პეტერ ზაიზენბახერი ისევ არ ჩანს
საქართველოსა და აზერბაიჯანის ძიუდოისტთა გუნდების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ავსტრიელი ორგზის ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი პეტერ ზაიზენბახერი ისევ მიმალვაშია და ემალება ავსტრიულ სასამართლოს.

შეგახსენებთ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ვენის სასამართლოში 19 დეკემბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა სწორედ დეკემბრის მიწურულიდან მისი კვალი არ ჩანს - მას შემდეგ მისი მობილური გათიშულია, პირადი ადვოკატი ბერნხარდ ლაჰოფერი კი აცხადებს, რომ თავისი კლიენტის ასავალ-დასავალი დღემდე არ იცის.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ძიუდოს ფედერაციაშიც ამბობენ, რომ მწვრთნელს არც მათთან შეუთანხმებია წასვლა, თუმცა ის კი დასძინეს, მან დატოვა ჩვენი ქვეყანაო.

ამასობაში გაირკვა, კონკრეტულად რას ედავება ავსტრიული თემიდა ზაიზენბახერს. აქამდე თუ ზოგადად იყო ცნობილი, რომ ბრალდებოდა სექსუალური ძალადობა ვენის ძიუდოს იმ კლუბის გოგონებზე, სადაც 1999-2000 წლების მიჯნაზე მწვრთნელად მუშაობდა, ახლა დაზუსტდა, რომ საუბარია 11 და 13 წლის გოგონებზე. ავსტრიული მედიის ცნობით, საქმეში კიდევ ერთი არასრულწლოვანი მოსწავლე გოგო ფიგურირებს, რომელიც აცხადებს, რომ მწვრთნელი მასთანაც ცდილობდა იმგვარად მოქცევას, როგორც - იმ ორთან, მაგრამ ის მაშინ 16 წლის ყოფილა და მოუხერხებია მისგან თავის დაცვა.

ავსტრიული მედია ჩვენთვის საინტერესო ერთ დეტალსაც ავრცელებს - მათი თქმით, 15 დეკემბერს ზაიზენბახერი საქართველოში ყოფილა ჩამოსული, ოღონდ არ აზუსტებენ, ვისთან და რა მიზნით გვეწვია, თუმცა თავს ვერც თავად ამ ფაქტზე ანუ მის ჩამოსვლაზე ვერ დავდებთ და ვიმეორებთ, რომ ეს ავსტრიული მედიის ცნობაა.

ერთი სიტყვით, პეტერ ზაიზენბახერის ირგვლივ საკმაოდ რთული ვითარებაა და საქმე არ უნდა იყოს ისე მარტივად, როგორც ლაჰოფერი აცხადებდა, ჩემი კლიენტი მუდამ ოპტიმისტურად იყო განწყობილი ამ სასამართლო პროცესისადმიო.

ეტყობა, თავად მწვრთნელიც გრძნობს, რომ საქმე ასე მარტივად არაა და ამიტომ მიიმალა, თუმცა ამით კიდევ უფრო დაიმძიმა ბრალეულობა.

ზაიზენბახერი ერთადერთი სპორტსმენია ძიუდოს ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა - 1984 წელს ლოს ანჯელესში და 1988 წელს - სეულში. ის საქართველოს ნაკრებში 2010-2012 წლებში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თუმცა ეს მაინცდამაინც მისი დამსახურება ვერაა, რადგან ლაშა რამდენიმე თვით ადრე გადმოვიდა ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდული გუნდიდან.

2012-2014 წლებში ავსტრიელი სპეციალისტი უკვე აზერბაიჯანის ნაკრებში იყო, ამ პერიოდში კი ელხან მამადოვი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც იქაური ძიუდოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ერთი სიტყვით, წარმატებული სპორტსმენი მწვრთნელიც გახდა, თუმცა, იქნებ, ამაში ერთგვარი ყისმათიც დაეხმარა - შავდათუაშვილზე უკვე გითხარით და იმავე მამადოვს იქაურ ნაკრებში მისვლისთანავე გუნდის გაახალგაზრდავების საბაბით ნაკრებიდან აგდებდა. საბოლოოდ ყველაზე მეტად სწორედ ამ "ჩამოწერილმა" ფალავანმა გაუმართლა.

თუმცა რაც უნდა იყოს, რეგალიები სამწვრთნელო ასპარეზზეც დაიმსახურა და დასანანია, ამ რანგის სპეციალისტი ასეთი მძიმე ბრალდებით თუ დაასრულებს სპორტულ კარიერას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
კიევის სასამართლომ პედოფილიაში ბრალდებული პეტერ ზაიზენბახერი გაათავისუფლა
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პედოფილიის გამო 5 წლით ციხეში ჩასვეს
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კიევში დააკავეს
ვენის სასამართლომ პეტერ ზაიზენბახერზე ძებნა მთელ მსოფლიოში გამოაცხადა
პეტერ ზაიზენბახერის კიევში დაკავების კადრები [VIDEO]
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი