დიდ სანაკრებო და საკლუბო ტურნირებზე გუნდების რაოდენობის გაზრდამ ჯგუფურ ეტაპებზე დონის აშკარა დაქვეითება და ორგანიზატორების ფინანსური მოგება გამოიწვია. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ.

შეიძლება 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 64-მა ნაკრებმა იასპარეზოს. ამ საკითხს ფიფა უკვე განიხილავს.

„აშშ მზად არის 2038 წელს 64-გუნდიან მუნდიალს უმასპინძლოს. ამ ამოცანის შესრულება პრობლემას არ წარმოადგენს. ამის შესახებ უკვე ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და ზოგიერთ მინისტრს. საჭირო ინფრასტრუქრურა უკვე გვაქვს, მხოლოდ ორიოდ მილიარდი დოლარის დახარჯვა მოგვიწევს, სხვა ქვეყნებს კი გაცილებით მეტის - ათეული მილიონის“, - განაცხადა მსოფლიო თასის საკითხებში თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ ჯულიანიმ.

2030 წლის ტურნირს ერთობლივად ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო უმასპინძლებენ. სამი საწყისი მატჩი ტურნირის 100 წლისთავის აღსანიშნვად ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში გაიმართება. 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ჩატარდება.

ცნობილი გახდა, რომ 2029 წელს ფიფა უეფასთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 32-დან 48 გუნდამდე გაფართოებას და პრემიერლიგის გუნდების რაოდენობის გაზრდას აპირებს.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს „ჩელსიმ“ ტურნირზე 84 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა, ევროპის რამდენიმე დიდმა კლუბმა ფიფას საკლუბო მუნდიალის გაფართოების თხოვნით მიმართა.

ჯონდო
ქართველი ხომ არ წყვიტავს ამ ამბებს? ფულის სიყვარული
აუუუუ
ვერ დათვალეთ ზღვაში ქვიშა, და ან ცაზე ვარსკვლავები? :) მეც მინდა ასე, ზევიდან ვუყურო ხალხს და ჭკვიანურები ვილაპარაკო .... :)
ზედა მეზობელი
ხელს მაინც ვერავინ შეუშლით,ერთადერთი შანსი ინტერესის კლებაშია,მარა ეგ გამორიცხულის #metoo თაობის შემყურე. ეს შეგნებულად გააკეთეს თავის დროზე,გამოზარდეს და ახლა ყველაფერზე ტაშს დააკვრევიინებენ.სეზონში უამრავი თამაშია,თუმცა ნაკლები ფეხბურთი. მე ის უფრო მაინტერესებს,რა არის ზედა ზღვარი,რისშენდეგაც გაზრდა აღარ გამოვა? მასკი წავა კოსმოსში და მალე იქოურ პლანეტებსაც დაამატებენ აქოური რო გამეელევათ. ფეხბურთი უნდა იყოს წინა პლანზე,თუ გინდათ 8 გუნდიანი იყოს და გნებავთ 128 გუნდიანი.მეოთხედებად ფეხბურთის დაყოფა არ მოსულა და არც მეომარ ქვეყნებში არ უნდა ტარდებოდეს.ფეხბურთი აერთიანებს და არ უნდა მოჰქონდეს ზედმეტი ფული ბომბებისთვის.ჯერ იყო რუსეთი და ახლა ამერიკა,როდის უნდა დამთავრდეს თავისუფლებაში არეული მონობა მსოფლიოში?
თორნიკე
ამ ხალხის მოსაწონი ჯერ ვერაფერი მოიფიქრეს. ჯერ ევროპას გაუზარდონ ქვოტაო (ცნობისთვის ევროპის სამი გუნდი ჩარჩა ჯგუფში, აფრიკის მხოლოდ ერთი), დანარჩენები არ გვინდაო. ევროპის ჩემპიონატს უყურეთ ბატონო. ან გაზრდაში რა პრობლემაა 48 თუ 64, თამაშების რაოდენბო აგოვე რჩება. სხვამაც რომ მიიღოს შანსი ნეტა რა მოხდება ასეთი. არ უყუროთ თქვენთვის მოსაწყენ თამაშს. კითხე კონგოელს ან უზბეკს თუ ეცალა მოსაწყენად ამ თამაშზე. ან კურაშაოელს კითხე და კაბო ვერდელს. ხალხს ის ბოღმა ახრჩობს რო ჩვენ არ ვართ იქ. საქართველო - უზბეკეთს ან ჰაიტის ხო სიამოვნებით უცქერდით. აბა კითხე არგენტინელს თუ უნდა საქართველოს "წინ გადააგდე და მერე რამე იქნება"-ს სვარკის ყურება? ტიპები საკუთარი ცხვირის იქით ვერ იხედებიან. ძაან დიდი პრობლემაა ლოგიკასთან და აზროვნებასთან. დიახ ძალიან მაგარია რო 6 ერივით უშანსოდ ჩაკეტილი არაა მსოფლიო ჩემპიონატი, მინიმუმ რუკას მაინც გადახედავთ!
tengo
აბი გლიუკოზა და ბროწეულის ოყნა, სავა კომენტარი არ მაქვს ამ ბოდვზე ...
ჟორა გაბრიჭიძე
მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 მაღალი კლასის გუნდს კი არა, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონს ვავლენთ და არაა სხვაობა მონაწილეობას 48 გუნდი იღებს თუ 64. ერთი ხარჯით ჩატარდება ჩემპიონატი და გამოვლინდება უძლიერესი. მე 16 გუნდიანი ჩემპიონატის მომსწრეც ვარ, მაგრამ მაშინ ისე იყო საჭირო, რადგან, არც ფიფას წევრი ქვეყანა იყო ბევრი და არც ფეხბრთის დონე მაღალი.
ვაგლახ
უამრავ (ჩემი ზრით ძირითადად სამართლიან) კრიტიკასთან ერთად, ამ მსოფლიო ჩემპიონატმა რაღაცა დადებითიც გააკეთა: აქამდე კაბო ვერდე ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის იყო 'ცესარია ევორა რაღაც კუნძულებზე, სადღაცა შორს' :) ახლა რუკას დავხედე და გაირკვა, რომ ეს კუნძულები გაბნეულია 300+კმ სიგრძეშიც და სიგანეშიც, ანუ საქართველიზი მეტ ტერიტორიას მოიცავს ...
ჟორა გაბრიჭიძე-ს
როგორც გინდათ ისე დაამატეთ, გადმოამატეთ, გადააწყვეთ და გადმოაწყვეთ, რეალობას ვერ მოატყუებთ: 16-ფინალი რომ გექნებათ, ძნელი მისახვედრია რომ 32 მაღალი კლასის გუნდი დედამიწის ზურგზე არ არის?
Temo
ძალიან კარგი, 200 გუნდამდე რომ გაიზრდება მერე ჩვენც გვექნება შანსი.
giga
აშშ დასანქცირება თუ გინდათ, რუსეთის ჩემპიონატს უყურეთ და დატკბით. ასევე არ გამოოგრჩეთ მაგათი ამხანაგურები, ტაჯიკეთთან, პაპუა ახალ გვინეასთან და კიდევ ვისაც ეთამაშებიან ხოლმე. აი მაგათი ამხანაგურები წელს: ტრინიდადი და ტობაგო, ბურკინა ფასო, ეგვიპტე (ასუანის წყალსაცავით ტყუილად არ გავუნადგურეთ ნილოსის დელტა - დაგვიფასდა), მალი და ნიკარაგუა ... ხომ ხედავთ, თქვენც გყავთ მეგობრები, მშვიდობაში მოიხმარეთ :)
ჟორა გაბრიჭიძე
64 გუნდიანი ჩემპიონატი შეიძლება იმავე დროში და იმავე რაოდენობის თამაშით (იგულისხმება ფინალისტების მიერ ნათამაშები თამაშის რაოდენობა) შეიძლება ჩატარდეს, როგორც 48 გუნდის შემთხვევაშია. შეიქმნება 16 ჯგუფი სადაც ოთხ-ოთხი გუნდი იქნება და ჯგუფში პირველ-მეორე ადგილოსანი შექმნის 32 სუბიექტიან გუნდს, ანუ დღეს, რომ მესამე ადგილოსნებს ვამატებთ, აღარ დაგვჭირდება მათი დამატება. გუნდების დამატება კი იმიტომაა აუცილებელი, რომ ფეხბურთის დონე ამაღლდა და აშკარა აუტსაიდერები აღარ არიან, თქვენი არ ვიცი და ამ ჩემპიონატზე უფერული თამაში დღემდე არ მინახავს. თუმცა არცაა გასაკვირი ყველა ქვეყანას ნახევარ გუნდზე მეტი ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებით აქვს დაკომპლექტებული. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ აუცილებელია მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მაღალი კლასის ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა და ამისათვის ფიფამ უნდა გადაიღოს კალათბურთელებისგან ერთი ნებისმიერი ქვეყნის მოთამაშის დამატების პრაქტიკა.
Dima
ვერაფერ საგანგაშოს ვერ ვხედავ. უბრალოდ, ვინც ძველებურ ჩემპიონატებს ვიყავით შეჩვეული, უნდა დავიჯეროთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 1/8 ფინალიდან იწყება. მე ჯგუფებს რომ გადავხდედე,მივხვდი, რომ ინგლისი - ხორვატიის და კიდევ 1-2 თამაშის მეტი 2 კვირა თავისუფალი ვარ. ახლა 1/16 წყვილებს რომ შევხედე, მივხვდი, რომ კიდევ 1 კვირა ვარ თავისუფალი. თუ ფიფა ასე გააგრძელებს, შედეგი ის იქნება, რომ კაბო ვერდეები და (იმედია როდესმე) საქართველოები გაიხარებენ, პირიველი კვირები რეკლამა იქნება იაფი, ხოლო სერიოზული ფეხბურთი და შესაბამისად სერიოზული ფული, გვიანი სტადიებიდან ჩაერთვება. რომ ცავთვალოთ, რომ ეს ჯგუფური ეტაპი აშშ/კამადა/მექსიკაში გადატანილი შესარჩევის ბოლო სტადიაა, მგონი არაფერი დაშავდება.
გივი (ვილი) ჩვენ ვართ გაგვიღე
კონკრეტულად თქვით რა არ მოგეწონათ მეგობრებო და რომელი ნაკრები არ მოგეწონათ? ხალხის ფეხბურთიაო იძახით და ამდენი ხალხი და გუნდები რომ დაემატა ეგ არ მოგწონთ? რომელი ფავორიტი გავიდა ცალ ფეხზე ჯგუფიდან არგენტინის და ფრანგების გარდა? ხალხისა რომაა ფეხბურთი მაგიტომა კარგი ბევრი ნაკრები და იქ ხომ ის ნაკრებებიც არიან რომლებიც მოგწონთ. გავიდნენ პლეი ოფებში და მერე შეაფასეთ. სიურპრიზები ხომ იყო აუტსაიდერებისაგან თან რამოდენიმეც. მე პირადად მომწონს და ახლა ოლიმპიური სისტემით პლეი ოფები უფრო საინტერესო იქნება. კაპო ვერდე ჩემპიონ 😁😅 აბა რა ეგონათ ჩვენი მომზადებული და ნავარჯიშები გუნდი ადვილი იქნებოდაა? 😁
Gio
რითი მტკიცდება?
Gio
100% იანი ხარ
თბილისელი
ეხლა ხომ უკვე ყველასათვის გასაგები ხდება თუ რატომ ეწინააღმდეგება ფიფა და უეფა პროფესიონალური ლიგის შექმნას.
გეგი
ნამდვილი ფეხბურთი მკვდარია უკვე,ეს ამ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მტკიცდება!
დდდ
ძალიან დიდი ალბათობით, ფეხბურთი აღარასოდეს იქნება სპორტის სახალხო სახეობა და რაც იყო, ის რომ ვეღარ იქნება, ამას წყალი არ გაუვა... აშშ რომ რუსეთივით დასანქცირდეს და მოიკვეთოს, ალბათ, ესეც ვეღარ უშველის...
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
შეთანხმება შედგა - "არსენალი" ბერძენ შემტევს 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს
[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა
[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ზინედინ ზიდანი: რასაც ჩემი ფეხბურთელები აკეთებენ მარტივი არაა
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტურნირი მეორედ აღარ გაიმართოს" - ლა ლიგის პრეზიდენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
"ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ..." - ჯანი ინფანტინო
Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა