საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელის, გია რაფავას შვილს ინგლისის ნაკრებში თამაში სურს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელის, გია რაფავას შვილმა ვალ რაფავა-რუსკინმა, რომელიც ამჟამად "ბორჯღალოსანთა" შერკინების კვაჭთან, ჯაბა ბრეგვაძესთან ინგლისურ "ვორსტერში" თამაშობს, ახალი კონტრაქტი "გლოსტერთან" გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც რაფავების ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში გადაბარგდა, ვალ რაფავა-რუსკინი მხოლოდ ორი წლის იყო. ის ლონდონში გაიზარდა და რაგბის თამაში "ბლეკჰიტში" დაიწყო. მერე დასავლეთ პროვინციის 19-წლამდელთა ნაკრებშიც მოხვდა. ამასთან ერთად, ითამაშა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, "სარასენზსა" და "ტულონში". 2014-15 წლების სეზონის წინ "ვორსტერში" ჩაირიცხა და დიდი როლი ითამაშა ამ გუნდის ელიტაში დაბრუნებაში.

"გლოსტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰემფრისმა აღიარა, რომ რაფავა-რუსკინის გუნდში მიწვევა კლუბის სერიოზულ სამომავლო მიზნებს უკავშირდება:

"საიმისოდ, რომ უმაღლესი დონის გუნდი ააწყო, ძლიერი ახალწვეულები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვალ რაფავა-რუსკინი მომავალი სეზონიდან შემოგვიერთდება. მიგვაჩნია, რომ ხელშეკრულება გავუფორმეთ ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა შერკინების პირველხაზელს. ჩვენი საუბრისას მას არ დაუმალავს, რომ სურვილი აქვს, ინგლისის ნაკრებში ითამაშოს. თუმცა, ძალიან კარგად ესმის, რომ "გლოსტერში" წარმატებული ასპარეზობა საკვანძო მომენტია მისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად".

რაფავა-რუსკინს იმედი აქვს, რომ "გლოსტერის" სახელოვანი მორკინალების რიგებში სამუდამოდ ჩაეწერება:

"ჩემთვის უდიდესი პატივია "გლოსტერში" თამაში. ვიცი, რომ ამ გუნდს ტრადიციულად ძლიერი მორკინალები ჰყავდა და მოუთმენლად ველი, მისი ნაწილი გავხდე. მინდა ბეჯითად ვიმუშაო და მივეხმარო "გლოსტერს", ისევ მოიგოს ტიტულები. ამასთან ერთად, იმედი მაქვს, რომ მივაღწევ მიზანს საერთაშორისო ასპარეზზეც.

ძალიან მადლიერი ვარ "ვორსტერის". დიდად ვაფასებ ყველაფერ იმას, რაც ამ კლუბმა ჩემთვის გააკეთა. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და სეზონის ბოლომდე მისთვის თავდადებით ვითამაშებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაფავას
საქართველოს ნაკრების შერკინებაში მოხვედრა დიდი პატივია. ინგლისზე ნაკლები ჭიდაობა არ დაგჭირდება აქ ადგილის მოსაძებნად. თუმცა შენ უკვე ინგლისი გადაგიწყვეტია და ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ფესვები?
t
გიას დედაა რუსკინა.. მაქედან
რუსკინი - რატომ/საიდან?
დედისგან, თუ ?..
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | ბათუმმა თელავი დაამარცხა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონემ" "სამპდორიას" მოუგო
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
"ბარსელონა" გოჩოლეიშვილის თანაგუნდელით დაინტერესდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
[VIDEO] მესის 899-ე - არგენტინელმა "დისი იუნაიტედს" გაუტანა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი