თბილისის "დინამოს" პრეზიდენტს 3-წლიანი პროექტის განხორციელება სურს
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა და გუშინ "დინამო"-"ლოკომოტივის" სათასო მატჩს დაესწრო. 60 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

- თქვენთან ხალხი ფეხბურთზე არ დადის? ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" ნახა

ერთი შეხედვით, გროზნი მთავარ კითხვაზე - მართავდა თუ არა მოლაპარაკებებს "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან, პასუხს თავს არიდებდა და საუბრის სხვა თემაზე გადატანას ცდილობდა.

გროზნისგან განსხვავებით, "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ უკრაინელ მწვრთნელთან მოლაპარაკებები დაადასტურა:

- დიახ, ბატონ გროზნისთან მოლაპარაკება დავიწყეთ. ჩვენ გვსურს, რომ 3-წლიანი, მიზანმიმართული პროექტის განხორციელება დავიწყოთ. საამისოდ კი საჭიროა ისეთი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია კარგად გაიგოს და ამოიცნოს ჩვენი მენტალობა. ჩვენ ამის პრობლემაც გვაქვს, როცა უცხოელ მწვრთნელებს ვეძახით...

აქედან გამომდინარე, "დინამოს" რომელი სპეციალისტიც უფრო მოუხდება, იმას დავნიშნავთ.

კიდევ გვყავს ერთი კანდიდატი და ამას მალე შეიტყობთ.

- მეორე კანდიდატი ლეონიდ კუჩუკია?

- ახლა ამაზე ვერაფერს გეტყვით. ალბათ, მასაც ნახავთ. ვიმეორებ, მომავალი მწვრთნელი გარემოსაც უნდა მოუხდეს და ჩვენი მენტალობაც ზეპირად უნდა იცოდეს. ამ ადამიანებმა კი ქართველების ხასიათი კარგად იციან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუსანი
ჩემი აზრით, პროგრამა 5 წლიანი უნდა შეიმუშავოთ,მენტალობის გამოსწორება ერისთვისა პრობლემა,(პარლამენტს გადახედეთ) ოჯახებიდან მოდის, ყველას გენიოსი გონია თავი, შრომისმოყვარე ნიჭიერ ბავშვები შეარჩიეთ და ოჯახებში, მშობლებთან ერთად ფსიქოლოგები ამუშავეთ, ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ შედეგს გამოიღებს.
status quo
ჩემო რომან, სანამ ასეთ მდარე ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე გექნება აქცენტი აღებული, არაფერი გამოგივა არც შენ და არც ჩვენ...
ლუკა
ცხვრის გაშვებამ არ გამოიღო შედეგი, იქნებ ძროხა გაგეშვათ მინდორზე? ქართულ მენტალიტეტს ნუ აბრალებ. მოიშორე ე.წ. ცუდი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები და მოიყვანე მშრომელი, დისციპლინირებული ფეხბურთელები. წაახალისე შრომა და დასაჯე უდისციპლინობა. გაყარე მოჩხუბარი ფეხბურთელები. მოიყვანე სერიოზული მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელების ხუშტურებზე არ ივლის. სერიოზულობა აკლია დინამოს როგორც ორგანიზაციას.
murtalo
გროზნი ბახუსის მოყვარულია და სტადიონზე და ინტერვიუებში მისი ყურება ერთი სიამოვნებაა...წარმოუდგენელი გიჟია!... მწვრთნელიც არ არის ურიგო და თან მსაჯების რისხვაა:)))...არადა თუ მაინც და მაინც სლავი უნდოდა , მირონ მარკევიჩი მოეწვიათ, უმუშევარია ეხლა და ადვილად დაითანხმებდნენ. აი ის უკვე ძაან მაღალი დონეა.
luk
ამ ფიფიას პრო ევოლუშენი მაინც ათამაშეთ მასტერ ლიგა! იქ დაუშვას შეცდომები და ისწავლოს მათზე,ამან ეგრევე ლაივში დაიწყო თამაში! 5000 ლარი რაამბავია ქართულ პირობებში გაგიჟდით? ბონუს სისტემა ხალხო! მოიგეთ თამაში? არის ბონუსი ვერ მოიგეთ არ არის!
ika
იყიდეთ ფეხბურთელები!!!!! გვარდიოლა ვერ უშველის ამათ
bebeto
მარტო ქართველი ფეხბურთელების ხასიათის ცნობა ვერ უშველის საქმეს,ჩემი აზრით სწორი სატრანსფერო და დროული სვლებია გასაკეთებელი.ფეხბურთელს ევრო ტურნირების წინ 2 კვირით ადრე კი არ უნდა იმატებდნენ რომლებიც მერე მალე გასაშვები ხდებიან,ჯობია უფრო ადრე გაკეთდეს ეს.ერთი სიტყვით დინამოს კარგ მწვრნელთან ერთად კარგი სკაუტები ჭირდება.
rusi
რომან, რა გინდა ჩვენგან? არ გვინდა ეს ივან გროზნი არაა. სასმელზე ბევრი ფული დაგეხარჯება, კარგად დაფიქრდი!
Temuri
ფიფია ფეხბურთის გაგებაში არ არის! ცოდვაა...
rachvei
არა რა!!!!!!! არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!!!! svani ასიანი ხარ..
Guadua
რომან ფიფია: არცერთ ფეხბურთელს არ მისცე 5000 ლარზე მეტი ხელფასი, ვისაც არ აწყობს სადაც უნდა იქ წავიდეს და მომენტალურად ათამაშდებიან ისე რომ მწვრთნელიც კი არ დასჭიდრებათ. ჭარბი ხელფასი, მინიმალური პასუხისმგებლობა და შედეგიც სახეხე გაქვთ.
oh
ოჰ! ამასაც ფეხბურთის გროსმაისტერთან დაუწყია მოლაპარაკება!! დედა უტირეს დინამოს!! ვაჰ ესენი ვინები ყოფილან!!
mdaaaaaa
სად პოულობს ხოლმე ეს კაცი ამ უვარგისს მწვრთნელებსა და ლეგიონერებს ?! და იქნებ ერთხელ მაინც კითხოთ ჟურნალისტებმა ამ კაცს, რა მიზანი აქვს? რა უნდა?
სტატუს ქუო
ჩემო რომან,დაანებე თავი ამ არაფრისმაქნის სლავ მწვრთნელებს თავი და ვინმე სხვა,ნორმალური მოიყვანე,ისეთი,ვინც ნორმალური ფეხბურთელების ყიდვას მოგთხოვს და არა ნაყარ-ნუყარი ვაიფეხბურთელებისას..
Dyablo
ივან გროზნი მაგარი იყო დდდ: განრისხებული რუსი გვაკლია ახლა და წინ წაიწევა "ქართული ფეხბურთი" დდდ:
qutaisi
ვერც გროზნი გიშველით და ვერც ფაქიზო... ტორპედო ჩემპიონ!
svani
ხო გაბალას უკრაინელმა მწვრთნელმაც კარგად იცის აზერბაიჯანლების ხასიათი მითუმეტეს მაშინ როცა ძირითადში სულ 3 აზერბაიჯანელია და დანარჩენი ლეგიონერები არიან)))
svani
წადი ძმურად გაბალელ, ლუდოგორეცელ, ყარაბაღელ და ბატეს ბიზნეს მართველებს მაინც დაელაპარაკე..!! კონსულტაცია გაიარე...!)))
თბილისელი
ეძებეთ მწვრთნელები საქართველოში. კუპერი,ტოპმიულერი,ჯირესი ...
ქუთაისელი
ვიაჩესლავ გროზნი კი არა, ივან გროზნი არ გიშველით თქვენ, თუ ისევ პენლებით და ჩაწყობებით მოიგეთ ჩემპიონატები...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
თქვენთან ხალხი ფეხბურთზე არ დადის? ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" ნახა
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
თბილისის "დინამო" დღეს ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს
სანდრო კობახიძე: თამაში ყველაზე მეტად ჰოლანდიაში მსურდა...
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[ექსკლუზივი] თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ორი სავარაუდო კანდიდატი
შოთა მახარაძე: თუ ვინმეს კაცი არ ხარ, საქართველოში არავინ გამუშავებს
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
სანდრო კობახიძე: მოსკოვის "ლოკომოტივი"? - კარტებს ჯერ არ გავხსნი
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
სახალისო ისტორიები: ცეცაძე "პოვარი", "შოკოლადნი კარაქი" და სხვა ამბები
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა