ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სვიატოსლავ სიროტა: "ვორსკლა" და "ჩერნომორეცი" საქართველოში ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ

სვიატოსლავ სიროტა: "ვორსკლა" და "ჩერნომორეცი" საქართველოში ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ

"ზუგდიდის" ყოფილმა უკრაინელმა ვიცე-პრეზიდენტმა "ზუგდიდსა" და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ყოფილმა უკრაინელმა ვიცე-პრეზიდენტმა სვიატოსლავ სიროტამ sport.ua-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც "ზუგდიდზე" და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთზეც ისაუბრა.

- ქართულ კლუბში რაღაც არ გამოგივიდათ? დროზე ადრე წამოხვედით, კლუბი კი უმაღლესი ლიგიდან გავარდა...

- ვერ უარვყოფ. "ზუგდიდში" უკრაინელი ბიზნესმენი იყო, ის მოლაპარაკებებს ლევან გულორდავასთან აწარმოებდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ კლუბს ერთად განავითარებდნენ. მე კი კლუბში, როგორც გამოცდილი ადამიანი, ისე მიმიწვიეს. ადრე ბოლოადგილოსანი "ზარია" ჩავიბარეთ და ევროპალიგაზე გავიყვანეთ.

მკითხეს: "შეძლებ იმავეს გაკეთებას?". ვუპასუხე: "კი, შევძლებ". შევთანხმდით. მერთან შეხვედრები გავმართეთ, ასევე ინვესტორთან. ჩავედი, 2 თვე ვიყავი იქ და ვნახე, რომ არც ფულია კლუბში და არც სასიკეთო ძვრები. რისთვის ვჯდომილიყავი? ოჯახი მყავს. ვუთხარი კიდეც: "მზად ვარ ვიმუშაო, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა თავად იქნებით მზად, ანუ როცა ფული და ის პირობები იქნება, რომელზეც ვისაუბრეთ".

პრინციპში, ყველაფერი მარტივია: ინფრასტრუქტურა, ფეხბურთელები, კარგი მწვრთნელი და შემოსავალი,

თუნდაც სტაბილური, ფეხბურთელს მოტივაცია რომ გააჩნდეს. ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რომ ექნება თანხა, რომლითაც საჭმელს იყიდის. უნდა იცოდეს, რომ მოგებისთვის გარკვეულ ბონუსს მიიღებს - მაშინ ის ეცდება, მოინდომებს. ეგაა, მეტი არაფერია საჭირო!

- რა მოტიაცია ჰქონდა უკრაინელ ბიზნესმენს ქართული კლუბის დაფინანსების?

- სჯობს, ეს კითხვა თავად მას დაუსვათ, თუმცა მართლა საინტერესოა. კლუბს 50%-ით სახელმწიფო აფინანსებს. მერიის ხარჯზე ახალი თანამედროვე, უმაღლესი დონის სტადიონი შენდება. ანუ მომავალში ინფრასტრუქტურა შესანიშნავი იქნება. კი, დღეს სათამაშო მოედანი არაა, მაგრამ როცა კლუბი ბოლო ადგილზეა, ყოველ წელს უმაღლესში დასარჩენად იბრძვის, შესაფერისი დროა მის ჩასაბარად, ინვესტირებისთვის და იმ პროდუქტის შექმნისთვის, რომელიც ევროპაში მოიდგამდა ფეხს არა როგორც გრანდი, არამედ როგორც "ლუდოგორეცი".

- რაში მდგომარეობს უკრაინელი ბიზნესმენის ინტერესი? ისე, საფეხბურთო წრეებში ცნობილი პიროვნებაა? ვისურვებდით, რომ მისი სახელი და გვარი დაასახელოთ...

- თუ მოინდომებს, თავად იტყვის. თავდაპირველად, მან თქვა, რომ არ სურს გამოჩენა. იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა და იმის გამოც, რომ ჩემი ვალი ჯერაც აქვთ, შემიძლია გავთქვა, მაგრამ აზრი არ აქვს. რისთვის გავუკეთო ანტირეკლამა? ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს... იქნებ, დაბრუნდეს ფეხბურთში.

- მისთვის ეს ბიზნეს-პროექტი იყო?

- კი. მას "ზუგდიდის" ევროპალიგაზე გაყვანა სურდა. ინვესტირების შემთხვევაში, 2 წელიწადში გაცილებით მეტის მიღება შეიძლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ინვესტორმა განახორციელა ინვესტიცია და ვერც - ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

- რამდენი იყო საჭირო?

- 31 დეკემბრამდე 250 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. მომდევნო წელს კი 500 000 სახელმწიფო აძლევდა, 500 000 - თავად.

- 2 თვეში ალბათ საქართველოს ჩემპიონატზე გარკვეულ შთაბეჭდილებას შეიქმნიდით...

- კი, რა თქმა უნდა. ორი თვის განმავლობაში ვუყურებდი მატჩებს, ლევან კობიაშვილთან და გიორგი დემეტრაძესთან მქონდა ურთიერთობა. ამ ქვეყანაში შეუძლებელი არაფერია. თუ გარიგებულ მატჩებში არ იღებ მონაწილეობას და ჰქმნი გუნდს, რომელიც მხოლოდ სპორტულ პრინციპზეა ორიენტირებული, მაშინ შესაძლებელია ევროპალიგაზე მოხვედრა.

- დემეტრაძე რითაა დაკავებული?

- მას ფეხბურთის ფედერაციასთან აქვს ურთიერთობა, ოღონდ რა სახის, არ ვიცი. მუდმივად ფედერაციაში იმყოფება, ესაუბრება იქაურებს. მე ის ჩემს დამხმარედ მსურდა. დემეტრაძე ჩემი მეგობარია, მაგრამ მერმა მითხრა: "ხომ გესმის, დემეტრაძე წინა ხელისუფლების პერიოდში ციხეში იჯდა? ახლა ეს ცუდი იმიჯია. მისი კლუბში ყოფნა არ მსურს". ჩემთვის ეს გაუგებარია. წინა ხელისუფლებისთვის უნდა გვეჩვენებინა, რომ მათ ავტორიტეტი არ გააჩნიათ.

დემეტრაძეს კარგი ურთიერთობა აქვს კახა კალაძესთან. გიორგი ძალიან კარგი ადამიანია. რატომ არ უყვართ ის? იმიტომ, რომ ქარიზმატულია. მისთვის სულერთია ვის ესაუბრება, სიმართლეს პირში ეტყვის. თუკი მართალი არ არის, ბოდიშს მოუხდის მოსაუბრეს და დაეთანხმება მას. მიყვარს ასეთი ხალხი და ალბათ ამიტომაც ვეკონტაქტებოდი მას.

- საქართველოს ჩემპიონატი ჩვენსას ჰგავს?

- სანამ იქ ჩავიდოდი, მეც ასე მეგონა, მაგრამ რეალურად ასე არაა. უკრაინაში მუდმივად ბრძოლაა. კლუბის კაპიტნებში სისხლი დუღს. ეს უფრო ინგლისური ფეხბურთია, რაც მოლდოვასა და საქართველოში ვერ ვნახე.

საქართველოში ფორვარდებს ბურთის მიღებას აცლიან, პრესინგი არ იციან, ნელ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ტექნიკურები არიან - უფრო მეტად ინდივიდუალურ ფეხბურთს თამაშობენ, კომბინაციურში უჭირთ.

ის, რომ ჩვენს პირველობაზე სუსტი ჩემპიონატია, ცხადია. მაღალ ადგილზე მყოფი გუნდებიც კი ჩვენს გუნდებზე სუსტები არიან. ვფიქრობ, "ვორსკლა" და "ჩერნომორეცი" საქართველოს ჩემპიონატში ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ.

- როგორი ბიუჯეტი აქვთ ქართულ კლუბებს?

- ბიუჯეტზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, ოფიციალური ინფორმაცია არავის აქვს. თბილისის "დინამოში" ხელფასებზე 5-15 ათასი დოლარი იხარჯებოდა. არ ვიცი, ვის როგორი ხელფასი ჰქონდა. თუ გუნდში 25 ადამიანია, ეს 250 ათასია, ამას დავუმატოთ სამწვრთნელო შტაბი, პერსონალი და ა.შ. ანუ, "დინამოში" თვიურად დაახლოებით 300 ათასი იდებოდა.

ბათუმის "დინამოში", ვფიქრობ, ნაკლები იქნებოდა - 3-5. არ დავიწყებ კლუბების ძლიერებად და სუსტებად დაყოფას, რადგან იქ რამდენიმე ისეთი კლუბია, ვერ გაიგებ, ლიდერებში უნდა გამოყო თუ აუტსაიდერებში.

- სახელმწიფო თითქმის ყველა გუნდს აფინანსებს?

- თითქმის კი არა, ყველა გუნდს!

- თბილისის "დინამოსაც" კი?

- კი. ფეხბურთის განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა. ის საფეხბურთო საზოგადოებას ლევან კობიაშვილმა შესთავაზა, კახა კალაძემ მხარი დაუჭირა და პროგრამა დამტკიცდა.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მაგარი იდეაა. მაგრამ იდეა და პრაქტიკა - ორი სხვადასხვა რამაა. ქვეყანაში შეიქმნა ფეხბურთის განვითარების ფონდი. ის თანხას ბიუჯეტიდან იღებს და შემდეგ კლუბებს ურიცხავს. ბევრი წინაპირობაა: კლუბმა ხელფასებზე თანხის 50% უნდა დახარჯოს, 30% იფრასტრუქტურას უნდა მოახმაროს, 20% კი - ბავშვთა ფეხბურთს.

მკაცრი კონტროლი თუ იქნება, გამოდის, რომ 5 წელიწადში საქართველოში უამრავი ახალი მოედანი, კარგი ბაზები ექნება. ცხადია, თუ ქურდობას არ ექნება ადგილი...

ახლა მოგიყვებით, როგორია რეალობა. რეალურად, დირექტორს კლუბი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში და ამ დროს არც მოედნებია, არც ფორმები, არც ფეხბურთელები და არც ბავშვთა ფეხბურთი.

"ზუგდიდში" ჩასული, გავოცდი. გუნდი უმაღლეს ლიგაშია, მაგრამ ფორმა არ გააჩნია-მეთქი. სამაგიეროდ, მანამდე კლუბი 12 დღიან შეკრებაზე იმყოფებოდა, 4 დღე იგულავეს, რადგან ნისლი იყო. ამბობდნენ, ჩემპიონატისთვის კარგად უნდა მოვემზადოთო. შესანიშნავად მოემზადნენ, გუნდი უმაღლესიდან გავარდა...

ფორმა არ არის, ბავშვთა აკადემიაში ბურთები არ არის, პირველ გუნდს სხვადასხვა ბურთები აქვს... იმ დროში, რაც მანდ დავყავი, ვეცადე, დისციპლინა მაინც დამემყარებინა. მოედანს არავინ პატრონობდა და პირველივე დღეს ვუთხარით: "მოედნის გრაფიკი ჩამოწერეთ". 2 დღეში მივედით და არავინ არაფერს აკეთებს...

- როგორ ფიქრობთ, უკრაინაში რომ მიიღონ ეს პროგრამა, მისი რეალიზაცია ისეთივე იქნებოდა, როგორც ახლა საქართველოში?

- 100%. ჩვენს საზოგადოებაში, ისევე როგორც საქართველოში, კონტროლი არ არსებობს, უპასუხისმგებლო ხალხი მუშაობს და არც ისჯებიან.

• უხილავი

ვისაც ჩიხურა არ ევასება და არასწორათ გალანძღოს.............წელს ჩიხურა ჩემპიონია.......

• Nodari

Am sirotam rom chamoiyvana im fexburtelebit regionligas ver moigebdi.D da meore zboris temas da fulis motexvas yvela gundis direqtori aketebs.sheargos gmertma yvelas ogond amas rom texav bichebs sachmlis fuli mainc dautove she kai kaco:D

• mamulo

საქარტველოს უმარლეს ლიგასი უნდა იყოს გუნდი.დინამო თბილისი,გორის დილა.რუსთავის მეტალურგი,ქუთაისის ტორბედო,ლანჩხუთის გურია,ბათუმის დინამო.ზუგდიდის დინამო, მარტვილის მერანი,თბილისისლოკომოტივი,თბილისის კიდევ ერთი გუნდი.აი ეს გუნდები უნდა იყვნენ ცემი აზრით უმაღლეს ლიგაში.გაკეთდეს ამ ქალაქებში სტადიონები და ბავშვთა აკადემიები.ასევე ზესტაფონში , სამტრედიაში ,სენაკში უფასო სპორტული ბავშვთა სკოლები.

• თენგო

აქ ყველა ფულის მოტეხვაზე რომ ფიქრობდა ნახა ამ კაცმა და მოშორდა აქაურობას.ზუგდიდში ხომ ბარდაკია საერთოდ,ისეთი ხელმძღვანელობა ყავს.

• შოკირებული გულშემატკივარი

საქართველოში ფორვარდებს ბურთის მიღებას აცლიან, პრესინგი არ იციან, ნელ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ტექნიკურები არიან - უფრო მეტად ინდივიდუალურ ფეხბურთს თამაშობენ, კომბინაციურში უჭირთ:))) ამას ჯობდა შეეგინებინა:)))

• სოსო

სხვა გუნდების არ ვიცი მაგრამ,ზუგდიდის შემთხვევაში კი გაბელიას კატეგორიულად არ უნდოდა გუნდის თურქეთში შეკრებაზე წაყვანა,მაგრამ გოგოხია,ინალიშვილის, დაჟინებული მოთხოვნა იყო.საბოლოოდ კი გაირკვა რომ ამ შეკრებიდან ამ ორმა გუნდის ხელმძღვანელმა 35000 ევრო ჩაიჯიბეს.საიდან და როგორ ეს შორს წაგვიყვანს.

• samtrebia001

kai

• მალხაზის

ბეგაშვილი მუმლაძე დეკანოიძე ჩიკვაიძე კუსიანი იაკობაშვილი.და ვალდებულიც არიყო მეთუმ მკითხავ ყოველთვის უყურადღებოთ იყო სახელმწიფოსგან ჩიხურა.სამაგიეროთ 550 ბავშვს ავარჯიშებს უფასოთ თავის ჩაცმა დახურვით თითქმის ყველა დიდ სოფელში და შენ ორდღეში სასწაულებს ნუ მოთხოვ.დააცადეთ და ყველაფერი იქნება.6 ასაკობრივი გუნდი ყავს რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირებზე გამოდიან.შენი კლუბის წარმატებები მითარი და თუ ასე ზრუნავს ბავშვთა ფეხბურთზე უფასოთ

• მალხაზი

ჩიხურას წარმატებულ გუნდად რო მოაქვს თავი რამდენი ფეხბურთელი გაუზარდა ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებს?

• kika

ქართველებს მართლა გულაობა გვიყვარს ვწუწუნობთ უფულობაზე და მერე ძვრადღირებულ შეკრებებს ვაწყობთ უცხოეთში. ეს ჩემი აზრით არის დანაშაული ხალხის წინაშე. იმ ფულით არ ჯობია 50 სკამი დაამონტაჟო სტადიონზე და ბალახს მოუარო.

• hj

100% სიმართლეა სამწუხაროდ...ბურთი რომ ბურთია ის არ აქვთ და ფორმები არ აქვთ და ყოველ ზამთარს თურქეთში დადიან შეკრებებზე,აი ესეთი სამარცხვინო გუნდები არიან ჩვენს ჩემპიონატსი

• QWERTYS

ჩიხურა რაც რაც არსებობს სახელმწიფოსგან 1 ლარი არ მიუღია და ახლაც საკუთარი სასხრები გააჩნია.ახლა სახელმწიფო პროგრამა ასეთია.რამდენსაც გაიღებს კლუბი იმდენს +მიუმატებს სახელმწიფო.სხვა გუნდებმა იკითხონ ვინც მართლა 100%არიან სახელმწიფოზე დამოკიდებულები უკვე წლებია (კოკაია)მაგაზე ყვიროდა სულ ჩემი გადახდილი ფულით რატომ დავაფინანსო მეტოქე კლუბია და მართალიც იყო

• QWERTY

მართალს ამბობს ეს კაცი. როცა სახლში არაფერი გაქვს და თურქეთში შეკრებებზე ასეულ ათასობით ლარს ხარჯავ, ამას რა ჰქვია თუ არა კრეტინიზმი? რათ უნდა ჩიხურას 2 შეკრება თურქეთში, რათ უნდა სამტრედიას 18 დღიანი შეკრება.მილიონებს ხარჯავენ ჯამში ქართული კლუბები თურქეთში და მინდვრებზე კი ფეხბურთელები კისერს იტეხავენ. არ ჰქონდა გასული წლსი გაზაფხულზე სამტრედიას გავლილი სეკრება თურქეტში მაგრამ მშვენივრად ითამაშა. არაა არც კონტროლი და არც წესიერი ანგარიში გამოყოფილი ფულის ხეირიანად ან მიზნობრივად დახარჯვის.

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

"ზუგდიდის" ყოფილი უკრაინელი ვიცე-პრეზიდენტი სამსახურს ეძებს

"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა

ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია

"კალაძე კოლაბორაციონისტია, რუსეთი იმიტომ აირჩია, რომ საქმე დიდ ფულშია, ან..." - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი თავის სამშობლოს მიერ კალაძის დასანქცირებაზე

600 ათასიდან დარჩა 85 ათასი, ინვესტორი კი წავიდა? ორი ვერსია "ზუგდიდის" ამბებზე

"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."

"ზუგდიდი": სიროტა წავიდა, რას აპირებენ უკრაინელი ინვესტორები?

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

როგორ აღმოჩნდა უკრაინული კლუბისთვის გამზადებული ინვესტიცია "ზუგდიდში"

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა