"უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯერ ირლანდიას ეწვევიან და "ალსტერის" თანატოლთა გუნდს ეთამაშებიან, შემდეგ კი შოტლანდიაში გადავლენ და ამ ქვეყნის 20-წლამდელებს შეხვდებიან
2017 წლის 31 მაისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში - თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს. იქამდე კი მასში მონაწილე 12 ელიტური ნაკრები, მათ შორის, "უმცროსი ბორჯღალოსნები", ტურნირისთვის ემზადება.

მზადება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა წელსვე, 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყო. სამწვრთნელო შტაბმა უკვე რამდენიმე შეკრება გამართა და დღეს, გამთენიისას, ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრნენ.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯერ ირლანდიას ეწვევიან და 19 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე "ალსტერის" თანატოლთა გუნდს ბელფასტში ეთამაშებიან. მერე ჩვენი გუნდი შოტლანდიაში გადაინაცვლებს და 23 ნოემბერს ედინბურგში, შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდება.

ამ ეტაპზე შემადგენლობა ოპტიმალური არ არის და მწვრთნელები, ტრავმირებული მოთამაშეების გარდა, ფრანგული კლუბების მორაგბეებსაც მოისაკლისებენ.

ბრიტანეთში 30 მორაგბე გაემგზავრა და მათგან 5 ლეგიონერია. ესენია: გურამ პაპიძე და ლუკა იურინი (ლიონი), მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი (ექსეტერი), საბა სვიმონიშვილი (ნატალ შარქსი), გამოძახებულებს შორის ასევეა დავით კავთიაშვილი, რომელიც კანადაში ცხოვრობს და ოტავას უნივერსიტეტში თამაშობს.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), პეტრე ჯინჭარაძე (აია), თენგიზ ზამთარაძე, ლევან პაპიძე, რევაზ დუგლაძე (ლელო), გურამ პაპიძე (ლიონი), ვანო გელაშვილი (ვეფხვები)

მეორე ხაზი: კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), ლაშა ჯაიანი (ექსეტერი), ბექა საღინაძე, გიგა გრიგალაშვილი (ლელო);

მესამე ხაზი: ილია სპანდერაშვილი (არმია), სანდრო მამამთავრიშვილი (არმაზი), თორღვა ჯალაღონია (ხულიგანა), გიორგი ნუცუბიძე, არსენ მაჩალაძე (აია);

#9: გელა აფრასიძე (ლელო), სანდრო ნახუცრიშვილი (არმია)

#10 დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), თედო აბჟანდაძე (აია)

#12-13: ბექა გავაშელიშვილი (ლელო), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი)

#11-14: ლუკა იურინი (ლიონი), აკა ტაბუცაძე (ლელო), დავით მესხი (არმია), საბა სვიმონიშვილი (ნატალ შარქსი), დავით კავთიაშვილი (ოტავას უნივერსიტეტი),

#15: ბექა მამუკაშვილი (ლელო), მირიან მოდებაძე (აია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ლეგიონერები - პაპიძე სიმბოლურში და სვანაძის დებიუტი
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - მესამე ტესტი სამხრეთაფრიკელებთან
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
ქართველები ევროთასების ფინალში
ლეგიონერები - გურამ პაპიძის პირველი ლელო ტოპ 14-ში
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
ლაშა ჯაიანი ინგლისის პრემიერშიპის "უოსფსში" ითამაშებს
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - თერთმეტი ცვლილება
ლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - სერიის პირველი მატჩი
"უმცროსი ბორჯღალოსნების" 28-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ლუკა იურინი: მოგება ყველა გუნდთან შეიძლება
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ზამთარაძე, ჯაიანი და მოდებაძე მოტეხილობებით გამოგვაკლდნენ
"უმცროსი ბორჯღალოსნები": მზადების დასკვნითი ფაზა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის
დავით ნინიაშვილი: ვერც კი წარმოვიდგენდი...
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
"ბორჯღალოსნები" | ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
ლაშა ჯაიანი: რამდენიმე მილიონი ლარით რომ დაფინანსდეს ფედერაცია, სერიოზულ შედეგსაც დავდებთ