტუნაო... ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამდენი ხნის წინ წასული ფორტუნა ასე სწრაფად ვერ დაბრუნდება, ისიც უყურებს და აკვირდება, ესეც "მოჩვენებითი თამაშები" ხომ არ იყოო... °(^_^)° აი ნახეთ, აქ უკვე თბილისში მომდევნო თამაშზე უკვე ჩვენთან იქნება !!!

• musenbazi

საინტერესოა, ეხლა რატომ არავინ ითხოვს ცხადაძის დაბრუნებას? მაგარი ხალხი ვართ ქართველები ყველაფერი სწარაფად გვინდა...ვაისი კვალიფიციური მწვრთნელია, მას დრო სჭირდება რომ დაალოგოს გუნდი და შედეგიც ნელ-ნელა მოვა...

• ipo-050

როგორ მინდა თბილისში დავაჩოქოთ ირლანდია,თანაც ისე რომ მსოფლიოზე ვერ გავიდეს და ამაში ჩვენი წვლილი იყოს ყველაზე დიდი.ერთხელ ხომ უნდა შევძლოთ ირლანდიის გამწარება.მე ყველასთან მინდა მოგება მარა ირლანდიასთან ასმაგად,მჯერა ჩვენი ბიჭების რომ ამას მოახერხებენ.

• qobuleteli

ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი თამაშები ვნახე საქართველოს ნაკრების შესრულებით.გუნდი რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს,ევროპულ ფეხბურთს თამაშობს.სად იყო ეს გვილია რომ აქამდე ვერ შეამჩნიეს?როგორ მოერგო ნაკრებს,ძალიან გვჭირდებოდა მისი დონის საყრდენი.თამაშის ხარისხი ყოველი თამაშის მერე უკეთესი ხდებოდა,მართალია ჯერ შედეგი არ არის ისეთი როგორიც გვინდა მაგრამ ფორტუნამაც აშკარად გვაქცია ზურგი.ისევე როგორც ცხოვრებაში,სპორტშიც ძალიან ბევრს ნიშნავს იღბალი,მაგრამ მე მწამს რომ ჩვენც გადმოგვხედავს იღბალი.დიდი მადლობა ვაისს,ის უდავოდ ჭკვიანი სპეციალისტია,აუცილებლად დადგება შედეგიც.წინ საქართველო

• ზაზა

უზუსტესი დახასიათებაა გიორგი ნემსაძის მხრიდან!დავამატებდი,რომ გუნდის თამაშის ხარისხზე ასევე გავლენა მოახდინა ოთარ კაკაბაძის კარგმა თამაშმა(კარგი ტექნიკა,პასი ..ჩაწოდებების სიზუსტე აქვს გასაუმჯობესებელი)!სწორედ ამის გამო კიდევ ერთხელ გავიმეორებ:არ შეიძლება ნაკრებში არცერთ პოზიციაზე ტექნიკური წუნის მქონე ფეხბურთელის თამაში,რომელიც სწრაფად ვერ ამუშავებს ბურთს,ვერ აკეთებს დროულ პასს ,ვერ ,,ატარებს,,ბურთს...გამართლება ,რომ კარგია ჩაჭრაში,დაცვაში,ფიზიკაში და ა.შ. არ არის საკმარისი სანაკრებო დონისთვის!...ფეხბურთელის უნივერსალიზმს ჯერ კიდევ 70წწ–ში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ვალერი ლობანოვსკი!..პ.ს. მგონი მაინც სხვადასხვა გარემოებების გამო გახდა იძულებული ვაისი ,რომ დაეყენებინა ძირითადში გვილია და კაკაბაძე(გამაოგნებელი იყო კაშიას ავსტრიასთან საყრდენად გამწესება,კვეკვესკირის საერთოდ იგნორირება..ავსტრიასთან თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე მარცხით გამწარებულმა შევახსენე კროიფის ფილოსოფია:როცა ბურთს ფლობ,მეტოქე მინიმუმ ვერ გაგიტანს...)...მაგრამ კარგია ,რაც კარგად მთავრდება და აუცილებლად აღსანიშნავია ვაისის დიდი დამსახურება ნაკრების თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში და თუ შედეგები ჯერ ვერ არის სახარბიელო,ამაში მე მაინც ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვხედავ,რომელიც ალბათ ნელ–ნელა შეიცვლება უკეთესობისკენ!დიდი მადლობა ვაისს!ჩვენ გვყავს გუნდი,რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ნებისმიერი მეტოქე თბილისშიც და გასვლაზეც!ჩვენ მუნდიალის საგზურისთვის უნდა ვიბრძოლოთ!

• ჯონი

ვაისით დაწყებული ყველა ბიჭები მაგრები ხართ, ვაფასებ თქვენს მონდომებას, ბრძოლას და მაღალ ტექნიკას. აბა თქვენ იცით, ამჯერად მოლდავეთის ნაკრები გააბრუეთ და შთამბეჭდევი გამარჯვება მოიპოვეთ. მინდა, რომ ჩვენი სტადიონი ისე შეივსოს, როგორც ეს 70-იან წლებში იყო.

• bacho

მთავარია თავდამსხმელის პრობლემა მოგვარდეს

• dato

მართლაც კარგი ბიჭია,კაკაბაძე კიდევ მოუმატებს ეტყობა მაგრამ მთავარი აღმოჩენა ვაისია,მგონი ამდენი ხნის შემდეგ ვნახეთ "ჩვენი" მწვრთნელი,ზუსტად ის ვინც გვჭირდებოდა და ახლა ვაცალოთ მუშაობა და მგონია რომ ძალიან სერიოზულ შედეგს დადებს ეს კაცი. ეს დრო კარგად გამოიყენა და ზუსტად იცის რა ადგილზე როგორი ფეხბურთელი ჭირდება,რაც მთავარია მწვრთნელის ხელი დაეტყოთ და იმ უნიჭიერესი ბიჭებით რაც ჩვენ გვყავს,ძალიან დიდ შედეგზეც შეიძლება ფიქრი.ამათ კიდევ ჭანტურიაც რომ დაემატება და ცენტრფორვარდიც თუ გააცოცხლა ან გამონახა,ხომ საერთოდ.მგონი გვეშველა...

• კახა

გამარჯვებებს ვუსურვებ ბიჭებს

• ქართველი

იმედიანად ვარ... ბრავო ბიჭებს!

• gizog

მეც ასე ვფიქრობ, გვილიამ და კაკაბაძემ მეტი სისიწრაფე შესძინეს გუნდს, ყოველ შემთხვევაში ბოლო ორი თამაში ნაკრებმა უფრო სწრაფ ტემპში ითამაშა, რაც დიდად დასაფასებელია, თანამედროვე ფეხბურთი სისწრაფის გარეშე ხომ ნოლია. თუმცა ორი ახალი ფეხბურთელის მოხსენიებით ოდნავაც არ ვაკნინებ დანარჩენ თანაგუნდელებს, რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია,

• halagaji

kii kakabazec..magaria nihieri bihi,ogondac is agar atamahot raa vexvecebi yvelas is romaa ra gvaria tormuzi roa hveni nakrebis ?!!kakabazis adgilas aa xoo lobjanize .mapatios am bihma magram is skamze unda ijdes satadrigobhi,kakabaze bevrad gabeduli da ufo nihieria.

• effe

ყველაფერი წინ აქვთ ბიჭებს ძალიან მაგრები არიან და მაგარდ შეეწყვნენ ერთმანეთს ჯანო ოქრი და ვაკო ძალიან მალე შედეგიც დაიდება.. იმედია ცოტა ხანში აღარ ინატრებს ხალხი ცხადაძეს))) ეს გუნდი ბევრად მირჩევნია ქეცბაიას და ცხადაძის გუნდებს..

• დკ

შეეშვით გვალიას, ნუ დაღუპავთ, ისე როგორც ჭანტურია, ყენია და ბევრი სხვაც დაღუპეთ გენიოსის ძახილით! მან კიდევ ბევრი უნდა იშრომოს რამეს რომ მიაღწიოს,(მონაცემები ნამდვილად აქვს, იმაზე მეტი ვიდრე ყენიას) პირველ რიგში კი სისწრაფეს უნდა მოუმატოს!

• ალეკსანდრე

იმედით ვუყურებ ნაკრების ხვალინდელ დღეს, ვაისი თავიდან არ მომეწონა, ცხადაძის შემდეგ, ეტყობა ვცდებოდი, კვალიფიციური მწვრთნელია

• თენგო

მე აღმოჩენებში კაკაბაძესაც დავამატებდი. ორივემ მაგრად ითამაშა და სისწრეფე და დინამიკა შესძინა ნაკრებს.

• qutaiski

გვილია მართლაც სუპერ

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ

ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს

ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

"უეფა უკრაინას პატიოსნად არ მოექცა" - შოტლანდიელთა მწვრთნელი

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

Irish Mirror: საქართველომ ირლანდიელებს სანიოლის დანიშვნის გეგმა დაუნგრია - რა გადაწყდება ზაფხულში?

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]

გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...

ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა