ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

იუბილე: გიორგი ჩიხრაძე - 50!

იუბილე: გიორგი ჩიხრაძე - 50!

საქართველოს ნაკრების ყოფილ მცველსა და შემდგომში მართლაც წარმატებულ მწვრთნელს 50 წელი შეუსრულდა!..
...კარგი ფეხბურთელობა ყოველთვის არ არის იმის გარანტი, რომ აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ ასევე წარმატებული მწვრთნელი გახდე; თუმცა, უცხოეთშიც და ჩვენთანაც, ამის საპირისპირო, რამდენიც გნებავთ, იმდენი შემთხვევაა და ერთ-ერთ მათგანზეც გვინდა ყურადღების გამახვილება. მით უფრო, რომ ამ პიროვნებას ამ დღეებში ლამაზი იუბილე ჰქონდა: საქართველოს ნაკრების ყოფილ მცველსა და შემდგომში მართლაც წარმატებულ მწვრთნელს, გიორგი ჩიხრაძეს 28 იანვარს 50 წელი შეუსრულდა!..

გიორგი ჩიხრაძე-ფეხბურთელს, უპირველესად, შესაშური ფიზიკური მონაცემებითა და გამძლეობით გამოარჩევდით; აღარაფერს ვამბობთ ნებისმიერი მცველისათვის ერთ-ერთ, ალბათ, უმთავრეს თვისებაზე - სადაც კი უთამაშია (საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე), ამპლუით მარცხენა მცველი (მერე, "სიბერეში", ცენტრალური მცველიც) გიორგი ჩიხრაძე მუდამ საიმედოდ იდგა!

საფეხბურთო კარიერა კი მართლაც წარმატებული ჰქონდა: აფხაზეთის მადლიან საფეხბურთო მიწაზე დაბადებული და გაზრდილი გიორგი ჩიხრაძე თავდაპირველად იმდროინდელ საკავშირო მეორე ლიგაში გამოჩნდა და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უმალ დაიმკვიდრა ადგილი სოხუმის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში. 1989 წლის გვიან შემოდგომაზე სოხუმის "დინამომ" თავის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია: გუნდმა საკავშირო პირველი ლიგის საგზური მოიპოვა და ამაში დიდი წვლილი გიორგი ჩიხრაძემაც შეიტანა.

თუმცა, მერე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეს გუნდი ორად გაიყო: 1990 წელს სოხუმის "დინამო" მართლაც ჩაერთო საკავშირო პირველი ლიგის გათამაშებაში, ოღონდ... ქართველი ფეხბურთელების გარეშე, რომლებითაც დაკომპლექტდა კიდეც იმ პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი - "ცხუმი". მწვრთნელიც გამორჩეული ჰყავდა ამ გუნდს - გიგა ნორაკიძე, და ერთიმეორეზე გამორჩეული ფეხბურთელებიც - გოჩა გოგრიჭიანი, მიხეილ ჯიშკარიანი, იური გაბისკირია, სოსო მალანია, გელა ინალიშვილი, გოჩა ჟორჟოლიანი, მერე და მერე, გრიგოლ ცაავა, გიორგი გოგიაშვილი, ძმები ჯელაძეები და თენგიზ სიჭინავა, თემურ გადელია და სხვები რომ დაემატნენ...

მართალია, "ცხუმი" უტიტულოდ დარჩა (აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ეს გუნდი 1992/93 წლების სეზონის დასაწყისში გათამაშებიდან მოიხსნა), მაგრამ პირველ სამ ეროვნულ ჩემპიონატში ჩვენთან ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ "ცხუმი" უჩვენებდა!

არადა, გიორგი ჩიხრაძეც და "ცხუმიც" ძალიან ახლოს იყვნენ ტიტულ(ებ)თან: სოხუმელთა გუნდი ორჯერ თასის ფინალში დამარცხდა (ჯერ - "გურიასთან", მერე - თბილისის "დინამოსთან"), მესამე ეროვნულ ჩემპიონატში კი მეორე ადგილზე გავიდა.

... გიორგი ჩიხრაძის კარიერაში მერე იყო უკრაინაში გატარებული 4 სეზონი: ჯერ შეპეტოვკის "ტემპში" (სადაც არაერთი ქართველი ფეხბურთელი გამოდიოდა), შემდეგ კი დონეცკის "შახტარში". სწორედ "შახტარის" შემადგენლობაში გახდა გიორგი ჩიხრაძე უკრაინის ვიცე-ჩემპიონი, რის შემდეგაც მცირე ხნით საქართველოში დაბრუნდა და 1997/98 წლების სეზონის პირველი წრე თბილისის "დინამოში" გაატარა.

ჩიხრაძემ უცხოეთში კიდევ იასპარეზა: ჯერ - ჩინეთში, შემდეგ კი - ისრაელში, თუმცა უფრო წარმატებული მაინც საქართველოში მეორე დაბრუნება გამოდგა, როცა თემურ მახარაძის დამოძღვრილ თბილისის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა და საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.

აი, 2000 წელს კი პირველი ტიტულიც მოიგო, როცა "ლოკომოტივის" შემადგენლობაში საქართველოს თასს დაეუფლა.

საინტერესო გუნდი იყო იმდროინდელი "ლოკომოტივი", რომლის თავკაცს, რევაზ ძოძუაშვილს გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავდა (გიორგი ჩიხრაძე, მიხეილ ჯიშკარიანი, კახა გოგიჩაიშვილი, მამუკა ჯუღელი) და პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭებიც (ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ლომაია, გივი კვარაცხელია, ვალერი აბრამიძე)...

გიორგი ჩიხრაძე საქართველოს ჩემპიონატს მესამედ (და - საბოლოოდ) 2003 წელს დაუბრუნდა, როცა 36 წლის ვეტერანი ახლად დაარსებულ დედაქალაქურ გუნდში, "ამერში" ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების კიდევ ორ ყოფილ ფეხბურთელთან, გიორგი კილასონიასა და გიორგი ღუდუშაურთან ერთად.

"ამერი" გიორგი ჩიხრაძისათვის უკანასკნელი გუნდი აღმოჩნდა, როგორც მოქმედი ფეხბურთელისათვის: 2004 წლის გაზაფხულზე "ამერის" ხელმძღვანელობამ უდიდესი ნდობა გამოუცხადა და ამ გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა.

სწორედ "ამერში" ჩამოყალიბდა კიდეც ჩიხრაძე-მწვრთნელი, თუმცა, ვიდრე მის სამწვრთნელო მიღწევებზე ვისაუბრებთ, მანამდე გიორგი ჩიხრაძის სანაკრებო კარიერაზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ; მით უფრო, რომ ჩვენი უპირველესი გუნდის შეუცვლელი წევრი გახლდათ იმ პერიოდში, როცა ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი მოძღვრავდნენ (რასაც ვერ ვიტყვით სხვა მწვრთნელებზე)...

ჩიხრაძე-მწვრთნელმა "ამერში" მართლაც წარმატებით იმუშავა: სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო ამ ახლად დაარსებულმა (და - ახალგაზრდულმა) გუნდმა (შემტევ ფეხბურთს რომ ანიჭებდა უპირატესობას) უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება (პარალელურად, მეორე ლიგაში მოასპარეზე "ამერი 2"-საც თავკაცობდა და იქაც პირველი ადგილი დაიკავა); თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო ჩიხრაძე-მწვრთნელის წარმატებულ კარიერაში: "ამერმა" ზედიზედ ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი და ორჯერვე "ზესტაფონს" აჯობა!

საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო სეზონში გუნდი VII ადგილზე გავიდა, აი, მომდევნოში კი (2006/07 წლები) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა! არადა, იმ სეზონში ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნეოდა უკვე და ამის დასტურად იმ სეზონის მართლაც შთამბეჭდავი სტარტიც (12 წაუგებელი მატჩი) გამოდგება.

ეს კიდევ არაფერი: გიორგი ჩიხრაძის დამოძღვრილმა "ამერმა" ზედიზედ ორჯერ მოიპოვა საქართველოს სუპერთასი, როცა 2006 წელს "მიხეილ მესხზე" ქვეყნის ჩემპიონ "სიონს" მოუგო, მომდევნო წელს კი გორში, თოვლიან ამინდში ასევე მოქმედი ჩემპიონი, რუსთავის "ოლიმპი" დაამარცხა დიდი ანგარიშით, 4:1 (გრიგოლ დოლიძემ ერთმანეთზე უკეთესი სამი გოლი რომ გაიტანა რუსთაველთა კარში).

"ამერი" ზედიზედ მესამედაც გავიდა საქართველოს თასის ფინალში, მაგრამ ამჯერად დამარცხდა იმდროინდელ მართლაც "მარადიულ" სათასო მეტოქესთან, "ზესტაფონთან"...

თუმცა, წინ უარესი იყო: 2007/08 წლების სეზონი "ამერმა" V ადგილზე კი დაასრულა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. იმ პერიოდში გიორგი ჩიხრაძეს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა უმაღლეს ლიგაში გუნდის მოძებნა, მაგრამ "ამერში" დარჩა და კვლავაც გაამარჯვებინა პირველი ლიგის გათამაშებაში. სამწუხაროდ, ისევ და ისევ ფინანსური პრობლემების გამო "ამერი" უმაღლეს ლიგაში აღარ გამოჩენილა და სულ მალე საერთოდ დაიშალა კიდეც ეს საინტერესო და საკუთარი "ხელწერის" მქონე გუნდი...

2009 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, გიორგი ჩიხრაძე უკვე უცხოეთში აგრძელებს სამწვრთნელო მოღვაწეობას: ჯერ კახა ცხადაძეს ეხმარებოდა ბაქოს "ინტერში" და ამ გუნდთან ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა და დსთ-ს თასი მოიგო. შემდეგ კი სამი სეზონი "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და ეს პროვინციული და მოკრძალებული რესურსების მქონე გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად აქცია.

აი, 2015 წლიდან კი საქართველოს ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელების და თანამოაზრეების, კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის სამწვრთნელო "ტანდემი" ისევ აღდგა - ამჯერად უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში; შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული კი, ეს "დუეტი" ამჯერად უკვე ყაზახეთში მოღვაწეობს და იქაურ "სახალხო გუნდს", "ქაირათს" მოძღვრავს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gizog

მადლობა გია ტუხაშვილს, რომ დამსახურებული კაცის გიორგი ჩიხრაძის შესახებ ასეთი ვრცელი და თბილი წერილი მოგვაწოდა. გიორგის ვულოცავ ნახევარ საუკონოვან იუბილეს და ვუსურვებ უფრო მეტ წარმატებებს თავის სამწვრთნელო კარიერაში, კერძოდ კი ქართულ ფეხბურთში. როცა ასეთი კადრები გვყავს, რატომ უნდა ეძებდეს დინამო გნებავთ ნაკრები ქართველთათვის უცხო მენტალიტეტის მწვრთნელს. გაიხარე გიორგი ოჯახთან ყველა ახლობლებთან ერთად. გისურვებ უახლოეს პერიოდში სოხუმის დინამო გაგეწვრთნას დაბრუნებულ სოხუმში.

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

კაბახიძის გოლი და რუსეთის მეორე ლიგა ბევრი ქართული გვარით

რევოლუცია "ზუგდიდში": უკრაინელები მოვიდნენ, ოთარ გაბელია წავიდა

"ზუგდიდიდან" მთავარი მწვრთნელი იური ბაკალოვი წავიდა

აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

"თვეში 10 000 მანეთს და მოსკოვის ცენტრში ბინას გვპირდებოდნენ, მაგრამ..."

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს

გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისის "დინამოს" მეორე გუნდმა "შახტარის" დუბლებს მოუგო

27 სექტემბერი: კიდევ ერთხელ სოხუმის "დინამოზე"

გოჩა გოგრიჭიანის შვილი მოსკოვის ცსკა-ში ითამაშებს

"მცემა, ცხვირი ისევ გამიტეხა, გაგუდვით მემუქრებოდა" - გოგრიჭიანს ყოფილი მეგობარი გოგონა ცილს სწამებს?

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს

თამაზ კოსტავა: ვინც სპონსორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში ადგილი აღარ ექნება

იური ბაკალოვმა "ზუგდიდში" უკრაინელებს, აფრიკელებსა და ქართველებს უხმო

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

საქმე დაიძრა! - სოხუმის "დინამოს" ტკივილი და იმედები

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა

ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი - კახა გოგიჩაიშვილის ახალი სტიმული

რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...

გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე

ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან

[ისტორიიდან] საქართველო-უელსი - ყველაზე ტკბილად მოსაგონარი [VIDEO]

ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში

"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები

მეტოქე პაოკ-ი: ივიჩს მცირე პრობლემები აქვს, დიმიტრიადისი საეჭვოა

ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები

ექსპერიმენტი: მოდი, შევქმნათ საქართველოს ნაკრების იდეალური მწვრთნელი

ალბათ, აქ დავრჩები - "ზუგდიდი" მთავარ მწვრთნელად ოთარ გაბელიას იწვევს