ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

[ლელოს სტუმარი] გიორგი ნადირაძე: რა ფული? ეს ხომ ჩემი ოცნების ასრულება იყო?!

[ლელოს სტუმარი] გიორგი ნადირაძე: რა ფული? ეს ხომ ჩემი ოცნების ასრულება იყო?!

წლის ყველაზე სტაბილურ ფეხბურთელად დასახელებული 24 წლის მეკარე "ცხინვალიდან" "გაგრაში" გადავიდა
24 წლის გიორგი ნადირაძე "ცხინვალიდან" "გაგრაში" გადავიდა. უკანასკნელ ხანს ის თავისი ყოფილი გუნდის გამოკვეთილი ლიდერი იყო.

საინტერესოა, რომ ბოლო ორი ჩემპიონატის განმავლობაში მან შეუცვლელად ითამაშა "ცხინვალის" შემადგენლობაში. ასეთი სტატისტიკური მაჩვენებლით საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ "ჩიხურას" გამოცდილი მცველი შოთა კაშია დაიკვეხნის.

გუშინ ნადირაძე რედაქციაში გვეწვია. მას "ლელოსა" და "ლიდერბეთის" მიერ ერთობლივად დაწესებული პრიზი - "წლის ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი" - გადავეცით. უნდა ითქვას, რომ ასეთი სასიამოვნო რესპონდენტი კარგა ხანია, არ გვყოლია...

- თავდაპირველად, გაიხსენეთ, როდის და სად დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?

- "ლოკომოტივის" ბაზაზე დავიწყე 7 წლისამ. მთავარი მწვრთნელი ვახო ჩოჩიშვილი იყო. 3 წელი ვიყავი ამ გუნდში და მერე როლანდ ჩხაიძემ შექმნა "სპარტაკი". 50 ლარი დაგვინიშნა ხელფასი, ფორმები ჩაგვაცვა... მოკლედ, ყველანაირი პირობა შეგვიქმნა იმ დროში.

- იმ თაობიდან ვინმემ ითამაშა ფეხბურთი?

- ლაშა კალანდაძე ახლა ჩემი თანაგუნდელია "გაგრაში". გემახსოვრებათ თემურ შარაშენიძე, უნგრულ "დიორში" თამაშობდა ერთი ხანობა. მოვიდა დრო და ჩხაიძეს აღარ ჰქონდა იმის რესურსი, რომ გუნდი შეენახა. ამ დროს, გავიგე, რომ სინჯები ტარდებოდა თბილისის "დინამოს" აკადემიაში, "სინათლის" სტადიონზე. მივედი და წარმატებით გავიარე.

ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ 1992 წელს დაბადებულების გუნდი არ იყო და ერთი წლით უფროსებში მიწევდა თამაში. მაშინ 1991 წელს დაბადებულებს გია ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობდა. ისე მოხდა, რომ ზუსტად მაშინ გია გეგუჩაძე დაინიშნა "გაგრაში" და წაიყვანა ჭიაბრიშვილი. ჩვენი გუნდის მწვრთნელად კი ბაგრატ ჩადუნელი მოვიდა. მერე "დინამოში" შეიქმნა 1992 წელს დაბადებულთა გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი იყო ვასილ მაისურაძე. 15 წლის რომ გავხდი, დუბლებში გადამიყვანეს, ერთი წლის შემდეგ კი 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე თბილისის "დინამოსთან" და ეს იყო ბუბა ტყავაძის დამსახურება. 200 ლარი დამინიშნა ხელფასი...

- და მაინც, მაშინ ალბათ საერთოდ არ ფიქრობდით ფულზე...

- არა, რა ფული? ეს ხომ ჩემი ოცნების ასრულება იყო?! უბრალოდ, ხელფასი იმის დასტურია, რომ კლუბში გენდობიან. თანაც, ყველაზე პატარა ვიყავი დუბლებში. ამ დროს გიორგი მაკარიძე წავიდა "ლე მანში", გიორგი ლოსაბერიძემ ტრავმა მიიღო და ასე გავხდი პირველი მეკარე. წელიწად-ნახევარი ვთამაშობდი დუბლებში.

მერე რომან ფიფია მოვიდა "დინამოში". მწვრთნელი კახა კაჭარავა იყო. დუბლებში ვთამაშობდი და ძირითად გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. კაჭარავა შეცვალა ალექს გარსიამ და იმ დროს "დინამოში" უკვე ოთხი მეკარე ვიყავით - გიორგი ლორია, სოსო გრიშიკაშვილი, თორნიკე ზარქუა და მე.

- თითქმის 4 წლის განმავლობაში სათადარიგო იყავით "დინამოში". ალბათ, ყველა ფეხბურთელი იფიქრებდა გულში - როდის მორჩება ეს მოლოდინიო?!.

- მაგას, ალბათ, მართლაც ყველა ფეხბურთელი იფიქრებს... რაღაც პერიოდი კმაყოფილი ვიყავი, რომ დუბლებში ვთამაშობდი, მაგრამ გემატება ასაკი და გინდა, რომ სხვა დონეზე წარმოაჩინო თავი. უნდა ვთქვა, რომ ობიექტურად იყო ყველაფერი - გიორგი ლორია იდგა პირველ მეკარედ, მე კი ვგრძნობდი, რომ თამაში შემეძლო, მაგრამ ვერ ვიტყვი, თითქოს არაობიექტურობა გამოიჩინა ვინმემ. ზურაბ პოლოლიკაშვილი მოვიდა და მითხრა - შენთან თანამშრომლობა გვსურსო. დავთანხმდი. ისე მოხდა, რომ განათხოვრებით უნდა წავსულიყავი სხვა გუნდში, მაგრამ დავრჩი...

- ...და "დინამოში" მხოლოდ ერთხელ ითამაშეთ...

- ეს იყო "ზესტაფონთან" საგარეო მატჩი. 1:5 წავაგეთ. მაშინ "ზესტაფონი" ძალიან ძლიერი იყო. გიორგი ლორია გააძევეს ბოლო წუთზე. რომ შევედი, პენალტი უკვე დანიშნული იყო ჩვენს კარში. ნიკა გელაშვილმა გამიტანა.

- მომდევნო მატჩი "დინამოს" მარტვილში ჰქონდა, სადაც, სტატუსის მიხედვით, თქვენ უნდა გეთამაშათ, მაგრამ...

- არ ვიცი, ასე რატომ მოხდა... ფაქტია, არ მითამაშია. სიმართლე გითხრათ, არც ჩავძიებივარ მიზეზებს...

- ...და მიხვედით "ცხინვალში"...

- მივედი "ცხინვალში"... დავით გვარამაძე დამიკავშირდა. ჩვენ უკვე ვიცნობდით ერთმანეთს ახალგაზრდული ნაკრებიდან. მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ "ცხინვალშიც" ერთად ვიმუშავებდით. ამ დროს ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევ ციკლს იწყებდა. ძალიან კარგი კონტინგენტი გვყავდა და სერიოზული მიზნებიც გვქონდა...

მოკლედ, გადავწყვიტე, გადავსულიყავი "ცხინვალში", სადაც საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი მეძლეოდა.

- დასაფასებელია, რომ გუნდში მაშინაც დარჩით, როცა "ცხინვალი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა...

- "ცხინვალი" რომ გავარდა, დამიძახა ბუბა ტყავაძემ და მითხრა - დაბრუნდი "დინამოშიო". რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს "დინამო", მაგრამ... ვგრძნობდი, რომ თამაში არ მომიწევდა. თანაც, იმ პერიოდში გიორგი ლორიამ ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან. ვუთხარი, თამაში არ მომიწევს-მეთქი. ტყავაძემ მითხრა - ახალი სამწვრთნელო შტაბია და ყველამ ნულიდან დაიწყეთო. მაშინ "დინამოს" უმცროსი დუშან უჰრინი წვრთნიდა...

მაინც გადავწყვიტე, "ცხინვალში" დავრჩენილიყავი. ახალგაზრდული ნაკრების გამო გადავდგი ეს ნაბიჯი. კარგი თამაშები ჩავატარე, სამი პენალტი მოვიგერიე "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში, საქართველოს თასზე...

- უნდა გაგახსენოთ "ზესტაფონთან" მატჩიც, რომელშიც ძალიან შთამბეჭდავად ითამაშეთ. "ცხინვალის" გამარჯვებაში თქვენი წვლილი უდიდესი იყო...

- კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამახსენეთ... ძალიან ძლიერი იყო მაშინ "ზესტაფონი". 1:0 მოვიგეთ, ბოლო წამზე გავიტანეთ...

- ალბათ, არც ნანობთ, ამდენი წელი რომ გაატარეთ "ცხინვალში"...

- ხუთი წელი ვიყავი ამ გუნდში და ერთ წამსაც არ ვნანობ.

- "ცხინვალმა" უმაღლესი ლიგა დატოვა...

- ჩვენ გვყავდა საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი: ჯაბა დვალი, გიორგი კახელიშვილი, გულვერდ თომაშვილი, დავით მაისაშვილი... სეზონის წინ გუნდიდან არაერთი მოთამაშე წავიდა, ამას დაემატა ფინანსური კრიზისი... ყველა ინტერვიუში გუნდის მთავარი მწვრთნელი და მეც აღვნიშნავდით, რომ "ცხინვალს" სჭირდებოდა ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ... არაფერი გამოვიდა.

შეიძლება ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ მხოლოდ ძირითადი შემადგენლობის თერთმეტ ფეხბურთელს ჰქონდა ბოლოს ხელფასი...

- კარიერას "გაგრაში" გააგრძელებთ...

- ეს უკვე გადაწყვეტილია. დავით გვარამაძე დამიკავშირდა და დავთანხმდი შეთავაზებას. ის მეკარეებს წვრთნის "გაგრაში".

- სხვა ვარიანტები თუ გქონდათ?

- იყო მარტვილის "მერანის" ვარიანტი, დამირეკეს "კოლხეთიდან", თუმცა ამ დროს "გაგრასთან" უკვე შეთანხმებული ვიყავი სიტყვიერად. მართალია, კონტრაქტი ჯერ არ მქონდა გაფორმებული, მაგრამ არ ვარ ის ადამიანი, ვინმეს რამეს რომ დაჰპირდება და სიტყვას არ შეასრულებს.

- ამბიციურ გუნდში მოხვდით, "გაგრას" მიზანი ხომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა...

- დიახ და ეს ძალიანაც მახარებს. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალ თანაგუნდელებს ყველას ვიცნობ. "ზამთრის თასზე" უკვე ვითამაშეთ ერთად. თავიდანვე ვთქვით, რომ პირველი ლიგის გუნდს შეეძლო ამ ტურნირის მოგება და მოვიგეთ კიდეც.

- გუნდის მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი უკვე ახლოს გაიცანით...

- ძალიან დადებითი, კომუნიკაბელური ადამიანია. მასთან მუშაობა სასიამოვნოა...

- საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში იყავით, ეროვნულის გარდა...

- არა, ეროვნულშიც ვიყავი ერთხელ, ოღონდ არ მითამაშია - მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებმა ესპანური შეკრების დროს საუდეთთან და საემიროებთან ითამაშა. ის სიტუაცია არასოდეს დამავიწყდება.

- წლების განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი მეკარე იყავით. იმ გუნდისგან ძალიან ბევრს ველოდით...

- კონტინგენტი მართლაც შესანიშნავი გვყავდა - ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, ნიკა კვეკვესკირი, საბა კვირკველია...

არ ვიცი, ალბათ იღბალიც არ იყო, მაგალითად - გასვლაზე, სლოვაკეთთან. ერთხელ გადმოვიდნენ შეტევაზე, ჩამოაწოდა იმათმა ფორვარდმა და გამიტანა. არ ვიცი, არსებობს თუ არა დღეს იმ თამაშის ვიდეოფირი. უამრავი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. იყო დასანანი საშინაო მარცხი იმავე სლოვაკეთთან. მერე ლუქსემბურგს ვერ მოვუგეთ შინ...

მოკლედ, ძალიან ბევრ მომენტს ვერ ვიყენებდით. გამოვრიცხავ, რომ ვინმე ფეხებს უფრთხილდებოდა ან რაღაც ასეთი. მეკარე თავისი პოზიციიდან ყველაზე უკეთ გრძნობს და ხედავს, ვინ როგორ იბრძვის და რას აკეთებს მინდორზე.

- ჟურნალისტებისა და ქომაგების აზრს თუ აქცევთ ყურადღებას?

- ნამდვილად მაინტერესებს მათი აზრი. ადამიანები ვართ, რობოტები ხომ არა?! რა იწერება ჩემზე, სულ ვადევნებ თვალს. აქტიური მკითხველი ვარ სპორტული პრესის. შეცდომას მტკივნეულად ვიღებ. სლოვაკეთში ჩემი შეცდომის გამო წააგო ახალგაზრდულმა და ძლივს გადავიტანე...

- რომელი მეკარის თამაში მოგწონდათ ბავშვობაში და მოგწონთ ახლა?

- ბავშვობიდან ჩემი კერპი არის იკერ კასილიასი. ჩემს დონეს მისას როგორ შევადარებ, მაგრამ სხვა მსგავსებებს ვპოულობ - მაგალითად, მეც ტანმორჩილი ვარ მეკარის კვალობაზე, სწრაფი რეაქცია მაქვს... თანაც, "რეალის" ქომაგი ვარ (იცინის).

- ქართველებიდან?

- კაკო დევაძე.

- გახსოვთ მისი თამაში?

- კი, თბილისის "სპარტაკში" რომ თამაშობდა და მერე ეროვნულ ნაკრებსაც დაუბრუნდა...

ალეკო კაკაურიძე

გია ტუხაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ

რევაზ არველაძე: შუკერი მთლად გაგიჟდა, ჩვენი პროექტი აღმასკომზე გააქვს...

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს

19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

ეროვნული ლიგა. II ტური. "გაგრა" - "დილა" [LIVE]

პრო ლიგა 2: ამბიციური ფავორიტები და გასასინჯი უცხოელები

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ

ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა

U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს

"დინამო თბილისმა" "სამგურალს" მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს

"გაგრას" ყოფილმა მწვრთნელმა ერევნის "ლოკომოტივი" ჩაიბარა

უმაღლესი ლიგა. საშუალედო ნომინანტები და სიმბოლური: დიახ, იაშვილი!

ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]

სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს

ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]

ჩიხურა-ცხინვალი 2:1 - აი, სეირი (სეივიც) ჯერ არნახული! [VIDEO]

"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს

"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ

"გაგრა" 2017 წლის ჩემპიონატის საშინაო მატჩებს "მცხეთა პარკზე" ჩაატარებს

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ

უმაღლესი ლიგა. I წრის შეჯამება: ვინ, როდის, რამდენჯერ?

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა

Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს

ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

უმაღლესი ლიგის XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ეროვნული ლიგა. III ტური. "დინამო" (ბთ) - "გაგრა" [LIVE]

მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]

სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს

ოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა